პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში - 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები
ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში - 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და მო­თხოვ­ნად მი­მარ­თუ­ლე­ბად ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა რჩე­ბა. პო­პუ­ლა­რულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს შო­რი­საა ასე­ე­ვე სა­მარ­თა­ლი და სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით. პო­პუ­ლა­რულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­სა და ტენ­დენ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ამ­ბე­ბი.გე" ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელს, სოფო დო­ლი­ძეს ესა­უბ­რა. დო­ლი­ძე ამ­ბობს, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტთა გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ხე­დი­ვით, ტენ­დენ­ცია ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი­ვე რჩე­ბა და ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ეკო­ნომ­კი­უ­რი პრო­ფი­ლის ფა­კულ­ტე­ტე­ბია.

"მთა­ვა­რი, რის მი­ხედ­ვი­თაც ირ­კვე­ვა მო­თხოვ­ნა­დი ფა­კულ­ტე­ტე­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბა, არის ორი. ერთი - პირ­ვე­ლი გა­ნა­ცხა­დის მი­ხედ­ვით, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი ჩანს, რად­გან რაც რე­ა­ლუ­რად უნდა აბი­ტუ­რი­ენტს პირ­ველ რიგ­ში იმ პროგ­რა­მას წერს გა­ნა­ცხად­ში. ხში­რად გვაქვს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მოქ­მე­დე­ბენ პრინ­ცი­პით, მთა­ვა­რია გავ­ხდე სტუ­დენ­ტი და სუ­ლერ­თია, სად. იმის თქმა, რომ რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რმა აირ­ჩია ესა თუ ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია, არ იქ­ნე­ბა სწო­რი. ძი­რი­თა­დად რე­ა­ლურ სუ­რათს ასა­ხავს პირ­ვე­ლი გა­ნა­ცხა­დი. პირ­ვე­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა წელს არის ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა, აგ­რეთ­ვე სა­მარ­თა­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რე­ა­ლუ­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამო ხდე­ბა ეს, ზო­გი­ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ამის გამო აბა­რე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გი­ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც იყო უფა­სო, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით უფრო მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა გა­ა­კე­თა გა­ნა­ცხა­დი უფა­სო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მუ­შა­ობს, იმი­ტომ რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი არ უნდა დარ­ჩეს სტუ­დენ­ტე­ბის გა­რე­შე",-ამ­ბობს დო­ლი­ძე.

ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნდა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზიც. რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირ­კვე­ვა, რომ პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტთა 94.60%-მა გა­და­ლა­ხა. მათ შო­რის ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით 0-20 ქუ­ლამ­დე აბი­ტუ­რი­ენ­ტთა და­ახ­ლო­ე­ბით 4- 8 პრო­ცენ­ტმა მი­ი­ღო, 21-40 ქულა- 23 -31 % -მა, 41 -60 ქულა - 42 -50% -მა, 61-80 ქულა 17 – 22 %-მა. გა­მოც­და­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქულა 80 იყო.

ფი­ზი­კა­ში პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტთა 57.6%-მა გა­და­ლა­ხა. რაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ფი­ზი­კა­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტთა 48.2 პრო­ცენ­ტმა 0-20 ქუ­ლამ­დე მი­ი­ღო, 21-40 ქულა 34.7 %-მა, 41 -60 ქულა 12.3% -მა, 61-75 ქულა კი 4.8 %-მა. გა­მოც­და­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქულა 73 იყო.

მა­თე­მა­ტი­კა­ში პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტთა 77.7%-მა გა­და­ლა­ხა. მათ შო­რის 0-20 ქუ­ლამ­დე ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით აბი­ტუ­რი­ენ­ტთა და­ახ­ლო­ე­ბით 40- 45 პრო­ცენ­ტმა მი­ი­ღო, 21-40 ქულა 44-48 %-მა, 41 -59 ქულა კი 9-10% -მა. გა­მოც­და­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 59.

ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტთა 88.76%-მა გა­და­ლა­ხა. ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, აბი­ტუ­რი­ენ­ტთა და­ახ­ლო­ე­ბით 4-7 პრო­ცენ­ტმა 0-20 ქუ­ლამ­დე მი­ი­ღო, 21-40 ქულა 49-56 %-მა, 41 -60 ქულა 30-34% -მა, 61-80 ქულა 6-11 %-მა. გა­მოც­და­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი ქულა 80 იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა უცხო ენებს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სწო­რედ უცხო ენე­ბის გა­მოც­და­ზე აჩ­ვე­ნეს, სა­დაც პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტთა 90.60%-მა გა­და­ლა­ხა.

მათ შო­რის ვა­რი­ან­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­გლი­სურ ენა­ში 0-20 ქუ­ლამ­დე მი­ი­ღო აბი­ტუ­რი­ენ­ტთა და­ახ­ლო­ე­ბით 6-10 პრო­ცენ­ტმა, 21-40 ქულა 32-33 %-მა, 41 -60 ქულა 18-20% -მა, 61-80 ქულა 18-20 %-მა, 81-100 ქულა -16-19%-მა.

მაქ­სი­მა­ლუ­რი ქულა კი რო­მე­ლიც უცხო ენე­ბის გა­მოც­და­ზე და­ფიქ­სირ­და, 100 ქულა იყო.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი 23 აგ­ვის­ტოს გახ­და ცნო­ბი­ლი. გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე 35 500 აბი­ტუ­რი­ენ­ტი­დან სტუ­დენ­ტი 26 000-ზე მეტი გახ­და. 9000-ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი კონ­კურსს გა­მო­ე­თი­შა და ჩა­რი­ცხვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მი­ი­ღო.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში - 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში - 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

უმაღლეს სასწავლებლებში ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მიმართულებად ბიზნესის ადმინისტრირება რჩება. პოპულარულ სასწავლო პროგრამებს შორისაა ასეევე სამართალი და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა პროგრამების მიხედვით. პოპულარულ სასწავლო პროგრამებსა და ტენდენციებთან დაკავშირებით "ამბები.გე" ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს, სოფო დოლიძეს ესაუბრა. დოლიძე ამბობს, რომ აბიტურიენტთა განაცხადების მიხედივით, ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში იგივე რჩება და ყველაზე მოთხოვნადი ეკონომკიური პროფილის ფაკულტეტებია.

"მთავარი, რის მიხედვითაც ირკვევა მოთხოვნადი ფაკულტეტები და მიმართულება, არის ორი. ერთი - პირველი განაცხადის მიხედვით, სადაც აბიტურიენტის რეალური სურვილი ჩანს, რადგან რაც რეალურად უნდა აბიტურიენტს პირველ რიგში იმ პროგრამას წერს განაცხადში. ხშირად გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოქმედებენ პრინციპით, მთავარია გავხდე სტუდენტი და სულერთია, სად. იმის თქმა, რომ რადგან ძალიან ბევრმა აირჩია ესა თუ ის მიმართულება, ყველაზე მოთხოვნადია, არ იქნება სწორი. ძირითადად რეალურ სურათს ასახავს პირველი განაცხადი. პირველი განაცხადების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება წელს არის ბიზნესის ადმინისტრირება, აგრეთვე სამართალი, პოპულარულია სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებები, რეალურად საერთაშორისო ურთიერთობების გამო ხდება ეს, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ამის გამო აბარებენ სტუდენტები. რაც შეეხება ზოგიერთ მიმართულებას, რომელიც იყო უფასო, შარშანდელთან შედარებით უფრო მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა განაცხადი უფასო მიმართულებებზე. ძალიან კარგია, რომ ეს ინიციატივა მუშაობს, იმიტომ რომ ეს მიმართულებები არ უნდა დარჩეს სტუდენტების გარეშე",-ამბობს დოლიძე.

ცენტრის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზიც. რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პირველადი მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 94.60%-მა გადალახა. მათ შორის ვარიანტების მიხედვით 0-20 ქულამდე აბიტურიენტთა დაახლოებით 4- 8 პროცენტმა მიიღო, 21-40 ქულა- 23 -31 % -მა, 41 -60 ქულა - 42 -50% -მა, 61-80 ქულა 17 – 22 %-მა. გამოცდაზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ქულა 80 იყო.

ფიზიკაში პირველადი მონაცემებით, მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 57.6%-მა გადალახა. რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ფიზიკაში აბიტურიენტთა 48.2 პროცენტმა 0-20 ქულამდე მიიღო, 21-40 ქულა 34.7 %-მა, 41 -60 ქულა 12.3% -მა, 61-75 ქულა კი 4.8 %-მა. გამოცდაზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ქულა 73 იყო.

მათემატიკაში პირველადი მონაცემებით, მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 77.7%-მა გადალახა. მათ შორის 0-20 ქულამდე ვარიანტების მიხედვით აბიტურიენტთა დაახლოებით 40- 45 პროცენტმა მიიღო, 21-40 ქულა 44-48 %-მა, 41 -59 ქულა კი 9-10% -მა. გამოცდაზე დაფიქსირებული მაქსიმალური ქულაა 59.

ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი მონაცემებით, მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 88.76%-მა გადალახა. ვარიანტების მიხედვით, აბიტურიენტთა დაახლოებით 4-7 პროცენტმა 0-20 ქულამდე მიიღო, 21-40 ქულა 49-56 %-მა, 41 -60 ქულა 30-34% -მა, 61-80 ქულა 6-11 %-მა. გამოცდაზე დაფიქსირებული მაქსიმალური ქულა 80 იყო.

რაც შეეხება უცხო ენებს, აბიტურიენტებმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ უცხო ენების გამოცდაზე აჩვენეს, სადაც პირველადი მონაცემებით, მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 90.60%-მა გადალახა.

მათ შორის ვარიანტების მიხედვით, ინგლისურ ენაში 0-20 ქულამდე მიიღო აბიტურიენტთა დაახლოებით 6-10 პროცენტმა, 21-40 ქულა 32-33 %-მა, 41 -60 ქულა 18-20% -მა, 61-80 ქულა 18-20 %-მა, 81-100 ქულა -16-19%-მა.

მაქსიმალური ქულა კი რომელიც უცხო ენების გამოცდაზე დაფიქსირდა, 100 ქულა იყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები 23 აგვისტოს გახდა ცნობილი. გამოცდებში მონაწილე 35 500 აბიტურიენტიდან სტუდენტი 26 000-ზე მეტი გახდა. 9000-ზე მეტი აბიტურიენტი კონკურსს გამოეთიშა და ჩარიცხვებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ნათია ლეშკაშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია