საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული მხარე რუსულ მილიციას სოლიდარობას უცხადებს" - ეკა ხერხეულიძე სანაპიროზე ახალგაზრდების დაკავების შესახებ
"ქართული მხარე რუსულ მილიციას სოლიდარობას უცხადებს" - ეკა ხერხეულიძე სანაპიროზე ახალგაზრდების დაკავების შესახებ

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ნა­პი­რო­ზე ახალ­გზარ­დე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე

უკ­რა­ი­ნა­ში ომია!

პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი რი­გით ჯა­რის­კა­ცად იცავს უკ­რა­ი­ნის მო­მა­ვალს. ეს ის სა­ა­კაშ­ვი­ლია, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩირ­გვებ­ში ჩამხტა­რი ქარ­თვე­ლე­ბი სი­მა­მა­ცეს რომ უწუ­ნებ­დით. არ ვიცი პა­ა­ტა სა­ა­კა­ძე­სა­ვით წარ­გზავ­ნი­ლი ბ-ნი სერ­გე­ენ­კო რამ­დენ ხანს დაჰ­ყოფს ბრძო­ლის ველ­ზე, მაგ­რამ ის ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ ბე­დის ირო­ნი­ამ მწა­რედ დაგ­ცი­ნათ ლაჩ­რებს!...

სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხვი­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­ნა­პი­როს მო­ა­ჯი­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­შის ფე­რებ­ში შე­ღებ­ვის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს 5 ახალ­გაზ­რდა იმ მო­საზ­რე­ბით, რომ ქა­ლა­ქის იერ­სა­ხეს ამა­ხინ­ჯებ­დნენ.

ეს იერ­სა­ხე კი მო­ა­ჯირ­ზე ამოტვიფ­რუ­ლი ნამ­გა­ლი და ურო გახ­ლავთ.

ამ ფაქ­ტის ანა­ლო­გია 2 კვი­რის წინ მოს­კო­ვე­ლი მი­ლი­ცი­ო­ნე­რე­ბის მხრი­დან და­ფიქ­სირ­და.

რო­გორც ჩანს, ქარ­თუ­ლი მხა­რე უკ­რა­ი­ნის­თვის მხო­ლოდ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა­ზე კი არ ამ­ბობს უარს, არა­მედ რუ­სულ მი­ლი­ცი­ას უცხა­დებს სო­ლი­და­რო­ბას

პუ­ტინ ხუ­ი­ლო", - წერს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

გუ­შინ შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 150-ე მუხ­ლით (სხვა­დას­ხვა სა­ხის წარ­წე­რე­ბის, ნა­ხა­ტე­ბის, სიმ­ბო­ლო­ე­ბის თვით­ნე­ბუ­რი შეს­რუ­ლე­ბა შე­ნო­ბა­თა ფა­სა­დებ­ზე, ვიტ­რი­ნებ­ზე, ღო­ბე­ებ­ზე, სვე­ტებ­ზე, ხე-ნარ­გა­ვებ­ზე, ასე­ვე პლა­კა­ტე­ბის, ლო­ზუნ­გე­ბის, ბა­ნე­რე­ბის გან­თავ­სე­ბა ისეთ ად­გი­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ა­მი­სოდ არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი) და 173-ე მუხ­ლით (სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს მუ­შა­კის კა­ნო­ნი­ე­რი გან­კარ­გუ­ლე­ბი­სად­მი ან მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა) 5 პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფი გა­ლა­კტი­ო­ნის ხიდ­ზე ღე­ბავ­და ხი­დის მო­ა­ჯირს, რაც ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბაა და კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ახალ­გაზ­რდებს მო­უ­წო­დეს, შე­ე­წყვი­ტათ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა, რა­საც ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ხუ­თი­ვე პირი და­ა­კა­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოს­კოვ­ში კო­ტელ­ნი­კის სა­ნა­პი­რო­ზე, ე.წ. სტა­ლი­ნის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე აღ­მარ­თუ­ლი ვარ­სკვლა­ვი უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფე­რებ­ში გა­და­ღე­ბეს. იქვე გა­მო­ფი­ნეს უკ­რა­ი­ნის დრო­შაც.

