სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაღიძის წყლების" შთამომავლები "აჭარულები ლაღიძეზე" კაფეს მფლობელის წინააღმდეგ
 "ლაღიძის წყლების" შთამომავლები "აჭარულები ლაღიძეზე" კაფეს მფლობელის წინააღმდეგ

რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე ცოტა ხნის წინ ახა­ლი კაფე "აჭა­რუ­ლე­ბი ლა­ღი­ძე­ზე" ძვე­ლი "ლა­ღი­ძის წყლე­ბის" ად­გილ­ზე გა­იხ­სნა. მიტრო­ფა­ნე ლა­ღი­ძის შთა­მო­მავ­ლე­ბი ახა­ლი კა­ფის გახ­სნას მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ და აცხა­დე­ბენ, რომ მათ მფლო­ბელს უჩივ­ლე­ბენ.

"ამ­ბე­ბი.გე" და­უ­კავ­შირ­და მიტრო­ფა­ნე ლა­ღი­ძის შთა­მო­მავ­ლებს. რო­გორც მაკა ლა­ღი­ძე აცხა­დებს, ოჯახს უკვე მზად აქვს სარ­ჩე­ლი, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო­ში უახ­ლო­ეს ხან­ში შე­ი­ტანს.

"ეს ადა­მი­ა­ნი არის თვით­მარ­ქვია თაღ­ლი­თი. ეს კაცი ას­ხამს წყლებს "ლაღს" და ამ­ბობს, რომ ეს არის ლა­ღი­ძე. ის სარ­გებ­ლობს მიტრო­ფა­ნე ლა­ღი­ძის სა­ხე­ლით და გვა­რით და ატყუ­ებს ხალ­ხს, რად­გან ეს რე­ა­ლუ­რად არის ფალ­სი­ფი­კა­ცია. ეს ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს ჩვენ­ზე. ისი­ნი ჩვენ დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და პოს­ტფაქ­ტუმ გვი­თხრეს, რომ რე­მონ­ტი გა­ვა­კე­თეთ და გვინ­და ლა­ღი­ძის წყლე­ბიო, რა­ზეც კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვუ­თხა­რით", - გა­ნა­ცხა­და მაკა ლა­ღი­ძემ.

მისი თქმით, ადა­მი­ანს, რომ­ლებ­მაც იჯა­რით აიღო ფარ­თი რუს­თა­ველ­ზე, შე­ეძ­ლო გა­ეხ­სნა სა­ხინ­კლე, სა­ქა­ბა­ბე ან თუნ­დაც სხვა რამ, მაგ­რამ არა ლა­ღი­ძის წყლე­ბი.

"ჩვენ არ ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­დე­საც ჩა­მო­ვე­დით, გა­ვოც­დით და ვნა­ხეთ სი­უ­ჟე­ტე­ბი, ძვე­ლი კად­რე­ბით ხალ­ხი რო­გორ და­დის ძველ ლა­ღი­ძე­ში, ეს კად­რე­ბი აქვთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა", - აცხა­დებს ლა­ღი­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი.

მისი თქმით, კონ­კრე­ტულ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ხალ­ხი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა.

მაკა ლა­ღი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ახა­ლი მერი და­ვით ნარ­მა­ნია მათ და­პირ­და, რომ და­ეხ­მა­რე­ბო­და იმ ტე­რი­ტო­რი­ის დაბ­რუ­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მიტრო­ფა­ნე ლა­ღი­ძეს ეკუთ­ვნო­და.

"ახა­ლი მე­რიც ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია, დაგ­ვი­კავ­შირ­და, გვი­თხრა, რომ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა და და­უბ­რუ­ნებს თბი­ლისს ნამ­დვილ და ძვე­ლი ლა­ღი­ძის წყლებს", - აცხა­დებს მაკა ლა­ღი­ძე.

მისი თქმით, ფარ­თი, სა­დაც ძვე­ლად "ლა­ღი­ძის წყლე­ბი" იყო, მიტრო­ფა­ნე ლა­ღი­ძეს ეკუთ­ვნო­და, თუმ­ცა მთავ­რო­ბამ წა­არ­თვა და აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო დავა.

"წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს უკა­ნო­ნოდ მოხ­და ამ ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის ოჯა­ხის­თვის ჩა­მორ­თმე­ვა. პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რით მოხ­და ამის გა­ყიდ­ვა. იყო უამ­რა­ვი მუ­ქა­რე­ბი. სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნი­ლი გვქონ­და სარ­ჩე­ლი და არ იხი­ლე­ბო­და. მო­ვი­და ახა­ლი მთავ­რო­ბა და იმე­დია სა­მარ­თა­ლი იზე­ი­მებს", - ამ­ბობს მაკა ლა­ღი­ძე.

ლა­ღი­ძის შთა­მო­მავ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ძველ ად­გილ­ზე არა ახა­ლი კაფე, არა­მედ ძვე­ლი ლა­ღი­ძე უნდა აღ­დგეს.

"ამ­ბე­ბი.გე" და­უ­კავ­შირ­და შპს "გუ­დფუ­დის" დი­რექ­ტორს ვახ­ტანგ ათა­ბე­გაშ­ვილს, რო­მელ­საც ეკუთ­ვნის კაფე. იგი აცხა­დებს, რომ გა­იხ­სნა ახა­ლი კვე­ბის ობი­ექ­ტი, რო­მელ­საც ქვია "აჭა­რუ­ლე­ბი ლა­ღი­ზე­ძე" და მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ლა­ღი­ძეს­თან.

"ჩვენ მათ სა­ხელს არ ვი­ყე­ნებთ, არ­სად ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მათი სა­ხე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ არის. ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მე­ლიც გვე­კი­თხე­ბა, ჩვენ ვუხ­სნით, რომ ეს არის "აჭა­რუ­ლე­ბი ლა­ღი­ძე­ზე" და აქ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა კომ­პა­ნი­ის სირო­ფე­ბი. ეს არის შპს "ლაღი". შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მხრი­დან მათი სა­ხე­ლის მით­ვი­სე­ბას არ აქვს ად­გი­ლი", - აცხა­დებს ვახ­ტანგ ათა­ბე­გაშ­ვი­ლი.

იგი ამ­ბობს, რომ მიტრო­ფა­ნე ლა­ღი­ძის შთა­მო­მავ­ლებს შეხ­ვდა და მათ სთხო­ვა, რომ მათი სირო­ფე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა მი­ე­ცათ, თუმ­ცა ოჯა­ხის­გან უარი მი­ი­ღო.

"ამის შემ­დეგ გავ­ხსე­ნით ეს კაფე და შე­მო­ვი­ტა­ნეთ სხვა კომ­პა­ნი­ის წყლე­ბი, ამას ჩვენ არ ვმა­ლავთ. მე მგო­ნი, ეს და­ნა­შა­უ­ლი არ არის. შე­ნო­ბა იყო ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ჩვენ ავი­ღეთ იჯა­რით, გა­ვა­რე­მონ­ტეთ და გავ­ხსე­ნით კაფე. ეგ შე­ნო­ბა იყო ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ჭერი რო­დის ჩა­მო­იქ­ცე­ო­და არა­ვინ იცო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად ინ­გრე­ო­და. ჩვენ აღ­ვად­გი­ნეთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ", - აცხა­დებს "გუ­დფუ­დის" დი­რექ­ტო­რი.

მისი თქმით, ობი­ექ­ტში იყი­დე­ბა ხა­ჭპუ­რე­ბი და შპს "ლა­ღის" წყლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა აბ­რას, ათა­ბე­გაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ აბრა დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­შია და რამ­დე­ნი­მე დღე­ში კა­ფე­ზე გა­კეთ­დე­ბა წარ­წე­რა "აჭა­რუ­ლე­ბი ლა­ღი­ძე­ზე".

"გუ­დფუ­დის" დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ მას ჰქონ­და სურ­ვი­ლი აქ აღედ­გი­ნა ლა­ღი­ძის წყლე­ბი, თუმ­ცა მიტრო­ფა­ნე ლა­ღი­ძის შთა­მო­მავ­ლებ­მა უარი უთხრეს.

"თუ ლა­ღი­ძის წყლებს და­აბ­რუ­ნე­ბენ, მე პი­რა­დად ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ათა­ბე­გაშ­ვილ­მა.

თეა ბი­თა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ლაღიძის წყლების" შთამომავლები "აჭარულები ლაღიძეზე" კაფეს მფლობელის წინააღმდეგ

 "ლაღიძის წყლების" შთამომავლები "აჭარულები ლაღიძეზე" კაფეს მფლობელის წინააღმდეგ

რუსთაველის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ახალი კაფე "აჭარულები ლაღიძეზე" ძველი "ლაღიძის წყლების" ადგილზე გაიხსნა. მიტროფანე ლაღიძის შთამომავლები ახალი კაფის გახსნას მიუღებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათ მფლობელს უჩივლებენ.

"ამბები.გე" დაუკავშირდა მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებს. როგორც მაკა ლაღიძე აცხადებს, ოჯახს უკვე მზად აქვს სარჩელი, რომელსაც სასამართლოში უახლოეს ხანში შეიტანს.

"ეს ადამიანი არის თვითმარქვია თაღლითი. ეს კაცი ასხამს წყლებს "ლაღს" და ამბობს, რომ ეს არის ლაღიძე. ის სარგებლობს მიტროფანე ლაღიძის სახელით და გვარით და ატყუებს ხალხს, რადგან ეს რეალურად არის ფალსიფიკაცია. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე. ისინი ჩვენ დაგვიკავშირდნენ და პოსტფაქტუმ გვითხრეს, რომ რემონტი გავაკეთეთ და გვინდა ლაღიძის წყლებიო, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარით", - განაცხადა მაკა ლაღიძემ.

მისი თქმით, ადამიანს, რომლებმაც იჯარით აიღო ფართი რუსთაველზე, შეეძლო გაეხსნა სახინკლე, საქაბაბე ან თუნდაც სხვა რამ, მაგრამ არა ლაღიძის წყლები.

"ჩვენ არ ვიყავით საქართველოში და როდესაც ჩამოვედით, გავოცდით და ვნახეთ სიუჟეტები, ძველი კადრებით ხალხი როგორ დადის ძველ ლაღიძეში, ეს კადრები აქვთ გამოყენებული. ძალიან სამწუხაროა", - აცხადებს ლაღიძის შთამომავალი.

მისი თქმით, კონკრეტულმა ბიზნესმენმა ხალხი შეცდომაში შეიყვანა.

მაკა ლაღიძის ინფორმაციით, თბილისის ახალი მერი დავით ნარმანია მათ დაპირდა, რომ დაეხმარებოდა იმ ტერიტორიის დაბრუნებაში, რომელიც წლების წინ მიტროფანე ლაღიძეს ეკუთვნოდა.

"ახალი მერიც ძალიან მონდომებულია, დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ დაგვეხმარება და დაუბრუნებს თბილისს ნამდვილ და ძველი ლაღიძის წყლებს", - აცხადებს მაკა ლაღიძე.

მისი თქმით, ფართი, სადაც ძველად "ლაღიძის წყლები" იყო, მიტროფანე ლაღიძეს ეკუთვნოდა, თუმცა მთავრობამ წაართვა და აღნიშნულთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სასამართლო დავა.

"წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მოხდა ამ ისტორიული ძეგლის ოჯახისთვის ჩამორთმევა. პრეზიდენტის ხელმოწერით მოხდა ამის გაყიდვა. იყო უამრავი მუქარები. სასამართლოში შეტანილი გვქონდა სარჩელი და არ იხილებოდა. მოვიდა ახალი მთავრობა და იმედია სამართალი იზეიმებს", - ამბობს მაკა ლაღიძე.

ლაღიძის შთამომავლები აცხადებენ, რომ ძველ ადგილზე არა ახალი კაფე, არამედ ძველი ლაღიძე უნდა აღდგეს.

"ამბები.გე" დაუკავშირდა შპს "გუდფუდის" დირექტორს ვახტანგ ათაბეგაშვილს, რომელსაც ეკუთვნის კაფე. იგი აცხადებს, რომ გაიხსნა ახალი კვების ობიექტი, რომელსაც ქვია "აჭარულები ლაღიზეძე" და მას არანაირი კავშირი არ აქვს სააქციო საზოგადოება ლაღიძესთან.

"ჩვენ მათ სახელს არ ვიყენებთ, არსად ჩვენს ტერიტორიაზე მათი სახელი გამოყენებული არ არის. ყველა მომხმარებელს, რომელიც გვეკითხება, ჩვენ ვუხსნით, რომ ეს არის "აჭარულები ლაღიძეზე" და აქ არის გამოყენებული სხვა კომპანიის სიროფები. ეს არის შპს "ლაღი". შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მათი სახელის მითვისებას არ აქვს ადგილი", - აცხადებს ვახტანგ ათაბეგაშვილი.

იგი ამბობს, რომ მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებს შეხვდა და მათ სთხოვა, რომ მათი სიროფების გამოყენების ნებართვა მიეცათ, თუმცა ოჯახისგან უარი მიიღო.

"ამის შემდეგ გავხსენით ეს კაფე და შემოვიტანეთ სხვა კომპანიის წყლები, ამას ჩვენ არ ვმალავთ. მე მგონი, ეს დანაშაული არ არის. შენობა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ ავიღეთ იჯარით, გავარემონტეთ და გავხსენით კაფე. ეგ შენობა იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ ჭერი როდის ჩამოიქცეოდა არავინ იცოდა, ფაქტობრივად ინგრეოდა. ჩვენ აღვადგინეთ და შევინარჩუნეთ", - აცხადებს "გუდფუდის" დირექტორი.

მისი თქმით, ობიექტში იყიდება ხაჭპურები და შპს "ლაღის" წყლები.

რაც შეეხება აბრას, ათაბეგაშვილი აცხადებს, რომ აბრა დამზადების პროცესშია და რამდენიმე დღეში კაფეზე გაკეთდება წარწერა "აჭარულები ლაღიძეზე".

"გუდფუდის" დირექტორი ამბობს, რომ მას ჰქონდა სურვილი აქ აღედგინა ლაღიძის წყლები, თუმცა მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებმა უარი უთხრეს.

"თუ ლაღიძის წყლებს დააბრუნებენ, მე პირადად ძალიან მოხარული ვიქნები", - აღნიშნა ათაბეგაშვილმა.

თეა ბითაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია