პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექტები, რომლებიც ქრისტიანობამ უარყო
სექტები, რომლებიც ქრისტიანობამ უარყო

1. კა­თა­რიზ­მი

კა­თა­რიზ­მი და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მე­თერ­თმე­ტე სა­უ­კუ­ნი­სას წარ­მო­იშ­ვა და ფარ­თოდ გავ­რცელ­და ერთი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში. კა­თა­რიზ­მის მიმ­დევ­რებს წამ­დათ, რომ ძვე­ლი აღ­თქმის ღმერ­თმა შექ­მნა სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო, ხოლო სა­ტა­ნამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო. ამის გამო ისი­ნი უარს ამ­ბობ­დნენ მა­ტე­რი­ა­ლურ ქმნი­ლე­ბებ­ზე, სა­კუ­თარ სხე­უ­ლებ­ზეც კი.

კა­თა­რიზ­მის მიმ­დევ­რებს სწამ­დათ, რომ ადა­მი­ა­ნის სული სი­ნამ­დვი­ლე­ში უს­ქე­სო ან­გე­ლო­ზი იყო, რო­მე­ლიც სა­ტა­ნას ყავ­და და­წყევ­ლი­ლი მა­რა­დი­უ­ლი რე­ინ­კარ­ნა­ცი­ით. სექ­ტა სა­ოც­რად პროგ­რე­სუ­ლი იყო გენ­დერულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ქალს და კაცს ერ­თნა­ი­რი უფ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ და ერ­თნა­ი­რად ეპყრო­ბოდ­ნენ. ასეა თუ ისე, სა­ბო­ლო­ოდ კა­თა­რიზ­მი მი­ზო­გი­ნურ სექ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და შემ­დეგ კი სა­ერ­თოდ გაქ­რა.

2. არი­ა­ნიზ­მი

მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნის ქრის­ტი­ა­ნი მღვდლის, არი­უ­სის შექ­მნი­ლი სექ­ტა მე­ინ­სტრი­მუ­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბის თით­ქმის იდენ­ტუ­რი იყო, მხო­ლოდ ერთი გან­სხვა­ვე­ბით: იესო მათ­თვის ღმერ­თზე ნაკ­ლე­ბი არ­სე­ბა იყო.

არი­ა­ნიზმს მხარს რამ­დე­ნი­მე რო­მა­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რი უჭერ­და. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი მხარ­დამ­ჭე­რის და მიმ­დე­ვა­რი­სა, არი­უ­სი გა­ა­ძე­ვეს და მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლის წინ მის­ცეს დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა. არი­ა­ნიზ­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­სას­რუ­ლი მა­შინ დად­გა, რო­დე­საც იმ­პე­რა­ტორ­მა თე­ო­დი­უს დიდ­მა კა­თო­ლი­ციზ­მი ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად გა­მო­ა­ცხა­და იმ­პე­რი­ა­ში.

3. ბო­გო­მი­ლიზ­მი

ბულ­გა­რეთ­ში მე­ა­თე სა­უ­კუ­ნე­ში შექ­მნი­ლი სექ­ტა მისი სუ­ლის ჩამ­დგმე­ლის, მღვდე­ლი ბო­გო­მი­ლის სა­ხელს ატა­რებ­და. დუ­ა­ლის­ტუ­რი სექ­ტის სწავ­ლე­ბა იუ­წყე­ბო­და, რომ ღმერ­თს ორი შვი­ლი ჰყავ­და - სა­ტა­ნი­ე­ლი და მი­ქა­ე­ლი. უფ­რო­სი სა­ტა­ნი­ე­ლი ღმერ­თს აუმ­ხედ­რდა და დე­და­მი­წა­ზე და­ეშ­ვა, სა­დაც ადა­მი­ა­ნი და ყვე­ლა­ფე­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შექ­მნა. მი­ქა­ელ­მა, რო­მე­ლიც შემ­დეგ იე­სოდ გა­და­იქ­ცა, ადა­მი­ა­ნის სული შექ­მნა.

ბო­გო­მი­ლე­ბი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­დნენ და ეკ­ლე­სი­ებ­ში სიმ­დიდ­რის გა­მოვ­ლე­ნას გმობ­დნენ. ისი­ნი ეკ­ლე­სი­ებს ნდო­ბას არ უცხა­დებ­დნენ და სახ­ლში ლოც­ვას ანი­ჭებ­დნენ უპი­რა­ტე­სო­ბას. უარ­ყოფ­დნენ სექსს, ღვი­ნოს და ხორცს, რო­გორც სა­ტა­ნი­ე­ლის ქმნი­ლე­ბებს. ასე­ვე უარ­ყოფ­დნენ ნათ­ლო­ბას, სამ­ღვდე­ლო­ე­ბას და რე­ლი­გი­ურ ინ­ვენ­ტარს, მა­გა­ლი­თად ჯვრებს. სექ­ტა მე­თხუთ­მე­ტე სა­უ­კუ­ნემ­დე არ­სე­ბობ­და.

4. ადოპ­ტი­ო­ნიზ­მი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადოპ­ტი­ო­ნიზ­მის კვა­ლი მე­ო­რე სა­უ­კუ­ნე­შიც ჩანს, ის იქამ­დე არ გამ­ხდა­რა ფარ­თოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი, სა­ნამ მერ­ვე სა­უ­კუ­ნე­ში ეს­პა­ნელ­მა ეპის­კო­პოს­მა ელი­პან­დუს­მა არ და­ი­წყო მისი გავ­რცე­ლე­ბა, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აღმსა­რებ­ლო­ბი­სა. ადოპ­ტი­ო­ნის­ტებს წამ­დათ, რომ იესო ღვთა­ებ­რი­ვი ჩა­რე­ვის გა­რე­შე მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. მათი მრწამ­სის მი­ხედ­ვით, იესო მისი უცოდ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის გამო იქნა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი სუ­ლიწ­მინ­დით ღმერ­თის მიერ, რი­თაც ღირ­სე­უ­ლი ღვთის "შვი­ლი" გახ­და.

მოძ­რა­ო­ბა მა­ლე­ვე მო­ნათ­ლეს უწ­მინ­დუ­რად, სა­ნამ ელი­პან­დუს­მა ძა­ლე­ბი არ გა­ა­ერ­თი­ა­ნა ეპის­კო­პოს ფე­ლიქსთან და ერ­თად არ და­ი­წყეს ადოპ­ტი­ო­ნიზ­მის თე­ო­ლო­გი­ურ დის­კუ­სი­ებ­ში ჩარ­თვა. ელი­პან­დუ­სი ძლი­ერ­მორ­წმუ­ნე იყო, მაგ­რამ ფე­ლიქსმა ეკ­ლე­სი­ის­გან წნეხს ვერ გა­უძ­ლო და სექ­ტას ჩა­მო­შორ­და, რა­მაც მისი სა­ბო­ლო­ოდ დაშ­ლა გა­მო­იწ­ვია.

5. ნო­ვა­ტი­ა­ნიზ­მი

ნო­ვა­ტი­ა­ნიზ­მის მიმ­დევ­რე­ბი კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას გა­მო­ეყვნენ, რად­გან არ წამ­დათ, რომ ურ­წმუ­ნო­ე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში უკან მი­ღე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო. რო­მა­ელ­მა მღვდელ­მა ნო­ვა­ტი­ან­მა მა­შინ­დე­ლი რო­მის პა­პის კორ­ნე­ლი­უ­სის გა­ურ­კვე­ვე­ლი ქა­და­გე­ბე­ბის გამო თავი ანტი რო­მის პა­პად გა­მო­ა­ცხა­და. მი­უ­ხე­და­ვად კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, მას მრა­ვა­ლი მიმ­დე­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა და სექ­ტაც არ­სე­ბობ­და მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე. მიმ­დევ­რებ­მა სცა­დეს შე­სან­დობ ცოდ­ვებ­ში მძი­მე ცოდ­ვე­ბიც შე­ე­ტა­ნათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­ლა­ტი. რო­გორც მრა­ვა­ლი სექ­ტა, ისი­ნიც ერე­ტი­კო­სე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს და ნო­ვა­ტი­ა­ნიზ­მის მიმ­დევ­რე­ბიც მალე აღ­მო­ი­ფხვრნენ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | 5 ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სექ­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში

მომ­ზა­დე­ბუ­ლია listverse.com-ს მი­ხედ­ვით.

სექტები, რომლებიც ქრისტიანობამ უარყო

სექტები, რომლებიც ქრისტიანობამ უარყო

1. კათარიზმი

კათარიზმი დასავლეთ ევროპაში მეთერთმეტე საუკუნისას წარმოიშვა და ფართოდ გავრცელდა ერთი საუკუნის განმავლობაში. კათარიზმის მიმდევრებს წამდათ, რომ ძველი აღთქმის ღმერთმა შექმნა სულიერი სამყარო, ხოლო სატანამ მატერიალური სამყარო. ამის გამო ისინი უარს ამბობდნენ მატერიალურ ქმნილებებზე, საკუთარ სხეულებზეც კი.

კათარიზმის მიმდევრებს სწამდათ, რომ ადამიანის სული სინამდვილეში უსქესო ანგელოზი იყო, რომელიც სატანას ყავდა დაწყევლილი მარადიული რეინკარნაციით. სექტა საოცრად პროგრესული იყო გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. ქალს და კაცს ერთნაირი უფლებები ჰქონდათ და ერთნაირად ეპყრობოდნენ. ასეა თუ ისე, საბოლოოდ კათარიზმი მიზოგინურ სექტად ჩამოყალიბდა შემდეგ კი საერთოდ გაქრა.

2. არიანიზმი

მეოთხე საუკუნის ქრისტიანი მღვდლის, არიუსის შექმნილი სექტა მეინსტრიმული ქრისტიანობის თითქმის იდენტური იყო, მხოლოდ ერთი განსხვავებით: იესო მათთვის ღმერთზე ნაკლები არსება იყო.

არიანიზმს მხარს რამდენიმე რომაელი იმპერატორი უჭერდა. მიუხედავად მრავალი მხარდამჭერის და მიმდევარისა, არიუსი გააძევეს და მხოლოდ სიკვდილის წინ მისცეს დაბრუნების უფლება. არიანიზმის ოფიციალური დასასრული მაშინ დადგა, როდესაც იმპერატორმა თეოდიუს დიდმა კათოლიციზმი ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა იმპერიაში.

3. ბოგომილიზმი

ბულგარეთში მეათე საუკუნეში შექმნილი სექტა მისი სულის ჩამდგმელის, მღვდელი ბოგომილის სახელს ატარებდა. დუალისტური სექტის სწავლება იუწყებოდა, რომ ღმერთს ორი შვილი ჰყავდა - სატანიელი და მიქაელი. უფროსი სატანიელი ღმერთს აუმხედრდა და დედამიწაზე დაეშვა, სადაც ადამიანი და ყველაფერი მატერიალური შექმნა. მიქაელმა, რომელიც შემდეგ იესოდ გადაიქცა, ადამიანის სული შექმნა.

ბოგომილები სიღარიბეში ცხოვრობდნენ და ეკლესიებში სიმდიდრის გამოვლენას გმობდნენ. ისინი ეკლესიებს ნდობას არ უცხადებდნენ და სახლში ლოცვას ანიჭებდნენ უპირატესობას. უარყოფდნენ სექსს, ღვინოს და ხორცს, როგორც სატანიელის ქმნილებებს. ასევე უარყოფდნენ ნათლობას, სამღვდელოებას და რელიგიურ ინვენტარს, მაგალითად ჯვრებს. სექტა მეთხუთმეტე საუკუნემდე არსებობდა.

4. ადოპტიონიზმი

მიუხედავად იმისა, რომ ადოპტიონიზმის კვალი მეორე საუკუნეშიც ჩანს, ის იქამდე არ გამხდარა ფართოდ პოპულარული, სანამ მერვე საუკუნეში ესპანელმა ეპისკოპოსმა ელიპანდუსმა არ დაიწყო მისი გავრცელება, როგორც ქრისტიანობის ალტერნატიული აღმსარებლობისა. ადოპტიონისტებს წამდათ, რომ იესო ღვთაებრივი ჩარევის გარეშე მოევლინა ქვეყანას. მათი მრწამსის მიხედვით, იესო მისი უცოდველი ცხოვრების გამო იქნა დაჯილდოებული სულიწმინდით ღმერთის მიერ, რითაც ღირსეული ღვთის ”შვილი” გახდა.

მოძრაობა მალევე მონათლეს უწმინდურად, სანამ ელიპანდუსმა ძალები არ გააერთიანა ეპისკოპოს ფელიქსთან და ერთად არ დაიწყეს ადოპტიონიზმის თეოლოგიურ დისკუსიებში ჩართვა. ელიპანდუსი ძლიერმორწმუნე იყო, მაგრამ ფელიქსმა ეკლესიისგან წნეხს ვერ გაუძლო და სექტას ჩამოშორდა, რამაც მისი საბოლოოდ დაშლა გამოიწვია.

5. ნოვატიანიზმი

ნოვატიანიზმის მიმდევრები კათოლიკურ ეკლესიას გამოეყვნენ, რადგან არ წამდათ, რომ ურწმუნოების ეკლესიაში უკან მიღება ნებადართული იყო. რომაელმა მღვდელმა ნოვატიანმა მაშინდელი რომის პაპის კორნელიუსის გაურკვეველი ქადაგებების გამო თავი ანტი რომის პაპად გამოაცხადა. მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობისა, მას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა და სექტაც არსებობდა მის გარდაცვალებამდე. მიმდევრებმა სცადეს შესანდობ ცოდვებში მძიმე ცოდვებიც შეეტანათ, განსაკუთრებით ღალატი. როგორც მრავალი სექტა, ისინიც ერეტიკოსებად გამოაცხადეს და ნოვატიანიზმის მიმდევრებიც მალე აღმოიფხვრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ | 5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

"მზად ვართ, სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით", - ცსკა-ს პრეზიდენტი

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა - "სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო ელოდებათ"

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო