პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოდან უკრაინაში მედიკამენტები მომავალ კვირას გაიგზავნება
საქართველოდან უკრაინაში მედიკამენტები მომავალ კვირას გაიგზავნება

სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მო­მა­ვა­ლი კვი­რის და­სა­წყის­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ დღეს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

და­ვით სერ­გე­ენ­კო ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ექი­მებ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბა და რე­ცეპ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხობს.

და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, კი­ევ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მათ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­დათ, სა­დაც უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა მოხ­დე­ბა. ასე­ვე შე­ირ­ჩა უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. ეს არის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა. კერ­ძოდ, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მა­სა­ლა. მათ შო­რის არი­ან ასე­ვე ბავ­შვე­ბი.

მი­ნის­ტრმა დას­ძი­ნა, რომ მოზ­რდილ­თა გეგ­მუ­რი აც­რე­ბი­სათ­ვის ვაქ­ცი­ნე­ბი სჭირ­დე­ბათ. ასე­ვე, უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ისა­უბ­რეს პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ჩან­თე­ბის გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ.

და­ვით სერ­გე­ენ­კომ გან­მარ­ტა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში გა­საგ­ზავ­ნი არის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. სრუ­ლი შე­ფა­სე­ბა სრულ­დე­ბა იმი­სა, თუ თან­ხობ­რი­ვად რა მო­ცუ­ლო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­იგ­ზავ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში. მი­ნის­ტრის თქმით, მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვა­ლი კვი­რის და­სა­წყის­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მე­დი­კა­მენ­ტუ­რი დახ­მა­რე­ბის გაგ­ზავ­ნა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებ­თან ასე­ვე ისა­უბ­რეს ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის გაგ­ზავ­ნის და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უკ­რა­ი­ნე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც, თუმ­ცა სერ­გე­ენ­კომ დას­ძი­ნა, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის და უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ყო­ვე­ლი­ვეს კარ­გად უმკლავ­დე­ბა.

"თუკი სა­ჭი­რო­ე­ბა გაჩ­ნდე­ბა, წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი გეგ­მის თა­ნახ­მად, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მე­ბის გაგ­ზავ­ნა უკ­რა­ი­ნა­ში", - აღ­ნიშ­ნა და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საქართველოდან უკრაინაში მედიკამენტები მომავალ კვირას გაიგზავნება

საქართველოდან უკრაინაში მედიკამენტები მომავალ კვირას გაიგზავნება

საქართველოდან უკრაინაში მედიკამენტები მომავალი კვირის დასაწყისში გაიგზავნება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით სერგეენკო ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება და რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხობს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, კიევში ჯანდაცვის სამინისტროში მათ სამი დღის განმავლობაში შეხვედრები ჰქონდათ, სადაც უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჩამოყალიბდნენ რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება. ასევე შეირჩა უკრაინაში ყველაზე ცხელი წერტილები, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს სამედიცინო დახმარება. ეს არის საბრძოლო მოქმედების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შეზღუდული აქვთ სამედიცინო დახმარების მიღება. კერძოდ, ქრონიკული დაავადებების მქონე დაახლოებით რამდენიმე ასეული ადამიანია, რომელსაც სჭირდება მედიკამენტები და სამედიცინო დახმარების მასალა. მათ შორის არიან ასევე ბავშვები.

მინისტრმა დასძინა, რომ მოზრდილთა გეგმური აცრებისათვის ვაქცინები სჭირდებათ. ასევე, უკრაინელ კოლეგებთან ერთად ისაუბრეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ჩანთების გაგზავნის შესახებ.

დავით სერგეენკომ განმარტა, რომ უკრაინაში გასაგზავნი არის რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტები. სრული შეფასება სრულდება იმისა, თუ თანხობრივად რა მოცულობის მედიკამენტები და სამედიცინო დახმარება გაიგზავნება უკრაინაში. მინისტრის თქმით, მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ, მომავალი კვირის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უკრაინაში მედიკამენტური დახმარების გაგზავნა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინელ კოლეგებთან ასევე ისაუბრეს ქართველი ექიმების გაგზავნის და საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი პაციენტების საქართველოში მკურნალობის შესახებაც, თუმცა სერგეენკომ დასძინა, რომ ამის საჭიროება არ არის და უკრაინის ჯანდაცვის სისტემა დღეის მდგომარეობით ყოველივეს კარგად უმკლავდება.

"თუკი საჭიროება გაჩნდება, წინასწარ შედგენილი გეგმის თანახმად, 24 საათის განმავლობაში მოხდება კონკრეტული სპეციალობის ექიმების გაგზავნა უკრაინაში", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა