პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიტვა რუსეთს უკრაინიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
ლიტვა რუსეთს უკრაინიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შეჭ­რას მკაც­რად გმობს. ამის შე­სა­ხებ ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნავს, ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რებ­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვაა.

"ეს ქმე­დე­ბე­ბი არ­ღვევს უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და ძირს უთხრის უსაფრ­თხო­ე­ბას რე­გი­ონ­ში. ლიტ­ვა მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იყ­ვა­ნოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, გა­ი­ტა­ნოს ია­რა­ღი და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან და შე­წყვი­ტოს აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა", - ნათ­ქვა­მია ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლიტ­ვა გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნი­ხი­ლოს ეს სა­კი­თხი.

"ეჭვგა­რე­შეა, რომ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი და რუ­სე­თი­დან აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი­სა და ია­რა­ღის მზარ­დი გა­დას­რო­ლა, ისე­ვე რო­გორც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს გა­მო­იწ­ვევს", - ნათ­ქვა­მია ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტი გა­ა­უქ­მა.

sponsored by ContentRoom

ლიტვა რუსეთს უკრაინიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ლიტვა რუსეთს უკრაინიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრას მკაცრად გმობს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, ასეთი ქმედებები საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმების უხეში დარღვევაა.

"ეს ქმედებები არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის უსაფრთხოებას რეგიონში. ლიტვა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, გაიტანოს იარაღი და მოწყობილობები უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან და შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების ნებისმიერი ფორმირების მხარდაჭერა", - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიტვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილოს ეს საკითხი.

"ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე მოვლენები და რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული ბანდფორმირებებისა და იარაღის მზარდი გადასროლა, ისევე როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატურ პასუხს გამოიწვევს", - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა