ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარათუბნის გზაზე დაახლოებით ორი საათის წინ სამი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილები სოფელ ყარათუბნის მკვიდრნი - 22, 24 და 26 წლის ახალგაზრდები არიან.
შსს–ს ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახმკვლელობას გულისხმობს.