პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა დავუწვა და გადავუყარო, მაგრამ არაფერი გამომდის" - რის ჩაცმას უკრძლავენ შვილებს ცნობილი დედები
"მინდა დავუწვა და გადავუყარო, მაგრამ არაფერი გამომდის" - რის ჩაცმას უკრძლავენ შვილებს ცნობილი დედები

ლა­მა­ზად ჩაც­მა ყვე­ლას უყ­ვარს, მაგ­რამ ბოლო დროს ბავ­შვე­ბი ამ სა­კითხს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი აქ­ტი­უ­რად ადევ­ნე­ბენ თვალს მო­დის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს, ცდი­ლო­ბენ, ბრენ­დუ­ლი იყოს მათი გარ­დე­რო­ბი და ასე­ვე ხში­რად ბა­ძა­ვენ ფა­ვო­რიტ მსა­ხი­ობ­სა თუ მომ­ღე­რალს. რო­გორ ახერ­ხე­ბენ მშობ­ლე­ბი მო­ზარ­დე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას და რის ჩაც­მას უკ­რძა­ლა­ვენ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი სა­კუ­თარ შვი­ლებს, ამას ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან შე­ი­ტყობთ.

ნინო ნა­დი­რა­ძე-კუ­ზა­ნო­ვა: "მთე­ლი ჩემი გარ­დე­რო­ბი ათ­ვი­სე­ბუ­ლი აქვს"

- ჩემი გოგო 18 წლი­საა და, რა თქმა უნდა, ჩა­ცის სა­კი­თხი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია მის­თვის. პა­ტა­რა რომ იყო და ახალ სა­მოსს მო­ვუ­ტან­დი, ერთი კვი­რა მჭირ­დე­ბო­და ხვეწ­ნა, რომ ჩა­ეც­ვა, ახლა პი­რი­ქი­თაა, მთე­ლი ჩემი გარ­დე­რო­ბი ათ­ვი­სე­ბუ­ლი აქვს. თა­ვი­სი არ ჰყოფ­ნის და სულ მოთ­ქვმას, რომ რა­ღაც უნდა. მა­გა­ში მე და­მემ­სგავ­სა, ნეტა სწავ­ლა­ში დამმსგავ­სე­ბო­და ასე.

- ბრენ­დებ­ზე თუ აკე­თებს აქ­ცენტს?

- უნდა ვთქვა, რომ უკი­დუ­რე­სად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­მომ­წვე­ვად ჩაც­მა არ უყ­ვარს, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხებს, ორი­გი­ნა­ლუ­რი და თვალ­ში­საც­მი რა­ღა­ცე­ბი შე­არ­ჩი­ოს. მშვე­ნივ­რად იცის, რომ ისე­თი რამ არ უნდა ჩა­იც­ვას, რა­საც დედა ირ­გებს და არ აქვს პრე­ტენ­ზია, რომ ძვი­რი­ა­ნი რა­ღა­ცე­ბი ვუ­ყი­დო. ძი­რი­თა­დად ბა­ბუ­ას არ­თმევს ფულს და თა­ვად შო­პინ­გობს. თუ რა­ღაც ბრენ­დუ­ლი უნდა, ხან ჩემ­თან შე­თან­ხმე­ბით და ხან და­უ­კი­თხა­ვად ყი­დუ­ლობს. რჩე­ვებს იღებს ჩემ­გან და მეც ვე­კი­თხე­ბი აზრს, ზო­გა­დად ერ­თმა­ნე­თის შე­ხე­დუ­ლე­ბებს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. სა­ყიდ­ლებ­ზე იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვართ ერ­თად, რად­გან არ მცა­ლია, მაგ­რამ ერ­თნა­ი­რად ვგიჟ­დე­ბით ამ პრო­ცეს­ზე და ვუ­გებთ ერთი მე­ო­რეს.

- გუგა თუ უკ­რძა­ლავს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის სა­მო­სის ჩაც­მას?

- კი, თუ სა­მო­სი გა­მომ­წვე­ვია, ძა­ლი­ან მოკ­ლეა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გუგა ამა­ზე შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს. ბა­ბუ­ა­მი­სი ვერ იტანს და­ხე­ულ ჯინ­სებს, ამი­ტომ იმას­თან რომ მი­დის, არ იც­ვამს, არ აღი­ზი­ა­ნებს. ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი თა­ო­ბა მო­დის. ახლა რა­ღაც "მა­ჯა­ჯო" ფეხ­საც­მე­ლი იყი­და, რო­მე­ლი­ღაც დი­ზა­ი­ნე­რის შე­კე­რი­ლი, მისი ასა­კის თით­ქმის ყვე­ლა გო­გოს აც­ვია, მინ­და და­ვუწ­ვა და გა­და­ვუ­ყა­რო, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მომ­დის.

- აქვს და­წე­სე­ბუ­ლი ლი­მი­ტი, რამ­დე­ნი უნდა გა­და­ი­ხა­დოს ვთქვათ, სა­მოს­ში?

- კი, კი, და­ა­ახ­ლო­ე­ბით იცის, სად უნდა გა­ჩერ­დეს, თან ისიც იცის, რომ მე და გუგა არ მივ­ცემთ ფულს, ჩვენ­თან არა­ფე­რი გა­უ­ვა, გულ­ქვა და შე­უ­ვა­ლი მშობ­ლე­ბი ვართ. ძი­რი­თა­დად ბა­ბუ­ას აწუ­ხებს, მის იმე­და­დაა და ან­გა­რი­ში­ა­ნი­ცაა, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მფლაგ­ვე­ლი არაა. მე მის ასაკ­ში ბევ­რად უფრო გა­უ­მა­ძღა­რი ვი­ყა­ვი და რა­ღა­ცას რომ ამო­ვი­ჩე­მე­დი, სა­ნამ არ მი­ყიდ­დნენ, არ ვი­ძი­ნებ­დი.

- შენი გარ­დე­რო­ბი რომ ათ­ვი­სე­ბუ­ლი აქვს გვი­თხა­რი, მაგ­რამ სამ­კა­უ­ლებ­შიც გე­ცი­ლე­ბა უკვე?

- არა, არ შემ­ცი­ლე­ბია ჯერ, სა­ბედ­ნი­ე­როდ. ყური გახ­ვრე­ტი­ლი არ აქვს და სურ­ვი­ლიც არ გა­აჩ­ნია. მისი ასა­კის­თვის შე­უ­სა­ბა­მოა ჩემი ყვე­ლა სამ­კა­უ­ლი და არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ აქვს, ჩემი ბრი­ლი­ან­ტე­ბით გა­მო­იპ­რან­ჭოს. არა­და, მე მე­სა­მე კლას­ში ვი­კე­თებ­დი დე­და­ჩე­მის სა­მა­ჯუ­რებს, რის­თვი­საც "მკლავ­და", მაგ­რამ ჩემი შვი­ლი არაა ასე.

- მა­კი­ჟის თვალ­საზ­რი­სით რო­გორ გაქვთ საქ­მე?

- ძა­ლი­ან სა­დად იკე­თებს. ზამ­თარ­ში ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ჰქონ­და "ზა­გარ­ნი" ტო­ნა­ლუ­რი, რა­ზეც მე ცალ­კე ვგიჟ­დე­ბო­დი და გუგა – ცალ­კე, მაგ­რამ ახლა და ახლა იშ­ვი­ა­თად იყე­ნებს. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ნუ მო­ის­პობ სა­ხის კანს ამის გამო-მეთ­ქი, კარ­გი კანი აქვს და არ სა­ჭი­რო­ებს ასეთ დატ­ვირ­თვას. ამ ასაკ­ში ექ­სპე­რი­მენ­ტებს იტა­რე­ბენ ხოლ­მე და ჩემი გო­გოც არაა გა­მო­ნაკ­ლი­სი.

იხი­ლეთ სრუ­ლად

"მინდა დავუწვა და გადავუყარო, მაგრამ არაფერი გამომდის" - რის ჩაცმას უკრძლავენ შვილებს ცნობილი დედები

"მინდა დავუწვა და გადავუყარო, მაგრამ არაფერი გამომდის" - რის ჩაცმას უკრძლავენ შვილებს ცნობილი დედები

ლამაზად ჩაცმა ყველას უყვარს, მაგრამ ბოლო დროს ბავშვები ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. თინეიჯერები აქტიურად ადევნებენ თვალს მოდის თანამედროვე ტენდენციებს, ცდილობენ, ბრენდული იყოს მათი გარდერობი და ასევე ხშირად ბაძავენ ფავორიტ მსახიობსა თუ მომღერალს. როგორ ახერხებენ მშობლები მოზარდების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და რის ჩაცმას უკრძალავენ ჩვენი რესპონდენტები საკუთარ შვილებს, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა: "მთელი ჩემი გარდერობი ათვისებული აქვს"

- ჩემი გოგო 18 წლისაა და, რა თქმა უნდა, ჩაცის საკითხი ძალიან აქტუალურია მისთვის. პატარა რომ იყო და ახალ სამოსს მოვუტანდი, ერთი კვირა მჭირდებოდა ხვეწნა, რომ ჩაეცვა, ახლა პირიქითაა, მთელი ჩემი გარდერობი ათვისებული აქვს. თავისი არ ჰყოფნის და სულ მოთქვმას, რომ რაღაც უნდა. მაგაში მე დამემსგავსა, ნეტა სწავლაში დამმსგავსებოდა ასე.

- ბრენდებზე თუ აკეთებს აქცენტს?

- უნდა ვთქვა, რომ უკიდურესად გემოვნებიანია, ჩემგან განსხვავებით, გამომწვევად ჩაცმა არ უყვარს, მაგრამ მაინც ახერხებს, ორიგინალური და თვალშისაცმი რაღაცები შეარჩიოს. მშვენივრად იცის, რომ ისეთი რამ არ უნდა ჩაიცვას, რასაც დედა ირგებს და არ აქვს პრეტენზია, რომ ძვირიანი რაღაცები ვუყიდო. ძირითადად ბაბუას ართმევს ფულს და თავად შოპინგობს. თუ რაღაც ბრენდული უნდა, ხან ჩემთან შეთანხმებით და ხან დაუკითხავად ყიდულობს. რჩევებს იღებს ჩემგან და მეც ვეკითხები აზრს, ზოგადად ერთმანეთის შეხედულებებს ვითვალისწინებთ. საყიდლებზე იშვიათად დავდივართ ერთად, რადგან არ მცალია, მაგრამ ერთნაირად ვგიჟდებით ამ პროცესზე და ვუგებთ ერთი მეორეს.

- გუგა თუ უკრძალავს გარკვეული ტიპის სამოსის ჩაცმას?

- კი, თუ სამოსი გამომწვევია, ძალიან მოკლეა, რასაკვირველია, გუგა ამაზე შეშფოთებას გამოთქვამს. ბაბუამისი ვერ იტანს დახეულ ჯინსებს, ამიტომ იმასთან რომ მიდის, არ იცვამს, არ აღიზიანებს. ძალიან მოხერხებული თაობა მოდის. ახლა რაღაც "მაჯაჯო" ფეხსაცმელი იყიდა, რომელიღაც დიზაინერის შეკერილი, მისი ასაკის თითქმის ყველა გოგოს აცვია, მინდა დავუწვა და გადავუყარო, მაგრამ არაფერი გამომდის.

- აქვს დაწესებული ლიმიტი, რამდენი უნდა გადაიხადოს ვთქვათ, სამოსში?

- კი, კი, დააახლოებით იცის, სად უნდა გაჩერდეს, თან ისიც იცის, რომ მე და გუგა არ მივცემთ ფულს, ჩვენთან არაფერი გაუვა, გულქვა და შეუვალი მშობლები ვართ. ძირითადად ბაბუას აწუხებს, მის იმედადაა და ანგარიშიანიცაა, ჩემგან განსხვავებით, მფლაგველი არაა. მე მის ასაკში ბევრად უფრო გაუმაძღარი ვიყავი და რაღაცას რომ ამოვიჩემედი, სანამ არ მიყიდდნენ, არ ვიძინებდი.

- შენი გარდერობი რომ ათვისებული აქვს გვითხარი, მაგრამ სამკაულებშიც გეცილება უკვე?

- არა, არ შემცილებია ჯერ, საბედნიეროდ. ყური გახვრეტილი არ აქვს და სურვილიც არ გააჩნია. მისი ასაკისთვის შეუსაბამოა ჩემი ყველა სამკაული და არანაირი სურვილი არ აქვს, ჩემი ბრილიანტებით გამოიპრანჭოს. არადა, მე მესამე კლასში ვიკეთებდი დედაჩემის სამაჯურებს, რისთვისაც "მკლავდა", მაგრამ ჩემი შვილი არაა ასე.

- მაკიჟის თვალსაზრისით როგორ გაქვთ საქმე?

- ძალიან სადად იკეთებს. ზამთარში ამოჩემებული ჰქონდა "ზაგარნი" ტონალური, რაზეც მე ცალკე ვგიჟდებოდი და გუგა – ცალკე, მაგრამ ახლა და ახლა იშვიათად იყენებს. ვეუბნებოდი, ნუ მოისპობ სახის კანს ამის გამო-მეთქი, კარგი კანი აქვს და არ საჭიროებს ასეთ დატვირთვას. ამ ასაკში ექსპერიმენტებს იტარებენ ხოლმე და ჩემი გოგოც არაა გამონაკლისი.

იხილეთ სრულად