პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალის "დაკერვის" მეთოდი ნიკა ქავთარაძისგან - "მოულოდნელი კითხვები" ტელეწამყვანს
ქალის "დაკერვის" მეთოდი ნიკა ქავთარაძისგან - "მოულოდნელი კითხვები" ტელეწამყვანს

გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც ამ ცხელ ზა­ფხულ­ში ეთერ­შია, "სო­ცი­ა­ლუ­რი ცე­ლია". ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ზო­გა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი არას­დროს ის­ვე­ნებს, რად­გა­ნაც ეს შოუ ხომ ძი­რი­თა­დად ამ სამ­ყა­როს გა­მო­ძა­ხი­ლია?...

მოკ­ლედ, ამ გა­და­ცე­მის ერთ-ერთ წამ­ყვანს, ნიკა ქავ­თა­რა­ძეს ბლიც-სე­რი­ით - "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბი" და­ვუ­კავ­შირ­დი. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც კო­ლე­გა წამ­ყვა­ნე­ბის­გან (ზაქ­რო ინწკირ­ვე­ლი, გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლი) გან­სხვა­ვე­ბით სა­ოც­რად აქ­ტი­უ­რია...

- სად ხარ?

- მე­გო­ბარ­თან, სახ­ლში.

- რო­გორც "ნა­კა­ზან­ტი­პა­რი," რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ?

- სულ ორი დღით ვი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ, ცუდი ხა­სი­ა­თე­ბი არ ვიცი.

- ორი დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" ასე­თი სტა­ტუ­სი და­წე­რე: "სა­ქარ­თვე­ლო, შენ ვინ მოგ­ცა ტვი­ნი და­სა­კარ­გა­ვი?!"

- აბა, ტვი­ნი გვაქვს, ჩვენ? ისე არ ვუდ­გე­ბით სა­კუ­თარ თა­ვებს, რო­გორც სა­ჭი­როა. აზ­როვ­ნე­ბა მე­სა­მე ხა­რისხში გვაქვს გა­და­ტა­ნი­ლი და ინ­სტინ­ქტე­ბით ვმოქ­მე­დებთ. ტვი­ნი რო­გორც კერ­ძი, ისე კი არ უნდა მო­ვიხ­მა­როთ, ის აზ­როვ­ნე­ბის ცენ­ტრი და წყა­როა! ამი­ტომ ვფიქ­რობ, ცოტა ინ­ტენ­სი­უ­რად უნდა ავა­მუ­შა­ვოთ...

- მოკ­ლედ, დი­დაქ­ტი­კის ხა­სი­ათ­ზე ხარ...

- რო­გორც ყო­ველ­თვის...

- გა­და­ცე­მას, რო­მელ­ზეც ახლა მუ­შა­ობ "სო­ცი­ა­ლუ­რი ცელი" ჰქვია. "ცე­ლის" ნაც­ვლად "ურო" რომ და­გერ­ქმი­ათ, არ ჯობ­და?

- ურო უფრო უხე­ში ია­რა­ღია. ცე­ლით მო­თიბ­ვა შე­გიძ­ლია, რა­ღა­ცე­ბის გა­მოხ­შირ­ვა. ისე, ნამ­გალს უფრო აქვს ეგ ფუნ­ქცია, მაგ­რამ ნამ­გა­ლი ნა­მე­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და და თან, "ქსელ­საც" რით­მუ­ლად არ ჰგავს...

- ცე­ლით თუ გი­მუ­შა­ვია?

- კი, დიდი სა­თი­ბი არ გვქონ­და, მაგ­რამ როცა იყო, ბა­ბუ­ას­თან ერ­თად, ვმუ­შა­ობ­დი. ისე, ეგ საქ­მე დი­დად არ გა­მომ­დი­ო­და, მაგ­რამ ბა­ბუა მას­წავ­ლი­და და ის ყვე­ლა­ფე­რი მსი­ა­მოვ­ნებ­და.

- მაგ საქ­მეს მარ­თლა ცოდ­ნა უნდა, შე­იძ­ლე­ბა ფე­ხებ­შიც მო­ირ­ტყა...

- კი და შე­იძ­ლე­ბა, სხვა და­ა­ზი­ა­ნო ან სა­ერ­თოდ ვერ მო­თი­ბო. თუ ცელი არ თი­ბავს, მა­შინ რა სა­ჭი­როა?! და სა­ერ­თოდ, რა სა­ჭი­როა ზო­გა­დად უფუნ­ქციო ნივ­თე­ბი?..

- გა­და­ცე­მა­ში შუ­ა­ში რა­ტომ ზი­ხარ?

- არ ვიცი, ასე გა­და­წყვი­ტეს რე­ჟი­სორ­მა და ოპე­რა­ტო­რებ­მა. ალ­ბათ წო­ნის და­ბა­ლან­სე­ბის­თვის...

- არა­და, იმათ (ზაქ­რო ინწკირ­ვე­ლი და გოჩა თან­და­რაშ­ვი­ლი) არ ეღირ­სათ წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბა, შენ კი­დევ დაკ­ლე­ბა... სი­ცხის­გან თავს რო­გორ იცავ?

- ვცდი­ლობ, მზე­ზე არ ვი­ა­რო. კონ­დი­ცი­ო­ნე­რი მშვე­ლის და ბევრ სი­თხეს ვი­ღებ. ამას­თან, ამ თე­მა­ზე ბევ­რს არ ვვიშ­ვი­შებ. უნდა მო­ეშ­ვა და გა­რე­მო ისე­თად მი­ი­ღო, რო­გო­რიც არის. როცა ბევ­რს შფო­თავ, მე­ტად გცხე­ლა. ამას­თან, როცა არის ხოლ­მე სად­მე სიგ­რი­ლე­ში წას­ვლის შან­სი, ხე­ლი­დან არ ვუშ­ვებ.

- ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი რო­გორც ჩანს, დი­დად არ გა­ღელ­ვებს...

- ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებს (მზე, წვი­მა, თოვ­ლი, ყინ­ვა) ასე რომ გა­ნიც­დი­ან, მგო­ნია, რომ ეს რა­ღაც არ­ქა­უ­ლის გად­მო­ნაშ­თია. დღეს, რო­გორც მა­შინ, ადა­მი­ა­ნებს ასე არ უნდა აში­ნებ­დეთ მზე, თოვ­ლი, მზე და ყინ­ვა...

- ისე, წვი­მამ კი დაგ­ვი­ვი­წყა...

- არა უშავს, "ჩვენს ეზო­შიც" გაწ­ვიმ­დე­ბა.

- წყა­ლი გა­და­ცე­მა­ში რომ არ გა­და­გეს­ხა, სად მო­ა­წყობ­დი ამ აქ­ცი­ას?

- სად­მე მო­ვა­წყობ­დი, მაგ­რამ ჩვენ ასე და­ვუ­ჭი­რეთ მხა­რი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან აქ­ცი­ას... მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ფული გროვ­დე­ბა და ამას­თან, ადა­მი­ა­ნებს ვახ­სე­ნებთ, რომ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­თან ბრძო­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია... სო­ლი­და­რო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს ჰუ­მა­ნუ­რე­ბად აქ­ცევს და ამ შანსს ხე­ლი­დან ვერ გა­ვუშ­ვებ­დი იმი­ტომ, რომ კაც­თმოყ­ვა­რე ვარ.

- ისე, ერთი შე­ხედ­ვით, ბოლო დროს მე­ტად ავ­ლენ ამ კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბას...

- შე­იძ­ლე­ბა ასაკ­მა და გა­მოც­დი­ლე­ბამ ამ ეტა­პამ­დე მი­მიყ­ვა­ნა, რომ ადა­მი­ან­თან ლა­პა­რა­კი ჯო­ბია იმის თქმას, რომ ის არას­წო­რია. კაც­თმოყ­ვა­რე კი ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი, ოღონდ, ცოტა ბას­რი...

- არ მი­თხრა, დავბლაგ­ვდიო...

- არა, რას ამ­ბობ, ახლა ცელი მაქვს…(სი­ცი­ლით ამ­ბობს). ბოლო დროს, რაც გარე სამ­ყა­რო­ში მა­ღი­ზი­ა­ნებს, ადა­მი­ა­ნე­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა. რაც უფრო კარგ ფორ­მას ვი­პო­ვით, რომ მათ გო­ნე­ბამ­დე მი­ვი­დეთ, მეტ-ნაკ­ლე­ბად სწო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა შე­ექ­მნე­ბათ სა­კი­თხებ­ზე, ვიდ­რე ვუ­თხრათ, რომ - თქვენ დე­გე­ნე­რა­ტე­ბი ხართ!

