ცნობილი მსახიობი ჟერარ დეპარდიე რიგაში კინოფესტივალზე იმყოფება, სადაც განაცხადა, რომ ერთნაირად უყვარს რუსეთიც და უკრაინაც, რომელიც რუსეთის ნაწილია.
”მე მიყვარს რუსეთიც და უკრაინაც. უკრაინა რუსეთის ნაწილია”, - განაცხადა დეპარდიემ.
მან აგრეთვე ისაუბრა, თუ როგორ უყვარს რუსული კულტურა და კერძოდ, დოსტოევსკი და დასძინა, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაეხმარა, სწორად გაეგო ”რუსული სული”.
ამჟამად მსახიობი რიგაში იმყოფება, სადაც ტარდება კინოფესტივალი ”ბალტიური მარგალიტი”. დეპარდიე მანამდეც აცხადებდა, რომ ამაყობს რუსეთის მოქალაქეობით და არ ეშინია ანტირუსული სანქციების.
შეგახსენებთ, რომ ჟერარ დეპარდიემ 2013 წლის დასაწყისში პრეზიდენტ პუტინისგან რუსული პასპორტი მიიღო რუსული კულტურის და კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.