პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ შესრულდება საქართველოს ჯანდაცვაში ჯანმო-ს რეკომენდაციები?
რატომ ვერ შესრულდება საქართველოს ჯანდაცვაში ჯანმო-ს რეკომენდაციები?

ახლა გა­დავ­ხე­დოთ, კი­დევ რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მის­ცა 2014 წელს ჯან­მომ (ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია) სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვენ რა გა­ვა­კე­თეთ ამის შემ­დგომ. თე­მას სტა­ტი­ას უძღვნის გა­ზე­თი "პრე­მი­ე­რი".

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო წლებ­ში ხში­რად ვი­გებთ შემ­ზა­რავ ფაქ­ტებს, როცა მშო­ბელს არა აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, შვილს უმ­კურ­ნა­ლოს, არა­და მძი­მედ ჰყავს ავად, მკურ­ნა­ლო­ბა კი დიდ ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს. ვე­რას­დროს და­ვი­ვი­წყებ ტრა­გე­დი­ას, როცა მა­მამ თავი იმი­ტომ მო­იკ­ლა, რომ მისი გას­ვე­ნე­ბის დროს შე­მო­სუ­ლი თან­ხით შვი­ლის­თვის ემ­კურ­ნა­ლათ. ახლა რაც არ უნდა ხე­ლე­ბი ასავ­სა­ვოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, იუ­ა­როს და აპი­ა­როს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა, ფაქ­ტია, რომ მა­მამ შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა ღო­ნეს მი­მარ­თა, ყვე­ლა ინ­სტან­ცია ხვეწ­ნით მო­ი­ა­რა, მის შვილს რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის ჯან­დაც­ვის სტრუქ­ტუ­რე­ბიც, მაგ­რამ გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც თვით­მკვლე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა, რად­გან არა­ვინ და­ეხ­მა­რათ. არ გა­მი­გია, ამ ფაქ­ტის გამო ვინ­მე და­ე­სა­ჯოთ, ანუ რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, ამ გა­უ­გო­ნარ­მა ტრა­გე­დი­ა­მაც პირ­ვე­ლი თოვ­ლი­ვით, ჩვე­უ­ლებ­რივ ჩა­ი­ა­რა. არა­და, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია 2014 წლის რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში შა­ვით თეთრზე წერს: ჯან­დაც­ვა და პირ­ვე­ლა­დი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყო­სო. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის თემა ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მა იყო და ახ­ლაც ასეა. წი­ნათ თუ მხო­ლოდ წამ­ლის სა­ოც­რად გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბი ურტყამ­და მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბეს და წა­მა­ლი ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი ამი­ტომ იყო, ახლა ამას რე­ცეპ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­დგე­ნაც და­ე­მა­ტა. ჯამ­ში კი გა­მო­ვი­და, რომ, თუ აქამ­დე ადა­მი­ანს "ნი­მე­სი­ლი" 45 თეთ­რი უჯ­დე­ბო­და, ახლა მას ექიმ­თან ვი­ზი­ტის თან­ხაც და­ე­მა­ტე­ბა და ერთი პა­კე­ტი წამ­ლის ფასი, ალ­ბათ, ლა­რამ­დე ავა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ისე­დაც ძვი­რა­დღი­რე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, რო­მელ­საც ექი­მი კი უწერს ავად­მყოფს, მაგ­რამ ის ვერ ყი­დუ­ლობს სიძ­ვი­რის გამო. ასე­თი შემ­თხვე­ვა უამ­რა­ვია და ცხა­დია, მხო­ლოდ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის და­ნერგვა ვერ გა­მო­ას­წო­რებს ამ დარ­გის ჩას­ვრილ კუ­თხე­ებს. აი, ასე ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვა ჯან­მოს, იგი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ­ლის წევ­რე­ბიც ჩვენ ვართ და ყო­ვე­ლი სი­ტყვის შემ­დეგ, პი­ა­რუ­ლად და სი­ა­მა­ყით ახ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე, მათ გვი­თხრე­სო. ახლა გა­დავ­ხე­დოთ, კი­დევ რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მის­ცა 2014 წელს ჯან­მომ სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვენ რა გა­ვა­კე­თეთ ამის შემ­დგომ.

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ასამ­ბლე­ამ ყვე­ლა წევრ ქვე­ყა­ნას მო­უ­წო­და, რომ 2014-2021 წლებ­ში უკე­თე­სი ჯან­მრთლე­ო­ბა ჰქო­ნო­და ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ცხოვ­რობს. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პი­რებს ეტ­ლე­ბით მარ­თლაც და­ეხ­მარ­ნენ და კონ­ცერ­ტე­ბიც ჩა­უ­ტა­რეს, მაგ­რამ კონ­ცერ­ტი და "გას­წი გარ­მო­ნი" რომ ჯან­მრთე­ლო­ბას არ შვე­ლის, მგო­ნი, ვი­ცით. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ასეთ ადა­მი­ა­ნებს ცალ­კე სა­ა­ვად­მყო­ფო ემ­სა­ხუ­რე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო ერთ დროს ასე, მაგ­რამ ამას წი­ნათ სწო­რედ "პრე­მი­ე­რი" წერ­და, რა შავი ღრუ­ბე­ლიც ტრი­ა­ლებს ვე­ტე­რან­თა ჰოს­პი­ტა­ლის თავ­ზე. სწო­რედ ომი­სა და შრო­მის ვე­ტე­რა­ნებს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა­საც შე­ზღუ­დუ­ლი აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, წლე­ბია დან­გრე­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უხ­დე­ბათ სი­ა­რუ­ლი და მათ ისეთ პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ, ჯან­მოს კი არა, რი­გით ადა­მი­ან­საც გა­უკ­ვირ­დე­ბა. ეს სა­ა­ვად­მყო­ფო ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე რომ შემ­თხვე­ვით არ მი­სუ­ლა და რე­მონ­ტი შეგ­ნე­ბუ­ლად არ კეთ­დე­ბა ათწლე­უ­ლე­ბია, ესეც ფაქ­ტია. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ვე­რაფ­რით და­ა­ყე­ნა საშ­ვე­ლი ამ ერთი სეგ­მენ­ტის მო­წეს­რი­გე­ბას და სხვას რას გა­ა­კე­თებს?!

კი­დევ ერთი რე­კო­მენ­და­ცია ჯან­მო-სგან: "იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ფსო­რი­ა­ზი ქრო­ნი­კუ­ლი არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ინ­ვა­ლი­დო­ბას, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მკურ­ნა­ლო­ბაც არ არ­სე­ბობს და აგ­რეთ­ვე, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფსო­რი­ა­ზით ცხოვ­რო­ბენ, ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლის გარ­და, ხში­რად ხდე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ის მსხვერ­პლნი, ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მოც­და­მეშ­ვი­დე მსოფ­ლიო ასამ­ბლეა მის წევრ ქვეყ­ნებს მო­უ­წო­დებს, აქ­ტი­უ­რად გა­ა­ტა­რონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნი­სად­მი მი­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი". სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ფსო­რი­ა­ზის მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და თუ კა­ნის ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რებს ჩვე­ნი ექი­მე­ბი, ან ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რა­ი­მეს ჰპირ­დე­ბი­ან, ამ ეტა­პის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი და სი­სუ­ლე­ლეა, რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ფსო­რი­ა­ზის დროს კანი აღარ სუნ­თქავს და თუ ფსო­რი­აზ­მა სხე­უ­ლის დიდი ნა­წი­ლი მო­იც­ვა, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ფა­ტა­ლუ­რა­დაც დას­რულ­დეს. მსგავ­სი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით პი­რა­დად არ­სად მო­მის­მე­ნია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არც ის არის, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვა ამ სა­ხის და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის რა­ი­მე, უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბა­სა და დახ­მა­რე­ბას თუ ეწე­ვა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­სე­ბობს ასე­თი დახ­მა­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ ხალ­ხმა არა­ფე­რი იცის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ იყე­ნებს. ჯან­მო კი, ცხა­დია, ამ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზეც სა­უბ­რობს ამ რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში.

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვას ვერ­ცხლის­წყლი­სა და ვერ­ცხლის­წყლის შემ­ცვე­ლი ნა­ერ­თე­ბის ზე­გავ­ლე­ნის მავ­ნებ­ლო­ბა­ზეც ესა­უბ­რე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს, რომ მი­ნა­მა­ტას კონ­ვენ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს. მი­ნა­მა­ტა იქით იყოს და სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბია, სა­უ­ბა­რი მი­დის იმის შე­სა­ხებ, რომ მარ­ნე­ულ­ში, ოქ­როს სა­ბა­დო­დან მდი­ნა­რე­ში ჩა­სუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლის სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მნის. სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბიც ჩა­ტარ­და და წყალ­სა და ამ წყლით მორ­წყულ ნი­ა­და­გებ­ში ისე­თი მე­ტა­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა, ჰა­ე­რით და­ბინ­ძუ­რე­ბა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, იქ მო­წე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი­აო, მაგ­რამ მას შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ვლე­ლია. იქ დღემ­დე იგი­ვე ხდე­ბა და არც იმ პრო­დუქ­ტებს ამოწ­მებს ვინ­მე, რო­მე­ლიც ამ ნაკ­ვე­თე­ბი­დან შე­მო­დის ჩვენს სა­კოლ­მე­ურ­ნეო ბაზ­რებ­ში. ვი­წამ­ლე­ბით სოფ­ლის მე­რუ­ნე­ო­ბის სხვა პრო­დუქ­ტე­ბი­თაც, რომ­ლე­ბიც ისეა გაჟ­ღენ­თი­ლი სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი სა­სუ­ქე­ბით, ეს ფაქ­ტი ჯან­მოს კი არა, ნე­ბის­მი­ერ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­ა­ო­ცებს, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებს სხვა გაზ არ გვაქვს და რა­საც გვთა­ვა­ზო­ბენ, იმას ვი­ღებთ კი­დეც. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვა ამ კუ­თხით?

მა­ინ­ცდა­მა­ინც ჯან­მო-მ უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოს, მარ­ნე­ულ­ში ეს ხდე­ბა, კა­ხეთ­ში სა­ზამ­თროს მი­ხომ ზედ­მე­ტი სა­სუ­ქი მო­ა­ყა­რა და მო­წამ­ლუ­ლი ხალ­ხი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში პან­ტა­პუნ­ტით მიჰ­ყავ­თო?! წე­სით და რი­გით, სა­მი­ნის­ტრო მსგავს სტა­ტის­ტი­კას გა­მა­ლე­ბით უნდა აკე­თებ­დეს და თა­ვი­სი ტვი­ნით წყვეტ­დეს, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში რა და რო­გორ გა­ა­კე­თოს. სწო­რედ ეს უწყე­ბა უნდა ტეხ­დეს შე­სა­ბა­მის გან­გაშ­საც. იქ­ნებ მე დავ­ყრუვ­დი და თქვენ მი­თხა­რით, ვინ­მეს გა­გი­გო­ნი­ათ მათი ხმა და ნათ­ქვა­მი სი­ტყვა, - ქარ­თვე­ლი ერი იწამ­ლე­ბა, ეს უკვე გე­ნო­ცი­დი­აო?! მარ­ნე­უ­ლის წყლის მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ შე­დე­გებ­ზე ლა­პა­რა­კი შორს წაგ­ვიყ­ვანს, რად­გან იქა­უ­რი ხალ­ხიც აჯანყდა ამის გამო, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბას საშ­ვე­ლი არ და­ად­გა. ისიც კი ით­ქვა, რომ ამ რე­გი­ონ­ში სიმ­სივ­ნურ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა სწო­რედ ამის გამო იმა­ტა. გზებ­სა და ტრო­ტუ­ა­რებ­ზეც ვინ რას ყი­დის, არა­ვინ უწყის და მო­სახ­ლე­ო­ბაც იმას ყი­დუ­ლობს, რა­საც უფრო ნაკ­ლე­ბი ფასი აქვს, რად­გან სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ ყვე­ლა­ფერ­ზე არ აქვს. ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმა­საც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ამ სა­კი­თხე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა სა­ნე­პიდ­სად­გუ­რე­ბის გა­უქ­მე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მოხ­და, მაგ­რამ ორი წე­ლია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში და მის აღ­დგე­ნას სა­უ­კუ­ნე­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ სჭირ­დე­ბა. მათი მტკი­ცე­ბით, ასე­ვე სას­წრა­ფოდ არის აღ­სად­გე­ნი კვე­ბის ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბიც, რაც ახლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. იქაც რო­გორ ხდე­ბა შე­მოწ­მე­ბე­ბი, არა­ვინ უწყი­სო. წი­ნათ სა­ნე­პიდ­სად­გუ­რე­ბი გახ­სნი­ლი იყო ყვე­ლა რა­ი­ონ­ში და მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამოწ­მებ­დნენ კვე­ბის ობი­ექ­ტებს. გა­სა­გე­ბია, რომ იქ კო­რუფ­ცი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი ხდე­ბო­და, მაგ­რამ კო­რუფ­ცია მო­ეს­პოთ და არა კონ­ტრო­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მსგავ­სი ფორ­მე­ბით მა­ინც აღარ მო­ი­წამ­ლე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ვხე­დავთ, ამ სის­ტე­მის აღ­დგე­ნა­ზე მე­ოც­ნე­ბე მთავ­რო­ბაც არ ფიქ­რობს და უცხო­ე­თი­დან ჯან­მოს ელო­დე­ბა, ვერ­ცხლის­წყალ­ზე მოს­წერს რე­კო­მენ­და­ცი­ას, არ და­უშ­ვა­თო, თუ სხვა მე­ტალ­ზე. წე­სით და რი­გით, ნორ­მა­ლურ მთავ­რო­ბას სხვი­სი რე­კო­მენ­და­ცია არც უნდა სჭირ­დე­ბო­დეს, ისე უნდა ზრუ­ნავ­დეს ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ...

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი სრუ­ლი­ად სხვა რა­მეა, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვა­ში ჯან­მო-ს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ვერ შეს­რულ­დე­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კერ­ძო კლი­ნი­კებს გა­და­ა­ბა­რა, სა­დაც ამ რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, კლი­ნი­კის მე­პატ­რო­ნის კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რაც არ უნდა სა­გუ­ლის­ხმო რჩე­ვა მის­ცეს სა­მი­ნის­ტროს ჯან­მომ, რაც არ უნდა სა­უ­კე­თე­სო რე­ზო­ლუ­ცია და­უ­წე­როს, როცა სა­მე­დი­ცი­ნო ობი­ექ­ტე­ბი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ჯან­დაც­ვის ორ რგოლს ერ­თმა­ნეთ­თან არა­ფე­რი აკავ­ში­რებს, კონ­კუ­რენ­ცი­ის, ავად­მყო­ფე­ბის მზიდ­ვი­სა და ფუ­ლის უკეთ კე­თე­ბის გარ­და, სა­ინ­ტე­რე­სოა, ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მათ ვინ და რო­გორ უნდა მოს­თხო­ვოს?! თუ არ მოს­თხო­ვეს კი­დევ, რო­გორ უნდა შეს­რულ­დეს?! მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე, რო­გორც ეს ხდე­ბო­და და ხდე­ბა?! რა ძა­ლე­ბი აქვს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მერ­კან­ტი­ლურ ინ­ტე­რე­სებს წინ რომ აღუდ­გეს?! ესაა მთე­ლი ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა, სა­ი­და­ნაც გა­მო­დის ის, რომ სა­ნამ სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი არ ექ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ობი­ექ­ტებ­ზე, ნორ­მა­ლურ ჯან­დაც­ვა­ზე არც უნდა ვი­ოც­ნე­ბოთ.

ჯან­მოს რე­კო­ენ­და­ცი­ე­ბის ნუს­ხა­ში კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მი­თი­თე­ბა-რე­კო­მენ­და­ცია აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ეს გახ­ლავთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქა­ლე­ბის, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის მი­მართ დაძ­ლე­ვის სა­კი­თხში. არ ვიცი, ჯან­მომ იცის თუ არა, რომ სწო­რედ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ქალი გახ­და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, ამ ფაქ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი კი ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. საქ­მე ისაა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ არსბე­ობს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, მო­ძა­ლა­დე შე­სა­ბა­მი­სად რომ და­ი­სა­ჯოს, ან წი­ნას­წარ შეძ­ლოს ვინ­მემ, ქალს თა­ვი­დან აა­რი­დოს მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი. მე­ტიც, არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფსი­ქი­კუ­რად ავად­მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სრულ­ფა­სოვ­ნად და­ი­ცავს, ამი­ტომ მსგავ­სი ავა­დო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში თა­ვი­სუფ­ლად და­ი­ა­რე­ბი­ან და საფრ­თხეს უქ­მნი­ან მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს. ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო და­ან­გრი­ეს, გა­ა­ნად­გუ­რეს და ერთ პა­ტა­რა სივ­რცე­ში ისე შე­ყუ­ჟეს, თით­ქოს ამ მხრივ ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა არ იყოს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და თა­ვად მი­ნის­ტრი კი, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყო, კერ­ძო სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის გახ­სნი­თა და სა­ძირ­კვლის ჩაყ­რით უფრო იღ­ლე­ბა, ვიდ­რე ხალ­ხის­თვის რე­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვით. შე­იძ­ლე­ბა ცუდი შე­და­რე­ბა გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ქარ­თულ ჯან­დაც­ვა­ში უკვე იმ­დე­ნი პრობ­ლე­მაა, რამ­დე­ნი თმაც აქვს ადა­მი­ანს თავ­ზე. ეს ყვე­ლა­ზე უკეთ სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცის და სხვამ ამის გა­მო­სას­წო­რებ­ლად რე­კო­მენ­და­ცია რო­გორ უნდა მის­ცეს, ესეც სა­ინ­ტე­რე­სოა. თუმ­ცა ბო­რო­ტი ხმე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს ამ სტრუქ­ტუ­რის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი გემ­რი­ე­ლად იყე­ნე­ბენ და თი­თო­ე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ა­ზე გრან­ტე­ბიც აქვთ დათ­რე­უ­ლი. პრო­ექ­ტებ­ში ახ­ლობ­ლე­ბი უს­ხე­დან და ფულს კარ­გად ჭრი­ა­ნო. ამ ქვე­ყა­ნა­ში ნამ­დვი­ლად არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ასეც რომ იყოს.

და­ბო­ლოს, რო­გორ ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვა ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, როცა ქვე­ყა­ნა­ში აღარ არ­სე­ბობს სა­ა­ვად­მყო­ფო, რო­მელ­საც გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს კა­რან­ტი­ნის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნებს? ემ­ბო­ლას ვირუ­სულ­მა და­ა­ვა­დე­ბამ მსოფ­ლიო მო­იც­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი იმ ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­დის ხალ­ხი, სა­დაც ის მძვინ­ვა­რებს. წე­სით და რი­გით, ისი­ნი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა შეჰ­ყავ­დეთ და კა­რან­ტინ­ში ამ­ყო­ფებ­დნენ, სხვა­საც რომ არ გა­დას­დონ რამე. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იქ გა­ა­ტა­რე­ბი­ნონ და თუ და­ა­ვა­დე­ბა არ აღ­მო­აჩ­ნდე­ბათ, მერე მის­ცენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გას­ვლის უფ­ლე­ბა. ასე ვიქ­ნე­ბით და­ზღვე­უ­ლი, ეს ვირუ­სი ჩვენ­თა­ნაც რომ არ შე­მო­ვა და ქარ­თვე­ლებ­საც არ და­ე­რე­ვა, მაგ­რამ ამის გა­კე­თე­ბა არა­ვის უნდა და ქა­რის წის­ქვი­ლებს ებ­რძვი­ან. რა­ტომ?! ეს კი­თხვა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. თუმ­ცა ზუს­ტად არც ის არის ცნო­ბი­ლი, ვინ უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი - ჯან­დაც­ვამ?! პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა?! პრე­ზი­დენ­ტმა? თუ კი­დევ სხვა ვინ­მემ?!

წყა­რო: გა­ზე­თი "პრე­მი­ე­რი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ ვერ შესრულდება საქართველოს ჯანდაცვაში ჯანმო-ს რეკომენდაციები?

რატომ ვერ შესრულდება საქართველოს ჯანდაცვაში ჯანმო-ს რეკომენდაციები?

ახლა გადავხედოთ, კიდევ რა რეკომენდაციები მისცა 2014 წელს ჯანმომ (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) საქართველოს და ჩვენ რა გავაკეთეთ ამის შემდგომ. თემას სტატიას უძღვნის გაზეთი "პრემიერი".

საქართველოში ბოლო წლებში ხშირად ვიგებთ შემზარავ ფაქტებს, როცა მშობელს არა აქვს საშუალება, შვილს უმკურნალოს, არადა მძიმედ ჰყავს ავად, მკურნალობა კი დიდ ხარჯებს მოითხოვს. ვერასდროს დავივიწყებ ტრაგედიას, როცა მამამ თავი იმიტომ მოიკლა, რომ მისი გასვენების დროს შემოსული თანხით შვილისთვის ემკურნალათ. ახლა რაც არ უნდა ხელები ასავსავოს ჯანდაცვის სამინისტრომ, იუაროს და აპიაროს საყოველთაო ჯანდაცვა, ფაქტია, რომ მამამ შვილის გადასარჩენად ყველა ღონეს მიმართა, ყველა ინსტანცია ხვეწნით მოიარა, მის შვილს რომ დახმარებოდნენ, მათ შორის ჯანდაცვის სტრუქტურებიც, მაგრამ გამოსავალი მაინც თვითმკვლელობა აღმოჩნდა, რადგან არავინ დაეხმარათ. არ გამიგია, ამ ფაქტის გამო ვინმე დაესაჯოთ, ანუ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ გაუგონარმა ტრაგედიამაც პირველი თოვლივით, ჩვეულებრივ ჩაიარა. არადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2014 წლის რეზოლუციებში შავით თეთრზე წერს: ჯანდაცვა და პირველადი აუცილებელი მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოსო. ჩვენი საზოგადოებისთვის მედიკამენტების თემა ყოველთვის პრობლემა იყო და ახლაც ასეა. წინათ თუ მხოლოდ წამლის საოცრად გაზრდილი ფასები ურტყამდა მოსახლეობის ჯიბეს და წამალი ხელმიუწვდომელი ამიტომ იყო, ახლა ამას რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენაც დაემატა. ჯამში კი გამოვიდა, რომ, თუ აქამდე ადამიანს "ნიმესილი" 45 თეთრი უჯდებოდა, ახლა მას ექიმთან ვიზიტის თანხაც დაემატება და ერთი პაკეტი წამლის ფასი, ალბათ, ლარამდე ავა. აღარაფერს ვამბობ ისედაც ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რომელსაც ექიმი კი უწერს ავადმყოფს, მაგრამ ის ვერ ყიდულობს სიძვირის გამო. ასეთი შემთხვევა უამრავია და ცხადია, მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვა ვერ გამოასწორებს ამ დარგის ჩასვრილ კუთხეებს. აი, ასე ასრულებს საქართველოს ჯანდაცვა ჯანმოს, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და ყოველი სიტყვის შემდეგ, პიარულად და სიამაყით ახსენებენ ხოლმე, მათ გვითხრესო. ახლა გადავხედოთ, კიდევ რა რეკომენდაციები მისცა 2014 წელს ჯანმომ საქართველოს და ჩვენ რა გავაკეთეთ ამის შემდგომ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, რომ 2014-2021 წლებში უკეთესი ჯანმრთლეობა ჰქონოდა ყველა ადამიანს, ვინც შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრობს. წყაროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ეტლებით მართლაც დაეხმარნენ და კონცერტებიც ჩაუტარეს, მაგრამ კონცერტი და "გასწი გარმონი" რომ ჯანმრთელობას არ შველის, მგონი, ვიცით. როგორც ცნობილია, ყველა ქვეყანაში ასეთ ადამიანებს ცალკე საავადმყოფო ემსახურებათ. საქართველოშიც იყო ერთ დროს ასე, მაგრამ ამას წინათ სწორედ "პრემიერი" წერდა, რა შავი ღრუბელიც ტრიალებს ვეტერანთა ჰოსპიტალის თავზე. სწორედ ომისა და შრომის ვეტერანებს, რომელთა უმეტესობასაც შეზღუდული აქვს შესაძლებლობები, წლებია დანგრეულ საავადმყოფოში უხდებათ სიარული და მათ ისეთ პირობებში მკურნალობენ, ჯანმოს კი არა, რიგით ადამიანსაც გაუკვირდება. ეს საავადმყოფო ამ მდგომარეობამდე რომ შემთხვევით არ მისულა და რემონტი შეგნებულად არ კეთდება ათწლეულებია, ესეც ფაქტია. საქართველოს მთავრობამ ვერაფრით დააყენა საშველი ამ ერთი სეგმენტის მოწესრიგებას და სხვას რას გააკეთებს?!

კიდევ ერთი რეკომენდაცია ჯანმო-სგან: "იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფსორიაზი ქრონიკული არაგადამდები დაავადებაა, რომელიც იწვევს ინვალიდობას, რომლის საწინააღმდეგო მკურნალობაც არ არსებობს და აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები, რომლებიც ფსორიაზით ცხოვრობენ, ფიზიკური ტკივილის გარდა, ხშირად ხდებიან სოციალური სტიგმატიზაციის მსხვერპლნი, ჯანმრთელობის სამოცდამეშვიდე მსოფლიო ასამბლეა მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, აქტიურად გაატარონ საზოგადოების ინფორმირებულობის დონისადმი მიმართული ღონისძიებები". სპეციალისტებიც ამტკიცებენ, რომ ფსორიაზის მკურნალობა შეუძლებელია და თუ კანის ამ დაავადების მქონე პირებს ჩვენი ექიმები, ან ჯანდაცვის წარმომადგენლები რაიმეს ჰპირდებიან, ამ ეტაპისთვის ყველაფერი ტყუილი და სისულელეა, როგორც შევიტყვეთ, ფსორიაზის დროს კანი აღარ სუნთქავს და თუ ფსორიაზმა სხეულის დიდი ნაწილი მოიცვა, შეიძლება ადამიანის სიცოცხლე ფატალურადაც დასრულდეს. მსგავსი სახის ინფორმაცია ამ დაავადების მიმართულებით პირადად არსად მომისმენია. საზოგადოებისთვის ცნობილი არც ის არის, საქართველოს ჯანდაცვა ამ სახის დაავადებულებისთვის რაიმე, უფასო მკურნალობასა და დახმარებას თუ ეწევა. ყოველ შემთხვევაში, თუ არსებობს ასეთი დახმარება, ამის შესახებ ხალხმა არაფერი იცის და აქედან გამომდინარე, ვერ იყენებს. ჯანმო კი, ცხადია, ამ ინფორმირებულობაზეც საუბრობს ამ რეკომენდაციაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს ჯანდაცვას ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლის შემცველი ნაერთების ზეგავლენის მავნებლობაზეც ესაუბრება და რეკომენდაციას აძლევს, რომ მინამატას კონვენციის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს. მინამატა იქით იყოს და საქართველოში წლებია, საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ მარნეულში, ოქროს საბადოდან მდინარეში ჩასული ნარჩენები ადამიანებს სიცოცხლის საშიშროებას უქმნის. სპეციალური კვლევებიც ჩატარდა და წყალსა და ამ წყლით მორწყულ ნიადაგებში ისეთი მეტალები აღმოჩნდა, ჰაერით დაბინძურებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იქ მოწეული კულტურების საკვებად გამოყენება ყოვლად დაუშვებელიაო, მაგრამ მას შემდეგ მდგომარეობა უცვლელია. იქ დღემდე იგივე ხდება და არც იმ პროდუქტებს ამოწმებს ვინმე, რომელიც ამ ნაკვეთებიდან შემოდის ჩვენს საკოლმეურნეო ბაზრებში. ვიწამლებით სოფლის მერუნეობის სხვა პროდუქტებითაც, რომლებიც ისეა გაჟღენთილი სხვადასხვა ქიმიური სასუქებით, ეს ფაქტი ჯანმოს კი არა, ნებისმიერ ცივილიზებულ ორგანიზაციას გააოცებს, მაგრამ ქართველებს სხვა გაზ არ გვაქვს და რასაც გვთავაზობენ, იმას ვიღებთ კიდეც. საინტერესოა, რას აკეთებს საქართველოს ჯანდაცვა ამ კუთხით?

მაინცდამაინც ჯანმო-მ უნდა შეატყობინოს, მარნეულში ეს ხდება, კახეთში საზამთროს მიხომ ზედმეტი სასუქი მოაყარა და მოწამლული ხალხი საავადმყოფოებში პანტაპუნტით მიჰყავთო?! წესით და რიგით, სამინისტრო მსგავს სტატისტიკას გამალებით უნდა აკეთებდეს და თავისი ტვინით წყვეტდეს, საკუთარ ქვეყანაში რა და როგორ გააკეთოს. სწორედ ეს უწყება უნდა ტეხდეს შესაბამის განგაშსაც. იქნებ მე დავყრუვდი და თქვენ მითხარით, ვინმეს გაგიგონიათ მათი ხმა და ნათქვამი სიტყვა, - ქართველი ერი იწამლება, ეს უკვე გენოციდიაო?! მარნეულის წყლის მომაკვდინებელ შედეგებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, რადგან იქაური ხალხიც აჯანყდა ამის გამო, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებას საშველი არ დაადგა. ისიც კი ითქვა, რომ ამ რეგიონში სიმსივნურმა დაავადებებმა სწორედ ამის გამო იმატა. გზებსა და ტროტუარებზეც ვინ რას ყიდის, არავინ უწყის და მოსახლეობაც იმას ყიდულობს, რასაც უფრო ნაკლები ფასი აქვს, რადგან სრული ინფორმაცია ამ ყველაფერზე არ აქვს. ჯანდაცვის სპეციალისტები იმასაც ამტკიცებენ, რომ ამ საკითხების გაუარესება სანეპიდსადგურების გაუქმებამ გამოიწვია, რაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა, მაგრამ ორი წელია, ახალი ხელისუფლება არის ქვეყნის სათავეში და მის აღდგენას საუკუნეები ნამდვილად არ სჭირდება. მათი მტკიცებით, ასევე სასწრაფოდ არის აღსადგენი კვების ჰიგიენის ნორმებიც, რაც ახლა ლაბორატორიის დონეზეა აყვანილი და ამასთან დაკავშირებით სხვა არაფერი კეთდება. იქაც როგორ ხდება შემოწმებები, არავინ უწყისო. წინათ სანეპიდსადგურები გახსნილი იყო ყველა რაიონში და მათი წარმომადგენლები ამოწმებდნენ კვების ობიექტებს. გასაგებია, რომ იქ კორუფციული ფაქტები ხდებოდა, მაგრამ კორუფცია მოესპოთ და არა კონტროლი. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი ფორმებით მაინც აღარ მოიწამლებოდნენ ადამიანები, მაგრამ როგორც ვხედავთ, ამ სისტემის აღდგენაზე მეოცნებე მთავრობაც არ ფიქრობს და უცხოეთიდან ჯანმოს ელოდება, ვერცხლისწყალზე მოსწერს რეკომენდაციას, არ დაუშვათო, თუ სხვა მეტალზე. წესით და რიგით, ნორმალურ მთავრობას სხვისი რეკომენდაცია არც უნდა სჭირდებოდეს, ისე უნდა ზრუნავდეს ხალხის ჯანმრთელობაზე, მაგრამ...

ყველაზე მთავარი კი სრულიად სხვა რამეა, რის გამოც საქართველოს ჯანდაცვაში ჯანმო-ს რეკომენდაციები ვერ შესრულდება. ჯანდაცვის სამინისტრომ მთელი პასუხისმგებლობა კერძო კლინიკებს გადააბარა, სადაც ამ რეზოლუციების შესრულება, კლინიკის მეპატრონის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა საგულისხმო რჩევა მისცეს სამინისტროს ჯანმომ, რაც არ უნდა საუკეთესო რეზოლუცია დაუწეროს, როცა სამედიცინო ობიექტები არის დამოუკიდებელი და ჯანდაცვის ორ რგოლს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, კონკურენციის, ავადმყოფების მზიდვისა და ფულის უკეთ კეთების გარდა, საინტერესოა, ჯანმოს რეკომენდაციების შესრულება მათ ვინ და როგორ უნდა მოსთხოვოს?! თუ არ მოსთხოვეს კიდევ, როგორ უნდა შესრულდეს?! მხოლოდ ქაღალდზე, როგორც ეს ხდებოდა და ხდება?! რა ძალები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, კერძო ინვესტორების მერკანტილურ ინტერესებს წინ რომ აღუდგეს?! ესაა მთელი ჩვენი უბედურება, საიდანაც გამოდის ის, რომ სანამ სახელმწიფოს თავისი უფლებები არ ექნება სამედიცინო ობიექტებზე, ნორმალურ ჯანდაცვაზე არც უნდა ვიოცნებოთ.

ჯანმოს რეკოენდაციების ნუსხაში კიდევ ერთი საინტერესო მითითება-რეკომენდაცია აღმოვაჩინეთ. ეს გახლავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის როლის გაძლიერება ძალადობის პრობლემის, განსაკუთრებით კი ქალების, ახალგაზრდა გოგონებისა და ბავშვების მიმართ დაძლევის საკითხში. არ ვიცი, ჯანმომ იცის თუ არა, რომ სწორედ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში უამრავი ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამ ფაქტების დიდი ნაწილი კი ფატალურად დასრულდა. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ არსბეობს კანონმდებლობა, მოძალადე შესაბამისად რომ დაისაჯოს, ან წინასწარ შეძლოს ვინმემ, ქალს თავიდან აარიდოს მსგავსი პრობლემები. მეტიც, არ არსებობს კანონი, რომელიც საზოგადოებას ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანებისგან სრულფასოვნად დაიცავს, ამიტომ მსგავსი ავადობის ადამიანები ქუჩაში თავისუფლად დაიარებიან და საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოქალაქეებს. ფსიქიატრიული საავადმყოფო დაანგრიეს, გაანადგურეს და ერთ პატარა სივრცეში ისე შეყუჟეს, თითქოს ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემა არ იყოს. ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და თავად მინისტრი კი, როგორც სააკაშვილის დროს იყო, კერძო საავადმყოფოების გახსნითა და საძირკვლის ჩაყრით უფრო იღლება, ვიდრე ხალხისთვის რეალურ დახმარებაზე ზრუნვით. შეიძლება ცუდი შედარება გამომივიდეს, მაგრამ ქართულ ჯანდაცვაში უკვე იმდენი პრობლემაა, რამდენი თმაც აქვს ადამიანს თავზე. ეს ყველაზე უკეთ სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ იცის და სხვამ ამის გამოსასწორებლად რეკომენდაცია როგორ უნდა მისცეს, ესეც საინტერესოა. თუმცა ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ჯანმოს რეკომენდაციებს ამ სტრუქტურის ჩინოვნიკები გემრიელად იყენებენ და თითოეულ რეკომენდაციაზე გრანტებიც აქვთ დათრეული. პროექტებში ახლობლები უსხედან და ფულს კარგად ჭრიანო. ამ ქვეყანაში ნამდვილად არ გამიკვირდება, ასეც რომ იყოს.

დაბოლოს, როგორ ასრულებს საქართველოს ჯანდაცვა ჯანმოს რეკომენდაციებს, როცა ქვეყანაში აღარ არსებობს საავადმყოფო, რომელსაც გადამდები დაავადებების დროს კარანტინის მიზნით გამოიყენებს? ემბოლას ვირუსულმა დაავადებამ მსოფლიო მოიცვა. საქართველოში კი იმ ქვეყნებიდან ჩამოდის ხალხი, სადაც ის მძვინვარებს. წესით და რიგით, ისინი სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეჰყავდეთ და კარანტინში ამყოფებდნენ, სხვასაც რომ არ გადასდონ რამე. გარკვეული პერიოდი იქ გაატარებინონ და თუ დაავადება არ აღმოაჩნდებათ, მერე მისცენ საზოგადოებაში გასვლის უფლება. ასე ვიქნებით დაზღვეული, ეს ვირუსი ჩვენთანაც რომ არ შემოვა და ქართველებსაც არ დაერევა, მაგრამ ამის გაკეთება არავის უნდა და ქარის წისქვილებს ებრძვიან. რატომ?! ეს კითხვა პასუხგაუცემელია. თუმცა ზუსტად არც ის არის ცნობილი, ვინ უნდა გასცეს პასუხი - ჯანდაცვამ?! პრემიერ-მინისტრმა?! პრეზიდენტმა? თუ კიდევ სხვა ვინმემ?!

წყარო: გაზეთი "პრემიერი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია