თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, იპოდრომთან ახლოს, ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოდან აცნობეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ავტოავარიის შედეგად სამი ავტომობილი დაიმტვრა, კერძოდ, "მაზდას", "ჰუნდაის" და "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილები. ავარიის შედეგად ოთხი პირი დაშავდა.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებსაც დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ავარიის გამომწვევი მიზეზები დგინდება.