მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქმარმა არ იცოდა, რომ ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებოდა
ქმარმა არ იცოდა, რომ ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებოდა

ხან­ში შე­სულ­მა ბელ­გი­ელ­მა მა­მა­კაც­მა 19-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ამ­დე­ნი წელი ერ­თსქე­სი­ან ქორ­წი­ნე­ბა­ში გა­უ­ტა­რე­ბია. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ცოლ­მა და­უ­მა­ლა, რომ ქვე­ყა­ნას ბი­ჭად მო­ევ­ლი­ნა, მაგ­რამ წლე­ბის წინ სქე­სის შეც­ვლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. ბელ­გი­ე­ლი უფრო იმან აღაშ­ფო­თა, რომ ეს ამ­ბა­ვი, თურ­მე, სხვე­ბის­თვის არ ყო­ფი­ლა სა­ი­დუმ­ლო. ამი­ტომ თავი ვერ შე­ი­კა­ვა და ცოლს სცე­მა.

"თავი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლად ვიგ­რძე­ნი", - გა­მო­ტყდა 64 წლის ბელ­გი­ე­ლი.

ამ სკან­და­ლუ­რი წყვი­ლის სა­ხე­ლე­ბი არ ხმა­ურ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რივ­მა პრე­სამ მათ გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბი შე­არ­ქვა: ქმარს - იანი, ცოლს კი - მო­ნი­კა.

მო­ნი­კა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლი­ვით ცხოვ­რობ­და, რო­მელ­საც ვი­თომ ბავ­შვის გა­ჩე­ნა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ არ სურ­და. კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებ­საც იყე­ნებ­და და ქმარს თავს აჩ­ვე­ნებ­და, თით­ქოს მენსტრუ­ა­ცი­უ­ლი ციკ­ლიც ჰქონ­და. იანი ვე­რა­ფერს ხვდე­ბო­და. მო­ნი­კა­ში მომ­ხიბ­ვლელ ქალს ხე­დავ­და და უხა­რო­და, რომ მისი მე­სა­მე ცოლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად უგებ­და 4 გერს, რომ­ლე­ბიც იანს წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან ჰყავ­და. იანი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ რო­გორც იქნა, ქორ­წი­ნე­ბა­ში გა­უ­მარ­თლა.

ქმარ­მა ქორ­წი­ნე­ბის ანუ­ლი­რე­ბა შეძ­ლო. სა­მა­გი­ე­როდ, სა­სა­მარ­თლომ მო­ნი­კას ქმრის სახ­ლში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. დღეს წყვი­ლი ერთ ჭერ­ქვე­შაა, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქმარმა არ იცოდა, რომ ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებოდა

ქმარმა არ იცოდა, რომ ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებოდა

ხანში შესულმა ბელგიელმა მამაკაცმა 19-წლიანი ქორწინების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამდენი წელი ერთსქესიან ქორწინებაში გაუტარებია. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ცოლმა დაუმალა, რომ ქვეყანას ბიჭად მოევლინა, მაგრამ წლების წინ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. ბელგიელი უფრო იმან აღაშფოთა, რომ ეს ამბავი, თურმე, სხვებისთვის არ ყოფილა საიდუმლო. ამიტომ თავი ვერ შეიკავა და ცოლს სცემა.

"თავი გაუპატიურებულად ვიგრძენი", - გამოტყდა 64 წლის ბელგიელი.

ამ სკანდალური წყვილის სახელები არ ხმაურდება. ადგილობრივმა პრესამ მათ გამოგონილი სახელები შეარქვა: ქმარს - იანი, ცოლს კი - მონიკა.

მონიკა ჩვეულებრივი ქალივით ცხოვრობდა, რომელსაც ვითომ ბავშვის გაჩენა შეეძლო, მაგრამ არ სურდა. კონტრაცეპტივებსაც იყენებდა და ქმარს თავს აჩვენებდა, თითქოს მენსტრუაციული ციკლიც ჰქონდა. იანი ვერაფერს ხვდებოდა. მონიკაში მომხიბვლელ ქალს ხედავდა და უხაროდა, რომ მისი მესამე ცოლი შესანიშნავად უგებდა 4 გერს, რომლებიც იანს წინა ქორწინებებიდან ჰყავდა. იანი დარწმუნებული იყო, რომ როგორც იქნა, ქორწინებაში გაუმართლა.

ქმარმა ქორწინების ანულირება შეძლო. სამაგიეროდ, სასამართლომ მონიკას ქმრის სახლში ცხოვრების უფლება მისცა. დღეს წყვილი ერთ ჭერქვეშაა, თუმცა ერთმანეთს არ ელაპარაკება.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს