პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი TOP საპატარძლოები - ყველაზე სკანდალური, მოკრძალებული და სექსუალური...
ქართველი TOP საპატარძლოები - ყველაზე სკანდალური, მოკრძალებული და სექსუალური...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც გარ­და­ტე­ხის ასა­კის დას­რუ­ლე­ბი­სას და მა­ნამ­დეც არ მო­უს­მე­ნია ჯა­დოს­ნუ­რი სი­ტყვათ­შე­თან­ხმე­ბე­ბი - "არ თხოვ­დე­ბი?", "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს?", "რო­დის უნდა გა­თხოვ­დე?" და უამ­რა­ვი სხვა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს, ზურგს უკან ჭო­რა­ო­ბენ, რომ ალ­ბათ სულ არ აპი­რებს ის ბიჭი შენს ცო­ლად მოყ­ვა­ნას და ასე რჩე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში გა­თხო­ვე­ბამ­დე კარგ ან ცუდ სა­პა­ტარ­ძლოდ.

თუ გა­გი­მარ­თლა, გა­რეგ­ნო­ბა ხელს გი­წყობს, ეკო­ნო­მი­კუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ხარ ან სუ­ლაც პო­პუ­ლა­რუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­თხო­ვე­ბა მარ­ტი­ვია, თან არა­ერ­თხელ - ორ­ჯერ, სამ­ჯერ და შე­იძ­ლე­ბა, მე­ო­თხე­დაც გა­რის­კო.

ჩვე­ნი სა­პა­ტარ­ძლო­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ტოპ-ათე­ულ­ში მოხ­ვდნენ, ზო­გი­ერ­თი ერთხელ უკვე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან შვი­ლიც ჰყავს, მაგ­რამ სა­პა­ტარ­ძლოს სტა­ტუსს ჯერ კი­დევ არ კარ­გა­ვენ.

სა­პა­ტარ­ძლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მი გა­მო­ვი­ყე­ნეთ – ძი­რი­თა­დი გან­მსა­ზღვრე­ლი მა­ინც გა­რეგ­ნო­ბაა და შემ­დეგ - ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა. თან­მიმ­დევ­რო­ბა კი პი­რო­ბი­თია.

ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლია. მარ­თა­ლია, ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რის თა­ნახ­მად, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის­გან კი­დევ ერთ შვილს ელო­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ანა მა­მის ნე­ბი­ე­რად რჩე­ბა და ამ სტა­ტუსს ბო­ლომ­დე ამარ­თლებს.

გო­გო­ნა რუ­სეთ­ში გა­ი­ზარ­და და სწავ­ლობ­და. მა­მის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ ძი­რი­თად დროს თბი­ლის­ში ატა­რებს და უკვე არა­ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ამის შე­სა­ხებ ბევ­რჯერ ვწერ­დით და ამი­ტომ თავს აღარ შე­გა­წყენთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ანა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ სა­სურ­ველ სა­პა­ტარ­ძლოდ ით­ვლე­ბა და ხში­რად ვრცელ­დე­ბა ჭო­რე­ბი მის თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა არ­მი­ის შე­სა­ხებ.

ეკო ფან­გა­ნი ბოლო წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხა­ლი­სი­ა­ნი სა­ხეა ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში. პირ­ვე­ლად პრო­დი­უ­სე­რის ამ­პლუ­ა­ში გა­მოჩ­ნდა, მა­შინ ან­სამ­ბლ "ალი­ლოს" წევრ ბექა ჩხა­ი­ძე­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. გუ­ლახ­დი­ლი ეკო ფან­გა­ნი მალე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საყ­ვა­რელ რეს­პონ­დენ­ტად იქცა და პო­პუ­ლა­რო­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ამას მოჰ­ყვა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და ახლა "იმედ­ზე" შუ­ა­დღის ეთერ­ში სა­კუ­თა­რი რუბ­რი­კა მიჰ­ყავს. ეკო­სა და ბექა ჩხა­ი­ძის "ლავ სთო­რი" კი დამ­თავ­რდა, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად წყვი­ლი და­შორ­და და ბე­ქას მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეკო აღარ შე­რი­გე­ბია. იყო სე­რე­ნა­დე­ბი, ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ახ­სნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ ყო­ფილ­მა მიჯ­ნურ­მა ეკოს გული ვე­ღარ და­იბ­რუ­ნა.

ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე თა­კოს დაა, მაგ­რამ ადრე თუ ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" კა­ტოს რო­ლის შექ­მნის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი პო­პუ­ლა­რო­ბას დღემ­დე არ კარ­გავს. ბევ­რი ცნო­ბი­ლი სა­ხის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნინო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია, პი­რად ცხოვ­რე­ბას იმ­დე­ნად კარ­გად მა­ლავს, რომ მას­ზე არა­სო­დეს ვრცელ­დე­ბა ჭო­რე­ბი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დას პო­პუ­ლა­რო­ბით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა და მუდ­მი­ვად თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­შია.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ალ­ბათ მაქ­სი­მუმ 13 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჰკი­თხეს, რო­დის თხოვ­დე­ბო­და, რად­გან შო­უ­ბიზ­ნეს­ში მისი გა­მო­ჩე­ნის დღი­დან ხალ­ხს კა­რი­ე­რა­ზე მე­ტად ნი­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი და გა­თხო­ვე­ბის დრო აინ­ტე­რე­სებ­და. ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ალ­ბათ პირ­ვე­ლია შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად უკი­თხავთ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რო­დის აპი­რებ­და გა­თხო­ვე­ბას.

ნინი და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ გა­თხოვ­და. მე­უღ­ლე - ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­სი­ძო აღ­მოჩ­ნდა. მა­შინ იმ­დე­ნი იჭო­რა­ვეს ნი­ნი­ზე და იმ­დენ­ჯერ და­ა­შო­რეს ახალ-შე­უღ­ლე­ბუ­ლი წყვი­ლი, რომ გა­თხო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში გო­გო­ნა მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და და ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კუ­ტა­ლა­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან გა­ირ­კვა, რომ ახალ­შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი თურ­მე სკან­და­ლუ­რად და­შორ­დნენ. დღეს ნინი ერთი წლის ელე­ნეს ზრდის და კვლავ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი ისევ ინ­ტე­რეს­შია ჩა­ვარ­დნი­ლი და ისევ ელის, კი­დევ რო­დის გა­თხოვ­დე­ბა ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი.

თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის პირ­ველ­მა ქორ­წი­ნე­ბამ სულ რამ­დე­ნი­მე თვეს გას­ტა­ნა, არა­და, და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე წყვილს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. თაკო, ნინი, ქრის­ტი­ნე - ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა რა­ტომ­ღაც არ შედ­გა და დღეს სა­მი­ვე გა­ნა­თხო­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ამ­პლუ­ა­ში ბედ­ნი­ე­რად აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას.

თაკო დე­და­ქა­ლაქ­ში ერთ-ერთი სა­სურ­ვე­ლი სა­პა­ტარ­ძლოა, მაგ­რამ პრე­სას­თან იმ­დე­ნად ჩა­კე­ტი­ლია, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არა­სო­დეს სა­უბ­რობს. ბოლო ჭორი, რაც მის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და, ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­ლდათ, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაგ­რძელ­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქართველი TOP საპატარძლოები - ყველაზე სკანდალური, მოკრძალებული და სექსუალური...

ქართველი TOP საპატარძლოები - ყველაზე სკანდალური, მოკრძალებული და სექსუალური...

საქართველოში ალბათ არ არსებობს ქალბატონი, რომელსაც გარდატეხის ასაკის დასრულებისას და მანამდეც არ მოუსმენია ჯადოსნური სიტყვათშეთანხმებები - ''არ თხოვდები?'', ''შეყვარებული არ გყავს?'', ''როდის უნდა გათხოვდე?'' და უამრავი სხვა. იმ შემთხვევაში, თუ შეყვარებული გყავს, ზურგს უკან ჭორაობენ, რომ ალბათ სულ არ აპირებს ის ბიჭი შენს ცოლად მოყვანას და ასე რჩები საზოგადოების თვალში გათხოვებამდე კარგ ან ცუდ საპატარძლოდ.

თუ გაგიმართლა, გარეგნობა ხელს გიწყობს, ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ხარ ან სულაც პოპულარული, საქართველოში გათხოვება მარტივია, თან არაერთხელ - ორჯერ, სამჯერ და შეიძლება, მეოთხედაც გარისკო.

ჩვენი საპატარძლოებისგან, რომლებიც ტოპ-ათეულში მოხვდნენ, ზოგიერთი ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული და პირველი ქორწინებიდან შვილიც ჰყავს, მაგრამ საპატარძლოს სტატუსს ჯერ კიდევ არ კარგავენ.

საპატარძლოების შეფასებისას რამდენიმე კრიტერიუმი გამოვიყენეთ – ძირითადი განმსაზღვრელი მაინც გარეგნობაა და შემდეგ - ფინანსური მდგომარეობა და პოპულარობა. თანმიმდევრობა კი პირობითია.

ანა მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ერთადერთი ქალიშვილია. მართალია, ბოლო დროს გავრცელებული ჭორის თანახმად, მარგველაშვილი საყვარელი ქალბატონისგან კიდევ ერთ შვილს ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით ანა მამის ნებიერად რჩება და ამ სტატუსს ბოლომდე ამართლებს.

გოგონა რუსეთში გაიზარდა და სწავლობდა. მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ძირითად დროს თბილისში ატარებს და უკვე არაერთ სკანდალში გაეხვა. ამის შესახებ ბევრჯერ ვწერდით და ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ. მიუხედავად ამისა, ანა დღეს საქართველოში ერთ-ერთ სასურველ საპატარძლოდ ითვლება და ხშირად ვრცელდება ჭორები მის თაყვანისმცემელთა არმიის შესახებ.

ეკო ფანგანი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი სახეა ქართულ შოუბიზნესში. პირველად პროდიუსერის ამპლუაში გამოჩნდა, მაშინ ანსამბლ ''ალილოს'' წევრ ბექა ჩხაიძეზე იყო შეყვარებული. გულახდილი ეკო ფანგანი მალე ჟურნალისტების საყვარელ რესპონდენტად იქცა და პოპულარობამაც არ დააყოვნა. ამას მოჰყვა ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' და ახლა ''იმედზე'' შუადღის ეთერში საკუთარი რუბრიკა მიჰყავს. ეკოსა და ბექა ჩხაიძის ''ლავ სთორი'' კი დამთავრდა, ყველასთვის მოულოდნელად წყვილი დაშორდა და ბექას მცდელობის მიუხედავად, ეკო აღარ შერიგებია. იყო სერენადები, ტელეეკრანიდან ახსნილი სიყვარული, მაგრამ ყოფილმა მიჯნურმა ეკოს გული ვეღარ დაიბრუნა.

ნინო გაჩეჩილაძე თაკოს დაა, მაგრამ ადრე თუ ასე მოიხსენიებდნენ, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' კატოს როლის შექმნის შემდეგ მსახიობი პოპულარობას დღემდე არ კარგავს. ბევრი ცნობილი სახისგან განსხვავებით, ნინო მოკრძალებულია, პირად ცხოვრებას იმდენად კარგად მალავს, რომ მასზე არასოდეს ვრცელდება ჭორები, მაგრამ ფაქტია, რომ დას პოპულარობით არ ჩამოუვარდება და მუდმივად თაყვანისმცემლების გარემოცვაშია.

ნინი ბადურაშვილი ალბათ მაქსიმუმ 13 წლის იყო, როდესაც პირველად ჰკითხეს, როდის თხოვდებოდა, რადგან შოუბიზნესში მისი გამოჩენის დღიდან ხალხს კარიერაზე მეტად ნინის პირადი ცხოვრება, თაყვანისმცემლები და გათხოვების დრო აინტერესებდა. ბადურაშვილი ალბათ პირველია შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რომლისთვისაც ყველაზე ხშირად უკითხავთ ჟურნალისტებს, როდის აპირებდა გათხოვებას.

ნინი დაახლოებით ორი წლის წინ გათხოვდა. მეუღლე - ირაკლი კუტალაძე, ყველასთვის მოულოდნელი სასიძო აღმოჩნდა. მაშინ იმდენი იჭორავეს ნინიზე და იმდენჯერ დააშორეს ახალ-შეუღლებული წყვილი, რომ გათხოვებიდან რამდენიმე თვეში გოგონა მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა და ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე კუტალაძის ინტერვიუდან გაირკვა, რომ ახალშეუღლებულები თურმე სკანდალურად დაშორდნენ. დღეს ნინი ერთი წლის ელენეს ზრდის და კვლავ თავისუფალი ქალბატონია. საზოგადოება კი ისევ ინტერესშია ჩავარდნილი და ისევ ელის, კიდევ როდის გათხოვდება ნინი ბადურაშვილი.

თაკო გაჩეჩილაძის პირველმა ქორწინებამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა, არადა, დაოჯახებამდე წყვილს ძალიან უყვარდა ერთმანეთი. თაკო, ნინი, ქრისტინე - ბავშვობის მეგობრების პირველი ქორწინება რატომღაც არ შედგა და დღეს სამივე განათხოვარი ქალბატონების ამპლუაში ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას.

თაკო დედაქალაქში ერთ-ერთი სასურველი საპატარძლოა, მაგრამ პრესასთან იმდენად ჩაკეტილია, რომ პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს. ბოლო ჭორი, რაც მის შესახებ გავრცელდა, ბერა ივანიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა გახლდათ, თუმცა ცნობილია, რომ ეს ურთიერთობა არ გაგრძელდა.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება