პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს თბილისში
რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს თბილისში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ წელს მა­ტუ­ლობს. 2014 წლის 6 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით კი ქვე­ყა­ნას 11%-ით მეტი ტუ­რის­ტი ეწ­ვია. ქვეყ­ნის ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებს შო­რის კი თბი­ლი­სი ერთ-ერთი ლი­დე­რია. სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლებ­თან ერ­თად, სტუმ­რე­ბის სიმ­რავ­ლე თვალ­ში­სა­ცე­მი სწო­რედ თბი­ლი­სის ძველ უბ­ნებ­შია. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა იზი­დავს ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს და რა არ მოს­წონთ მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად.

სტუმ­რე­ბის აზ­რის გა­სარ­კვე­ვად დე­და­ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ულ ად­გილს ვეს­ტუმ­რეთ. ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კი ძი­რი­თა­დად აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ქვეყ­ნე­ბი­დან იყო.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ევ­რო­პი­დან ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბი არ მო­ე­წო­ნათ.

"პო­ლო­ნე­თი­დან ვარ. რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი. საკ­მა­ოდ კარ­გი ქა­ლა­ქია. გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­ნა­რე და სა­ნა­პი­რო­ზე აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი მომ­წონს. მო­სა­წყე­ნი ქა­ლა­ქი არ არის, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა არ მომ­წონს, ბევ­რი და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლია და ეს არა­ვის ანაღ­ვლებს, თვი­თონ ქარ­თვე­ლებ­საც კი. ხში­რად და­მი­ნა­ხავს, რომ წყალს სვა­მენ და ბოთ­ლებს პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ის­ვრი­ან", - ამ­ბობს პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტი, რო­მელ­საც ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბებ­თან ერ­თად თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში დაყ­რი­ლი ნა­გა­ვი სა­ვა­რა­უ­დოდ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის გარ­და კი მას დიდ­ხანს არც დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი და­ა­ვი­წყდე­ბა.

"არ მომ­წონს ფა­სე­ბი. მა­გა­ლი­თად აკ­ვა­პარ­კი 30 ლარი ღირს და ასე­თი ფასი პო­ლო­ნე­თის დიდ ქა­ლა­ქებ­შიც კი არ არის. ეს მე­ტის­მე­ტად ბევ­რია", - აცხა­დებს ჩვე­ნი პო­ლო­ნე­ლი რეს­პო­დენ­ტი.

თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ძი­რი­თა­დად სას­ტუმ­რო­ე­ბის ფა­სე­ბი არ მოს­წონს. თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ საკ­ვე­ბი საკ­მა­ოდ ია­ფია.

"არ მომ­წონს, ის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტია. რად­გან ზო­გა­დად ისე­თი ად­გი­ლე­ბი მიყ­ვარს, რო­მელ­საც ბევ­რი ტუ­რის­ტი არ სტუმ­რობს. ფა­სე­ბი თით­ქმის იგი­ვეა, რაც ჩემს ქა­ლაქ­ში. მე პო­ლო­ნე­თის უფრო დიდი ქა­ლა­ქი­დან ვარ და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად იგი­ვე ფა­სე­ბია", - აღ­ნიშ­ნავს კი­დევ ერთი პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტი.

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არც სხვა ტუ­რის­ტებს დარ­ჩე­ნი­ათ. ერთ-ერთ პრობ­ლე­მად კი თბი­ლი­სის სტუმ­რე­ბი ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თას ასა­ხე­ლე­ბენ.

"პირ­ვე­ლი დღეა, რაც თბი­ლის­ში ვარ, აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჰა­ვაა, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს. ისე­თი არა­ფე­რი გვი­ნა­ხავს, რაც არ მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და, გარ­და ნაგ­ვი­სა", - ამ­ბობს ლატ­ვი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი.

"ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია, მშვე­ნი­ე­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რა, მშვე­ნი­ე­რი ის­ტო­რი­ით. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მიკ­ვირ­და, არის ის, რომ ხალ­ხმა ინ­გლი­სუ­რი იცის, რა­საც ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. არ მომ­წონს ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა, მო­ნიშ­ნულ­ზე გა­დას­ვლაც კი გა­მი­ჭირ­და. გირ­ჩევ­დით, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ საგ­ზაო წე­სებს", - გვირ­ჩევს შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბებ­თან ერ­თად ქარ­თვე­ლე­ბის მე­გობ­რუ­ლო­ბი­თაც გა­მო­ცე­ბუ­ლია.

თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონთ რუს ტუ­რის­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­ზე დიდი ხანი ოც­ნე­ბობ­დნენ.

"ჩვენ რუ­სე­თი­დან ჩა­მო­ვე­დით. ორი დღეა თბი­ლის­ში ვართ და ერთი რა­მეც კი არ ყო­ფი­ლა, რომ არ მოგ­ვწო­ნე­ბო­და", - ამ­ბობს ან­დრეი.

"მეც ვე­თან­ხმე­ბი ჩემს მე­გო­ბარს. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ის­ტო­რი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ქა­ლა­ქი. სამი წელი აქ ჩა­მოს­ვლა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი და ახლა მი­ხა­რია, რომ ნამ­დვი­ლად აქ ვარ", - აღ­ნიშ­ნავს ან­დრე­ის მე­გო­ბა­რი გოგო.

ჩვე­ნი უცხო­ე­ლი რეს­პო­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­ნო­ბე­ბი და არ­ქი­ტექ­ტუ­რა მოს­წონს, თუმ­ცა თბი­ლი­სის მთავ­რო­ბას ტუ­რის­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას აძ­ლე­ვენ.

"თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი შე­ნო­ბაა. ეს კარ­გია, მაგ­რამ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბას ვურ­ჩევ­დი, რომ ქა­ლაქს ძი­რი­თა­დად ძვე­ლი სტი­ლი შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს. თუ შე­ნო­ბებს ძველ სტილ­ში აა­შე­ნე­ბენ, ეს ქა­ლაქს უნი­კა­ლურს გახ­დის. ასე­ვე ვურ­ჩევ­დი პარ­კე­ბი და ვე­ლოტ­რა­სე­ბი აა­შე­ნონ", - ამ­ბობს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტომ­დე ქვე­ყა­ნა­ში 1 192 ათა­სამ­დე ტუ­რის­ტი ჩა­მო­ვი­და, რაც წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 11%-ით მე­ტია.

ნა­ხეთ ვი­დეო

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს თბილისში

რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს თბილისში

საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. 2014 წლის 6 თვის მონაცემებით კი ქვეყანას 11%-ით მეტი ტურისტი ეწვია. ქვეყნის ტურისტულ ადგილებს შორის კი თბილისი ერთ-ერთი ლიდერია. სხვადასხვა ისტორიულ ადგილებთან ერთად, სტუმრების სიმრავლე თვალშისაცემი სწორედ თბილისის ძველ უბნებშია. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა იზიდავს ყველაზე მეტად დედაქალაქში ჩამოსულ ტურისტებს და რა არ მოსწონთ მათ ყველაზე მეტად.

სტუმრების აზრის გასარკვევად დედაქალაქის რამდენიმე ისტორიულ ადგილს ვესტუმრეთ. ჩვენი რესპოდენტების უმრავლესობა კი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან იყო.

როგორც აღმოჩნდა, ევროპიდან ჩამოსულ ტურისტებს განსაკუთრებით დანაგვიანებული ქუჩები არ მოეწონათ.

"პოლონეთიდან ვარ. რამდენიმე დღეა, რაც თბილისში ჩამოვედი. საკმაოდ კარგი ქალაქია. განსაკუთრებით მდინარე და სანაპიროზე აშენებული შენობები მომწონს. მოსაწყენი ქალაქი არ არის, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება იმას, თუ რა არ მომწონს, ბევრი დანაგვიანებული ადგილია და ეს არავის ანაღვლებს, თვითონ ქართველებსაც კი. ხშირად დამინახავს, რომ წყალს სვამენ და ბოთლებს პირდაპირ ქუჩაში ისვრიან", - ამბობს პოლონელი ტურისტი, რომელსაც ისტორიულ შენობებთან ერთად თბილისის ქუჩებში დაყრილი ნაგავი სავარაუდოდ, აუცილებლად დაამახსოვრდება. დაბინძურებული ადგილების გარდა კი მას დიდხანს არც დედაქალაქში არსებული ფასები დაავიწყდება.

"არ მომწონს ფასები. მაგალითად აკვაპარკი 30 ლარი ღირს და ასეთი ფასი პოლონეთის დიდ ქალაქებშიც კი არ არის. ეს მეტისმეტად ბევრია", - აცხადებს ჩვენი პოლონელი რესპოდენტი.

თბილისში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობას ძირითადად სასტუმროების ფასები არ მოსწონს. თუმცა ამბობენ, რომ საკვები საკმაოდ იაფია.

"არ მომწონს, ის, რომ ძალიან ბევრი ტურისტია. რადგან ზოგადად ისეთი ადგილები მიყვარს, რომელსაც ბევრი ტურისტი არ სტუმრობს. ფასები თითქმის იგივეა, რაც ჩემს ქალაქში. მე პოლონეთის უფრო დიდი ქალაქიდან ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ მეტ-ნაკლებად იგივე ფასებია", - აღნიშნავს კიდევ ერთი პოლონელი ტურისტი.

დაბინძურებული ქუჩები შეუმჩნეველი არც სხვა ტურისტებს დარჩენიათ. ერთ-ერთ პრობლემად კი თბილისის სტუმრები ქუჩის გადაკვეთას ასახელებენ.

"პირველი დღეა, რაც თბილისში ვარ, აქ განსაკუთრებული ჰავაა, რაც ძალიან მომწონს. ისეთი არაფერი გვინახავს, რაც არ მოგვეწონებოდა, გარდა ნაგვისა", - ამბობს ლატვიიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი.

"ძალიან ლამაზი ქალაქია, მშვენიერი არქიტექტურა, მშვენიერი ისტორიით. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, არის ის, რომ ხალხმა ინგლისური იცის, რასაც ნამდვილად არ ველოდი. არ მომწონს ქუჩის გადაკვეთა, მონიშნულზე გადასვლაც კი გამიჭირდა. გირჩევდით, ყურადღება მიაქციეთ საგზაო წესებს", - გვირჩევს შუახნის ქალბატონი, რომელიც ისტორიულ შენობებთან ერთად ქართველების მეგობრულობითაც გამოცებულია.

თითქმის ყველაფერი მოსწონთ რუს ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლაზე დიდი ხანი ოცნებობდნენ.

"ჩვენ რუსეთიდან ჩამოვედით. ორი დღეა თბილისში ვართ და ერთი რამეც კი არ ყოფილა, რომ არ მოგვწონებოდა", - ამბობს ანდრეი.

"მეც ვეთანხმები ჩემს მეგობარს. ძალიან ლამაზი და ისტორიული ქვეყანაა, განსაკუთრებით ეს ქალაქი. სამი წელი აქ ჩამოსვლაზე ვოცნებობდი და ახლა მიხარია, რომ ნამდვილად აქ ვარ", - აღნიშნავს ანდრეის მეგობარი გოგო.

ჩვენი უცხოელი რესპოდენტების უმრავლესობას შენობები და არქიტექტურა მოსწონს, თუმცა თბილისის მთავრობას ტურისტები რამდენიმე რჩევას აძლევენ.

"თბილისში ძალიან ბევრი ახალი ინოვაციური შენობაა. ეს კარგია, მაგრამ თბილისის მთავრობას ვურჩევდი, რომ ქალაქს ძირითადად ძველი სტილი შეუნარჩუნოს. თუ შენობებს ძველ სტილში ააშენებენ, ეს ქალაქს უნიკალურს გახდის. ასევე ვურჩევდი პარკები და ველოტრასები ააშენონ", - ამბობს აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსული ტურისტი.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტომდე ქვეყანაში 1 192 ათასამდე ტურისტი ჩამოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით მეტია.

ნახეთ ვიდეო

მინდია აფციაური

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია