საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, მინისტრთან ერთდ კიევში ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმღვანელი ზურაბ უტიაშვილი გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში პირველი ოფიციალური შეხვედრები უკრანის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ვასილ ლაზორინიშეცს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, დეტალურად გაიწერა სამუშაო გეგმის რამდენიმე ვარიანტი.
ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება შემდეგ საკითხებზე - მოხდება დაზარალებული პაციენტების მედიკამენტებით და სახარჯი მასალით მომარაგება, უკრაინიდან საქართველოში რეაბილიტაციისათვის პაციენტების ჩამოყვანა, ქართველი სპეციალისტების ჩასვლა და პაციენტებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა. ასევე, შეიქმნა ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციის მუდმივ რეჟიმში იქნება.
"ინტერპრესნიუსი"