პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც საღ-სალამათი ვერ გამოვა - მიხეილ სააკაშვილი
პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც საღ-სალამათი ვერ გამოვა - მიხეილ სააკაშვილი

"დღეს გა­დამ­წყვე­ტი ეტა­პია არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის­თვის", - ასე მი­მარ­თავს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით "უკ­რა­ი­ნელ პატ­რი­ო­ტე­ბად" გახ­დო­მის­კენ მო­უ­წო­დებს.

"და­ი­წყო რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის ბევ­რად ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და ახა­ლი ეტა­პი. ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ვა­ტა­რე უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მათ შო­რის დონ­ბა­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­თან, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი. მათ ვუ­ზი­ა­რებ­დი იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, და­აგ­რო­ვა სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო წლებ­ში რუს დამ­პყრო­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. მინ­და ვთქვა, რომ დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, კრი­ტი­კუ­ლი, გა­დამ­წყვე­ტი ეტა­პია არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის. ეს არის ის ეტა­პი, როცა წყდე­ბა უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს, მთე­ლი რე­გი­ო­ნის ბედი, ევ­რო­პის ბედი და ევ­რო­პის მო­მა­ვა­ლი, მსოფ­ლიო წეს­რი­გის მო­მა­ვა­ლი".

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შეძ­ვრა ისეთ უბე­დუ­რე­ბა­ში, სა­ი­და­ნაც ის საღ­სა­ლა­მა­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­მო­ვა".

"ბოლო დღე­ებ­ში ვნა­ხე ბევ­რი მე­გო­ბა­რი, ახ­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბელ­თა მი­მართ სო­ლი­და­რო­ბას თავ­ზე წყლის გა­დას­ხმის აქ­ცი­ით გა­მო­ხა­ტავ­და. მეს­მის, რომ ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას უნდა მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის დღეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბა არის რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი და უფრო მეტი მონ­დო­მე­ბით უნდა ვი­პო­ვოთ ფორ­მა მის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის. ყვე­ლამ ჩვენ­თვის უნდა მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორ უნდა დავ­დგეთ ამ გმი­რუ­ლი, მებ­რძო­ლი ერის გვერ­დზე, რად­გან ესაა ჩვე­ნი ბრძო­ლაც. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შეძ­ვრა ისეთ უბე­დუ­რე­ბა­ში, სა­ი­და­ნაც ის საღ­სა­ლა­მა­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­მო­ვა. მისი მარ­ცხი ეს არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა, ეს პირ­ველ რიგ­ში იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მი­ტა­ცე­ბუ­ლი მი­წე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხის მო­მა­ვა­ლი, ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­უქ­ცე­ვა­დო­ბა, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის და­ცუ­ლო­ბა, - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც საღ-სალამათი ვერ გამოვა - მიხეილ სააკაშვილი

პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც საღ-სალამათი ვერ გამოვა - მიხეილ სააკაშვილი

"დღეს გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის", - ასე მიმართავს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც უკრაინელი ხალხის სოლიდარობის მიზნით "უკრაინელ პატრიოტებად" გახდომისკენ მოუწოდებს.

"დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ბევრად ფართომასშტაბიანი და ახალი ეტაპი. ბოლო რამდენიმე საათი გავატარე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის დონბასის გუბერნატორთან, სადაც მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. მათ ვუზიარებდი იმ გამოცდილებას, რომელიც, სამწუხაროდ, დააგროვა საქართველომ ბოლო წლებში რუს დამპყრობელთან ურთიერთობისას. მინდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკული, გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის. ეს არის ის ეტაპი, როცა წყდება უკრაინის, საქართველოს, მთელი რეგიონის ბედი, ევროპის ბედი და ევროპის მომავალი, მსოფლიო წესრიგის მომავალი".

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ვლადიმერ პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც ის საღსალამათი გამარჯვებული ვერანაირად ვერ გამოვა".

"ბოლო დღეებში ვნახე ბევრი მეგობარი, ახლობელი, რომელიც ერთ-ერთი საშიში დაავადების მატარებელთა მიმართ სოლიდარობას თავზე წყლის გადასხმის აქციით გამოხატავდა. მესმის, რომ ყველა დაავადებას უნდა მკურნალობა, მაგრამ ქართველებისთვის დღეს ყველაზე საშიში დაავადება არის რუსული იმპერიალიზმი და უფრო მეტი მონდომებით უნდა ვიპოვოთ ფორმა მის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისთვის. ყველამ ჩვენთვის უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორ უნდა დავდგეთ ამ გმირული, მებრძოლი ერის გვერდზე, რადგან ესაა ჩვენი ბრძოლაც. ვლადიმერ პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც ის საღსალამათი გამარჯვებული ვერანაირად ვერ გამოვა. მისი მარცხი ეს არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება, ეს პირველ რიგში იქნება საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი მიტაცებული მიწების დაბრუნება, ეს იქნება ჩვენი ხალხის მომავალი, ჩვენი ევროპული არჩევანის შეუქცევადობა, ეს იქნება ჩვენი შვილების დაცულობა, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"