- რა არის სკან­და­ლი?

- ალ­ბათ ის, რაც და­ფა­რუ­ლია და შემ­დეგ მას რა­ღაც მას­შტა­ბი ეძ­ლე­ვა. ამას­თან, სკან­და­ლი გარ­კვე­ულ­წი­ლად, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვე­რე­ვა. მთა­ვა­რია, რომ მას სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­დეს. უცხო­ეთ­ში სკან­და­ლი რომ ხდე­ბა, ტი­პის იმი­ჯი იმ­სხვე­რე­ვა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი თურ­მე სხვა ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და და ეს აშ­კა­რავ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, პრე­ზი­დენტს საყ­ვა­რე­ლი ჰყავს, ან რო­მე­ლი­მე მუ­სი­კო­სი ვთქვათ, პე­დო­ფი­ლია... ჩვენ­თან სკან­და­ლის თა­მა­სამ და­ი­წია.

- ცხოვ­რე­ბა­ში ვინ გიშ­ლის ხელს?

- ეს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის... მა­გა­ლი­თად, ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ან ცუდი რა­ღა­ცე­ბი გქონ­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი და ისი­ნი გიშ­ლი­დეს ხელს. სხვა­დას­ხვა რა­მე­ში სხვა­დას­ხვა რა­ღაც მიშ­ლის ხოლ­მე ხელს. თუ ცხოვ­რე­ბა­ში შენ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მეტი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რია, ვიდ­რე გზე­ბი, მა­შინ მა­ტყუ­ა­რა, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი და ზარ­მა­ცი ხარ...

- იქ­ნებ გაგ­ვიმ­ხი­ლო "ქა­ლის და­კერ­ვის" შე­ნე­უ­ლი მე­თო­დი...

- ზო­გა­დად ადა­მი­ანს უნდა გა­უჩ­ნდეს შენ მი­მართ სიმ­პა­თია, ანუ სიმ­პა­თი­ის მო­პო­ვე­ბა უნდა შე­გეძ­ლოს. ქალს შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი უნდა ჰქონ­დეს... უნდა შეძ­ლო სა­კუ­თა­რი თა­ვის პრე­ზენ­ტა­ცია ისე, რომ შე­ნით და­ა­ინ­ტე­რე­სო... ჩემი ნამ­დვი­ლი სა­ხეა, როცა ვარ მხი­ა­რუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე. ამის გა­რე­შე "და­კერ­ვას" აზრი არ აქვს. ეს ხომ ცხო­ვე­ლუ­რი აქტი არ არის? ვი­ღა­ცებს ჰგო­ნი­ათ, რომ ფლირ­ტის ეტა­პი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს და პირ­და­პირ უნდა გა­დახ­ვი­დე შემ­დეგ ეტაპ­ზე. ასე არ ხდე­ბა... თუ ეს ერთჯე­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბაა, შე­იძ­ლე­ბა არ ღირ­დეს ღრმა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი დის­კუ­სი­ე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყო.

- დღეს "ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცის" თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რია. შენ ხარ "ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი"?

- მაგ კონ­ტექ­სტში არა, თუმ­ცა "ქარ­თულ ვაჟ­კა­ცუ­რი" ალ­ბათ ჩემ­ში მა­ინც არის. იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ნი ერთ გა­რე­მო­ში ვიზ­რდე­ბო­დით. იმ ყვე­ლა­ფერ­მა ჩვენს სტე­რე­ო­ტი­პებს დაღი და­ას­ვა. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ამ ყვე­ლაფ­რის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბი იყ­ვნენ და მა­შინ არა­ნა­ირ ირო­ნი­ულ პა­საჟს არ ნიშ­ნავ­და ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი. ახლა ყვე­ლა­ნი მეტ-ნაკ­ლე­ბად "ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი" ვართ! მთა­ვა­რია მივ­ხვდეთ, რამ­დე­ნად გვიშ­ლის ხელს ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი იარ­ლი­ყი. მგო­ნია, ვინც "ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცია," დღე მათი პროგ­რე­სი­რე­ბის დი­ნა­მი­კა არის და­ბა­ლი, ამი­ტომ ისი­ნი მო­მავ­ლის ტი­პე­ბი ვერ არი­ან. თუ ცო­ცხლობ, მო­მავ­ლი­კენ პროგ­რე­სი­რე­ბა­დი უნდა იყო. სხვა­ნა­ი­რად, რა აზრი აქვს ცხოვ­რე­ბას?

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კოს­მოს­ში გაფ­რე­ნა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ?

- უიმე, ძა­ლი­ან მინ­და. ამ პლა­ნე­ტა­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბი და იმის შან­სი რომ იყოს, სხვა­გან წა­ვი­დე? აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ და ალ­ბათ და­ნარ­ჩენ სხვა ოც­ნე­ბებ­ზეც უარს ვი­ტყო­დი...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდ უც­ნა­უ­რო­ბად შენ­გან რას მი­ი­ღე­ბენ?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩემ­გან ყვე­ლა­ფერს უც­ნა­უ­რად იღებს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვის აზრს აფიქ­სი­რებს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამას უც­ნა­უ­რო­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. მა­ინ­ცდა­მა­ინც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა არ ვართ, ადა­მი­ნის უფ­ლე­ბე­ბი და მისი აზ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა სა­ზოგ­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის არ არის ღი­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვირთ. ამი­ტომ აღარ ვიცი, რა ვქნა. თავი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მაქვს ისე­თად, რო­გო­რიც ვარ და ტყუ­ილს ხომ ვერ მო­ვი­გო­ნებ?

- ცოტა ხნის წინ ქუ­თა­ის­ში და­გი­ჭი­რეს. რა­ტომ?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს... დღემ­დე შოკ­ში ვარ. იმ პო­ლი­ცი­ელს პი­რა­დი სიბ­რა­ზე ამოძ­რა­ვებ­და თუ რა­ღაც სტა­ტუ­სის აწე­ვა უნ­დო­და, ვერც კი ვხვდე­ბი. დღი­სით, მზი­სით მო­ვიდ­ნენ, სა­ბუ­თე­ბი ჩა­მოგ­ვარ­თვეს, ბორ­კი­ლე­ბი დაგ­ვა­დეს და დაგ­ვი­ჭი­რეს...

- რას გიგ­რძნობს გული?

- ჩემ­ში დიდი ნა­ზა­ვია პრაგ­მა­ტუ­ლი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი ტი­პის და ყო­ველ­თვის გული არ არის სა­ზო­მი. გული ხან­და­ხან ისე უაზ­როდ აძ­გერ­დე­ბა, რომ ვფიქ­რობ მა­ინ­ცდ­მა­ინც გუ­ლის­ხმას არ უნდა მიჰ­ყვე. სჯო­ბია ტვინს მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა. თუ გული და ტვი­ნი ერ­თდრო­უ­ლად ფიქ­რო­ბენ, ეს რა თქმა უნდა, სა­უ­კე­თე­სო რამ არის...

- სა­ქარ­თვე­ლო გაბრ­წყინ­დე­ბა?

- ქარ­თვე­ლე­ბი თუ გავ­ბრწყინ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ავ­ტო­მა­ტუ­რად გაბრ­წყინ­დე­ბა.

- ასე­თი ან­და­ზა არ­სე­ბობს: "არ­მინ­დამ 9 ხინ­კა­ლი შე­ჭა­მაო". სულ ვფიქ­რობ, რა­ტომ 9? იქ­ნებ შენ მა­ინც მი­თხრა?

- არც 10-ია და არც ნაკ­ლე­ბი, არა? არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს ან­და­ზა პირ­ვე­ლი ვერ­სია არც იყოს და თა­ვი­დან უფრო ნაკ­ლე­ბი, ან მეტი რი­ცხვი ყო­ფი­ლი­ყო. მაგ­რამ "არ­მინ­დამ" რომ 9 შე­ჭა­მა, უკვე კარ­გი აზ­რია. მიყ­ვარს ეს ან­და­ზა. ჩვენ­თან ასეა, რა­ღა­ცა­ზე უარს ვამ­ბობთ და მერე ვა­კე­თებთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ეს ფრა­ზა უპ­რინ­ცი­პო ადა­მი­ა­ნებ­ზეა. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ, რა იყო სწო­რი და პი­რი­ქით.

- აი, კი­დევ ერთი ან­და­ზა: "ენას ძვა­ლი არ აქვს და სი­ტყვას ბაჟი არა აქ­ვსო"...

- ესეც მომ­წონს. როცა რა­ღა­ცას ვამ­ბობ, სა­ნამ აზრს გა­ი­გე­ბენ, რა ვთქვი, შე­იძ­ლე­ბა ის აზრი მა­თაც მოს­წონ­დეთ, მა­ნამ­დე ამ­ბო­ბენ, წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ არ ვარ­გა. სწო­რედ ეს არის უძ­ვლო ენის ამ­ბა­ვი... ნე­ბის­მი­ე­რი სათ­ქმე­ლი ანა­ლიზს უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს, რად­გან პი­რი­დან გა­მო­სულ სი­ტყვას უკან ვე­ღარ და­აბ­რუ­ნებ. ენაც და სი­ტყვაც ისე უნდა ვიხ­მა­როთ, ბო­დი­შის მოხ­და ან იხ­ტი­ბა­რის არ გა­ტე­ხის გამო, იმა­ვე აზ­რზე დარ­ჩე­ნა არ მოგ­ვი­წი­ოს. ჯერ გა­ვი­აზ­როთ და მერე ვთქვათ!

- სა­კუ­თარ თავს ნაკ­ლად რას უთ­ვლი?

- ხა­სი­ა­თის ნა­წილ­ში ალ­ბათ, სი­ფი­ცხეს. მე­ო­რე, რო­მე­ლიც მთლად ჩემ­ზე არ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ეს არას­რულ­ყო­ფი­ლი გა­ნათ­ლე­ბაა. გა­ნათ­ლე­ბა ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნო, მაგ­რამ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, როცა არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე, მა­შინ ეს არ ის­წავ­ლე­ბო­და. ახლა მხო­ლოდ იმა­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღო, რომ ჩემი მიზ­ნე­ბი რო­გორ­მე რიტ­მში ჩავ­სვა. რომ მე­ცხოვ­რა კარგ ქვე­ყა­ნა­ში, გა­ცი­ლე­ბით მეტი მე­ცო­დი­ნე­ბო­და.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქალის "დაკერვის" მეთოდი ნიკა ქავთარაძისგან - "მოულოდნელი კითხვები" ტელეწამყვანს

ქალის "დაკერვის" მეთოდი ნიკა ქავთარაძისგან - "მოულოდნელი კითხვები" ტელეწამყვანს

გასართობი შოუებიდან ერთადერთი გადაცემა, რომელიც ამ ცხელ ზაფხულში ეთერშია, "სოციალური ცელია". ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად, სოციალური ქსელი არასდროს ისვენებს, რადგანაც ეს შოუ ხომ ძირითადად ამ სამყაროს გამოძახილია?...

მოკლედ, ამ გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს, ნიკა ქავთარაძეს ბლიც-სერიით - "მოულოდნელი კითხვები" დავუკავშირდი. ის სოციალურ ქსელშიც კოლეგა წამყვანებისგან (ზაქრო ინწკირველი, გოჩა თანდარაშვილი) განსხვავებით საოცრად აქტიურია...

- სად ხარ?

- მეგობართან, სახლში.

- როგორც "ნაკაზანტიპარი," როგორ ხასიათზე ხარ?

- სულ ორი დღით ვიყავი. საერთოდ, ცუდი ხასიათები არ ვიცი.

- ორი დღის წინ "ფეისბუქზე" ასეთი სტატუსი დაწერე: "საქართველო, შენ ვინ მოგცა ტვინი დასაკარგავი?!"

- აბა, ტვინი გვაქვს, ჩვენ? ისე არ ვუდგებით საკუთარ თავებს, როგორც საჭიროა. აზროვნება მესამე ხარისხში გვაქვს გადატანილი და ინსტინქტებით ვმოქმედებთ. ტვინი როგორც კერძი, ისე კი არ უნდა მოვიხმაროთ, ის აზროვნების ცენტრი და წყაროა! ამიტომ ვფიქრობ, ცოტა ინტენსიურად უნდა ავამუშავოთ...

- მოკლედ, დიდაქტიკის ხასიათზე ხარ...

- როგორც ყოველთვის...

- გადაცემას, რომელზეც ახლა მუშაობ "სოციალური ცელი" ჰქვია. "ცელის" ნაცვლად "ურო" რომ დაგერქმიათ, არ ჯობდა?

- ურო უფრო უხეში იარაღია. ცელით მოთიბვა შეგიძლია, რაღაცების გამოხშირვა. ისე, ნამგალს უფრო აქვს ეგ ფუნქცია, მაგრამ ნამგალი ნამეტანი იქნებოდა და თან, "ქსელსაც" რითმულად არ ჰგავს...

- ცელით თუ გიმუშავია?

- კი, დიდი სათიბი არ გვქონდა, მაგრამ როცა იყო, ბაბუასთან ერთად, ვმუშაობდი. ისე, ეგ საქმე დიდად არ გამომდიოდა, მაგრამ ბაბუა მასწავლიდა და ის ყველაფერი მსიამოვნებდა.

- მაგ საქმეს მართლა ცოდნა უნდა, შეიძლება ფეხებშიც მოირტყა...

- კი და შეიძლება, სხვა დააზიანო ან საერთოდ ვერ მოთიბო. თუ ცელი არ თიბავს, მაშინ რა საჭიროა?! და საერთოდ, რა საჭიროა ზოგადად უფუნქციო ნივთები?..

- გადაცემაში შუაში რატომ ზიხარ?

- არ ვიცი, ასე გადაწყვიტეს რეჟისორმა და ოპერატორებმა. ალბათ წონის დაბალანსებისთვის...

- არადა, იმათ (ზაქრო ინწკირველი და გოჩა თანდარაშვილი) არ ეღირსათ წონაში მომატება, შენ კიდევ დაკლება... სიცხისგან თავს როგორ იცავ?

- ვცდილობ, მზეზე არ ვიარო. კონდიციონერი მშველის და ბევრ სითხეს ვიღებ. ამასთან, ამ თემაზე ბევრს არ ვვიშვიშებ. უნდა მოეშვა და გარემო ისეთად მიიღო, როგორიც არის. როცა ბევრს შფოთავ, მეტად გცხელა. ამასთან, როცა არის ხოლმე სადმე სიგრილეში წასვლის შანსი, ხელიდან არ ვუშვებ.

- ბუნებრივი პირობები როგორც ჩანს, დიდად არ გაღელვებს...

- ბუნებრივ პირობებს (მზე, წვიმა, თოვლი, ყინვა) ასე რომ განიცდიან, მგონია, რომ ეს რაღაც არქაულის გადმონაშთია. დღეს, როგორც მაშინ, ადამიანებს ასე არ უნდა აშინებდეთ მზე, თოვლი, მზე და ყინვა...

- ისე, წვიმამ კი დაგვივიწყა...

- არა უშავს, "ჩვენს ეზოშიც" გაწვიმდება.

- წყალი გადაცემაში რომ არ გადაგესხა, სად მოაწყობდი ამ აქციას?

- სადმე მოვაწყობდი, მაგრამ ჩვენ ასე დავუჭირეთ მხარი ამ მნიშვნელოვან აქციას... მძიმე ავადმყოფების დასახმარებლად ფული გროვდება და ამასთან, ადამიანებს ვახსენებთ, რომ არსებობს პრობლემები, რომლებთან ბრძოლა აუცილებელია... სოლიდარობის ნებისმიერი გამოხატულება ადამიანებს ჰუმანურებად აქცევს და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი იმიტომ, რომ კაცთმოყვარე ვარ.

- ისე, ერთი შეხედვით, ბოლო დროს მეტად ავლენ ამ კაცთმოყვარეობას...

- შეიძლება ასაკმა და გამოცდილებამ ამ ეტაპამდე მიმიყვანა, რომ ადამიანთან ლაპარაკი ჯობია იმის თქმას, რომ ის არასწორია. კაცთმოყვარე კი ყოველთვის ვიყავი, ოღონდ, ცოტა ბასრი...

- არ მითხრა, დავბლაგვდიო...

- არა, რას ამბობ, ახლა ცელი მაქვს…(სიცილით ამბობს). ბოლო დროს, რაც გარე სამყაროში მაღიზიანებს, ადამიანების არაინფორმირებულობა. რაც უფრო კარგ ფორმას ვიპოვით, რომ მათ გონებამდე მივიდეთ, მეტ-ნაკლებად სწორი შეხედულება შეექმნებათ საკითხებზე, ვიდრე ვუთხრათ, რომ - თქვენ დეგენერატები ხართ!

- რა არის სკანდალი?

- ალბათ ის, რაც დაფარულია და შემდეგ მას რაღაც მასშტაბი ეძლევა. ამასთან, სკანდალი გარკვეულწილად, სტერეოტიპების მსხვერევა. მთავარია, რომ მას საფუძველი ჰქონდეს. უცხოეთში სკანდალი რომ ხდება, ტიპის იმიჯი იმსხვერევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თურმე სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა და ეს აშკარავდება, მაგალითად, პრეზიდენტს საყვარელი ჰყავს, ან რომელიმე მუსიკოსი ვთქვათ, პედოფილია... ჩვენთან სკანდალის თამასამ დაიწია.

- ცხოვრებაში ვინ გიშლის ხელს?

- ეს ერთი კონკრეტული ადამიანი არ არის... მაგალითად, ცხოვრებაში შეიძლება კარგი ან ცუდი რაღაცები გქონდეს გაკეთებული და ისინი გიშლიდეს ხელს. სხვადასხვა რამეში სხვადასხვა რაღაც მიშლის ხოლმე ხელს. თუ ცხოვრებაში შენ მიერ დასახელებული მეტი ხელისშემშლელი ფაქტორია, ვიდრე გზები, მაშინ მატყუარა, წარუმატებელი და ზარმაცი ხარ...

- იქნებ გაგვიმხილო "ქალის დაკერვის" შენეული მეთოდი...

- ზოგადად ადამიანს უნდა გაუჩნდეს შენ მიმართ სიმპათია, ანუ სიმპათიის მოპოვება უნდა შეგეძლოს. ქალს შენთან ურთიერთობის სურვილი უნდა ჰქონდეს... უნდა შეძლო საკუთარი თავის პრეზენტაცია ისე, რომ შენით დააინტერესო... ჩემი ნამდვილი სახეა, როცა ვარ მხიარული, საინტერესო მოსაუბრე. ამის გარეშე "დაკერვას" აზრი არ აქვს. ეს ხომ ცხოველური აქტი არ არის? ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ფლირტის ეტაპი არ უნდა არსებობდეს და პირდაპირ უნდა გადახვიდე შემდეგ ეტაპზე. ასე არ ხდება... თუ ეს ერთჯერადი ურთიერთობაა, შეიძლება არ ღირდეს ღრმა ფილოსოფიური დისკუსიები, მაგრამ ყველა ვარიანტში საინტერესო უნდა იყო.

- დღეს "ქართველი ვაჟკაცის" თემა აქტუალურია. შენ ხარ "ქართველი ვაჟკაცი"?

- მაგ კონტექსტში არა, თუმცა "ქართულ ვაჟკაცური" ალბათ ჩემში მაინც არის. იმიტომ, რომ ყველანი ერთ გარემოში ვიზრდებოდით. იმ ყველაფერმა ჩვენს სტერეოტიპებს დაღი დაასვა. ჩვენი წინაპრები ამ ყველაფრისგან თავისუფლები იყვნენ და მაშინ არანაირ ირონიულ პასაჟს არ ნიშნავდა ქართველი ვაჟკაცი. ახლა ყველანი მეტ-ნაკლებად "ქართველი ვაჟკაცები" ვართ! მთავარია მივხვდეთ, რამდენად გვიშლის ხელს ასეთი სტერეოტიპული იარლიყი. მგონია, ვინც "ქართველი ვაჟკაცია," დღე მათი პროგრესირების დინამიკა არის დაბალი, ამიტომ ისინი მომავლის ტიპები ვერ არიან. თუ ცოცხლობ, მომავლიკენ პროგრესირებადი უნდა იყო. სხვანაირად, რა აზრი აქვს ცხოვრებას?

- უახლოეს მომავალში კოსმოსში გაფრენა რომ შემოგთავაზონ?

- უიმე, ძალიან მინდა. ამ პლანეტაზე მოგზაურობაზე ვგიჟდები და იმის შანსი რომ იყოს, სხვაგან წავიდე? აუცილებლად წავალ და ალბათ დანარჩენ სხვა ოცნებებზეც უარს ვიტყოდი...

- საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ უცნაურობად შენგან რას მიიღებენ?

- საზოგადოება ჩემგან ყველაფერს უცნაურად იღებს. როდესაც ადამიანი თავის აზრს აფიქსირებს, ჩვენს ქვეყანაში ამას უცნაურობად მიიჩნევენ. მაინცდამაინც დემოკრატიული ქვეყანა არ ვართ, ადამინის უფლებები და მისი აზრის თავისებურება საზოგდოების ნაწილისთვის არ არის ღირებული, ამიტომ ყველაფერი უკვირთ. ამიტომ აღარ ვიცი, რა ვქნა. თავი დაფიქსირებული მაქვს ისეთად, როგორიც ვარ და ტყუილს ხომ ვერ მოვიგონებ?

- ცოტა ხნის წინ ქუთაისში დაგიჭირეს. რატომ?

- წარმოდგენა არ მაქვს... დღემდე შოკში ვარ. იმ პოლიციელს პირადი სიბრაზე ამოძრავებდა თუ რაღაც სტატუსის აწევა უნდოდა, ვერც კი ვხვდები. დღისით, მზისით მოვიდნენ, საბუთები ჩამოგვართვეს, ბორკილები დაგვადეს და დაგვიჭირეს...

- რას გიგრძნობს გული?

- ჩემში დიდი ნაზავია პრაგმატულისა და რომანტიკული ტიპის და ყოველთვის გული არ არის საზომი. გული ხანდახან ისე უაზროდ აძგერდება, რომ ვფიქრობ მაინცდმაინც გულისხმას არ უნდა მიჰყვე. სჯობია ტვინს მივანიჭოთ უპირატესობა. თუ გული და ტვინი ერთდროულად ფიქრობენ, ეს რა თქმა უნდა, საუკეთესო რამ არის...

- საქართველო გაბრწყინდება?

- ქართველები თუ გავბრწყინდებით, საქართველო ავტომატურად გაბრწყინდება.

- ასეთი ანდაზა არსებობს: "არმინდამ 9 ხინკალი შეჭამაო". სულ ვფიქრობ, რატომ 9? იქნებ შენ მაინც მითხრა?

- არც 10-ია და არც ნაკლები, არა? არ არის გამორიცხული, ეს ანდაზა პირველი ვერსია არც იყოს და თავიდან უფრო ნაკლები, ან მეტი რიცხვი ყოფილიყო. მაგრამ "არმინდამ" რომ 9 შეჭამა, უკვე კარგი აზრია. მიყვარს ეს ანდაზა. ჩვენთან ასეა, რაღაცაზე უარს ვამბობთ და მერე ვაკეთებთ ჩვეულებრივად. ეს ფრაზა უპრინციპო ადამიანებზეა. ჩვენი წინაპრები ხვდებოდნენ, რა იყო სწორი და პირიქით.

- აი, კიდევ ერთი ანდაზა: "ენას ძვალი არ აქვს და სიტყვას ბაჟი არა აქვსო"...

- ესეც მომწონს. როცა რაღაცას ვამბობ, სანამ აზრს გაიგებენ, რა ვთქვი, შეიძლება ის აზრი მათაც მოსწონდეთ, მანამდე ამბობენ, წინასწარი განწყობის საფუძველზე, რომ არ ვარგა. სწორედ ეს არის უძვლო ენის ამბავი... ნებისმიერი სათქმელი ანალიზს უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან პირიდან გამოსულ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებ. ენაც და სიტყვაც ისე უნდა ვიხმაროთ, ბოდიშის მოხდა ან იხტიბარის არ გატეხის გამო, იმავე აზრზე დარჩენა არ მოგვიწიოს. ჯერ გავიაზროთ და მერე ვთქვათ!

- საკუთარ თავს ნაკლად რას უთვლი?

- ხასიათის ნაწილში ალბათ, სიფიცხეს. მეორე, რომელიც მთლად ჩემზე არ იყო დამოკიდებული და ეს არასრულყოფილი განათლებაა. განათლება ყოველთვის შეიძლება შეიძინო, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდი, როცა არჩევანი გავაკეთე, მაშინ ეს არ ისწავლებოდა. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო, რომ ჩემი მიზნები როგორმე რიტმში ჩავსვა. რომ მეცხოვრა კარგ ქვეყანაში, გაცილებით მეტი მეცოდინებოდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება