რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახლად არჩეული პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა საკუთარ რეზიდენციაში მიიღო. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრისას ისაუბრეს თანამშრომლობის და მეგობრობის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე. ახალი შეთანხმების მიზანია კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნას აყვანილი "ორი სუვერენული ქვეყნის" ურთიერთობა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე, ასევე აფხაზეთში რუსი ინვესტორების მიზიდვაზე.
პუტინმა ხაჯიმბას კიდევ ერთხელ, ამჯერად პირადად მიულოცა "არჩევნებში" გამარჯვება.
ოკუპირებულ აფხაზეთში "რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები" 24 აგვისტოს გაიმართა. გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
"ინტერპრესნიუსი"