პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხატია ბუნიათიშვილი: კლავიშების ახალი დივა?" - რას წერს გერმანული მედია ქართველ პიანისტზე
"ხატია ბუნიათიშვილი: კლავიშების ახალი დივა?" - რას წერს გერმანული მედია ქართველ პიანისტზე

ის იმ­დე­ნად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და უნი­კა­ლუ­რად უკ­რავს, რომ მას ახ­ვე­უ­ლი თვა­ლი­თაც გა­მო­არ­ჩევ უამ­რა­ვი პი­ა­ნის­ტის­გან.

სა­უ­ბა­რი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­თან.

ამ­ჟა­მად პა­რიზ­ში მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრის ოს­ტა­ტო­ბას თბი­ლის­სა და ვე­ნა­ში და­ე­უფ­ლა. მან ჩვე­ნი სა­უბ­რის და­სა­წყის­ში­ვე ახ­სნა პა­ტა­რა გა­უ­გებ­რო­ბა: ის ფაქ­ტი, რომ ის თბი­ლის­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზია. "ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში" ხა­ტია თა­ვის ვებგ­ვერ­დსა და უფრო ხში­რად ხმა­რე­ბულ ონ­ლა­ინ-ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას გუ­ლის­ხმობს. ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, თურ­ქე­თის მო­სა­ზღვრე ზღვის­პი­რა ქა­ლაქ ბა­თუმ­ში და რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, სხვა­თა შო­რის: "შემ­თხვე­ვით". "თბი­ლის­ში უნდა დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ამ დროს დე­დე­ჩე­მი ბა­თუმ­ში მა­მა­ჩე­მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, მამა კი იქ სამ­ხედ­რო მო­ვა­ლე­ო­ბას იხ­დი­და."

ხა­ტი­ას­თან სა­უ­ბა­რი მუდ­მი­ვი გა­მოწ­ვე­ვაა. საფ­რან­გეთ­ში მა­ცხოვ­რე­ბელ ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვანს შე­კი­თხვა­ზე უბ­რა­ლოდ პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე მეტი სურს - მას ინ­ტე­რე­სი უნდა აღეძ­რას. იგი არა მხო­ლოდ თა­ვის თავს იწ­ვევს, არა­მედ მო­სა­უბ­რე­საც.

ხა­ტი­ას ახა­ლი ალ­ბო­მი საკ­მა­რის სა­სა­უბ­რო მა­სა­ლას გვთა­ვა­ზობს. ამ ალ­ბო­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა "Motherland". სა­თა­უ­რის გა­გე­ბი­სას პირ­ვე­ლი ასო­ცი­ა­ცია სამ­შობ­ლო, მო­ნატ­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოა – იმა­საც თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა ამ­ჯე­რა­დაც მო­ა­ხერ­ხა ძალ­ზედ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მის ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბით გამ­დიდ­რე­ბა. იქ­ნებ ალ­ბო­მი "Motherland" სამ­შობ­ლო­სად­მი რე­ვე­რან­სის გა­მომ­ხატ­ვე­ლია? არა მხო­ლოდ! (არა სწო­რად გა­მი­გეთ!) ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილს ამის სხვაგ­ვა­რი ახ­სნა აქვს: "ჩემი აზ­რით, "Motherland" არის სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ქალ­ში არ­სე­ბობს. გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან ხარ, ერთი რამ ყვე­ლას სა­ერ­თო გვაქვს: ყვე­ლა­ნი დე­დის მიერ ვართ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას მოვ­ლე­ნილ­ნი. ეს არის პირ­ვე­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. ეს ალ­ბო­მი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა დე­და­ჩემს ეძღვნე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ფე­ნო­მენ­საც მო­ი­ცავს. დე­და­მი­წის ფე­ნო­მე­ნი გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ყვე­ლა ქალ­თან, მათ შო­რის ჩემ­თან. შერ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კაც იმ სამ­ყა­როს ანა­რეკ­ლია, რო­მელ­საც ჩემს "Motherland"-ად აღ­ვიქ­ვამ." ასე­ვე იშიფ­რე­ბა ალ­ბო­მის ყდა (cover) თა­ვად პი­ა­ნის­ტის მიერ: "ის წარ­მო­ა­ჩენს ქალს - მე - შერ­წყმულ­სა და გაჟ­ღენ­თილს ბუ­ნე­ბას­თან, დე­და­მი­წას­თან. და­ხუ­ჭუ­ლი თვა­ლე­ბი ამ ქა­ლის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს­კენ მიგ­ვა­ნიშ­ნებს."

ცო­ტა­ო­დე­ნი ვარ­სკვლა­ვი თუ გა­ბე­დავ­და ასე­თი ინ­ტი­მუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას. ხე­ლო­ვან­ნი ხში­რად ერი­დე­ბი­ან პი­რა­დი გან­წყო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვას. ეს კი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის სა­ხა­სი­ა­თო თვი­სე­ბაა. მისი დაკ­რუ­ლის მოს­მე­ნაც კი ხე­ლო­ვა­ნის პი­რად სამ­ყა­როს­თან ზი­ა­რე­ბის ტოლ­ფა­სია.

და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა, არის კი ეს მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? "ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის პირ­ველ­წყა­როა. ეს არის ის, რაც ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ანთ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნას­ხვა­ვებს. მის გა­რე­შე ხე­ლოვ­ნე­ბა არ არ­სე­ბობს. ჩვენ ღმერ­თე­ბი არ ვართ, მაგ­რამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წვის პრო­ცეს­ში ღვთის ჩვე­ნე­ბუ­რი წარ­მო­სახ­ვის იმი­ტა­ცი­ას ვე­წე­ვით. თუმ­ცა ეს ეგო­იზ­მში არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს. თუ ინ­დი­ვიდს არ შეს­წევს იმის უნა­რი, რომ ერ­თი­ა­ნი სამ­ყა­როს ნა­წი­ლად იქ­ცეს, მა­შინ მისი გარ­ჯა ფუ­ჭია."

იქ­ნებ ამ დროს ინ­ტერპრე­ტა­ტორს ცდუ­ნე­ბა აქვს, თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა ნა­წარ­მო­ებ­ზე უფრო მაღ­ლა და­ა­ყე­ნოს. იქ­ნებ ეს რის­კია, რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბა ში­ნა­გა­ნად იხ­სნე­ბა და მუ­სი­კის სამ­ყა­როს ერ­წყმის. მაგ­რამ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბით პა­სუ­ხობს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ემ­სა­ხუ­რო ნა­წარ­მო­ებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის გა­რე­შე. "შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ამო­ცა­ნაა, იპო­ვო ბგე­რის დახ­მა­რე­ბით კომ­პო­ზი­ტო­რის სული. ეს მხო­ლოდ ნო­ტე­ბის სიმ­ბო­ლო­ე­ბით ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ნო­ტე­ბი მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. ჩვენ უნდა მი­ვაგ­ნოთ, თუ რო­გორ მივ­ყე­ვართ მუ­სი­კას თა­ვის არ­სამ­დე, სწორ ფრა­ზი­რე­ბამ­დე. შეგ­რძნე­ბით აღ­ქმის გა­რე­შე მუ­სი­კა მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კა და მეც­ნი­ე­რე­ბაა. მუ­სი­კა კი ხომ უფრო მე­ტია. ინ­ტერპრე­ტა­ტორს ძა­ლუძს კომ­პო­ზი­ტო­რი გა­ა­ცო­ცხლოს! ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სიძ­ლი­ე­რის გა­რე­შე ნო­ტებ­ში იკარ­გე­ბი - კომ­პო­ზი­ტორ­საც ვერ გა­ა­ცო­ცხლებ. მე რომ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში მე­ცხოვ­რა და იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცე­მო­და, მე­სა­უბ­რა ისეთ კომ­პო­ზი­ტო­რებ­თან, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ შო­პე­ნი ან ლის­ტი, მე ხომ მა­ინც ჩემს სტილ­ში და­ვუკ­რავ­დი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ლის­ტი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბო­და." - აქ კი ტე­ლე­ფონ­ში პირ­ვე­ლად ჩა­ე­ცი­ნა ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილს, რომ­ლის ხმაც აქამ­დე ესო­დენ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლად და სე­რი­ო­ზუ­ლად ჟღერ­და.

უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქტზე სა­უბ­რი­სას მისი გან­წყო­ბა კვლავ შე­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხომ მსგავ­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, სა­დაც ამ­ჟა­მად ოკუ­პი­რე­ბუ­ლია ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ისი­ნი თავს ავ­ტო­ნო­მი­ად მი­იჩ­ნე­ვენ. ხა­ტია იმ ქვეყ­ნი­და­ნაა, რო­მელ­საც და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მე­ზო­ბელ რუ­სეთ­თან. თა­ნაც რუ­სუ­ლი არ­მია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დე­გაც არა ერთხელ შე­ე­ცა­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ხელ­ყო­ფას.

რო­გორ აფა­სებს ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქტს?

"სა­ქარ­თვე­ლო­სა და ახ­ლან­დელ უკ­რა­ი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას შო­რის ბევ­რი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ჩემი დიდი სურ­ვი­ლია, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი ამ რე­გი­ონ­ში ერ­თად დად­გნენ. რუ­სეთ­სა და სამ­ყა­როს ამ ნა­წილს შო­რის არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით ად­რე­ულ ხა­ნას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ვიდ­რე ეს და­სავ­ლეთ ევ­რო­პის თვალ­ში ჩანს. გარ­კვე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი ჯერ კი­დევ ივა­ნე მრის­ხა­ნის ეპო­ქი­დან იწყე­ბა და მხო­ლოდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლით არ გაღ­ვი­ვე­ბუ­ლა. რუ­სეთ­ში იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა ძვე­ლი ფე­ნო­მე­ნია. ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი, - რომ­ლის­კე­ნაც მი­ის­წრაფ­ვის რუ­სე­თი, - ჩემი აზ­რით ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სუს­ტი იმი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბაა. უკ­რა­ი­ნა კი მო­მავ­ლის­კენ იყუ­რე­ბა, სა­დაც ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი ვერ მო­ი­აზ­რე­ბა."

ამ ძლი­ერ სი­ტყვებ­ში იკ­ვე­თე­ბა ნა­თე­ლი და გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცია. სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ პო­ლი­ტი­კურ კონ­ფლიქტს თუ აქვს მუ­სი­კა­ზე რა­ი­მე გავ­ლე­ნა. პუ­ტი­ნის თა­ნა­მო­აზ­რე ვა­ლე­რი გერ­გი­ე­ვი და ხა­ტია ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთ სცე­ნა­ზე წარ­მო­იდ­გი­ნო. "ეს არ მოხ­დე­ბა", ხაზ­გას­მით ამ­ბობს პი­ა­ნის­ტი. "მე ვა­ლე­რი გერ­გი­ევ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე არ დავ­დგე­ბი." რა არის ამის მი­ზე­ზი, მუ­სი­კა­ლუ­რად თუ პო­ლი­ტი­კუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი? "ამას პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს: ის, ვინც დღეს არ დგას ადა­მი­ა­ნო­ბის მხა­რეს, არა­მედ ძა­ლა­უფ­ლე­ბას უჭერს მხარს (ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ჩემი აზ­რით დიდი ხანი ვე­ღარ იარ­სე­ბებს), ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია."

ვა­ლე­რი გერ­გი­ე­ვი მო­ი­აზ­რე­ბა მი­უნ­ხე­ნის ფი­ლარ­მო­ნი­ის მო­მა­ვალ მთა­ვარ დი­რი­ჟო­რად. ასე რომ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტი უცა­ბე­დად მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, უფრო ახ­ლოს, ვიდ­რე მა­ვანთ ჰგო­ნი­ათ. შე­საძ­ლოა მი­უნ­ხენს ზო­გი­ერთ სა­ხელ­მოხ­ვე­ჭილ ხე­ლო­ვან­ზე უა­რის თქმა მო­უ­წი­ოს, თუ მეტი ხე­ლო­ვა­ნი გა­მო­ავ­ლენს მსგავს სი­თა­მა­მე­სა და მებ­რძოლ სულს, რო­გო­რიც გა­აჩ­ნია ფა­ქი­ზი შეს­რუ­ლე­ბის სტი­ლის მქო­ნე ძლი­ერ ქალ­ბა­ტონს - ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილს.

Crescendo magazine

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ხატია ბუნიათიშვილი: კლავიშების ახალი დივა?" - რას წერს გერმანული მედია ქართველ პიანისტზე

"ხატია ბუნიათიშვილი: კლავიშების ახალი დივა?" - რას წერს გერმანული მედია ქართველ პიანისტზე

ის იმდენად ინდივიდუალურად და უნიკალურად უკრავს, რომ მას ახვეული თვალითაც გამოარჩევ უამრავი პიანისტისგან.

საუბარი ხატია ბუნიათიშვილთან.

ამჟამად პარიზში მაცხოვრებელი, საქართველოში დაბადებული ხატია ბუნიათიშვილი ფორტეპიანოზე დაკვრის ოსტატობას თბილისსა და ვენაში დაეუფლა. მან ჩვენი საუბრის დასაწყისშივე ახსნა პატარა გაუგებრობა: ის ფაქტი, რომ ის თბილისშია დაბადებული, მხოლოდ ბიოგრაფიაში არსებული ხარვეზია. "ბიოგრაფიაში" ხატია თავის ვებგვერდსა და უფრო ხშირად ხმარებულ ონლაინ-ენციკლოპედიას გულისხმობს. ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ბათუმში და როგორც თავად აღნიშნავს, სხვათა შორის: „შემთხვევით". „თბილისში უნდა დავბადებულიყავი, მაგრამ ამ დროს დედეჩემი ბათუმში მამაჩემის მოსანახულებლად იმყოფებოდა, მამა კი იქ სამხედრო მოვალეობას იხდიდა."

ხატიასთან საუბარი მუდმივი გამოწვევაა. საფრანგეთში მაცხოვრებელ ახალგაზრდა ხელოვანს შეკითხვაზე უბრალოდ პასუხის გაცემაზე მეტი სურს - მას ინტერესი უნდა აღეძრას. იგი არა მხოლოდ თავის თავს იწვევს, არამედ მოსაუბრესაც.

ხატიას ახალი ალბომი საკმარის სასაუბრო მასალას გვთავაზობს. ამ ალბომის სახელწოდებაა „Motherland". სათაურის გაგებისას პირველი ასოციაცია სამშობლო, მონატრება, საქართველოა – იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ხატია ბუნიათიშვილმა ამჯერადაც მოახერხა ძალზედ მრავალფეროვანი პროგრამის ქართული ფოლკლორული ნაწარმოებით გამდიდრება. იქნებ ალბომი „Motherland" სამშობლოსადმი რევერანსის გამომხატველია? არა მხოლოდ! (არა სწორად გამიგეთ!) ხატია ბუნიათიშვილს ამის სხვაგვარი ახსნა აქვს: "ჩემი აზრით, „Motherland" არის სამყარო, რომელიც ქალში არსებობს. განურჩევლად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან ხარ, ერთი რამ ყველას საერთო გვაქვს: ყველანი დედის მიერ ვართ ქვეყნიერებას მოვლენილნი. ეს არის პირველი ჭეშმარიტება. ეს ალბომი უპირველეს ყოვლისა დედაჩემს ეძღვნება, რაც თავისთავად ნაყოფიერების ფენომენსაც მოიცავს. დედამიწის ფენომენი გაიგივებულია ყველა ქალთან, მათ შორის ჩემთან. შერჩეული მუსიკაც იმ სამყაროს ანარეკლია, რომელსაც ჩემს „Motherland"-ად აღვიქვამ." ასევე იშიფრება ალბომის ყდა (cover) თავად პიანისტის მიერ: „ის წარმოაჩენს ქალს - მე - შერწყმულსა და გაჟღენთილს ბუნებასთან, დედამიწასთან. დახუჭული თვალები ამ ქალის შინაგანი სამყაროსკენ მიგვანიშნებს."

ცოტაოდენი ვარსკვლავი თუ გაბედავდა ასეთი ინტიმური განცხადებების გაკეთებას. ხელოვანნი ხშირად ერიდებიან პირადი განწყობების გამოხატვას. ეს კი ხატია ბუნიათიშვილის სახასიათო თვისებაა. მისი დაკრულის მოსმენაც კი ხელოვანის პირად სამყაროსთან ზიარების ტოლფასია.

და ინდივიდუალობა, არის კი ეს მისთვის მნიშვნელოვანი? „ინდივიდუალობა ხელოვნების პირველწყაროა. ეს არის ის, რაც ადამიანებს თავიანთ ხელოვნებაში ერთმანეთისგან განასხვავებს. მის გარეშე ხელოვნება არ არსებობს. ჩვენ ღმერთები არ ვართ, მაგრამ შემოქმედებითი წვის პროცესში ღვთის ჩვენებური წარმოსახვის იმიტაციას ვეწევით. თუმცა ეს ეგოიზმში არ უნდა გადაიზარდოს. თუ ინდივიდს არ შესწევს იმის უნარი, რომ ერთიანი სამყაროს ნაწილად იქცეს, მაშინ მისი გარჯა ფუჭია."

იქნებ ამ დროს ინტერპრეტატორს ცდუნება აქვს, თავისი ინდივიდუალობა ნაწარმოებზე უფრო მაღლა დააყენოს. იქნებ ეს რისკია, როდესაც პიროვნება შინაგანად იხსნება და მუსიკის სამყაროს ერწყმის. მაგრამ ხატია ბუნიათიშვილი დარწმუნებით პასუხობს, რომ შეუძლებელია ემსახურო ნაწარმოებს ინდივიდუალობის გარეშე. „შემსრულებლების ყველაზე დიდი ამოცანაა, იპოვო ბგერის დახმარებით კომპოზიტორის სული. ეს მხოლოდ ნოტების სიმბოლოებით ვერ განხორციელდება. ნოტები მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უნდა მივაგნოთ, თუ როგორ მივყევართ მუსიკას თავის არსამდე, სწორ ფრაზირებამდე. შეგრძნებით აღქმის გარეშე მუსიკა მხოლოდ მათემატიკა და მეცნიერებაა. მუსიკა კი ხომ უფრო მეტია. ინტერპრეტატორს ძალუძს კომპოზიტორი გააცოცხლოს! ინდივიდუალური სიძლიერის გარეშე ნოტებში იკარგები - კომპოზიტორსაც ვერ გააცოცხლებ. მე რომ მე-19 საუკუნეში მეცხოვრა და იმის შესაძლებლობა მომცემოდა, მესაუბრა ისეთ კომპოზიტორებთან, როგორებიც იყვნენ შოპენი ან ლისტი, მე ხომ მაინც ჩემს სტილში დავუკრავდი. დარწმუნებული ვარ ლისტი კმაყოფილი დარჩებოდა." - აქ კი ტელეფონში პირველად ჩაეცინა ხატია ბუნიათიშვილს, რომლის ხმაც აქამდე ესოდენ ჩაფიქრებულად და სერიოზულად ჟღერდა.

უკრაინის კონფლიქტზე საუბრისას მისი განწყობა კვლავ შეიცვალა. საქართველოშიც ხომ მსგავსი ტრაგედია დატრიალდა, სადაც ამჟამად ოკუპირებულია ტერიტორიები და ისინი თავს ავტონომიად მიიჩნევენ. ხატია იმ ქვეყნიდანაა, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს მეზობელ რუსეთთან. თანაც რუსული არმია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არა ერთხელ შეეცადა საქართველოს ტერიტორიების ხელყოფას.

როგორ აფასებს ქართველი ქალბატონი ხატია ბუნიათიშვილი უკრაინის კონფლიქტს?

„საქართველოსა და ახლანდელ უკრაინის მდგომარეობას შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩვენი ქვეყნები ამ რეგიონში ერთად დადგნენ. რუსეთსა და სამყაროს ამ ნაწილს შორის არსებული პრობლემები გაცილებით ადრეულ ხანას მიეკუთვნება, ვიდრე ეს დასავლეთ ევროპის თვალში ჩანს. გარკვეული კონფლიქტები ჯერ კიდევ ივანე მრისხანის ეპოქიდან იწყება და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლით არ გაღვივებულა. რუსეთში იმპერიალისტული აზროვნება ძველი ფენომენია. ევრაზიული კავშირი, - რომლისკენაც მიისწრაფვის რუსეთი, - ჩემი აზრით ყოფილი საბჭოთა კავშირის სუსტი იმიტაციის მცდელობაა. უკრაინა კი მომავლისკენ იყურება, სადაც ევრაზიული კავშირი ვერ მოიაზრება."

ამ ძლიერ სიტყვებში იკვეთება ნათელი და გარკვეული პოზიცია. საინტერესოა, ამ პოლიტიკურ კონფლიქტს თუ აქვს მუსიკაზე რაიმე გავლენა. პუტინის თანამოაზრე ვალერი გერგიევი და ხატია ხომ შეუძლებელია ერთ სცენაზე წარმოიდგინო. „ეს არ მოხდება", ხაზგასმით ამბობს პიანისტი. „მე ვალერი გერგიევთან ერთად სცენაზე არ დავდგები." რა არის ამის მიზეზი, მუსიკალურად თუ პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციები? „ამას პოლიტიკური საფუძველი აქვს: ის, ვინც დღეს არ დგას ადამიანობის მხარეს, არამედ ძალაუფლებას უჭერს მხარს (ეს ძალაუფლება, ჩემი აზრით დიდი ხანი ვეღარ იარსებებს), ჩემთვის მიუღებელია."

ვალერი გერგიევი მოიაზრება მიუნხენის ფილარმონიის მომავალ მთავარ დირიჟორად. ასე რომ უკრაინის კონფლიქტი უცაბედად მოგვიახლოვდა, უფრო ახლოს, ვიდრე მავანთ ჰგონიათ. შესაძლოა მიუნხენს ზოგიერთ სახელმოხვეჭილ ხელოვანზე უარის თქმა მოუწიოს, თუ მეტი ხელოვანი გამოავლენს მსგავს სითამამესა და მებრძოლ სულს, როგორიც გააჩნია ფაქიზი შესრულების სტილის მქონე ძლიერ ქალბატონს - ხატია ბუნიათიშვილს.

Crescendo magazine

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება