მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ექიმისა და ლიტველი გოგონას ამბავი, რომელმაც 33 წლის წინ საბჭოთა კავშირი შეძრა
ქართველი ექიმისა და ლიტველი გოგონას ამბავი, რომელმაც 33 წლის წინ საბჭოთა კავშირი შეძრა

...ის სამი წლის ბავ­შვი იყო, სა­ხე­ლად რასა, ლიტ­ვის სოფ­ლი­დან. ექი­მი - ახალ­გაზ­რდა ქი­რურ­გი რა­მაზ და­თი­აშ­ვი­ლი. ამ ხმა­უ­რი­ან­მა ის­ტო­რი­ამ ისი­ნი 31 წლის წინ გა­ა­ერ­თი­ა­ნა. პა­ტა­რას ბედ­ზე მა­შინ მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ღე­ლავ­და.

"მა­შინ ყვე­ლა­ზე მო­სა­წყე­ნი, რუხი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ ხალ­ხს ძა­ლი­ან უნ­დო­და კარ­გი ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნა და მათ ეს ის­ტო­რია მო­ის­მი­ნეს", - ყვე­ბა რა­მაზ და­თი­აშ­ვი­ლი.

...1983 წლის ზა­ფხუ­ლი. ლიტ­ვა. ტრაქ­ტო­რისტ ვი­ტა­უ­ტას პრას­ცი­ა­ვი­ჩუ­სის ყვე­ლა მე­ზობ­ლის გა­ზო­ნი უკვე გაკ­რე­ჭი­ლია, მას­თან კი გა­უ­ვა­ლი მინ­დო­რია. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მან ტრაქ­ტორს საკ­რე­ჭი მი­ა­ბა, მო­ტო­რი და­ქო­ქა და ამ დროს შვი­ლე­ბი, რასა და მისი ტუ­პის­ცა­ლი და მინ­დვ­რის მა­ღალ ბა­ლა­ხი­ან მო­ნაკ­ვეთ­ში ჩა­ი­კარ­გნენ. კი­ვილ­მა მო­ტო­რის ხმა გა­და­ფა­რა. ტრაქ­ტო­რი­დან გად­მო­სულ მა­მას წინ რასა და გვერ­დით გო­გო­ნას ორი ფეხი დახ­ვდა. სო­ფელ­ში ტე­ლე­ფო­ნი არ იყო, მალე ღამ­დე­ბო­და. მაგ­რამ 12 სა­ათ­ში ტრაქ­ტო­რის­ტის გო­გო­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დე­და­ქა­ლაქ­ში ცივ სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე იწვა.

სა­გან­გე­ბოდ გა­მოფ­რე­ნილ თვითმფრი­ნავს სა­ჰა­ე­რო კო­რი­დო­რი მოს­კო­ვამ­დე გა­უ­წ­მინ­დეს. დის­პე­ჩე­რებ­მა იცოდ­ნენ, რომ ცა­რი­ელ სა­ლონ­ში პა­ტა­რა მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო გვერ­დი­თა სკამ­ზე გა­ყი­ნულ თევზთან ერ­თად ჩა­წყო­ბი­ლი ფე­ხე­ბი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ახალ­გაზ­რდა ქი­რურ­გი და­თი­აშ­ვი­ლი სახ­ლი­დან გა­მო­ი­ძა­ხეს.

"უფ­რო­სო­ბა თან­ხმო­ბას არ მაძ­ლევ­და, არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია აქამ­დე ასე­თი ოპე­რა­ცი­აო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. 12 სა­ა­თი იყო ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­სუ­ლი. რო­გორც იქნა, მო­იყ­ვა­ნეს პა­ცი­ენ­ტი. ვყვი­რო­დი, ფე­ხე­ბი სა­დაა-მეთ­ქი. ფე­ხე­ბი გა­ყი­ნუ­ლი იყო, ძირს თევ­ზე­ბი ცვი­ო­და. ერთი ამო­სუნ­თქვით ჩა­ვა­ტა­რე ოპე­რა­ცია. არ­ტე­რი­ას არ­ტე­რი­ას ვა­კე­რებ­დი, ნერვს, კუნთს" - იხ­სე­ნებს და­თი­აშ­ვი­ლი. ოთხ სა­ათ­ში მისი დამ­ხმა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძლივს იპოვ­ნა ღა­მით მოს­კოვ­ში - მედ­და ლენა ავ­ტო­ნუ­კი და ექი­მი ბრან­დი ოპე­რა­ცი­ას გა­მო­ე­თიშ­ნენ. რა­მა­ზი მარ­ტო ადებ­და ნა­კე­რებს.

ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­დან ცხრა სა­ა­თის შემ­დეგ, რო­დე­საც ბოლო ნა­კე­რი და­ა­დო, პა­ტა­რა ფე­ხე­ბი ქი­რურ­გის ხელ­ში გათ­ბა. "ვა­მა­ყობ, რომ შევ­ძე­ლი ამ მი­სი­ის შე­რუ­ლე­ბა" - ამ­ბობს ექი­მი. ამავდრო­უ­ლად ათა­სო­ბით თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ადევ­ნებ­და თვალ­ყურს პა­ტა­რა რა­სი­ტას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. რო­გორ გა­მო­ვი­და ნარ­კო­ზი­დან, რო­გორ მოხ­სნეს გიფ­სი, რო­გორ სწავ­ლობ­და ხე­ლახ­ლა სი­ა­რულს, რო­გორ იზ­რდე­ბო­და ყვე­ლას გა­სა­ხა­რად. სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ხალ­ხი მთე­ლი ქვეყ­ნი­დან უგ­ზავ­ნიდ­ნენ მას და მის მშობ­ლებს წე­რი­ლებს, სა­თა­მა­შო­ებს და ხილს.

რა­სი­ტამ თით­ქმის ათი წელი გა­ა­ტა­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში, ის ყვე­ლას შვი­ლი გახ­და. საბ­ჭო­თა და­ნა­ყო­ფის ქა­ლიშ­ვი­ლი. ლოთ მშობ­ლებს ბავ­შვი მო­ა­შო­რეს და ახა­ლი ოჯა­ხი მო­უ­ძებ­ნეს.

დღეს რა­სი­ტა პა­ტა­რა გერ­მა­ნულ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს. რომ არ იცო­დე და ძა­ლი­ან რომ არ და­აკ­ვირ­დე, ვერც შე­ნიშ­ნავ, რომ გო­გო­ნა ცო­ტა­თი კოჭ­ლობს. ის არ ატა­რებს კა­ბებს და ბი­კი­ნის. დის­კო­თე­კებ­ზე ცოტა ხნით ცეკ­ვავს - მალე იღ­ლე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი ფეხ­საც­მლით და­დის, ერთი ფეხი ცო­ტა­თი მოკ­ლე აქვს. ცდი­ლობს არ იფიქ­როს იმ ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­მაც მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი შეძ­რა.

...ექი­მი და­თი­აშ­ვი­ლი კი ხში­რად ფიქ­რობს პა­ტა­რა გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თა. "ტე­ლე­ვი­ზი­ამ შეხ­ვედ­რა მოგ­ვი­წყო. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ვი­ჯე­ქი კუ­ლი­სებ­ში და ვე­ლო­დი რო­დის მიხ­მობ­დნენ მას­თან. ვიც­დი­დი და ვკან­კა­ლებ­დი. არ ვი­ცო­დი, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რებ­და, რო­გორ და­დი­ო­და" - ამ­ბობს რა­მა­ზი. მეხ­სი­ე­რე­ბას ხომ ვერ წაშ­ლი. ვერც გა­და­წერ. რო­გორც არ უნდა შე­იც­ვა­ლოს რუ­კებ­ზე სა­ზღვრე­ბი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ქართველი ექიმისა და ლიტველი გოგონას ამბავი, რომელმაც 33 წლის წინ საბჭოთა კავშირი შეძრა

ქართველი ექიმისა და ლიტველი გოგონას ამბავი, რომელმაც 33 წლის წინ საბჭოთა კავშირი შეძრა

...ის სამი წლის ბავშვი იყო, სახელად რასა, ლიტვის სოფლიდან. ექიმი - ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი. ამ ხმაურიანმა ისტორიამ ისინი 31 წლის წინ გააერთიანა. პატარას ბედზე მაშინ მთელი საბჭოთა კავშირი ღელავდა.

"მაშინ ყველაზე მოსაწყენი, რუხი ცხოვრება ჰქონდა, ამიტომ ხალხს ძალიან უნდოდა კარგი ისტორიის მოსმენა და მათ ეს ისტორია მოისმინეს", - ყვება რამაზ დათიაშვილი.

...1983 წლის ზაფხული. ლიტვა. ტრაქტორისტ ვიტაუტას პრასციავიჩუსის ყველა მეზობლის გაზონი უკვე გაკრეჭილია, მასთან კი გაუვალი მინდორია. სამსახურის შემდეგ მან ტრაქტორს საკრეჭი მიაბა, მოტორი დაქოქა და ამ დროს შვილები, რასა და მისი ტუპისცალი და მინდვრის მაღალ ბალახიან მონაკვეთში ჩაიკარგნენ. კივილმა მოტორის ხმა გადაფარა. ტრაქტორიდან გადმოსულ მამას წინ რასა და გვერდით გოგონას ორი ფეხი დახვდა. სოფელში ტელეფონი არ იყო, მალე ღამდებოდა. მაგრამ 12 საათში ტრაქტორისტის გოგონა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ცივ საოპერაციო მაგიდაზე იწვა.

საგანგებოდ გამოფრენილ თვითმფრინავს საჰაერო კორიდორი მოსკოვამდე გაუწმინდეს. დისპეჩერებმა იცოდნენ, რომ ცარიელ სალონში პატარა მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო გვერდითა სკამზე გაყინულ თევზთან ერთად ჩაწყობილი ფეხები. საავადმყოფოში ახალგაზრდა ქირურგი დათიაშვილი სახლიდან გამოიძახეს.

"უფროსობა თანხმობას არ მაძლევდა, არავის გაუკეთებია აქამდე ასეთი ოპერაციაო, მეუბნებოდნენ. 12 საათი იყო ტრაგიკული ინციდენტიდან გასული. როგორც იქნა, მოიყვანეს პაციენტი. ვყვიროდი, ფეხები სადაა-მეთქი. ფეხები გაყინული იყო, ძირს თევზები ცვიოდა. ერთი ამოსუნთქვით ჩავატარე ოპერაცია. არტერიას არტერიას ვაკერებდი, ნერვს, კუნთს" - იხსენებს დათიაშვილი. ოთხ საათში მისი დამხმარეები, რომლებიც ძლივს იპოვნა ღამით მოსკოვში - მედდა ლენა ავტონუკი და ექიმი ბრანდი ოპერაციას გამოეთიშნენ. რამაზი მარტო ადებდა ნაკერებს.

ოპერაციის დაწყებიდან ცხრა საათის შემდეგ, როდესაც ბოლო ნაკერი დაადო, პატარა ფეხები ქირურგის ხელში გათბა. "ვამაყობ, რომ შევძელი ამ მისიის შერულება" - ამბობს ექიმი. ამავდროულად ათასობით თანამემამულე ადევნებდა თვალყურს პატარა რასიტას გამოჯანმრთელებას. როგორ გამოვიდა ნარკოზიდან, როგორ მოხსნეს გიფსი, როგორ სწავლობდა ხელახლა სიარულს, როგორ იზრდებოდა ყველას გასახარად. სრულიად უცნობი ხალხი მთელი ქვეყნიდან უგზავნიდნენ მას და მის მშობლებს წერილებს, სათამაშოებს და ხილს.

რასიტამ თითქმის ათი წელი გაატარა საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში, ის ყველას შვილი გახდა. საბჭოთა დანაყოფის ქალიშვილი. ლოთ მშობლებს ბავშვი მოაშორეს და ახალი ოჯახი მოუძებნეს.

დღეს რასიტა პატარა გერმანულ ქალაქში ცხოვრობს. რომ არ იცოდე და ძალიან რომ არ დააკვირდე, ვერც შენიშნავ, რომ გოგონა ცოტათი კოჭლობს. ის არ ატარებს კაბებს და ბიკინის. დისკოთეკებზე ცოტა ხნით ცეკვავს - მალე იღლება. სპეციალური ფეხსაცმლით დადის, ერთი ფეხი ცოტათი მოკლე აქვს. ცდილობს არ იფიქროს იმ ისტორიაზე, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა.

...ექიმი დათიაშვილი კი ხშირად ფიქრობს პატარა გოგონაზე, რომელსაც უნიკალური ოპერაცია გაუკეთა. "ტელევიზიამ შეხვედრა მოგვიწყო. ძალიან ვნერვიულობდი. ვიჯექი კულისებში და ველოდი როდის მიხმობდნენ მასთან. ვიცდიდი და ვკანკალებდი. არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებდა, როგორ დადიოდა" - ამბობს რამაზი. მეხსიერებას ხომ ვერ წაშლი. ვერც გადაწერ. როგორც არ უნდა შეიცვალოს რუკებზე საზღვრები...

"სოციალური დისტანცირება დიდხანს დაგვჭირდება - არა მხოლოდ ზაფხულში, შემოდგომაზეც" - ამირან გამყრელიძე

საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა - მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"