პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიზიკური დაპირისპირება სალომე ქათამაძესა და მის ყოფილ ქმარს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე - მომღერალი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე საუბრობს
ფიზიკური დაპირისპირება სალომე ქათამაძესა და მის ყოფილ ქმარს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე - მომღერალი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე საუბრობს

მომ­ღე­რა­ლი სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ ქმარს, ფეხ­ბურ­თელ გიგი ზამ­თა­რა­ძეს და­შორ­და. Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში სა­ლო­მემ ქმარ­თან და­შო­რე­ბა უარ­ყო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და. სა­ლო­მე და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა ოჯა­ხი მალე და­ენგრათ. რო­გორც სა­ლო­მემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ქმარს იმის გამო და­შორ­და, რომ გიგი მას ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, რა­საც თა­ვად გიგი ზამ­თა­რა­ძის მე­გობ­რე­ბი უარ­ყო­ფენ და ამ­ბო­ბენ, რომ გი­გის სა­ლო­მე დღემ­დე ძა­ლი­ან უყ­ვარს და ცოლ­თან და­შო­რე­ბის გამო დეპ­რე­სი­ა­შია.

წყვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ცნო­ბით, სა­ლო­მეს და გი­გის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი გახ­და. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­მეს ერთ-ერთი დი­ჯეი შე­უყ­ვარ­და, რო­მელ­თან ერ­თა­დაც კლუბ­ში მუ­შა­ობ­და, სა­ლო­მე მღე­რო­და, დი­ჯეი კი მიქ­სავ­და. მე­სა­მე ადა­მი­ა­ნის გა­მო­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, გიგი მა­ინც ცდი­ლობ­და სა­ლო­მეს­თან შე­რი­გე­ბას, ერთხელ მას კლუბ­შიც კი მი­ა­კი­თხა, სა­დაც სა­ლო­მე ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ნახა, რა­მაც ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და მათ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რის გა­მოც სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძემ ყო­ფილ ქმარს და მა­მას სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა, თა­ვად კი ამე­რი­კა­ში ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რაო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ღე­რალ­მა გვა­რიც შე­იც­ვა­ლა და დე­და­მი­სის მე­უღ­ლის გვარ­ზე გა­და­ვი­და. Ambebi.ge შე­ე­ცა­და სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძის ყო­ფილ ქმარ­თან და­კავ­ში­რე­ბას, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა. ამი­ტომ თა­ვად მომ­ღე­რალს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- სა­ლო­მე, რა­ტომ შე­იც­ვა­ლე გვა­რი?

- ბევ­რი მი­ზე­ზის გამო შე­ვიც­ვა­ლე გვა­რი, დე­დაც მდი­ვა­ნია და დე­და­ჩე­მის ქმა­რიც. ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მდი­ვა­ნია და მეც მინ­და მდი­ვა­ნი ვიყო.

- მა­მას­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, არც ცუდი და არც კარ­გი.

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვენ­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­გა­ყე­ნათ, მა­მამ კი გი­გის პო­ზი­ცია და­ი­ჭი­რა, რის გა­მოც თქვენ სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლეთ მათ, ეს ხომ არ გახ­და გვა­რის შეც­ვლის მი­ზე­ზი?

- ასე­თი რამ მოხ­და, მაგ­რამ გვა­რი ამის გამო არ შე­მიც­ვლია და არც სა­სა­მარ­თლო­ში მი­ჩივ­ლია.

- სად მოხ­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა თქვენს და ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის?

- ბა­თუმ­ში, "სექ­ტორ­ში" ვი­ყა­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე და იქ მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რის და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით.

- მგო­ნი თქვე­ნი ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო მოხ­და ეს?

- არ მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი მას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გი­დევთ...

- ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, გო­გოც და ბი­ჭიც ნე­ბის­მი­ერ­თან ერ­თად შე­მიძ­ლია ფო­ტოს გა­და­ღე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი როცა მე­ყო­ლე­ბა, გა­ვა­გე­ბი­ნებ ყვე­ლას.

- ვინ არის ის ბიჭი?

- ეს არის ჩემი მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი, კარ­გი ადა­მი­ა­ნია, არ ვიცი გი­გიმ იეჭ­ვი­ა­ნა თუ რა იფიქ­რა, მაგ­რამ... აზ­რზე არა ვარ, გი­გიმ რა გა­და­წყვი­ტა. ამე­რი­კა­ში ვი­ყა­ვი ბერკლის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში, გა­მოც­და მქონ­და, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე და და­ფი­ნან­სე­ბის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი. ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წლით წა­ვალ ამე­რი­კა­ში.

- გი­ორ­გის­თან ერ­თად იყა­ვით ამე­რი­კა­ში?

- გი­ორ­გი იქ ცხოვ­რობს.

- რა იყო ქმარ­თან გა­შო­რე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი?

- ბევ­რი ცუდი და უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია დაგ­როვ­და და ამი­ტომ დავ­შორ­დით.

- ამ­ბო­ბენ, ოჯა­ხის დან­გრე­ვის გამო გიგი დეპ­რე­სი­ა­შია და თქვენ­თან შე­რი­გე­ბა უნდა...

- არ ვიცი, არა მგო­ნია, ჩემ­თან შე­რი­გე­ბა უნ­დო­დეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ფიზიკური დაპირისპირება სალომე ქათამაძესა და მის ყოფილ ქმარს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე - მომღერალი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე საუბრობს

ფიზიკური დაპირისპირება სალომე ქათამაძესა და მის ყოფილ ქმარს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე - მომღერალი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე საუბრობს

მომღერალი სალომე ქათამაძე რამდენიმე თვის წინ ქმარს, ფეხბურთელ გიგი ზამთარაძეს დაშორდა. Ambebi.ge-სთან საუბარში სალომემ ქმართან დაშორება უარყო, თუმცა რამდენიმე კვირის წინ წყვილის დაშორების შესახებ ყველასთვის ცნობილი გახდა. სალომე და მისი ყოფილი მეუღლე რამდენიმე წლის მანძილზე იყვნენ შეყვარებულები, თუმცა ოჯახი მალე დაენგრათ. როგორც სალომემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ქმარს იმის გამო დაშორდა, რომ გიგი მას ამერიკაში გამგზავრების უფლებას არ აძლევდა, რასაც თავად გიგი ზამთარაძის მეგობრები უარყოფენ და ამბობენ, რომ გიგის სალომე დღემდე ძალიან უყვარს და ცოლთან დაშორების გამო დეპრესიაშია.

წყვილის ახლობლების ცნობით, სალომეს და გიგის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა. ამბობენ, რომ სალომეს ერთ-ერთი დიჯეი შეუყვარდა, რომელთან ერთადაც კლუბში მუშაობდა, სალომე მღეროდა, დიჯეი კი მიქსავდა. მესამე ადამიანის გამოჩენის მიუხედავად, გიგი მაინც ცდილობდა სალომესთან შერიგებას, ერთხელ მას კლუბშიც კი მიაკითხა, სადაც სალომე ახალ შეყვარებულთან ერთად ნახა, რამაც ძალიან გააღიზიანა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც სალომე ქათამაძემ ყოფილ ქმარს და მამას სასამართლოში უჩივლა, თავად კი ამერიკაში ახალ შეყვარებულთან ერთად გაემგზავრაო. რამდენიმე დღის წინ მომღერალმა გვარიც შეიცვალა და დედამისის მეუღლის გვარზე გადავიდა. Ambebi.ge შეეცადა სალომე ქათამაძის ყოფილ ქმართან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოახერხა. ამიტომ თავად მომღერალს გავესაუბრეთ.

- სალომე, რატომ შეიცვალე გვარი?

- ბევრი მიზეზის გამო შევიცვალე გვარი, დედაც მდივანია და დედაჩემის ქმარიც. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მდივანია და მეც მინდა მდივანი ვიყო.

- მამასთან ცუდი ურთიერთობა გაქვს?

- არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, არც ცუდი და არც კარგი.

- ამბობენ, რომ თქვენმა ყოფილმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენათ, მამამ კი გიგის პოზიცია დაიჭირა, რის გამოც თქვენ სასამართლოში უჩივლეთ მათ, ეს ხომ არ გახდა გვარის შეცვლის მიზეზი?

- ასეთი რამ მოხდა, მაგრამ გვარი ამის გამო არ შემიცვლია და არც სასამართლოში მიჩივლია.

- სად მოხდა ფიზიკური დაპირისპირება თქვენს და ყოფილ მეუღლეს შორის?

- ბათუმში, "სექტორში" ვიყავი მოლაპარაკებაზე და იქ მოხდა დაპირისპირება. დაახლოებით თვენახევრის დაშორებულები ვიყავით.

- მგონი თქვენი ახალი შეყვარებულის გამო მოხდა ეს?

- არ მყავს შეყვარებული.

- სოციალურ ქსელში უამრავი მასთან გადაღებული ფოტო გიდევთ...

- ბევრი მეგობარი მყავს, გოგოც და ბიჭიც ნებისმიერთან ერთად შემიძლია ფოტოს გადაღება. შეყვარებული როცა მეყოლება, გავაგებინებ ყველას.

- ვინ არის ის ბიჭი?

- ეს არის ჩემი მეგობარი გიორგი, კარგი ადამიანია, არ ვიცი გიგიმ იეჭვიანა თუ რა იფიქრა, მაგრამ... აზრზე არა ვარ, გიგიმ რა გადაწყვიტა. ამერიკაში ვიყავი ბერკლის მუსიკალურ სკოლაში, გამოცდა მქონდა, რომელიც წარმატებით ჩავაბარე და დაფინანსების პასუხს ველოდები. ამის შემდეგ რამდენიმე წლით წავალ ამერიკაში.

- გიორგისთან ერთად იყავით ამერიკაში?

- გიორგი იქ ცხოვრობს.

- რა იყო ქმართან გაშორების რეალური მიზეზი?

- ბევრი ცუდი და უარყოფითი ენერგია დაგროვდა და ამიტომ დავშორდით.

- ამბობენ, ოჯახის დანგრევის გამო გიგი დეპრესიაშია და თქვენთან შერიგება უნდა...

- არ ვიცი, არა მგონია, ჩემთან შერიგება უნდოდეს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება