პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითური სქემა, რომლითაც მოქალაქეს სახლი წაართვეს
თაღლითური სქემა, რომლითაც მოქალაქეს სახლი წაართვეს

შვი­დი თვის "გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი ისაა, რომ ჩემი გან­ცხა­დე­ბა "მოგ­ზა­უ­რობს" სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით ხან ბა­თუმ­შია, ხან თბი­ლის­ში", - ასე და­ი­წყო გა­ზეთ "პრე­მი­ერ­თან" სა­უ­ბა­რი ემიგ­რან­ტმა მა­ნა­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძემ, რო­მელ­საც ხვალ (პა­რას­კევ დი­ლით) სახ­ლი­დან გა­მო­ა­სახ­ლე­ბენ, თა­ვის მო­ხუც დე­დას­თან ერ­თად! მა­ნა­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძე იმ სქე­მას შიფ­რავს, რა სქე­მი­თაც მას სახ­ლი წა­არ­თვეს.

მა­ნა­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძე:

- მე ვარ ემიგ­რან­ტი, 10 წელ­ზე მე­ტია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი ვარ და სა­ბერ­ძნეთ­ში, ათენ­ში ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ. მე იქ ლე­გა­ლუ­რად ვცხოვ­რობ და 2-3 წელ­ში ერთხელ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დი. 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­მო­ვე­დი, დედა მყავ­და ცუ­დად და იმა­ზე მეტი დრო­ით მო­მი­წია დარ­ჩე­ნა, ვიდ­რე ვრჩე­ბო­დი ხოლ­მე. 2013 წლის იან­ვარ­ში ჩამ­თან სახ­ლში ვი­ღაც ორი უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და ჩემი შვი­ლი იკი­თხა. მე მათ ვუ­თხა­რი, რომ ჩემი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო. ამის შემ­დეგ მე­უბ­ნე­ბი­ან: ბინა, სა­დაც ახლა თქვენ ცხოვ­რობთ, ჩვე­ნია და უნდა გა­მოხ­ვი­დე­თო. გავ­გიჟ­დი, რო­გორ არის თქვე­ნი ჩემი ბინა, როცა მე ის არც გა­მი­ყი­დია და არც გა­მი­ჩუ­ქე­ბია-მეთ­ქი. თქვენ­მა შვილ­მა მომ­ყი­და ეს ბი­ნაო, - მი­პა­სუ­ხეს.

- ვის სა­ხელ­ზე იყო რი­ცხუ­ლი ბინა?

- ჩემს სა­ხელ­ზე. მოკ­ლედ, მი­თხრეს, რომ ჩემ­მა შვილ­მა ჩემს მიერ გა­ცე­მუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ყი­და ბინა და რო­გორც მათ მი­თხრეს, 25 ათა­სი გა­და­უხ­დი­ათ.

- მინ­დო­ბი­ლო­ბა თუკი ჰქონ­და თქვენს შვილს, შე­ეძ­ლო გა­ე­ყი­და.

- ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს ეს მინ­დო­ბი­ლო­ბა. მე არ მჭირ­დე­ბო­და მინ­დო­ბი­ლო­ბის გა­ცე­მა. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, მე ლე­გა­ლუ­რად ვცხოვ­რობ ათენ­ში და თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­მიძ­ლია.

- ბი­ნის რე­ა­ლუ­რი ფასი რამ­დე­ნია?

- ბინა ავ­ლა­ბარ­ში მდე­ბა­რე­ობს, ორო­თახ­ნა­ხევ­რი­ა­ნია და და­ახ­ლო­ე­ბით 45 ათა­სი დო­ლა­რი ღირს. მოკ­ლედ, როცა ამ ადა­მი­ა­ნებს მკაც­რად დავ­ხვდი, წა­ვიდ­ნენ...

- თქვენს შვილ­თან არ გა­არ­კვი­ეთ, რა მოხ­და?

- დე­ტა­ლებს ვერ გა­ვარ­კვევ­დი, იმი­ტომ რომ ის ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან უკვე წა­სუ­ლი იყო. ხან ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნა­ში ვარო, ხან - თურ­ქეთ­ში და სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც მაქვს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა, ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული მომ­ხდა­რით... ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან, ამის შემ­დეგ წა­ვე­დი სა­ჯა­რო რე­ესტრში, ამო­ვი­ღე დო­კუ­მენ­ტა­ცია და გა­ვი­გე, რომ ჩემ­მა ვაჟ­მა, გაგა საყ­ვა­რე­ლი­ძემ ქო­ბუ­ლეთ­ში ნო­ტა­რი­უს მაია კა­ხი­ძეს­თან გა­ა­კე­თა მინ­დო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც თით­ქოს მე სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ვე­ცი. ეს მინ­დო­ბი­ლო­ბა ჩა­მო­ი­ტა­ნეს თბი­ლის­ში, ნო­ტა­რი­უს ქე­თე­ვან ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან და გა­და­ა­ფორ­მეს სახ­ლი, გა­დახ­დი­ლია 18 ათა­სი დო­ლა­რი.

- ქო­ბუ­ლეთ­ში რა­ტომ გა­ფორმ­და მინ­დო­ბი­ლო­ბა?

- არ ვიცი. სა­ჯა­რო რე­ესტრის დო­კუ­მენ­ტში წე­რია, რომ ეს ბინა ამის შემ­დეგ კი­დევ გა­ი­ყი­და და იყი­და ვინ­მე ზვი­ად დე­მეტ­რაშ­ვილ­მა. დე­მეტ­რაშ­ვი­ლის წინ იყი­დეს ომარ სარ­და­როვ­მა და ტა­ლიკ პო­პ­კოვ­მა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში წე­რია, რომ ბინა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ე­ცეს, 10 თე­ბერ­ვლამ­დე. ანუ ბინა გა­ი­ყი­და 25 დე­კემ­ბერს. სარ­და­რო­ვი ჩემ­თან რომ მო­ვი­და და მი­თხრა, რომ ჩემი ბინა მისი იყო, ამ დროს მას ჩემი ბინა აღარ ეკუთ­ვნო­და, ბინა უკვე გა­ყი­დუ­ლი ჰქონ­და. კარ­გი, გა­ვი­გე, რომ ბინა ჩემი არაა და დე­მეტ­რაშ­ვილ­მა იყი­და, შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა ის­ნის პო­ლი­ცი­ა­ში, დღემ­დე რე­ა­გი­რე­ბა არ აქვს ამ გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც ქო­ბუ­ლეთ­სა და თბი­ლისს შო­რის და­აფ­რი­ა­ლე­ბენ. აქა­ო­და მინ­დო­ბი­ლო­ბის გა­ცე­მა ქო­ბუ­ლეთ­ში მოხ­დაო და გარ­და­მა­ვალ დრო­შა­სა­ვით და­ა­ტა­რე­ბენ გან­ცხა­დე­ბას.

- მინ­დო­ბი­ლო­ბის ჩა­ნა­წერს მი­აგ­ნეს?

- სწო­რედ ამ ჩა­ნა­წერს ვი­თხოვ, სკა­ი­პით რაკი მოხ­და მინ­დო­ბი­ლო­ბის გა­ცე­მა (რო­გორც ესე­ნი ამ­ბო­ბენ), მე ვი­თხოვ ამ ჩა­ნა­წერს. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მინ­დო­ბი­ლო­ბა გა­ფორმ­და ქო­ბუ­ლეთ­ში, მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტი მაქვს. ამ­დე­ნად, არ დამ­ჭირ­დე­ბო­და არც მინ­დო­ბი­ლო­ბა და არც ნო­ტა­რი­უ­სი.

- რას ამ­ბობს თქვე­ნი შვი­ლი, აღე­ბუ­ლი აქვს ეს ფული?

- 18 ათა­სი დო­ლა­რი მაქვს აღე­ბუ­ლიო, ამობს. მი­სი­ვე თქმით, მან სახ­ლი კი არ გა­ყი­და, სახ­ლი ჩადო გა­მოხ­სნის უფ­ლე­ბით. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ დე­მეტ­რაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა ჩემი და დე­და­ჩე­მის გა­მო­სახ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. სა­სა­მარ­თლო­ზე აღვწე­რე რე­ა­ლო­ბა რაც იყო და მო­ვი­თხო­ვე, ეს საქ­მე გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია-მეთ­ქი. დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ამი­რა­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, შე­თან­ხმე­ბა­ზე მოვ­დი­ვარ და თუ არ დამ­თან­ხმდე­ბი, 2 დღე­ში სახ­ლი­დან გა­მო­გაგ­დებ­თო. მო­სა­მარ­თლე მაია სვა­ნა­ძემ თქვა, ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა კარ­გია და და­ე­თან­ხმეო.

- რა შე­მოგ­თა­ვა­ზათ?

- ორ თვე­ში გა­ყი­დე სახ­ლი და მე და­მიბ­რუ­ნე 38 ათა­სი ლარი, და­ნარ­ჩე­ნი შენ გქონ­დე­სო. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მა­ინც გა­მო­გაგ­დებ­თო და სხვა რა გზა მქონ­და? ვი­ფიქ­რე, მა­ინც ასე მოხ­დე­ბა, გა­მო­მაგ­დე­ბენ სახ­ლი­დან და თუკი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გავ­ყი­დო და მო­სა­მარ­თლე მე­უბ­ნე­ბა, კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­აო, სხვა რა გზა მაქვს-მეთ­ქი. აქ კი­დევ ერთი ნი­უ­ან­სია. მე ვკი­თხე მო­სა­მარ­თლეს, კარ­გი, გა­ყი­დუ­ლია სახ­ლი, მაგ­რამ ნუთუ არაა სა­ინ­ტე­რე­სო, რო­გორ ჩა­იგ­დო ხელ­ში ამ ხალ­ხმა სახ­ლი? ეს ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დი­სო, მი­თხრა მო­სა­მარ­თლემ, ეგ მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მშვე­ნი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას გი­კე­თებთ ად­ვო­კა­ტი და გა­ა­კე­თე­თო. მეც ავ­დე­ქი და ხელი მო­ვუ­წე­რე. ამის შემ­დეგ კი­დევ მი­ვე­დი სა­ჯა­რო რე­ესტრში. ვი­ფიქ­რე, ეგებ მი­ვაგ­ნო ამ მინ­დო­ბი­ლო­ბას-მეთ­ქი. სა­ჯა­რო რე­ესტრის თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, რომ სახ­ლი ისევ იპო­თე­კი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი ვინ­მე მურ­მან იშხნე­ლი­ძე­ზეო. ე.ი. სა­სა­მარ­თლო ჩა­ტარ­და იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სახ­ლი იპო­თე­კით იყო დატ­ვირ­თუ­ლი მე­სა­მედ, ეს სა­ბუ­თე­ბი სა­სა­მარ­თლო­ზე არ წარ­მო­ად­გი­ნეს და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხელი მო­მა­წე­რი­ნეს დო­კუ­მენტზე სახ­ლის 2 თვე­ში გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ და რე­ა­ლუ­რად მე ამას ვერ შევ­ძლებ­დი, იმი­ტომ რომ იპო­თე­კით იყო დატ­ვირ­თუ­ლი. მო­სა­მარ­თლე­მაც კი არ მო­ი­თხო­ვა სა­ჯა­რო რე­ესტრის ბოლო ამო­ნა­წე­რი.

- იშხნე­ლი­ძე ჩანს?

- არა, არა­ვინ არ ჩანს, ჩემს სახ­ლში არა­ვინ მო­სუ­ლა, გარ­და იმ ერთი შემ­თხვე­ვი­სა, რაც უკვე გი­თხა­რით. სახ­ლი სამ­ჯერ გა­ი­ყი­და და არა­ვინ მო­სუ­ლა, გეს­მით?

- იშხნე­ლი­ძე არ მო­ძებ­ნეთ? ვინ ჩადო იპო­თე­კა­ში სახ­ლი?

- დე­მეტ­რაშ­ვილ­მა ჩადო, 26 ათას დო­ლა­რად. ძა­ლი­ან დიდი ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ეს სახ­ლი ასე "მარ­ტი­ვად" გა­ი­ყი­და და იპო­თე­კა­ში ჩა­ი­დო. 26 ათა­სი გა­და­ი­ხა­და იშხნე­ლი­ძემ იპო­თე­კა­ში და სახ­ლი არ უნა­ხავს. ეგებ სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს ეს სახ­ლი, არ უნდა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო? ამ დროს სა­სა­მარ­თლო­ზე ისეთ შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­მა­წე­რი­ნეს ხელი, რო­მელ­საც ვერ შე­ვას­რუ­ლებ. რა გა­მო­დის? სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თეს ესეც, იმი­ტომ რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­ად­ვი­ლე­ბო­დათ ბი­ნის წარ­თმე­ვა! მშვე­ნივ­რად იცოდ­ნენ ამათ, სახ­ლი რომც გა­მე­ყი­და, ვერ გა­და­ვა­ფორ­მებ­დი, ანუ ვერ გავ­ყიდ­დი. რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ბინა იპო­თე­კა­ში იქ­ნე­ბო­და ჩა­დე­ბუ­ლი? მე ვე­ძებ­დი მხო­ლოდ მინ­დო­ბი­ლო­ბას, ეგებ სა­ჯა­რო რე­ესტრში დევს-მეთ­ქი და ვი­პო­ვე სხვა დო­კუ­მენ­ტი.

- ამ "მყიდ­ველ­თა­გან" ვინ­მეს იც­ნობთ?

- არა, არა­ვის არ ვიც­ნობ.

- ნო­ტა­რი­უს­თან ერ­თად თქვენს შვილ­საც რომ ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის გამო, იცით?

- ვიცი, მაგ­რამ რა უნდა ვქნა? ჩემი შვი­ლი ამ­ბობს, რომ მან სახ­ლი კი არ გა­ყი­და, და­ა­გი­რა­ვა გა­მოს­ყიდ­ვის (თუ რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი) უფ­ლე­ბით. ამიხ­სე­ნით ერთი, რა­ტომ ჩადო დე­მეტ­რაშ­ვილ­მა 38 ათა­სი ლარი იმ სახ­ლში, რო­მე­ლიც არ უნა­ხავს და მე­ტიც, სა­ერ­თოდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა იშხნე­ლი­ძე, იმან რა­ტომ გა­და­ი­ხა­და ფული? მი­თხა­რით, აბა... 10 თე­ბერ­ვალს უნდა გა­და­ე­ხა­და ჩემს შვილს ფული იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც "პირ­ვე­ლი მყიდ­ვე­ლია", 10 თე­ბერ­ვლამ­დე ორი თვით ადრე გა­ყი­დეს დე­მეტ­რაშ­ვილ­ზე სახ­ლი, ამან თა­ვის მხრივ ჩადო იპო­თე­კა­ში. ერთი ამიხ­სე­ნით, ასე ხდე­ბა ფუ­ლის ნდო­ბა­ზე ჩა­დე­ბა? 10 ლარს გა­დაყ­რის ვინ­მე, არამ­ცთუ ათასებს? ასე აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მე, რომ არც კი კი­თხუ­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, სად რა ფულს ჩა­დე­ბენ? ეს ხომ გა­მო­ხა­ტუ­ლი თაღ­ლი­თო­ბაა? პირ­ვე­ლი "მყიდ­ვე­ლი" მო­დის და მე­უბ­ნე­ბა, ჩე­მია ბი­ნაო და ამ დროს დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლა უკვე, დე­მეტ­რაშ­ვი­ლის შემ­დეგ ვი­ღაც იშხნე­ლი­ძე ჩნდე­ბა, დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი პრო­ცეს­ზე ამ­ბობს, ბინა ჩე­მი­აო და სა­ბო­ლო­ოდ ირ­კვე­ვა, რომ იპო­თე­კა­შია ჩა­დე­ბუ­ლი. კარ­გით რა, ბნე­ლა? პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩემი გან­ცხა­დე­ბა ისევ ბა­თუმ­ში გა­და­აგ­ზავ­ნეს, ხვალ კი მე სახ­ლი უნდა დავ­ცა­ლო. ნუთუ, რა ასე­თი ძნე­ლი გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია ეს საქ­მე, 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ ვე­რა­ფე­რი გა­არ­კვი­ეს? ვა­სა­ხე­ლებ გვა­რებს, ვყვე­ბი, რა მოხ­და და 7 თვის "გა­მო­ძი­ე­ბის" შე­დე­გი ისაა, რომ ჩემი გან­ცხა­დე­ბა "მოგ­ზა­უ­რობს" სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით, ხან ბა­თუმ­შია, ხან - თბი­ლის­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად აკე­თე­ბენ ასე, ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა რთუ­ლია, არ და­ა­დეს ბი­ნას ყა­და­ღა, რომ ქუ­ჩა­ში არ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ერთხელ ხომ გა­დამ­ხვე­წეს ამ ქვეყ­ნი­დან, ახლა მე­ო­რედ უნდა გა­და­ვიხ­ვე­წო და თან ისე, რომ უკან მო­საბ­რუ­ნე­ბე­ლი არ მქონ­დეს, სა­მა­გი­ე­როდ ვი­ღაც თაღ­ლი­თებს უნდა დარ­ჩეთ ჩემი ნაწ­ვა­ლე­ბი სახ­ლი, სირ­ცხვი­ლი არაა? ვი­ღაც ტრანსსექ­სუ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბებს იცა­ვენ და მე, პა­ტი­ო­სან ადა­მი­ანს, ჩემი შრო­მით რომ მაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი ჭერი, უნდა წა­მარ­თვა სახ­ლი? რა­ტომ? რა­ტომ უნდა მივ­ცე ვინ­მეს ჩემი სახ­ლი. არა­ფერს ვი­თხოვ, მომ­ცენ ფა­ი­ლი, მომ­ცენ ის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც მე მინ­დო­ბი­ლო­ბას ვა­ფორ­მებ და მი­თხრან, აი, ამის სა­ფუძ­ველ­ზე გარ­თმევთ სახ­ლსო. ახლა რა გა­მო­დის? სახ­ლს მა­წე­რენ? რა მი­თხრეს, იცით? ფა­ი­ლი და­ი­კარ­გაო, ფურ­ცელს მაჩ­ვე­ნე­ბენ, სა­დაც ხელ­მო­წე­რაც კი არაა ჩემი და ნო­ტა­რი­უ­სი ამ­ბობს, რომ ფა­ი­ლი წა­ე­შა­ლა. ესაა სა­მარ­თა­ლი? ასე იშ­ლე­ბა ფა­ი­ლე­ბი? არას­დროს მი­მი­ცია მე ჩემი შვი­ლის­თვის და არც არა­ვის­თვის მინ­დო­ბი­ლო­ბა, არ მჭირ­დე­ბო­და ეს. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, მე ლე­გა­ლუ­რად ვცხოვ­რობ ათენ­ში და ყო­ველ მე­ო­რე წელს ჩა­მოვ­დი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2 წე­ლია, უმუ­შე­ვა­რი ვზი­ვარ, არ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ად­ვო­კა­ტი ავიყ­ვა­ნო, სახ­ლი წარ­თმე­უ­ლი მაქვს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერც ვყი­დი, ვერც ვე­რა­ფერს ვა­ხერ­ხებ... დე­და­ჩე­მი აქ მყავს, სად უნდა წა­ვიყ­ვა­ნო? გუ­ლით ავად­მყო­ფი ქალი ვა­ტა­რო აქეთ-იქით? მე მივ­ხვდი, რომ აქ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა მოქ­მე­დებს და პრო­კუ­რა­ტუ­რა ვერ მიხ­ვდა? და­ად­გი­ნონ, ჩემი შვი­ლი უნებ­ლი­ეთ აღ­მოჩ­ნდა ამ სქე­მა­ში თუ გა­აზ­რე­ბუ­ლად, რთუ­ლია ეს? რის­თვის ვიწ­ვა­ლე 10 წელი, რის­თვის? ერთი სახ­ლი მქონ­და და ისიც... სა­ინ­ტე­რე­სო არაა ისიც, რა უნ­დო­და ჩემს შვილს ქო­ბუ­ლეთ­ში ნო­ტა­რი­უს­თან? არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ გვაქვს ქო­ბუ­ლეთ­თან. და კი­დევ ერთი, ცოტა ხნის წინ (მოკ­ლედ, გა­ჭირ­ვე­ბა მა­ნა­ხე და გაქ­ცე­ვას გაჩ­ვე­ნე­ბო, ასეა ჩვე­ნი საქ­მე) მო­ვი­პო­ვეთ დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პო­პ­კოვ­სა და სარ­და­როვს 54 ბინა აქვთ დატ­ვირ­თუ­ლი იპო­თე­კით. აი, ეს რას ნიშ­ნავს, ვერ გა­ი­გო პრო­კუ­რა­ტუ­რამ? ყვე­ლა ბინა, 54-ვე ნო­ტა­რი­უს ბო­ჭო­რიშ­ვილ­თა­ნაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ისე­ვე რო­გორც ჩემი ბინა. რას მი­ვა­წე­როთ ეს? უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვაა? ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი და უარი მი­თხრა ჩემი მინ­დო­ბი­ლო­ბის ჩვე­ნე­ბა­ზე, ჩემს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბაო, გეს­მით? ხომ თვლი­ან, რომ მე გა­ვე­ცი მინ­დო­ბი­ლო­ბა, რა გა­მო­დის? სა­კუ­თარ დო­კუ­მენტს მი­მა­ლავს ნო­ტა­რი­უ­სი? რა­ტომ, რა მი­ზე­ზით? იცო­და ნო­ტა­რი­უს­მა, რომ ვდა­ობ­დი ამ ბი­ნა­ზე და კი­დევ გა­ა­ფორ­მა დო­კუ­მენ­ტი სახ­ლის მე­სა­მედ იპო­თე­კა­ში ჩა­დე­ბის შე­სა­ხებ. მეტი რა უნდა გა­ა­კე­თოს ამ ხალ­ხმა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა რომ აწარ­მო­ოს? რას მი­ვა­წე­რო ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი? იშხნე­ლი­ძემ არც კი ნახა სახ­ლი, ისე ჩა­ი­დო იპო­თე­კა­ში და 26 ათა­სი დო­ლა­რი და­ა­ბან­და. ამ დროს მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა­აო.. მოდი და ნუ გა­გიჟ­დე­ბი ადა­მი­ა­ნი ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ.

და­რე­ჯან მე­ფა­რიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრე­მი­ე­რი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თაღლითური სქემა, რომლითაც მოქალაქეს სახლი წაართვეს

თაღლითური სქემა, რომლითაც მოქალაქეს სახლი წაართვეს

შვიდი თვის "გამოძიების შედეგი ისაა, რომ ჩემი განცხადება "მოგზაურობს" სეზონის მიხედვით ხან ბათუმშია, ხან თბილისში", - ასე დაიწყო გაზეთ "პრემიერთან" საუბარი ემიგრანტმა მანანა საყვარელიძემ, რომელსაც ხვალ (პარასკევ დილით) სახლიდან გამოასახლებენ, თავის მოხუც დედასთან ერთად! მანანა საყვარელიძე იმ სქემას შიფრავს, რა სქემითაც მას სახლი წაართვეს.

მანანა საყვარელიძე:

- მე ვარ ემიგრანტი, 10 წელზე მეტია, რაც საქართველოდან წასული ვარ და საბერძნეთში, ათენში ვცხოვრობ და ვმუშაობ. მე იქ ლეგალურად ვცხოვრობ და 2-3 წელში ერთხელ საქართველოში თავისუფლად ჩამოვდიოდი. 2012 წლის სექტემბერში ჩამოვედი, დედა მყავდა ცუდად და იმაზე მეტი დროით მომიწია დარჩენა, ვიდრე ვრჩებოდი ხოლმე. 2013 წლის იანვარში ჩამთან სახლში ვიღაც ორი უცნობი მამაკაცი მოვიდა და ჩემი შვილი იკითხა. მე მათ ვუთხარი, რომ ჩემი შვილი საქართველოში არ იყო. ამის შემდეგ მეუბნებიან: ბინა, სადაც ახლა თქვენ ცხოვრობთ, ჩვენია და უნდა გამოხვიდეთო. გავგიჟდი, როგორ არის თქვენი ჩემი ბინა, როცა მე ის არც გამიყიდია და არც გამიჩუქებია-მეთქი. თქვენმა შვილმა მომყიდა ეს ბინაო, - მიპასუხეს.

- ვის სახელზე იყო რიცხული ბინა?

- ჩემს სახელზე. მოკლედ, მითხრეს, რომ ჩემმა შვილმა ჩემს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე გაყიდა ბინა და როგორც მათ მითხრეს, 25 ათასი გადაუხდიათ.

- მინდობილობა თუკი ჰქონდა თქვენს შვილს, შეეძლო გაეყიდა.

- ბუნებაში არ არსებობს ეს მინდობილობა. მე არ მჭირდებოდა მინდობილობის გაცემა. კიდევ ვიმეორებ, მე ლეგალურად ვცხოვრობ ათენში და თავისუფლად გადაადგილება შემიძლია.

- ბინის რეალური ფასი რამდენია?

- ბინა ავლაბარში მდებარეობს, ოროთახნახევრიანია და დაახლოებით 45 ათასი დოლარი ღირს. მოკლედ, როცა ამ ადამიანებს მკაცრად დავხვდი, წავიდნენ...

- თქვენს შვილთან არ გაარკვიეთ, რა მოხდა?

- დეტალებს ვერ გავარკვევდი, იმიტომ რომ ის ამ დროისთვის საქართველოდან უკვე წასული იყო. ხან ამბობს, უკრაინაში ვარო, ხან - თურქეთში და სიმართლე გითხრათ, არც მაქვს კარგი ურთიერთობა, ძალიან მეტკინა გული მომხდარით... ეს ადამიანები რომ მოვიდნენ ჩემთან, ამის შემდეგ წავედი საჯარო რეესტრში, ამოვიღე დოკუმენტაცია და გავიგე, რომ ჩემმა ვაჟმა, გაგა საყვარელიძემ ქობულეთში ნოტარიუს მაია კახიძესთან გააკეთა მინდობილობა, რომელიც თითქოს მე სკაიპის საშუალებით მივეცი. ეს მინდობილობა ჩამოიტანეს თბილისში, ნოტარიუს ქეთევან ბოჭორიშვილთან და გადააფორმეს სახლი, გადახდილია 18 ათასი დოლარი.

- ქობულეთში რატომ გაფორმდა მინდობილობა?

- არ ვიცი. საჯარო რეესტრის დოკუმენტში წერია, რომ ეს ბინა ამის შემდეგ კიდევ გაიყიდა და იყიდა ვინმე ზვიად დემეტრაშვილმა. დემეტრაშვილის წინ იყიდეს ომარ სარდაროვმა და ტალიკ პოპკოვმა, ხელშეკრულებაში წერია, რომ ბინა 6 თვის განმავლობაში უნდა გადაეცეს, 10 თებერვლამდე. ანუ ბინა გაიყიდა 25 დეკემბერს. სარდაროვი ჩემთან რომ მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი ბინა მისი იყო, ამ დროს მას ჩემი ბინა აღარ ეკუთვნოდა, ბინა უკვე გაყიდული ჰქონდა. კარგი, გავიგე, რომ ბინა ჩემი არაა და დემეტრაშვილმა იყიდა, შევიტანე განცხადება ისნის პოლიციაში, დღემდე რეაგირება არ აქვს ამ განცხადებას, რომელსაც ქობულეთსა და თბილისს შორის დააფრიალებენ. აქაოდა მინდობილობის გაცემა ქობულეთში მოხდაო და გარდამავალ დროშასავით დაატარებენ განცხადებას.

- მინდობილობის ჩანაწერს მიაგნეს?

- სწორედ ამ ჩანაწერს ვითხოვ, სკაიპით რაკი მოხდა მინდობილობის გაცემა (როგორც ესენი ამბობენ), მე ვითხოვ ამ ჩანაწერს. იმ პერიოდში, როცა მეუბნებიან, რომ მინდობილობა გაფორმდა ქობულეთში, მე საქართველოში ვიყავი და ამის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი მაქვს. ამდენად, არ დამჭირდებოდა არც მინდობილობა და არც ნოტარიუსი.

- რას ამბობს თქვენი შვილი, აღებული აქვს ეს ფული?

- 18 ათასი დოლარი მაქვს აღებულიო, ამობს. მისივე თქმით, მან სახლი კი არ გაყიდა, სახლი ჩადო გამოხსნის უფლებით. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ დემეტრაშვილმა სასამართლოს მიმართა ჩემი და დედაჩემის გამოსახლების მოთხოვნით. სასამართლოზე აღვწერე რეალობა რაც იყო და მოვითხოვე, ეს საქმე გამოსაძიებელია-მეთქი. დემეტრაშვილის ადვოკატმა ამირანაშვილმა განაცხადა, შეთანხმებაზე მოვდივარ და თუ არ დამთანხმდები, 2 დღეში სახლიდან გამოგაგდებთო. მოსამართლე მაია სვანაძემ თქვა, ეს შემოთავაზება კარგია და დაეთანხმეო.

- რა შემოგთავაზათ?

- ორ თვეში გაყიდე სახლი და მე დამიბრუნე 38 ათასი ლარი, დანარჩენი შენ გქონდესო. სასამართლო პროცესზე მეუბნებიან, რომ მაინც გამოგაგდებთო და სხვა რა გზა მქონდა? ვიფიქრე, მაინც ასე მოხდება, გამომაგდებენ სახლიდან და თუკი მოსამართლის თანდასწრებით მეუბნებიან, რომ გავყიდო და მოსამართლე მეუბნება, კარგი შემოთავაზებააო, სხვა რა გზა მაქვს-მეთქი. აქ კიდევ ერთი ნიუანსია. მე ვკითხე მოსამართლეს, კარგი, გაყიდულია სახლი, მაგრამ ნუთუ არაა საინტერესო, როგორ ჩაიგდო ხელში ამ ხალხმა სახლი? ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედისო, მითხრა მოსამართლემ, ეგ მე არ მაინტერესებს, მშვენიერ შემოთავაზებას გიკეთებთ ადვოკატი და გააკეთეთო. მეც ავდექი და ხელი მოვუწერე. ამის შემდეგ კიდევ მივედი საჯარო რეესტრში. ვიფიქრე, ეგებ მივაგნო ამ მინდობილობას-მეთქი. საჯარო რეესტრის თანამშრომელმა მითხრა, რომ სახლი ისევ იპოთეკითაა დატვირთული ვინმე მურმან იშხნელიძეზეო. ე.ი. სასამართლო ჩატარდა იმ პერიოდში, როცა სახლი იპოთეკით იყო დატვირთული მესამედ, ეს საბუთები სასამართლოზე არ წარმოადგინეს და, ფაქტობრივად, ხელი მომაწერინეს დოკუმენტზე სახლის 2 თვეში გაყიდვის შესახებ და რეალურად მე ამას ვერ შევძლებდი, იმიტომ რომ იპოთეკით იყო დატვირთული. მოსამართლემაც კი არ მოითხოვა საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერი.

- იშხნელიძე ჩანს?

- არა, არავინ არ ჩანს, ჩემს სახლში არავინ მოსულა, გარდა იმ ერთი შემთხვევისა, რაც უკვე გითხარით. სახლი სამჯერ გაიყიდა და არავინ მოსულა, გესმით?

- იშხნელიძე არ მოძებნეთ? ვინ ჩადო იპოთეკაში სახლი?

- დემეტრაშვილმა ჩადო, 26 ათას დოლარად. ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს სახლი ასე "მარტივად" გაიყიდა და იპოთეკაში ჩაიდო. 26 ათასი გადაიხადა იშხნელიძემ იპოთეკაში და სახლი არ უნახავს. ეგებ საერთოდ არ არსებობს ეს სახლი, არ უნდა დაინტერესებულიყო? ამ დროს სასამართლოზე ისეთ შეთანხმებაზე მომაწერინეს ხელი, რომელსაც ვერ შევასრულებ. რა გამოდის? სპეციალურად გააკეთეს ესეც, იმიტომ რომ საბოლოოდ გაადვილებოდათ ბინის წართმევა! მშვენივრად იცოდნენ ამათ, სახლი რომც გამეყიდა, ვერ გადავაფორმებდი, ანუ ვერ გავყიდდი. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ბინა იპოთეკაში იქნებოდა ჩადებული? მე ვეძებდი მხოლოდ მინდობილობას, ეგებ საჯარო რეესტრში დევს-მეთქი და ვიპოვე სხვა დოკუმენტი.

- ამ "მყიდველთაგან" ვინმეს იცნობთ?

- არა, არავის არ ვიცნობ.

- ნოტარიუსთან ერთად თქვენს შვილსაც რომ ეკისრება პასუხისმგებლობა გაყალბებული დოკუმენტის გამო, იცით?

- ვიცი, მაგრამ რა უნდა ვქნა? ჩემი შვილი ამბობს, რომ მან სახლი კი არ გაყიდა, დააგირავა გამოსყიდვის (თუ რაღაც ამდაგვარი) უფლებით. ამიხსენით ერთი, რატომ ჩადო დემეტრაშვილმა 38 ათასი ლარი იმ სახლში, რომელიც არ უნახავს და მეტიც, საერთოდ არ გამოჩენილა იშხნელიძე, იმან რატომ გადაიხადა ფული? მითხარით, აბა... 10 თებერვალს უნდა გადაეხადა ჩემს შვილს ფული იმ ადამიანებისთვის, ვინც "პირველი მყიდველია", 10 თებერვლამდე ორი თვით ადრე გაყიდეს დემეტრაშვილზე სახლი, ამან თავის მხრივ ჩადო იპოთეკაში. ერთი ამიხსენით, ასე ხდება ფულის ნდობაზე ჩადება? 10 ლარს გადაყრის ვინმე, არამცთუ ათასებს? ასე აქვთ საქართველოში საქმე, რომ არც კი კითხულობენ ადამიანები, სად რა ფულს ჩადებენ? ეს ხომ გამოხატული თაღლითობაა? პირველი "მყიდველი" მოდის და მეუბნება, ჩემია ბინაო და ამ დროს დემეტრაშვილის ყოფილა უკვე, დემეტრაშვილის შემდეგ ვიღაც იშხნელიძე ჩნდება, დემეტრაშვილის ადვოკატი პროცესზე ამბობს, ბინა ჩემიაო და საბოლოოდ ირკვევა, რომ იპოთეკაშია ჩადებული. კარგით რა, ბნელა? პროკურატურაში მეუბნებიან, რომ ჩემი განცხადება ისევ ბათუმში გადააგზავნეს, ხვალ კი მე სახლი უნდა დავცალო. ნუთუ, რა ასეთი ძნელი გამოსაძიებელია ეს საქმე, 7 თვის განმავლობაში რომ ვერაფერი გაარკვიეს? ვასახელებ გვარებს, ვყვები, რა მოხდა და 7 თვის "გამოძიების" შედეგი ისაა, რომ ჩემი განცხადება "მოგზაურობს" სეზონის მიხედვით, ხან ბათუმშია, ხან - თბილისში, სპეციალურად აკეთებენ ასე, ვერ დავიჯერებ, რომ ამ საქმის გამოძიება რთულია, არ დაადეს ბინას ყადაღა, რომ ქუჩაში არ დავრჩენილიყავი. ერთხელ ხომ გადამხვეწეს ამ ქვეყნიდან, ახლა მეორედ უნდა გადავიხვეწო და თან ისე, რომ უკან მოსაბრუნებელი არ მქონდეს, სამაგიეროდ ვიღაც თაღლითებს უნდა დარჩეთ ჩემი ნაწვალები სახლი, სირცხვილი არაა? ვიღაც ტრანსსექსუალების უფლებებს იცავენ და მე, პატიოსან ადამიანს, ჩემი შრომით რომ მაქვს მოპოვებული ჭერი, უნდა წამართვა სახლი? რატომ? რატომ უნდა მივცე ვინმეს ჩემი სახლი. არაფერს ვითხოვ, მომცენ ფაილი, მომცენ ის ჩანაწერი, სადაც მე მინდობილობას ვაფორმებ და მითხრან, აი, ამის საფუძველზე გართმევთ სახლსო. ახლა რა გამოდის? სახლს მაწერენ? რა მითხრეს, იცით? ფაილი დაიკარგაო, ფურცელს მაჩვენებენ, სადაც ხელმოწერაც კი არაა ჩემი და ნოტარიუსი ამბობს, რომ ფაილი წაეშალა. ესაა სამართალი? ასე იშლება ფაილები? არასდროს მიმიცია მე ჩემი შვილისთვის და არც არავისთვის მინდობილობა, არ მჭირდებოდა ეს. კიდევ ვიმეორებ, მე ლეგალურად ვცხოვრობ ათენში და ყოველ მეორე წელს ჩამოვდიოდი საქართველოში. 2 წელია, უმუშევარი ვზივარ, არ მაქვს საშუალება, ადვოკატი ავიყვანო, სახლი წართმეული მაქვს, ფაქტობრივად, ვერც ვყიდი, ვერც ვერაფერს ვახერხებ... დედაჩემი აქ მყავს, სად უნდა წავიყვანო? გულით ავადმყოფი ქალი ვატარო აქეთ-იქით? მე მივხვდი, რომ აქ თაღლითური სქემა მოქმედებს და პროკურატურა ვერ მიხვდა? დაადგინონ, ჩემი შვილი უნებლიეთ აღმოჩნდა ამ სქემაში თუ გააზრებულად, რთულია ეს? რისთვის ვიწვალე 10 წელი, რისთვის? ერთი სახლი მქონდა და ისიც... საინტერესო არაა ისიც, რა უნდოდა ჩემს შვილს ქობულეთში ნოტარიუსთან? არანაირი შეხება არ გვაქვს ქობულეთთან. და კიდევ ერთი, ცოტა ხნის წინ (მოკლედ, გაჭირვება მანახე და გაქცევას გაჩვენებო, ასეა ჩვენი საქმე) მოვიპოვეთ დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, პოპკოვსა და სარდაროვს 54 ბინა აქვთ დატვირთული იპოთეკით. აი, ეს რას ნიშნავს, ვერ გაიგო პროკურატურამ? ყველა ბინა, 54-ვე ნოტარიუს ბოჭორიშვილთანაა გაფორმებული, ისევე როგორც ჩემი ბინა. რას მივაწეროთ ეს? უბრალო დამთხვევაა? ბოჭორიშვილთან ვიყავი მისული და უარი მითხრა ჩემი მინდობილობის ჩვენებაზე, ჩემს არქივში ინახებაო, გესმით? ხომ თვლიან, რომ მე გავეცი მინდობილობა, რა გამოდის? საკუთარ დოკუმენტს მიმალავს ნოტარიუსი? რატომ, რა მიზეზით? იცოდა ნოტარიუსმა, რომ ვდაობდი ამ ბინაზე და კიდევ გააფორმა დოკუმენტი სახლის მესამედ იპოთეკაში ჩადების შესახებ. მეტი რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა, პროკურატურამ გამოძიება რომ აწარმოოს? რას მივაწერო ახლა ეს ყველაფერი? იშხნელიძემ არც კი ნახა სახლი, ისე ჩაიდო იპოთეკაში და 26 ათასი დოლარი დააბანდა. ამ დროს მეუბნებიან, ეს ჩვეულებრივი მოვლენააო.. მოდი და ნუ გაგიჟდები ადამიანი ამ ყველაფრის შემდეგ.

დარეჯან მეფარიშვილი

გაზეთი "პრემიერი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია