პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეზო გორში, სადაც მიცვალებულები მიწიდან ამოდიან - "ნასაყდრალზე მცხოვრები ოჯახი ვერ გაიხარებს"
"ეზო გორში, სადაც მიცვალებულები მიწიდან ამოდიან - "ნასაყდრალზე მცხოვრები ოჯახი ვერ გაიხარებს"

"გზის" 2009 წლის N16-ში და­ი­ბეჭ­და ამ­ბა­ვი ნა­საყ­დ­რალ­ზე მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. საქ­მე ეხე­ბა გორ­ში, ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ ცე­რა­ძე­ე­ბის ოჯახს. შე­გახ­სე­ნებთ, მათ ეზო­ში მი­წის ზე­და­პი­რი­დან ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხად ქცე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი - თა­ვის ქა­ლე­ბი, კბი­ლე­ბი და ძვლე­ბი ამო­დის. მახ­სოვს, ეზო­ში პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­დი, სულ დაბ­ლა ვი­ყუ­რე­ბო­დი. ვცდი­ლობ­დი, ძვლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც მი­წის ზე­და­პირ­ზე მო­ჩან­და, ფე­ხი არ და­მედ­გა. ანო­მა­ლი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი 9 წლის წინ, მას შემ­დეგ და­იწყო, რაც ეზო­ში სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლე­ბი შეც­ვა­ლეს და ის მთელ სიგ­რ­ძე­ზე გა­ითხა­რა.

ჯერ ადა­მი­ა­ნის თა­ვის ქა­ლა იპო­ვეს, მე­ო­რე დღეს კი მი­წის ზე­და­პირ­ზე რამ­დე­ნი­მე და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი ჩონ­ჩხიც გა­მოჩ­ნ­და. ერთ-ერთ მათ­განს, რო­მელ­საც სხვე­ბი­ვით, ხე­ლე­ბი გულ­ზე ჰქონ­და გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი, ხელ­ში თი­ხის ფი­ა­ლა ეჭი­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იპო­ვეს ვერ­ცხ­ლის მო­ნე­ტე­ბიც. დი­ა­სახ­ლი­სი მი­ამ­ბობ­და - რო­ცა ად­გილს ძვლე­ბის­გან ასუფ­თა­ვებ­და, სულ მა­ლე იქ ისევ ჩნდე­ბო­და ახა­ლი ძვლე­ბი. მი­სი თქმით, ძვლე­ბი სო­კო­ე­ბი­ვით მრავ­ლ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - წვი­მის შემ­დეგ. შუ­ა­გულ ეზო­ში ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ნან­გ­რე­ვე­ბია - წმინ­და თევ­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის ნი­ში. რამ­დე­ნი­მე წლის წინ აქ მრა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რი და ის­ტო­რი­კო­სი მო­დი­ო­და. არ­ქე­ო­ლო­გე­ბი მას­შ­ტა­ბუ­რი გათხ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­საც გეგ­მავ­დ­ნენ, მაგ­რამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ეს საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

არ­ქე­ო­ლოგ ზვი­ად ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, მსგავ­სი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა დღეს დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა და კარ­გი იქ­ნე­ბა, ამ ეროვ­ნულ საქ­მეს სპონ­სო­რი თუ გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა. მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ცე­რა­ძე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­საძ­ლოა, ძვე­ლი სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რია აღ­მოჩ­ნ­დეს. სა­მარ­ხე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­წის დო­ნემ­დეა ამო­სუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 40 სან­ტი­მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე სა­მარ­ხის ქვე­ბი და მათ ქვეშ ორ წრედ არ­სე­ბუ­ლი ნა­მარ­ხე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი სარ­კო­ფა­გი წი­თე­ლი აგუ­რი­თაა ნა­შე­ნი. ერთ-ერ­თი ვერ­სი­ით, ნა­მარ­ხ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით არ იყ­ვ­ნენ დაკ­რ­ძა­ლულ­ნი, ამი­ტომ შე­საძ­ლოა, სა­საფ­ლაო უფ­რო ად­რინ­დე­ლი იყოს, ვიდ­რე ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, თურ­ქებ­მა და­ან­გ­რი­ეს.

არ­ქე­ო­ლოგ ზვი­ად ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით კი თი­ხის ჭურ­ჭ­ლის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბი ად­რინ­დე­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ოს­ტე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა (ძვლო­ვა­ნი მა­სა). ეკ­ლე­სი­აც ად­რე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნის არის, შე­იძ­ლე­ბა - ცო­ტა გვი­ან­დე­ლიც.

ეს უც­ნა­უ­რი სახ­ლი ქალ­ბა­ტონ ლი­და ცე­რა­ძის მა­მამ­თილს 1935 წელს შე­უ­ძე­ნია. რო­ცა ეზო­ში ეს უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბი და­იწყო, დი­ა­სახ­ლი­სი და­ინ­ტე­რეს­და, თუ ვინ ცხოვ­რობ­და აქ მა­ნამ­დე, რა ბე­დი ეწია ძველ მო­ბი­ნად­რე­ებს, მაგ­რამ ამის თა­ო­ბა­ზე ვერც ოჯა­ხის და ვერც ქა­ლა­ქის არ­ქივ­ში ვე­რა­ნა­ირ სა­ბუთს ვერ მი­აკ­ვ­ლია. წმინ­და თევ­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ნიშ­თან ხში­რად შე­სა­წი­რა­ვად მა­მა­ლიც კი მოჰ­ყავ­დათ. შემ­დეგ მას იქ­ვე კლავ­დ­ნენ და ეკ­ლე­სი­ის მოზ­რ­დილ ქვა­ზე სუფ­რა­საც შლიდ­ნენ. ეკ­ლე­სი­ა­ში სან­თ­ლებს ან­თე­ბენ, ლო­ცუ­ლო­ბენ. მსურ­ვე­ლე­ბი აქა­უ­რო­ბას ფულ­საც სწი­რა­ვენ. ამ ფუ­ლით კი ისევ სან­თ­ლებს ყი­დუ­ლო­ბენ. აქ მცხოვ­რებთ აქვთ რწმე­ნა: თუ ნა­საყ­დ­რალს უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მო­ეპყ­რო­ბი­ან, ღმერ­თი დას­ჯის. ცე­რა­ძე­ე­ბი წუ­ხილს გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ იმის გა­მო, რომ ნა­საყ­დ­რალ­ზე უწევთ ცხოვ­რე­ბა. თა­ვი­სი უბე­დო­ბის მი­ზეზ­საც ამა­ში ხე­და­ვენ.

მას შემ­დეგ, რაც წი­ნა ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, 5 წე­ლი გა­ვი­და. და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა შე­იც­ვა­ლა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ოჯახ­ში, რა ბე­დი ეწია მათ უც­ნა­ურ კარ-მი­და­მოს.

ჭიშ­კა­რი რომ შე­ვა­ღე, მივ­ხ­ვ­დი, რომ არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა. თით­ქოს დრო შე­ჩე­რე­ბუ­ლაო, ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისე დამ­ხ­ვ­და. ეზო­ში ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ვი­და, ძაღ­ლი და­ა­შოშ­მი­ნა და ზუს­ტად იგი­ვე სიტყ­ვე­ბი მითხ­რა, რაც პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას: ძაღ­ლი ავი სუ­ლე­ბის­გან გვი­ცავ­სო. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ლი­და ცე­რა­ძე იყო.

ლი­და ცე­რა­ძე:

- ის აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც ამ აღ­მო­ჩე­ნამ გა­მო­იწ­ვია, კარ­გა ხა­ნია, შეწყ­და. ყვე­ლამ მი­ი­ვი­წყა ეს ამ­ბა­ვი. რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აღა­რა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამ ცო­ტა ხნის წინ ვი­ღაც შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და 100 ლა­რის სა­ნაც­ვ­ლოდ, ეზოს გათხ­რის უფ­ლე­ბა მთხო­ვა. ალ­ბათ იმე­დი ჰქონ­და, რომ ძვირ­ფას ნივ­თებს აღ­მო­ა­ჩენ­და. რა თქმა უნ­და, უა­რით გა­ვის­ტუმ­რე.

- უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის წინ ეზო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეთ - შუა სა­უ­კუ­ნის დრო­ინ­დე­ლი თა­სე­ბი, მო­ნე­ტე­ბი - ახ­ლა სად არის?

- აქეთ-იქით გა­იბ­ნა. გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად გა­ვა­ტა­ნეთ თა­ვის ქა­ლას­თან და ჩონ­ჩხის სხვა ნა­წი­ლებ­თან ერ­თად. მა­შინ იმ­დე­ნი ვინ­მე მო­დი­ო­და, უკ­ვე აღარც ვი­ცი, ვინ რა წა­ი­ღო. ის კი ვი­ცი, რომ ნივ­თე­ბი ფას­და­უ­დე­ბე­ლია. პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის რომ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, დიდ­ძალ ფულს ვი­შო­ვი­დით. თუმ­ცა, მი­ხა­რია, რომ ასე­თი რამ მა­შინ აზ­რა­დაც არ მოგ­ვ­ს­ვ­ლია, რად­გან ეს სი­კე­თეს არ მოგ­ვი­ტან­და. მინ­და, ისი­ნიც გა­ვაფ­რ­თხი­ლო: თუ ვინ­მემ აქე­დან მო­გე­ბა ნა­ხა, გონს მო­ე­გონ და თა­ვი­დან მო­ი­ცი­ლონ ეს ნივ­თე­ბი, თო­რემ უბე­დუ­რე­ბას მო­იმ­კი­ან. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ასე მწამს. ქა­ლიშ­ვილ­თან და ორ შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. მზი­ას იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­ზეც სწავ­ლობ­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან უკ­ვირს, ასე­თი ყო­ჩა­ღი და გო­ნი­ე­რი ქა­ლი უმუ­შე­ვა­რი რა­ტომ უნ­და იყო­სო?! ხე­ლი არა­ფერ­ში ემარ­თე­ბა. საქ­მე საქ­მე­ზე რომ იყოს მი­სუ­ლი, სას­წა­უ­ლი მოხ­დე­ბა და ის საქ­მე მა­ინც არ გა­მო­ვა. მე­ო­რე ბავ­შ­ვი რომ გა­ა­ჩი­ნა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა შე­ერ­ყა, ერ­თი თვე იწ­ვა, წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტა. ჩემს მე­ო­რე ქა­ლიშ­ვილ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა შრო­მის­მოყ­ვა­რეა: ვშრო­მობთ, ვცდი­ლობთ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­დის. ცო­ტა ხნის წინ გან­ვა­დე­ბით გა­მო­ვი­ტა­ნეთ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა და ბაღ­ში ორი ოთა­ხის აშე­ნე­ბა და­ვი­წყეთ. ვი­ფიქ­რეთ, გა­ვა­ქი­რა­ვებთ და ცო­ტას ამო­ვი­სუნ­თ­ქავთ-თქო, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­დის, მშე­ნებ­ლო­ბა ვე­რა და ვერ და­ვამ­თავ­რეთ. თქვე­ნი თვა­ლით ხე­დავთ, რა პი­რო­ბებ­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა: ქოხ­ში მხო­ლოდ ერ­თი ოთა­ხია, რო­მე­ლიც გა­დავ­ტიხ­რეთ და ორი ისე­თი პა­წა­წი­ნა ოთა­ხი გა­მოგ­ვი­ვი­და, კუდს ვერ მო­იქ­ნევ...

- სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ გაქვთ?

- არ მოგ­ვ­ცეს. სულ შიშ­ში ვარ: გა­თე­ნე­ბის მე­ში­ნია, მო­მავ­ლის მე­ში­ნია. ხან­და­ხან ვფიქ­რობთ, მი­ვა­ტო­ვოთ ყვე­ლა­ფე­რი და გა­ვიქ­ცეთ აქე­დან შორს, მაგ­რამ სად წა­ვი­დეთ? ბავ­შ­ვე­ბით ღია ცის ქვეშ ხომ არ ვი­ცხოვ­რებთ. მშვე­ლე­ლი არ­სა­ი­დან ჩანს. ეკ­ლე­სი­ის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა რომ ადა­მი­ანს ძვი­რად უჯ­დე­ბა, ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თი ვი­ცი. ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნი­დან, სო­ფელ ღვლე­ვი­დან ვარ წარ­მო­შო­ბით. მახ­სოვს, ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში მე­ზო­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ის ნან­გ­რე­ვი ქვე­ბით სახ­ლი აიშე­ნა. მა­ლე­ვე ჯერ ერ­თი ბი­ჭი და­ე­ღუ­პა, მე­რე - მე­ო­რე. თა­ვად კი ამ­დენ უბე­დუ­რე­ბას ვერ გა­უძ­ლო და ისიც გარ­და­იც­ვა­ლა. ოდეს­ღაც ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი, სულ გა­ნად­გურ­და. ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ ამ კა­ცის მე­უღ­ლე დარ­ჩა, მაგ­რამ რა­ღა ფა­სი ჰქონ­და მის სი­ცოცხ­ლეს?! ის სახ­ლი კი სულ და­ინ­გ­რა. დღეს იმ ად­გილ­ზე ქვე­ბის გრო­ვაა მხო­ლოდ.

- სახ­ლის გა­ყიდ­ვა არ გიც­დი­ათ?

- ტე­რი­ტო­რი­აც დი­დია და ად­გი­ლიც კარ­გია, მაგ­რამ ამ ად­გი­ლის ამ­ბავს ვინც გა­ი­გებს, გა­უჩ­ნ­დე­ბა აქ ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი?.. ან რა ნა­მუ­სით შევ­თა­ვა­ზო სხვას აქ ცხოვ­რე­ბა და ამ ცოდ­ვის კი­სერ­ზე აღე­ბა?! ამას ვერ და­ვუშ­ვებ.

- გა­მო­სა­ვალს რა­ში ხე­დავთ?

- კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ნი­შაა, ეკ­ლე­სია აშენ­დე­ბა, თუნ­დაც მცი­რე ზო­მის. ეს იქ­ნე­ბო­და მოქ­მე­დი ეკ­ლე­სია, სა­დაც ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა შეს­რულ­დე­ბო­და. ჩვე­ნი სახ­ლი კი უნ­და და­ინ­გ­რეს და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ცო­ტა მო­შო­რე­ბით, ახა­ლი აშენ­დეს ან კომ­პენ­სა­ცია მოგ­ვ­ცენ სახ­ლის შე­სა­ძე­ნად. რო­გორც ვი­ცი, ჩვე­ნი სახ­ლი ეკ­ლე­სი­ის კე­დელ­ზეა მი­შე­ნე­ბუ­ლი. ქვე­ბი, რი­თიც სახ­ლია აშე­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ჰგავს წმინ­და თევ­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ნი­შის ქვებს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სახ­ლი დან­გ­რე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბით იყოს ნა­შე­ნი (ა­ლი­ზით არის აშე­ნე­ბუ­ლი). შე­საძ­ლოა, თვით სახ­ლიც მთლი­ა­ნად ეკ­ლე­სი­ის ნა­წი­ლი იყოს. კარ­გია, თუ ამ კე­თილ საქ­მეს სპონ­სო­რი გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა. დიდ მადლს იზამს: ეკ­ლე­სი­ა­საც აღად­გენს და ერთ გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­საც იხ­ს­ნის უნებ­ლიე ცოდ­ვის­გან.

- ამ სახ­ლ­ში ბედ­ნი­ე­რი არას­დ­როს ყო­ფილ­ხართ?

- ამ სახ­ლ­ში არა­ვის გა­უ­ხა­რია. ჩე­მი დე­დამ­თი­ლი, რო­დე­საც ამ ოჯახ­ში პირ­ვე­ლად შე­მო­ვი­და, თეთ­რებ­ში შე­მო­სი­ლი კა­ცი და­ე­სიზ­მ­რა, რო­მელ­მაც ეზო­ში ად­გი­ლი მო­ზო­მა და თქვა: აქე­დან აქამ­დე (ეკ­ლე­სი­ის ნი­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა) ჩე­მი სა­კუთ­რე­ბაა, ნუ შე­ე­ხე­ბით, ამის იქით კი - ღმერ­თ­მა მშვი­დო­ბა­ში მო­გახ­მა­რო­თო... ძა­ლი­ან სათ­ნო და მორ­წ­მუ­ნე ქა­ლი იყო. ეკ­ლე­სი­ის ქვა­ზე ფე­ხის და­ბი­ჯე­ბას გვიკ­რ­ძა­ლავ­და. თუ შემ­თხ­ვე­ვით ვინ­მე და­ა­ბი­ჯებ­და, მო­ითხოვ­და, მის­თ­ვის სამ­ჯერ გვე­კოც­ნა და ამით და­ნა­შა­უ­ლი გა­მოგ­ვეს­ყი­და. ჩე­მი მე­უღ­ლე, ზა­ურ ცე­რა­ძე (9 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა) დი­დი მო­ქე­ი­ფე, ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი კა­ცი იყო, კარ­გა­დაც მღე­რო­და. მდი­ნა­რე მე­ჯუ­და­ში მა­გი­დას ჩად­გამ­და და წყალ­ში ქე­ი­ფობ­და ხოლ­მე. თა­ვის­ნათ­ქ­ვა­მა იყო და მბრძა­ნებ­ლო­ბა უყ­ვარ­და. მი­სი ყო­ვე­ლი კაპ­რი­ზი უნ­და შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. აბა, გაგ­ვე­ბე­და და არ დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დით!.. ან­და­მა­ტი­ვით იზი­დავ­და ქა­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მიყ­ვარ­და და დღემ­დე მიყ­ვარს. ურ­წ­მუ­ნო კა­ცი იყო, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ათე­ის­ტი. თით­ქოს ეშ­მა­კი ჰყავ­და შე­ჩე­ნი­ლი. არც ჩვენს ეკ­ლე­სი­ას აგ­დებ­და რა­მედ. ეკ­ლე­სი­ის ქვა­ზე ფეხ­საც­მელს ისე გა­იწ­მენ­დ­და, თვალ­საც არ და­ა­ხამ­ხა­მებ­და. სა­ში­ნე­ლი სიკ­ვ­დი­ლით წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. ტან­ჯ­ვა­ში ამოხ­და სუ­ლი. ალ­ბათ, რაც კი ამ­ქ­ვეყ­ნად მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბაა, ყვე­ლა მას შე­ე­ყა­რა: "შა­ქა­რი", ას­თ­მა, სახ­ს­რე­ბის ან­თე­ბა... მე­რე - ცი­რო­ზი და­ე­მარ­თა, მუ­ცელ­ში წყა­ლი ჩა­უდ­გა, ცი­ვი ოფ­ლი ას­ხამ­და და სულ ცახ­ცა­ხებ­და, ღა­მეს თეთ­რად ათე­ნებ­და. ძა­ლი­ან დიდ­ხანს იწ­ვა­ლა... ბო­ლოს კე­თი­ლი და მზრუნ­ვე­ლი გახ­და. ლუკ­მას პირ­ში ისე არ ჩა­ი­დებ­და, ჩემ­თ­ვის რომ არ გა­ე­ყო. სას­თუ­მალ­თან ღა­მე­ებს ვუ­თე­ნებ­დი, ვამ­შ­ვი­დებ­დი. ის კი პა­ტი­ე­ბას მთხოვ­და, ცრემ­ლე­ბი ღა­პა­ღუ­პით სდი­ო­და, მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ჩე­მი ღირ­სი არ იყო. სიკ­ვ­დი­ლის წინ მო­ი­ნა­ნია, მითხ­რა, შენ რომ გა­წა­მებ­დი, ამი­ტომ ვე­წა­მე­ბიო.

- ახ­ლა შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე გვი­ამ­ბეთ. პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი იყ­ვ­ნენ.

- ჩემ­თან მზი­ას შვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ: გე­დე­ვან გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი, 13 წლის და ლი­ზი გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი, 7 წლის. ბი­ჭი ბა­ზარ­ში და­დის პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად, ზამ­თარ­ში ყო­ველ­დღე სამ­ხერ­ხა­ო­დან ნა­ხერ­ხი მოჰ­ქონ­და და ასე გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ზამ­თა­რი. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. ოთხ­ჯერ მა­თე­მა­ტი­კის, ერ­თხელ კი ინ­გ­ლი­სუ­რის ტურ­ში მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯ­ვე­ბა. ბევ­რი სი­გე­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. წელს თბი­ლი­სის ვ. კო­მა­რო­ვის 199-ე ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჩა­ი­რი­ცხა. წარ­მა­ტე­ბებს თვი­თონ მი­აღ­წია, დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. ამას­თან ერ­თად, ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან ბევ­რი უც­ნა­უ­რო­ბაც სჭირთ: 4 წლი­დან ბიჭს გა­უჩ­ნ­და არა­საკ­ვე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი­ე­რე­ბის ჭა­მის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი. შე­უძ­ლია და­ლი­ოს ჭურ­ჭ­ლის სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბა, ფრჩხი­ლის ლა­ქი, სა­ღე­ბა­ვი, შე­ჭა­მოს სა­პო­ნი, წიგ­ნის ყდა და ქა­ღალ­დის ფურ­ც­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს "გუბ­კა" (ღრუ­ბე­ლი), ასე­ვე შე­უძ­ლია, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ჭა­მოს მა­რი­ლი და შა­ქა­რი - მუ­ჭე­ბით იყ­რის ხოლ­მე პირ­ში. ერ­თხელ სა­ვარ­ძე­ლი გა­მო­შიგ­ნა და "გუბ­კა" მთლი­ა­ნად შე­ჭა­მა, მე­რე ხის სა­ხე­ლუ­რე­ბი დაღ­რ­ღ­ნა. მახ­სოვს, სტუმ­რად ვი­ყა­ვით, სუფ­რას, რომ იტყ­ვი­ან, ჩი­ტის რძეც არ აკ­ლ­და. ბავ­შ­ვ­მა პი­რი არა­ფერს და­ა­კა­რა, სა­მა­გი­ე­როდ, სა­პირ­ფა­რე­შო­ში რომ შე­ვი­და, იქ სა­პო­ნი მი­ირ­თ­ვა. სულ ვუშ­ლით, ვუ­ჯავ­რ­დე­ბით. ისიც სა­კუ­თარ თავს ებ­რ­ძ­ვის, ცდი­ლობს, თა­ვი შე­ი­კა­ვოს. ძა­ლი­ან რომ მო­უნ­დე­ბა, სა­პონს გა­ლო­კავს და ამით ცო­ტას იკ­მა­ყო­ფი­ლებს უც­ნა­ურ მო­თხოვ­ნას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ნიუ მის ორ­გა­ნიზმს არ ვნებს. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა. ექიმ­თა­ნაც გვყავ­და, ანა­ლი­ზი გა­ვუ­კე­თეთ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მი­სი ორ­გა­ნიზ­მი ბევ­რი აუცი­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის, სა­მი წლით ჩა­მორ­ჩე­ბა თა­ნა­ტო­ლებს ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მე­ო­რე­დაც დაგ­ვი­ბა­რეს ანა­ლი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო მის­ვ­ლა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. დარ­წუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა, ამ სახ­ლი­დან რომ გა­და­ვალთ. ვი­მე­დოვ­ნებ, გა­მოჩ­ნ­დე­ბი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩვენს გა­სა­ჭირს გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნენ.

მა­მა კი­რი­ლე, გო­რის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი:

- უწინ, სა­დაც სა­საფ­ლაო იყო, იქ აუცი­ლებ­ლად ეკ­ლე­სი­აც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. სა­საფ­ლა­ომ­დე მიც­ვა­ლე­ბულს აუცი­ლებ­ლად მი­ა­ცი­ლებ­და მღვდე­ლი. ნა­საყ­დ­რალ­ზე ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს ბევრ პრობ­ლე­მას შე­უქ­მ­ნის, ოჯა­ხი ვერ გა­ი­ხა­რებს. ეკ­ლე­სი­ის შე­უ­რაცხ­ყო­ფის­თ­ვის სას­ჯე­ლი გარ­და­უ­ვა­ლია. ერ­თ­მა კაც­მა ეკ­ლე­სი­ის ჯვა­რი ჩა­მო­აგ­დო, ეპის­კო­პო­სის პა­ლა­ტი შე­უ­რაცხ­ყო... მთე­ლი მი­სი გვა­რი ამო­წყ­და... ერ­თი ამ­ბა­ვიც მახ­სენ­დე­ბა: იყო უშ­ვი­ლო ოჯა­ხი. ცოლ-ქმარს მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე არ უჩ­ნ­დე­ბო­და შვი­ლი. მე­რე შე­იტყ­ვეს, რომ მათ სახ­ლ­ში ეკ­ლე­სი­ი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ქვა იყო. რო­გორც კი ქვა ეკ­ლე­სი­ა­ში და­აბ­რუ­ნეს, ქა­ლი, რო­მე­ლიც უკ­ვე მო­წი­ფულ ასაკ­ში იყო, და­ფეხ­მ­ძიმ­და.

მა­მა გე­დე­ო­ნი, გო­რის ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მოძღ­ვა­რი:

- ჩვენ­თ­ვის არა­ვის მო­უ­მარ­თავს. სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­გე, რომ ერთ-ერ­თი სახ­ლის ეზო­ში არ­ქე­ო­ლო­გე­ბი სა­მარ­ხე­ბის გათხ­რას აპი­რებ­დ­ნენ. მა­შინ­ვე მი­ვე­დი იქ. თვით­ნე­ბუ­რად, წე­სე­ბის დაც­ვის გა­რე­შე საფ­ლა­ვე­ბის გათხ­რა მკრე­ხე­ლო­ბა და მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფაა. ეს უდი­დე­სი ცოდ­ვაა, ისე­ვე, რო­გორც ნა­საყ­დ­რალ­ზე ცხოვ­რე­ბა. ამი­ტომ, მსგავ­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წა­მო­წყე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს ნე­ბარ­თ­ვი­სა და კურ­თხე­ვის გა­რე­შე, და­უშ­ვე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ოჯახს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს შე­იც­ვ­ლის. ჩვენ, რო­გორც კი გვექ­ნე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შე­სა­ბა­მის კომ­პენ­სა­ცი­ას გა­მო­ვუ­ყოფთ. სა­ცხოვ­რე­ბელ ეზო­ში არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ნან­გ­რე­ვე­ბი და სა­მარ­ხი სა­პატ­რი­არ­ქომ სა­კუ­თარ კონ­ტ­როლ­ზე აიყ­ვა­ნა. რო­გორც ჩანს, ეზოს მი­წა თიხ­ნა­რია, ამი­ტო­მაც წვი­მის შე­დე­გად მი­წის დო­ნემ თან­და­თან და­ი­წია და სა­მარ­ხე­ბი გა­მოჩ­ნ­და.

P.S. ვი­საც ამ ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და, შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დ­ნენ შემ­დეგ ნომ­რებ­ზე:

558-99-92-49; 598-53-49-76.

ელე­ნე ხირ­სე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ეზო გორში, სადაც მიცვალებულები მიწიდან ამოდიან - "ნასაყდრალზე მცხოვრები ოჯახი ვერ გაიხარებს"

"ეზო გორში, სადაც მიცვალებულები მიწიდან ამოდიან - "ნასაყდრალზე მცხოვრები ოჯახი ვერ გაიხარებს"

"გზის" 2009 წლის N16-ში და­ი­ბეჭ­და ამ­ბა­ვი ნა­საყ­დ­რალ­ზე მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. საქ­მე ეხე­ბა გორ­ში, ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ ცე­რა­ძე­ე­ბის ოჯახს. შე­გახ­სე­ნებთ, მათ ეზო­ში მი­წის ზე­და­პი­რი­დან ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხად ქცე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი - თა­ვის ქა­ლე­ბი, კბი­ლე­ბი და ძვლე­ბი ამო­დის. მახ­სოვს, ეზო­ში პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­დი, სულ დაბ­ლა ვი­ყუ­რე­ბო­დი. ვცდი­ლობ­დი, ძვლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც მი­წის ზე­და­პირ­ზე მო­ჩან­და, ფე­ხი არ და­მედ­გა. ანო­მა­ლი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი 9 წლის წინ, მას შემ­დეგ და­იწყო, რაც ეზო­ში სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლე­ბი შეც­ვა­ლეს და ის მთელ სიგ­რ­ძე­ზე გა­ითხა­რა.

ჯერ ადა­მი­ა­ნის თა­ვის ქა­ლა იპო­ვეს, მე­ო­რე დღეს კი მი­წის ზე­და­პირ­ზე რამ­დე­ნი­მე და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი ჩონ­ჩხიც გა­მოჩ­ნ­და. ერთ-ერთ მათ­განს, რო­მელ­საც სხვე­ბი­ვით, ხე­ლე­ბი გულ­ზე ჰქონ­და გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი, ხელ­ში თი­ხის ფი­ა­ლა ეჭი­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იპო­ვეს ვერ­ცხ­ლის მო­ნე­ტე­ბიც. დი­ა­სახ­ლი­სი მი­ამ­ბობ­და - რო­ცა ად­გილს ძვლე­ბის­გან ასუფ­თა­ვებ­და, სულ მა­ლე იქ ისევ ჩნდე­ბო­და ახა­ლი ძვლე­ბი. მი­სი თქმით, ძვლე­ბი სო­კო­ე­ბი­ვით მრავ­ლ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - წვი­მის შემ­დეგ. შუ­ა­გულ ეზო­ში ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ნან­გ­რე­ვე­ბია - წმინ­და თევ­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის ნი­ში. რამ­დე­ნი­მე წლის წინ აქ მრა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რი და ის­ტო­რი­კო­სი მო­დი­ო­და. არ­ქე­ო­ლო­გე­ბი მას­შ­ტა­ბუ­რი გათხ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­საც გეგ­მავ­დ­ნენ, მაგ­რამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ეს საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

არ­ქე­ო­ლოგ ზვი­ად ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, მსგავ­სი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა დღეს დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა და კარ­გი იქ­ნე­ბა, ამ ეროვ­ნულ საქ­მეს სპონ­სო­რი თუ გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა. მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ცე­რა­ძე­ე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი შე­საძ­ლოა, ძვე­ლი სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რია აღ­მოჩ­ნ­დეს. სა­მარ­ხე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­წის დო­ნემ­დეა ამო­სუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 40 სან­ტი­მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე სა­მარ­ხის ქვე­ბი და მათ ქვეშ ორ წრედ არ­სე­ბუ­ლი ნა­მარ­ხე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი სარ­კო­ფა­გი წი­თე­ლი აგუ­რი­თაა ნა­შე­ნი. ერთ-ერ­თი ვერ­სი­ით, ნა­მარ­ხ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით არ იყ­ვ­ნენ დაკ­რ­ძა­ლულ­ნი, ამი­ტომ შე­საძ­ლოა, სა­საფ­ლაო უფ­რო ად­რინ­დე­ლი იყოს, ვიდ­რე ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, თურ­ქებ­მა და­ან­გ­რი­ეს.

არ­ქე­ო­ლოგ ზვი­ად ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით კი თი­ხის ჭურ­ჭ­ლის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბი ად­რინ­დე­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ოს­ტე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა (ძვლო­ვა­ნი მა­სა). ეკ­ლე­სი­აც ად­რე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნის არის, შე­იძ­ლე­ბა - ცო­ტა გვი­ან­დე­ლიც.

ეს უც­ნა­უ­რი სახ­ლი ქალ­ბა­ტონ ლი­და ცე­რა­ძის მა­მამ­თილს 1935 წელს შე­უ­ძე­ნია. რო­ცა ეზო­ში ეს უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბი და­იწყო, დი­ა­სახ­ლი­სი და­ინ­ტე­რეს­და, თუ ვინ ცხოვ­რობ­და აქ მა­ნამ­დე, რა ბე­დი ეწია ძველ მო­ბი­ნად­რე­ებს, მაგ­რამ ამის თა­ო­ბა­ზე ვერც ოჯა­ხის და ვერც ქა­ლა­ქის არ­ქივ­ში ვე­რა­ნა­ირ სა­ბუთს ვერ მი­აკ­ვ­ლია. წმინ­და თევ­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ნიშ­თან ხში­რად შე­სა­წი­რა­ვად მა­მა­ლიც კი მოჰ­ყავ­დათ. შემ­დეგ მას იქ­ვე კლავ­დ­ნენ და ეკ­ლე­სი­ის მოზ­რ­დილ ქვა­ზე სუფ­რა­საც შლიდ­ნენ. ეკ­ლე­სი­ა­ში სან­თ­ლებს ან­თე­ბენ, ლო­ცუ­ლო­ბენ. მსურ­ვე­ლე­ბი აქა­უ­რო­ბას ფულ­საც სწი­რა­ვენ. ამ ფუ­ლით კი ისევ სან­თ­ლებს ყი­დუ­ლო­ბენ. აქ მცხოვ­რებთ აქვთ რწმე­ნა: თუ ნა­საყ­დ­რალს უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მო­ეპყ­რო­ბი­ან, ღმერ­თი დას­ჯის. ცე­რა­ძე­ე­ბი წუ­ხილს გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ იმის გა­მო, რომ ნა­საყ­დ­რალ­ზე უწევთ ცხოვ­რე­ბა. თა­ვი­სი უბე­დო­ბის მი­ზეზ­საც ამა­ში ხე­და­ვენ.

მას შემ­დეგ, რაც წი­ნა ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, 5 წე­ლი გა­ვი­და. და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა შე­იც­ვა­ლა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ოჯახ­ში, რა ბე­დი ეწია მათ უც­ნა­ურ კარ-მი­და­მოს.

ჭიშ­კა­რი რომ შე­ვა­ღე, მივ­ხ­ვ­დი, რომ არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა. თით­ქოს დრო შე­ჩე­რე­ბუ­ლაო, ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისე დამ­ხ­ვ­და. ეზო­ში ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ვი­და, ძაღ­ლი და­ა­შოშ­მი­ნა და ზუს­ტად იგი­ვე სიტყ­ვე­ბი მითხ­რა, რაც პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას: ძაღ­ლი ავი სუ­ლე­ბის­გან გვი­ცავ­სო. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ლი­და ცე­რა­ძე იყო.

ლი­და ცე­რა­ძე:

- ის აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც ამ აღ­მო­ჩე­ნამ გა­მო­იწ­ვია, კარ­გა ხა­ნია, შეწყ­და. ყვე­ლამ მი­ი­ვიწყა ეს ამ­ბა­ვი. რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აღა­რა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამ ცო­ტა ხნის წინ ვი­ღაც შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და 100 ლა­რის სა­ნაც­ვ­ლოდ, ეზოს გათხ­რის უფ­ლე­ბა მთხო­ვა. ალ­ბათ იმე­დი ჰქონ­და, რომ ძვირ­ფას ნივ­თებს აღ­მო­ა­ჩენ­და. რა თქმა უნ­და, უარით გა­ვის­ტუმ­რე.

- უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის წინ ეზო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეთ - შუა სა­უ­კუ­ნის დრო­ინ­დე­ლი თა­სე­ბი, მო­ნე­ტე­ბი - ახ­ლა სად არის?

- აქეთ-იქით გა­იბ­ნა. გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად გა­ვა­ტა­ნეთ თა­ვის ქა­ლას­თან და ჩონ­ჩხის სხვა ნა­წი­ლებ­თან ერ­თად. მა­შინ იმ­დე­ნი ვინ­მე მო­დი­ო­და, უკ­ვე აღარც ვი­ცი, ვინ რა წა­ი­ღო. ის კი ვი­ცი, რომ ნივ­თე­ბი ფას­და­უ­დე­ბე­ლია. პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის რომ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, დიდ­ძალ ფულს ვი­შო­ვი­დით. თუმ­ცა, მი­ხა­რია, რომ ასე­თი რამ მა­შინ აზ­რა­დაც არ მოგ­ვ­ს­ვ­ლია, რად­გან ეს სი­კე­თეს არ მოგ­ვი­ტან­და. მინ­და, ისი­ნიც გა­ვაფ­რ­თხი­ლო: თუ ვინ­მემ აქე­დან მო­გე­ბა ნა­ხა, გონს მო­ე­გონ და თა­ვი­დან მო­ი­ცი­ლონ ეს ნივ­თე­ბი, თო­რემ უბე­დუ­რე­ბას მო­იმ­კი­ან. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ასე მწამს. ქა­ლიშ­ვილ­თან და ორ შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. მზი­ას იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­ზეც სწავ­ლობ­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან უკ­ვირს, ასე­თი ყო­ჩა­ღი და გო­ნი­ე­რი ქა­ლი უმუ­შე­ვა­რი რა­ტომ უნ­და იყო­სო?! ხე­ლი არა­ფერ­ში ემარ­თე­ბა. საქ­მე საქ­მე­ზე რომ იყოს მი­სუ­ლი, სას­წა­უ­ლი მოხ­დე­ბა და ის საქ­მე მა­ინც არ გა­მო­ვა. მე­ო­რე ბავ­შ­ვი რომ გა­ა­ჩი­ნა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა შე­ერ­ყა, ერ­თი თვე იწ­ვა, წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტა. ჩემს მე­ო­რე ქა­ლიშ­ვილ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა შრო­მის­მოყ­ვა­რეა: ვშრო­მობთ, ვცდი­ლობთ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­დის. ცო­ტა ხნის წინ გან­ვა­დე­ბით გა­მო­ვი­ტა­ნეთ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა და ბაღ­ში ორი ოთა­ხის აშე­ნე­ბა და­ვიწყეთ. ვი­ფიქ­რეთ, გა­ვა­ქი­რა­ვებთ და ცო­ტას ამო­ვი­სუნ­თ­ქავთ-თქო, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­დის, მშე­ნებ­ლო­ბა ვე­რა და ვერ და­ვამ­თავ­რეთ. თქვე­ნი თვა­ლით ხე­დავთ, რა პი­რო­ბებ­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა: ქოხ­ში მხო­ლოდ ერ­თი ოთა­ხია, რო­მე­ლიც გა­დავ­ტიხ­რეთ და ორი ისე­თი პა­წა­წი­ნა ოთა­ხი გა­მოგ­ვი­ვი­და, კუდს ვერ მო­იქ­ნევ...

- სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ გაქვთ?

- არ მოგ­ვ­ცეს. სულ შიშ­ში ვარ: გა­თე­ნე­ბის მე­ში­ნია, მო­მავ­ლის მე­ში­ნია. ხან­და­ხან ვფიქ­რობთ, მი­ვა­ტო­ვოთ ყვე­ლა­ფე­რი და გა­ვიქ­ცეთ აქე­დან შორს, მაგ­რამ სად წა­ვი­დეთ? ბავ­შ­ვე­ბით ღია ცის ქვეშ ხომ არ ვიცხოვ­რებთ. მშვე­ლე­ლი არ­სა­ი­დან ჩანს. ეკ­ლე­სი­ის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა რომ ადა­მი­ანს ძვი­რად უჯ­დე­ბა, ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თი ვი­ცი. ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნი­დან, სო­ფელ ღვლე­ვი­დან ვარ წარ­მო­შო­ბით. მახ­სოვს, ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში მე­ზო­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ის ნან­გ­რე­ვი ქვე­ბით სახ­ლი აიშე­ნა. მა­ლე­ვე ჯერ ერ­თი ბი­ჭი და­ე­ღუ­პა, მე­რე - მე­ო­რე. თა­ვად კი ამ­დენ უბე­დუ­რე­ბას ვერ გა­უძ­ლო და ისიც გარ­და­იც­ვა­ლა. ოდეს­ღაც ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი, სულ გა­ნად­გურ­და. ცოცხა­ლი მხო­ლოდ ამ კა­ცის მე­უღ­ლე დარ­ჩა, მაგ­რამ რა­ღა ფა­სი ჰქონ­და მის სი­ცოცხ­ლეს?! ის სახ­ლი კი სულ და­ინ­გ­რა. დღეს იმ ად­გილ­ზე ქვე­ბის გრო­ვაა მხო­ლოდ.

- სახ­ლის გა­ყიდ­ვა არ გიც­დი­ათ?

- ტე­რი­ტო­რი­აც დი­დია და ად­გი­ლიც კარ­გია, მაგ­რამ ამ ად­გი­ლის ამ­ბავს ვინც გა­ი­გებს, გა­უჩ­ნ­დე­ბა აქ ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი?.. ან რა ნა­მუ­სით შევ­თა­ვა­ზო სხვას აქ ცხოვ­რე­ბა და ამ ცოდ­ვის კი­სერ­ზე აღე­ბა?! ამას ვერ და­ვუშ­ვებ.

- გა­მო­სა­ვალს რა­ში ხე­დავთ?

- კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ნი­შაა, ეკ­ლე­სია აშენ­დე­ბა, თუნ­დაც მცი­რე ზო­მის. ეს იქ­ნე­ბო­და მოქ­მე­დი ეკ­ლე­სია, სა­დაც ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა შეს­რულ­დე­ბო­და. ჩვე­ნი სახ­ლი კი უნ­და და­ინ­გ­რეს და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ცო­ტა მო­შო­რე­ბით, ახა­ლი აშენ­დეს ან კომ­პენ­სა­ცია მოგ­ვ­ცენ სახ­ლის შე­სა­ძე­ნად. რო­გორც ვი­ცი, ჩვე­ნი სახ­ლი ეკ­ლე­სი­ის კე­დელ­ზეა მი­შე­ნე­ბუ­ლი. ქვე­ბი, რი­თიც სახ­ლია აშე­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ჰგავს წმინ­და თევ­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ნი­შის ქვებს. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, სახ­ლი დან­გ­რე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბით იყოს ნა­შე­ნი (ა­ლი­ზით არის აშე­ნე­ბუ­ლი). შე­საძ­ლოა, თვით სახ­ლიც მთლი­ა­ნად ეკ­ლე­სი­ის ნა­წი­ლი იყოს. კარ­გია, თუ ამ კე­თილ საქ­მეს სპონ­სო­რი გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა. დიდ მადლს იზამს: ეკ­ლე­სი­ა­საც აღად­გენს და ერთ გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­საც იხ­ს­ნის უნებ­ლიე ცოდ­ვის­გან.

- ამ სახ­ლ­ში ბედ­ნი­ე­რი არას­დ­როს ყო­ფილ­ხართ?

- ამ სახ­ლ­ში არა­ვის გა­უ­ხა­რია. ჩე­მი დე­დამ­თი­ლი, რო­დე­საც ამ ოჯახ­ში პირ­ვე­ლად შე­მო­ვი­და, თეთ­რებ­ში შე­მო­სი­ლი კა­ცი და­ე­სიზ­მ­რა, რო­მელ­მაც ეზო­ში ად­გი­ლი მო­ზო­მა და თქვა: აქე­დან აქამ­დე (ეკ­ლე­სი­ის ნი­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა) ჩე­მი სა­კუთ­რე­ბაა, ნუ შე­ე­ხე­ბით, ამის იქით კი - ღმერ­თ­მა მშვი­დო­ბა­ში მო­გახ­მა­რო­თო... ძა­ლი­ან სათ­ნო და მორ­წ­მუ­ნე ქა­ლი იყო. ეკ­ლე­სი­ის ქვა­ზე ფე­ხის და­ბი­ჯე­ბას გვიკ­რ­ძა­ლავ­და. თუ შემ­თხ­ვე­ვით ვინ­მე და­ა­ბი­ჯებ­და, მო­ითხოვ­და, მის­თ­ვის სამ­ჯერ გვე­კოც­ნა და ამით და­ნა­შა­უ­ლი გა­მოგ­ვეს­ყი­და. ჩე­მი მე­უღ­ლე, ზა­ურ ცე­რა­ძე (9 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა) დი­დი მო­ქე­ი­ფე, ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი კა­ცი იყო, კარ­გა­დაც მღე­რო­და. მდი­ნა­რე მე­ჯუ­და­ში მა­გი­დას ჩად­გამ­და და წყალ­ში ქე­ი­ფობ­და ხოლ­მე. თა­ვის­ნათ­ქ­ვა­მა იყო და მბრძა­ნებ­ლო­ბა უყ­ვარ­და. მი­სი ყო­ვე­ლი კაპ­რი­ზი უნ­და შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. აბა, გაგ­ვე­ბე­და და არ დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დით!.. ან­და­მა­ტი­ვით იზი­დავ­და ქა­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მიყ­ვარ­და და დღემ­დე მიყ­ვარს. ურ­წ­მუ­ნო კა­ცი იყო, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ათე­ის­ტი. თით­ქოს ეშ­მა­კი ჰყავ­და შე­ჩე­ნი­ლი. არც ჩვენს ეკ­ლე­სი­ას აგ­დებ­და რა­მედ. ეკ­ლე­სი­ის ქვა­ზე ფეხ­საც­მელს ისე გა­იწ­მენ­დ­და, თვალ­საც არ და­ა­ხამ­ხა­მებ­და. სა­ში­ნე­ლი სიკ­ვ­დი­ლით წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. ტან­ჯ­ვა­ში ამოხ­და სუ­ლი. ალ­ბათ, რაც კი ამ­ქ­ვეყ­ნად მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბაა, ყვე­ლა მას შე­ე­ყა­რა: "შა­ქა­რი", ას­თ­მა, სახ­ს­რე­ბის ან­თე­ბა... მე­რე - ცი­რო­ზი და­ე­მარ­თა, მუ­ცელ­ში წყა­ლი ჩა­უდ­გა, ცი­ვი ოფ­ლი ას­ხამ­და და სულ ცახ­ცა­ხებ­და, ღა­მეს თეთ­რად ათე­ნებ­და. ძა­ლი­ან დიდ­ხანს იწ­ვა­ლა... ბო­ლოს კე­თი­ლი და მზრუნ­ვე­ლი გახ­და. ლუკ­მას პირ­ში ისე არ ჩა­ი­დებ­და, ჩემ­თ­ვის რომ არ გა­ე­ყო. სას­თუ­მალ­თან ღა­მე­ებს ვუ­თე­ნებ­დი, ვამ­შ­ვი­დებ­დი. ის კი პა­ტი­ე­ბას მთხოვ­და, ცრემ­ლე­ბი ღა­პა­ღუ­პით სდი­ო­და, მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ჩე­მი ღირ­სი არ იყო. სიკ­ვ­დი­ლის წინ მო­ი­ნა­ნია, მითხ­რა, შენ რომ გა­წა­მებ­დი, ამი­ტომ ვე­წა­მე­ბიო.

- ახ­ლა შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე გვი­ამ­ბეთ. პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი იყ­ვ­ნენ.

- ჩემ­თან მზი­ას შვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ: გე­დე­ვან გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი, 13 წლის და ლი­ზი გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი, 7 წლის. ბი­ჭი ბა­ზარ­ში და­დის პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად, ზამ­თარ­ში ყო­ველ­დღე სამ­ხერ­ხა­ო­დან ნა­ხერ­ხი მოჰ­ქონ­და და ასე გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ზამ­თა­რი. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. ოთხ­ჯერ მა­თე­მა­ტი­კის, ერ­თხელ კი ინ­გ­ლი­სუ­რის ტურ­ში მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯ­ვე­ბა. ბევ­რი სი­გე­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. წელს თბი­ლი­სის ვ. კო­მა­რო­ვის 199-ე ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჩა­ი­რიცხა. წარ­მა­ტე­ბებს თვი­თონ მი­აღ­წია, დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. ამას­თან ერ­თად, ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან ბევ­რი უც­ნა­უ­რო­ბაც სჭირთ: 4 წლი­დან ბიჭს გა­უჩ­ნ­და არა­საკ­ვე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი­ე­რე­ბის ჭა­მის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი. შე­უძ­ლია და­ლი­ოს ჭურ­ჭ­ლის სა­რეცხი სა­შუ­ა­ლე­ბა, ფრჩხი­ლის ლა­ქი, სა­ღე­ბა­ვი, შე­ჭა­მოს სა­პო­ნი, წიგ­ნის ყდა და ქა­ღალ­დის ფურ­ც­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს "გუბ­კა" (ღრუ­ბე­ლი), ასე­ვე შე­უძ­ლია, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ჭა­მოს მა­რი­ლი და შა­ქა­რი - მუ­ჭე­ბით იყ­რის ხოლ­მე პირ­ში. ერ­თხელ სა­ვარ­ძე­ლი გა­მო­შიგ­ნა და "გუბ­კა" მთლი­ა­ნად შე­ჭა­მა, მე­რე ხის სა­ხე­ლუ­რე­ბი დაღ­რ­ღ­ნა. მახ­სოვს, სტუმ­რად ვი­ყა­ვით, სუფ­რას, რომ იტყ­ვი­ან, ჩი­ტის რძეც არ აკ­ლ­და. ბავ­შ­ვ­მა პი­რი არა­ფერს და­ა­კა­რა, სა­მა­გი­ე­როდ, სა­პირ­ფა­რე­შო­ში რომ შე­ვი­და, იქ სა­პო­ნი მი­ირ­თ­ვა. სულ ვუშ­ლით, ვუ­ჯავ­რ­დე­ბით. ისიც სა­კუ­თარ თავს ებ­რ­ძ­ვის, ცდი­ლობს, თა­ვი შე­ი­კა­ვოს. ძა­ლი­ან რომ მო­უნ­დე­ბა, სა­პონს გა­ლო­კავს და ამით ცო­ტას იკ­მა­ყო­ფი­ლებს უც­ნა­ურ მოთხოვ­ნას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ნიუ მის ორ­გა­ნიზმს არ ვნებს. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა. ექიმ­თა­ნაც გვყავ­და, ანა­ლი­ზი გა­ვუ­კე­თეთ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მი­სი ორ­გა­ნიზ­მი ბევ­რი აუცი­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის, სა­მი წლით ჩა­მორ­ჩე­ბა თა­ნა­ტო­ლებს ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მე­ო­რე­დაც დაგ­ვი­ბა­რეს ანა­ლი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო მის­ვ­ლა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. დარ­წუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა, ამ სახ­ლი­დან რომ გა­და­ვალთ. ვი­მე­დოვ­ნებ, გა­მოჩ­ნ­დე­ბი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩვენს გა­სა­ჭირს გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნენ.

მა­მა კი­რი­ლე, გო­რის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი:

- უწინ, სა­დაც სა­საფ­ლაო იყო, იქ აუცი­ლებ­ლად ეკ­ლე­სი­აც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. სა­საფ­ლა­ომ­დე მიც­ვა­ლე­ბულს აუცი­ლებ­ლად მი­ა­ცი­ლებ­და მღვდე­ლი. ნა­საყ­დ­რალ­ზე ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს ბევრ პრობ­ლე­მას შე­უქ­მ­ნის, ოჯა­ხი ვერ გა­ი­ხა­რებს. ეკ­ლე­სი­ის შე­უ­რაცხ­ყო­ფის­თ­ვის სას­ჯე­ლი გარ­და­უ­ვა­ლია. ერ­თ­მა კაც­მა ეკ­ლე­სი­ის ჯვა­რი ჩა­მო­აგ­დო, ეპის­კო­პო­სის პა­ლა­ტი შე­უ­რაცხ­ყო... მთე­ლი მი­სი გვა­რი ამოწყ­და... ერ­თი ამ­ბა­ვიც მახ­სენ­დე­ბა: იყო უშ­ვი­ლო ოჯა­ხი. ცოლ-ქმარს მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე არ უჩ­ნ­დე­ბო­და შვი­ლი. მე­რე შე­იტყ­ვეს, რომ მათ სახ­ლ­ში ეკ­ლე­სი­ი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ქვა იყო. რო­გორც კი ქვა ეკ­ლე­სი­ა­ში და­აბ­რუ­ნეს, ქა­ლი, რო­მე­ლიც უკ­ვე მო­წი­ფულ ასაკ­ში იყო, და­ფეხ­მ­ძიმ­და.

მა­მა გე­დე­ო­ნი, გო­რის ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მოძღ­ვა­რი:

- ჩვენ­თ­ვის არა­ვის მო­უ­მარ­თავს. სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­გე, რომ ერთ-ერ­თი სახ­ლის ეზო­ში არ­ქე­ო­ლო­გე­ბი სა­მარ­ხე­ბის გათხ­რას აპი­რებ­დ­ნენ. მა­შინ­ვე მი­ვე­დი იქ. თვით­ნე­ბუ­რად, წე­სე­ბის დაც­ვის გა­რე­შე საფ­ლა­ვე­ბის გათხ­რა მკრე­ხე­ლო­ბა და მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფაა. ეს უდი­დე­სი ცოდ­ვაა, ისე­ვე, რო­გორც ნა­საყ­დ­რალ­ზე ცხოვ­რე­ბა. ამი­ტომ, მსგავ­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წა­მოწყე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს ნე­ბარ­თ­ვი­სა და კურ­თხე­ვის გა­რე­შე, და­უშ­ვე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ოჯახს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ საცხოვ­რე­ბელ ად­გილს შე­იც­ვ­ლის. ჩვენ, რო­გორც კი გვექ­ნე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შე­სა­ბა­მის კომ­პენ­სა­ცი­ას გა­მო­ვუ­ყოფთ. საცხოვ­რე­ბელ ეზო­ში არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ნან­გ­რე­ვე­ბი და სა­მარ­ხი სა­პატ­რი­არ­ქომ სა­კუ­თარ კონ­ტ­როლ­ზე აიყ­ვა­ნა. რო­გორც ჩანს, ეზოს მი­წა თიხ­ნა­რია, ამი­ტო­მაც წვი­მის შე­დე­გად მი­წის დო­ნემ თან­და­თან და­ი­წია და სა­მარ­ხე­ბი გა­მოჩ­ნ­და.

P.S. ვი­საც ამ ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და, შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დ­ნენ შემ­დეგ ნომ­რებ­ზე:

558-99-92-49; 598-53-49-76.

ელენე ხირსელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"