1. პირველ რიგში, გიყვარდეს საკუთარი თავი, ასე შეძლებ სხვები შეიყვარო.
2. არ განსაჯო, მაგრამ მზად იყავი იმისთვის, რომ შენ განგსჯიან. ყოველთვის ამაყად გეჭიროს ასეთ დროს თავი.
3. არცერთი პრობლემის წინაშე ფარ-ხმალი არ დაყარო. ადამიანი იმისთვის ეცემა, რომ ხელახალა წამოდგეს ფეხზე.
4. ნივთებში არაა ბედნიერება.
5. ძალიან ცოტა რამაა, რის გამოც ბრძოლა ღირს. ამიტომ კარგად შეარჩიე შენი მთავარი მიზანი.
6. ყოველთვის იყავი გულახდილი.
7. არასოდეს შეადარო თავი სხვებს.
8. არ შეგეშინდეს მარტოობის. ისწავლე საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დროს როგორ იყო ბედნიერი.
9. არასოდეს შეიცვალო სხვისი გულისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გეყვარება ადამიანი, არასოდეს დაკარგო სხვის გამო თავი.
10. შენ მნიშვნელოვანი მისია გაქვს - დაწერო საკუთარი ცხოვრების ისტორია. ყველანაირად ეცადე, ის ბედნიერი და ნათელი ეპიზოდებით გაავსო.
11. არასოდეს დაფარო ის, რასაც გრძნობ.
12. ყოველთვის ენდე ინტუიციას.
13. ეცადე, სილამაზე ყველაფერში დაინახო.
14. იყავი ყოველთვის ზრდილობიანი.
15. თავისუფალი დრო კითხვას დაუთმე. ცოდნა ძლიერს გაგხდის.
16. თუ ბიჭთან სახლში ახვედი და იქ წიგნები არ დაგხვდა, გაწყვიტე მასთან კავშირი.
17. ყოველთვის მოიხადე ბოდიში და გადაიხადე მადლობა, როცა ამის საჭიროება იქნება.
18. არასოდეს დაკარგო ის ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ.
19. დაეხმარე სხვებს. ეს ბედნიერებას მოგიტანს.
20. დაიმახსოვრე: საქმე გაცილებით მეტზე მეტყველებს, ვიდრე სიტყვები.
მომზადებულია ofigenno.cc-ს მიხედვით.