ვარ­სკვლა­ვი 176 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს. სახ­ლი მოს­კოვ­ში ელი­ტა­რუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და მას პერ­სო­ნა­ლუ­რი დაც­ვა იცავს. უც­ნო­ბია, თუ რო­გორ შე­აღ­წი­ეს მას­ში იმ პი­რებ­მა, რომ­ლებ­მაც ვარ­სკვლა­ვი გა­და­ღე­ბეს.

რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ ფაქტს ვან­და­ლიზ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცეს. მათ რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

ეს ქა­ლა­ქი შეს­ტია, რო­მე­ლიც ლუ­განსკი­დან 20 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ახალ­გაზ­რდე­ბი ხიდს უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფე­რებ­ში ღე­ბა­ვენ. მათ სურთ, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა და­ტო­ვონ ლუ­განსკი და დევ­ნი­ლებ­მა შინ დაბ­რუ­ნე­ბა შეძ­ლონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ქართული მხარე რუსულ მილიციას სოლიდარობას უცხადებს" - ეკა ხერხეულიძე სანაპიროზე ახალგაზრდების დაკავების შესახებ

"ქართული მხარე რუსულ მილიციას სოლიდარობას უცხადებს" - ეკა ხერხეულიძე სანაპიროზე ახალგაზრდების დაკავების შესახებ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში სანაპიროზე ახალგზარდების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

"ეკა ხერხეულიძე

უკრაინაში ომია!

პრეზიდენტი სააკაშვილი რიგით ჯარისკაცად იცავს უკრაინის მომავალს. ეს ის სააკაშვილია, რუსეთ-საქართველოს ომში ჩირგვებში ჩამხტარი ქართველები სიმამაცეს რომ უწუნებდით. არ ვიცი პაატა სააკაძესავით წარგზავნილი ბ-ნი სერგეენკო რამდენ ხანს დაჰყოფს ბრძოლის ველზე, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ბედის ირონიამ მწარედ დაგცინათ ლაჩრებს!...

სრულიად სამარცხვინო ხელისუფლების პირობებში, სანაპიროს მოაჯირის უკრაინული დროშის ფერებში შეღებვისთვის დააპატიმრეს 5 ახალგაზრდა იმ მოსაზრებით, რომ ქალაქის იერსახეს ამახინჯებდნენ.

ეს იერსახე კი მოაჯირზე ამოტვიფრული ნამგალი და ურო გახლავთ.

ამ ფაქტის ანალოგია 2 კვირის წინ მოსკოველი მილიციონერების მხრიდან დაფიქსირდა.

როგორც ჩანს, ქართული მხარე უკრაინისთვის მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე კი არ ამბობს უარს, არამედ რუსულ მილიციას უცხადებს სოლიდარობას

პუტინ ხუილო", - წერს ხერხეულიძე.

გუშინ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) და 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) 5 პირი დააკავეს.

როგორც "ამბები.გე"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ახალგაზრდების ჯგუფი გალაკტიონის ხიდზე ღებავდა ხიდის მოაჯირს, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებაა და კანონით აკრძალულია. სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს მოუწოდეს, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხუთივე პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მოსკოვში კოტელნიკის სანაპიროზე, ე.წ. სტალინის მრავალსართულიანი სახლის სახურავზე აღმართული ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებში გადაღებეს. იქვე გამოფინეს უკრაინის დროშაც.

ვარსკვლავი 176 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სახლი მოსკოვში ელიტარული საცხოვრებელი სახლების კატეგორიას განეკუთვნება და მას პერსონალური დაცვა იცავს. უცნობია, თუ როგორ შეაღწიეს მასში იმ პირებმა, რომლებმაც ვარსკვლავი გადაღებეს.

რუსმა სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტს ვანდალიზმის კვალიფიკაცია მისცეს. მათ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ეს ქალაქი შესტია, რომელიც ლუგანსკიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ახალგაზრდები ხიდს უკრაინის დროშის ფერებში ღებავენ. მათ სურთ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ ლუგანსკი და დევნილებმა შინ დაბრუნება შეძლონ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს