პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ადგილი , სადაც უნდა წახვიდეთ... განქორწინების შემდეგ
10 ადგილი , სადაც უნდა წახვიდეთ... განქორწინების შემდეგ

ერთ-ერ­თმა უცხო­ურ­მა ბლოგ­მა სა­კუ­თარ მკი­თხვე­ლებს გან­ქორ­წი­ნე­ბის თან­მდე­ვი სტრე­სი­სა და დეპ­რე­სი­ის დაძ­ლე­ვის არ­ცთუ ური­გო ხერ­ხი შეს­თა­ვა­ზა. იმის­თვის, რომ ად­ვი­ლად გა­და­ი­ტა­ნონ გან­შო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი, ბლო­გის ავ­ტო­რის მო­საზ­რე­ბით, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბაა, მათ შო­რის ისეთ ად­გი­ლებ­შიც, სა­დაც მე­ტის­მე­ტად ძვირს არ გა­და­იხ­დით, რომ უსიყ­ვა­რუ­ლოდ დარ­ჩე­ნას უფუ­ლოდ დარ­ჩე­ნაც არ და­ე­მა­ტოს და ამას­თა­ნა­ვე, თვალ და თავ­შე­საქ­ცევ­საც ბევრ რა­მეს ნა­ხავთ.

მე­ო­რე მხრივ, თუკი დას­ვე­ნე­ბა ძვი­რი და­გიჯ­დე­ბათ, ეს უნდა გი­ღირ­დეთ კი­დეც... მაშ ასე, 10 სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბის სევ­დის გა­სა­ქარ­ვებ­ლად.

1. კოს­ტა-რიკა - თუკი გან­ქორ­წი­ნე­ბამ თქვენს ჯი­ბეს სე­რი­ო­ზუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად ჯე­როვ­ნად შე­ა­ფა­სებთ, რამ­დე­ნად ია­ფია სას­ტუმ­რო­ე­ბი და რეს­ტო­რა­ნე­ბი კოს­ტა-რი­კა­ზე. გარ­და ამი­სა, ნერ­ვებ­ზე და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე - ჯუნ­გლე­ბი, ულა­მა­ზე­სი ტყე­ე­ბი, სა­ნა­პი­რო­ე­ბი თქვენს სულს სალ­ბუ­ნად მო­ე­დე­ბა.

2. თუკი თქვენ ფიქ­რობთ, რომ ცოლ­ქმრუ­ლი უღ­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მძი­მე გზის გავ­ლის შემ­დეგ მდიდ­რულ დას­ვე­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებთ, მა­შინ კა­რი­ბის ზღვას უნდა მი­ა­შუ­როთ, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ერთ-ერთს, წმინ­და ბარ­თლო­მეს კუნ­ძულს. აქ დას­ვე­ნე­ბა არ­ცთუ იაფი და­გიჯ­დე­ბათ, თუმ­ცა თქვენს ექსმე­უღ­ლე­ზე ფიქ­რე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად იქა­უ­რი სა­ნა­პი­რო­ე­ბი, სპაპ­რო­ცე­დუ­რე­ბი, დი­დე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი ნამ­დვი­ლად მის­წრე­ბა იქ­ნე­ბა.

3. თუკი თქვენ მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას თავს მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობთ, მა­შინ ნიუ-იორ­კი თქვენ­თვის ყო­ფი­ლა შექ­მნი­ლი. არც ერთ ნიუ-იორ­კელს არ გა­უკ­ვირ­დე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნის ნახ­ვა, რო­მე­ლიც მარ­ტო მგზავ­რობს, მარ­ტო მი­ირ­თმევს რეს­ტო­რან­ში, ან სუ­ლაც მარ­ტო შო­პინ­გობს. ქა­ლაქ­ში ვი­ზი­ტი­სას არ და­გა­ვი­წყდეთ "ტი­ფა­ნი­ში" შეს­ვლა, სა­დაც ტრუ­მენ კე­პო­ტეს გმი­რი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი, ჰოლი მა­შინ მი­დი­ო­და, როცა თავს დეპ­რე­სი­უ­ლად გრძნობ­და.

4. ირ­ლან­დია - ზოგ­ჯერ, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ანს სურს ბევრ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, ახალ-ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი, ბლო­გის ავ­ტო­რის მო­საზ­რე­ბით, ირ­ლან­დი­აა, სა­დაც ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ხალ­ხი ცხოვ­რობს (რო­გორც ჩანს, ბლო­გე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლა). ჩა­იხ­შეთ რო­მე­ლი­მე ირ­ლან­დი­ურ პაბ­ში თქვე­ნი ტკი­ვი­ლი ჭი­ქით ხელ­ში, იქ თქვენ სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­გის­მე­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გულს გა­და­უშ­ლით და თქვენს ტკი­ვილ­ზე და­ე­ლა­პა­რა­კე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თქვე­ნი მოს­მე­ნის სურ­ვი­ლი მა­შინ გა­უძ­ლი­ერ­დე­ბათ, თუ სას­მელ­ზე და­პა­ტი­ჟებთ.

5. ახა­ლი ორ­ლე­ა­ნი - ახალ­გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ახალ ორ­ლე­ან­ში ექ­სკურ­სია შემ­დე­გი მარ­შრუ­ტით შე­იძ­ლე­ბა წა­რი­მარ­თოს - პირ­ველ სა­ღა­მოს სტუმ­რობთ ბარს, სა­დაც ბლუ­ზის რიტ­მე­ბი თქვე­ნი გან­წყო­ბის ტალ­ღებს ეხ­მი­ა­ნე­ბა, შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად მი­დი­ხართ ულა­მა­ზე­სი ბა­ღე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და რო­გორც კი თქვე­ნი გან­წყო­ბა ამაღ­ლდე­ბა, ენერ­გი­უ­ლი ჯა­ზუ­რი ლა­ი­ვის მო­სას­მე­ნად მი­ე­შუ­რე­ბით.

6. ტა­ი­ლან­დი - აქ გამ­გზავ­რე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დგო­მი რის­ხვის ჩა­ცხრო­მის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იშო­პინ­გოთ, მი­ირ­თვათ და რაც გინ­დათ, ის აკე­თოთ ბანგკო­კის ყვე­ლა ად­გილ­ზე ისეთ ფა­სე­ბად, რომ პირს და­ა­ღებთ. ამას­თა­ნა­ვე, ტა­ი­ლან­დის რო­მე­ლი­მე კუნ­ძულ­ზე აღ­მო­ჩე­ნა მოგ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, გემ­რი­ე­ლი კოქ­ტე­ი­ლით ხელ­ში მი­ე­ფი­ცხოთ მზეს და დატ­კბეთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბუ­ნე­ბით.

7. სან-ფრან­ცის­კო - აქ იმ შემ­თხვე­ვა­ში უნდა წახ­ვი­დეთ, თუკი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა გინ­დათ. ამ ქა­ლაქ­ში მოზ­რდილ­თა 44% რჩე­უ­ლის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი და მარ­ტო­ო­ბას ებ­რძვის, ისე­ვე, რო­გორც თქვენ, თუკი ახ­ლა­ხან გან­ქორ­წინ­დით. სან-ფრან­ცის­კო­ში ბა­ი­კით "ოქ­როს კა­რიბ­ჭის ხიდ­ზე" გა­სე­ირ­ნე­ბაც არ გა­წყენ­დათ.

8. ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლე­ბი - ეს კუნ­ძუ­ლი გან­თქმუ­ლია თეთ­რი ქვი­ში­თა და მდიდ­რუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბით. ერთ-ერთი სას­ტუმ­რო კი, თურ­მე, სპე­ცი­ა­ლურ პა­კეტს სთა­ვა­ზობს სწო­რედ გან­ქორ­წი­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სა­ხელ­წო­დე­ბით ლე­დი­ვა­ის, ანუ თარ­გმან­ში გან­ქორ­წი­ნე­ბა. პრო­ცე­დუ­რებს შო­რის, რო­მელ­საც სას­ტუმ­რო ასეთ ადა­მი­ანს სთა­ვა­ზობს, არის მა­სა­ჟე­ბი, მა­ნი­კი­უ­რი, პე­დი­კი­უ­რი, წყალ­ქვეშ ცურ­ვა და ა.შ.

9. რომი - რო­მა­უ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის უდი­დე­სი შე­მოქ­მე­დე­ბის ნახ­ვა ადა­მი­ა­ნებს ხში­რად და­ა­ფიქ­რებს ამ­ქვეყ­ნი­ურ ამა­ო­ე­ბა­ზე და კი­დევ იმა­ზე, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყო­ვე­ლი დღის აზ­რი­ა­ნად გა­ტა­რე­ბა. ქა­ლა­ქის რეს­ტორ­ნებ­ში მათ­თვის ტრა­დი­ცი­ულ მე­ნი­უ­ებს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტრე­ვის შად­რე­ვანს გულ­გრი­ლად ვერც ერთი ჩვენ­გა­ნი ვერ ჩა­უვ­ლის, რამ­დე­ნი­მე ხურ­და ფუ­ლის გა­დაგ­დე­ბით იქ­ნებ, სურ­ვი­ლიც აის­რუ­ლოთ და რომ­ში ისევ დაბ­რუნ­დეთ ან სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვოთ...

10. ბურ­გუნ­დია, საფ­რან­გე­თი - ცენ­ტრა­ლურ საფ­რან­გეთ­ში ბურ­გუნ­დი­ის რე­გი­ო­ნი მარ­თლაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ად­გი­ლია, თა­ნაც ერთი-მე­ო­რე­ზე უკე­თე­სი ვე­ნა­ხე­ბით. იქ მდი­ნა­რე­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა კი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დამ­შვი­დე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

10 ადგილი , სადაც უნდა წახვიდეთ... განქორწინების შემდეგ

10 ადგილი , სადაც უნდა წახვიდეთ... განქორწინების შემდეგ

ერთ-ერთმა უცხოურმა ბლოგმა საკუთარ მკითხველებს განქორწინების თანმდევი სტრესისა და დეპრესიის დაძლევის არცთუ ურიგო ხერხი შესთავაზა. იმისთვის, რომ ადვილად გადაიტანონ განშორებით გამოწვეული ტკივილი, ბლოგის ავტორის მოსაზრებით, საუკეთესო საშუალება მოგზაურობაა, მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც მეტისმეტად ძვირს არ გადაიხდით, რომ უსიყვარულოდ დარჩენას უფულოდ დარჩენაც არ დაემატოს და ამასთანავე, თვალ და თავშესაქცევსაც ბევრ რამეს ნახავთ.

მეორე მხრივ, თუკი დასვენება ძვირი დაგიჯდებათ, ეს უნდა გიღირდეთ კიდეც... მაშ ასე, 10 საუკეთესო ადგილი განქორწინების სევდის გასაქარვებლად.

1. კოსტა-რიკა - თუკი განქორწინებამ თქვენს ჯიბეს სერიოზული მატერიალური ზარალი მიაყენა, მაშინ აუცილებლად ჯეროვნად შეაფასებთ, რამდენად იაფია სასტუმროები და რესტორანები კოსტა-რიკაზე. გარდა ამისა, ნერვებზე დამამშვიდებლად მოქმედებს ბუნებასთან სიახლოვე - ჯუნგლები, ულამაზესი ტყეები, სანაპიროები თქვენს სულს სალბუნად მოედება.

2. თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ცოლქმრული უღლიდან გათავისუფლების მძიმე გზის გავლის შემდეგ მდიდრულ დასვენებას იმსახურებთ, მაშინ კარიბის ზღვას უნდა მიაშუროთ, კონკრეტულად კი, ერთ-ერთს, წმინდა ბართლომეს კუნძულს. აქ დასვენება არცთუ იაფი დაგიჯდებათ, თუმცა თქვენს ექსმეუღლეზე ფიქრების მოსაშორებლად იქაური სანაპიროები, სპაპროცედურები, დიდებული რესტორნები ნამდვილად მისწრება იქნება.

3. თუკი თქვენ მარტო მოგზაურობისას თავს მეტად კომფორტულად გრძნობთ, მაშინ ნიუ-იორკი თქვენთვის ყოფილა შექმნილი. არც ერთ ნიუ-იორკელს არ გაუკვირდება ისეთი ადამიანის ნახვა, რომელიც მარტო მგზავრობს, მარტო მიირთმევს რესტორანში, ან სულაც მარტო შოპინგობს. ქალაქში ვიზიტისას არ დაგავიწყდეთ ''ტიფანიში'' შესვლა, სადაც ტრუმენ კეპოტეს გმირი ქალბატონი, რომელსაც არაჩვეულებრივად განასახიერებს ოდრი ჰეპბერნი, ჰოლი მაშინ მიდიოდა, როცა თავს დეპრესიულად გრძნობდა.

4. ირლანდია - ზოგჯერ, განქორწინების შემდეგ ადამიანს სურს ბევრ ხალხთან ურთიერთობა, ახალ-ახალი ადამიანების გაცნობა და ამისთვის საუკეთესო ადგილი, ბლოგის ავტორის მოსაზრებით, ირლანდიაა, სადაც ძალიან კომუნიკაბელური ხალხი ცხოვრობს (როგორც ჩანს, ბლოგერი საქართველოში არ ყოფილა). ჩაიხშეთ რომელიმე ირლანდიურ პაბში თქვენი ტკივილი ჭიქით ხელში, იქ თქვენ სიამოვნებით მოგისმენენ ადამიანები, რომელთაც გულს გადაუშლით და თქვენს ტკივილზე დაელაპარაკებით. განსაკუთრებულად თქვენი მოსმენის სურვილი მაშინ გაუძლიერდებათ, თუ სასმელზე დაპატიჟებთ.

5. ახალი ორლეანი - ახალგანქორწინებული ადამიანისთვის ახალ ორლეანში ექსკურსია შემდეგი მარშრუტით შეიძლება წარიმართოს - პირველ საღამოს სტუმრობთ ბარს, სადაც ბლუზის რიტმები თქვენი განწყობის ტალღებს ეხმიანება, შემდეგ აუცილებლად მიდიხართ ულამაზესი ბაღების დასათვალიერებლად და როგორც კი თქვენი განწყობა ამაღლდება, ენერგიული ჯაზური ლაივის მოსასმენად მიეშურებით.

6. ტაილანდი - აქ გამგზავრება განქორწინების შემდგომი რისხვის ჩაცხრომის საუკეთესო საშუალებაა. თქვენ შეგიძლიათ იშოპინგოთ, მიირთვათ და რაც გინდათ, ის აკეთოთ ბანგკოკის ყველა ადგილზე ისეთ ფასებად, რომ პირს დააღებთ. ამასთანავე, ტაილანდის რომელიმე კუნძულზე აღმოჩენა მოგცემთ საშუალებას, გემრიელი კოქტეილით ხელში მიეფიცხოთ მზეს და დატკბეთ შესანიშნავი ბუნებით.

7. სან-ფრანცისკო - აქ იმ შემთხვევაში უნდა წახვიდეთ, თუკი განსაკუთრებული ადამიანის გაცნობა გინდათ. ამ ქალაქში მოზრდილთა 44% რჩეულის გარეშეა დარჩენილი და მარტოობას ებრძვის, ისევე, როგორც თქვენ, თუკი ახლახან განქორწინდით. სან-ფრანცისკოში ბაიკით ''ოქროს კარიბჭის ხიდზე'' გასეირნებაც არ გაწყენდათ.

8. ბაჰამის კუნძულები - ეს კუნძული განთქმულია თეთრი ქვიშითა და მდიდრული სასტუმროებით. ერთ-ერთი სასტუმრო კი, თურმე, სპეციალურ პაკეტს სთავაზობს სწორედ განქორწინებულ ადამიანებს სახელწოდებით ლედივაის, ანუ თარგმანში განქორწინება. პროცედურებს შორის, რომელსაც სასტუმრო ასეთ ადამიანს სთავაზობს, არის მასაჟები, მანიკიური, პედიკიური, წყალქვეშ ცურვა და ა.შ.

9. რომი - რომაული ცივილიზაციის უდიდესი შემოქმედების ნახვა ადამიანებს ხშირად დააფიქრებს ამქვეყნიურ ამაოებაზე და კიდევ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი დღის აზრიანად გატარება. ქალაქის რესტორნებში მათთვის ტრადიციულ მენიუებს შემოგთავაზებენ. და, რასაკვირველია, ტრევის შადრევანს გულგრილად ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ჩაუვლის, რამდენიმე ხურდა ფულის გადაგდებით იქნებ, სურვილიც აისრულოთ და რომში ისევ დაბრუნდეთ ან სიყვარული იპოვოთ...

10. ბურგუნდია, საფრანგეთი - ცენტრალურ საფრანგეთში ბურგუნდიის რეგიონი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, თანაც ერთი-მეორეზე უკეთესი ვენახებით. იქ მდინარეზე გასეირნება კი ნებისმიერი ადამიანის ნერვული სისტემის დამშვიდების ყველაზე კარგი საშუალებაა.

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო