საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტინე ძიძიგურისა და პრინცი ხუანის თაფლობის თვე ესპანეთში (+4 ფოტო)
 ქრისტინე ძიძიგურისა და პრინცი ხუანის თაფლობის თვე ესპანეთში (+4 ფოტო)

ჟურ­ნალ "ბო­მონდს" აგ­ვის­ტოს ცხელ დღე­ებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო მივ­ლი­ნე­ბა ჰქონ­და. რე­დაქ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეპა­ნეთ­ში ახ­ლად­შექ­მნილ ოჯახს (ხუან ბაგ­რა­ტი­ო­ნი და ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი) ეწ­ვივ­ნენ, რათა ჟურ­ნა­ლის­თვის ქრის­ტი­ნეს, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის ფო­ტო­სე­სია გა­და­ე­ღოთ და ამას­თან, პრინ­ცი­სა და პრინ­ცე­სას თაფ­ლო­ბის თვე ფირ­ზე აე­სა­ხათ.

"ამ­ბე­ბი.გე"-ს ეს­პა­ნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი "ბო­მონ­დის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თეა აგ­ლა­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი სა­ნამ გა­თხოვ­დე­ბო­და, სამი თვის წინ უნდა გა­დაგ­ვე­ღო და პა­რიზ­ში დავ­გეგ­მეთ კი­დეც ეს ამ­ბა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის მო­დე­ლია და გა­თხო­ვე­ბამ­დე პა­რიზ­ში სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. "დი­ორ­თან" აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც სხვა ქარ­თველ გო­გო­ნას ასე­თი რამ არ ღირ­სე­ბია.

ბო­ლოს თბი­ლის­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, მი­თხრა, - მე და ხუ­ა­ნი ეს­პა­ნეთ­ში მივ­დი­ვარ­თო და იქ დაგვპა­ტი­ჟა. გა­დავ­წყვი­ტეთ, წავ­სუ­ლი­ყა­ვით და ქრის­ტი­ნე ცალ­კეც და მე­უღ­ლეს­თან ერ­თა­დაც გა­დაგ­ვე­ღო. ხუან ბაგ­რა­ტი­ო­ნი მად­რიდ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი. ის ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია. ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნის მე­უღ­ლეც თა­ვის მხრივ, დიდ­გვა­რო­ვან­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ეს­პა­ნე­თის პრინ­ცე­სა გახ­ლავთ. ამი­ტომ, ხუ­ა­ნი ორი­ვე მხრი­დან სა­მე­ფო გვა­რის შთა­მო­მა­ვა­ლია.

მოკ­ლედ, ეს­პა­ნე­თის ერთ ულა­მა­ზეს, და­სას­ვე­ნე­ბელ ქა­ლაქ მარ­ბე­ა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, მა­ლა­გას­თან ახ­ლოს, სა­დაც ხუ­ანს სახ­ლი აქვს. მი­ლი­ო­ნე­რე­ბის ქა­ლა­ქია, სულ მდიდ­რე­ბის ვი­ლე­ბი და და­ხუ­რუ­ლი პლა­ჟე­ბია... გა­და­ღე­ბე­ბი სამ დღე­ზე იყო გა­წე­რი­ლი. აქვე, წას­ვლამ­დე მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, თუ რა გვინ­დო­და, ქრის­ტი­ნეს რა კოს­ტი­უ­მე­ბი­თა და სტი­ლით, იმი­ჯით გა­და­ვი­ღებ­დით. ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო გრე­ის კე­ლის "ობ­რა­ზი" იყო (ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი, კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ოს­კა­რის ლა­უ­რე­ა­ტი, მო­ნა­კოს პრინ­ცის მე­უღ­ლე 1956 წელს). შე­სა­ბა­მი­სად, კოს­ტი­უ­მე­ბიც შე­ვარ­ჩი­ეთ. მოკ­ლედ, სამი დღე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად, სა­ო­ცარ სი­ცხე­ში, მზის გულ­ზე ვი­მუ­შა­ვეთ. არა­ერ­თი ად­გი­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ.

- რო­გორ ცხოვ­რობს ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვად. ქრის­ტი­ნეს­თან ბოლო დღემ­დე არ ჩავ­წე­რე ინ­ტერ­ვიუ. მათ­თან ყოფ­ნი­სას, ამ ადა­მი­ა­ნებს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რომ კარ­გი პორ­ტრე­ტი გა­მომ­სვლო­და. ჩემ­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფო­ტო­ე­ბით გა­მო­ხა­ტო ადა­მი­ა­ნის სამ­ყა­რო, მაგ­რამ სი­ტყვი­ე­რად შექ­მნი­ლი პორ­ტრე­ტიც ური­გო არ გა­მო­სუ­ლა...

- რო­გორ გა­იც­ნეს მათ ერ­თმა­ნე­თი?

- ქრის­ტი­ნეს მათ­მა სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა და­უ­რე­კა და უთხრა, პა­რიზ­ში პრინ­ცი უნდა გა­გაც­ნოო, ხუ­ა­ნი ძა­ლი­ან კარ­გად ლა­პა­რა­კობს ფრან­გუ­ლად (ცხა­დია, ეს­პა­ნუ­რა­დაც და იტა­ლი­უ­რიც იცის). პრინცმა ქრის­ტი­ნეს და­უ­რე­კა... თა­ვი­დან ინ­ტერ­ნე­ტით ლა­პარ­კობ­დნენ. ოღონდ, ერ­თმა­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ხეს. ქრის­ტი­ნე თბი­ლის­ში ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს. აქ რომ ჩა­მო­ვი­და, და ტე­ლე­ფო­ნი ჩარ­თო, ასე­თი მე­სი­ჯი მი­ი­ღო: "მო­გე­სალ­მე­ბი თბი­ლის­ში!" შემ­დეგ და­უ­რე­კა და სა­უ­ბარ­ში გა­არ­კვი­ეს, რომ თურ­მე ხუ­ა­ნიც ვერ­ცხლის ქუ­ჩა­ზე, სას­ტუმ­რო­ში ყო­ფი­ლა და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი. პრაქ­ტი­კუ­ლად, ერთი კე­დე­ლი ჰყოფ­დათ. სა­ო­ცა­რი დამ­თხვე­ვაა... მოკ­ლედ, ასე შეხ­ვდენ ერ­თმა­ნეთს... სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მქონ­და ქრის­ტი­ნეს­თან სა­უ­ბა­რი და ამ გა­და­ღე­ბას ვგეგ­მავ­დით და მის­გან ის მო­მე­წო­ნა, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქვამს. არა­და, ბევრ რა­მეს მიყ­ვე­ბო­და და ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი წა­მოს­ცდე­ნია. სხვა მის ად­გილ­ზე და­იტ­რა­ბა­ხებ­და...

ისი­ნი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან... რო­გორც მი­თხრა, ახლა არ აპი­რებ­და გა­თხო­ვე­ბას, სხვა გეგ­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ასე უეც­რად მოხ­და... შრო­მის­მოყ­ვა­რე გო­გოა, რთუ­ლია, როცა პა­რიზ­ში ქარ­თვე­ლი მო­დის ბიზ­ნეს­ში თავს და­იმ­კვიდ­რებ, სა­დაც ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. აქ მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზე არ კმა­რა. სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე უნდა აღ­მოჩ­ნდე. ეს სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რამ არის, რა­ღა­ცას რომ მი­აღ­წიო. შემ­დეგ არის - შრო­მა და უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ის, რა­საც მი­აღ­წიე. ამ გო­გომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ა­რა.

- ე.ი. "ბო­მონ­დის" მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო თემა ელის სექ­ტემ­ბრის ნო­მერ­ში?

- სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია და კარ­გი ფო­ტო­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ვურ­ჩევ ქარ­თველ გო­გო­ნებს, რომ წა­ი­კი­თხონ...

- შე­ი­ფე­რა ქრის­ტი­ნემ პრინ­ცის მე­უღ­ლე­ო­ბა?

- ხუ­ა­ნი პრინ­ცე­სას ეძა­ხის და ცოტა ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მო­ირ­გო ეს სტა­ტუ­სი. პრინ­ცი ამ­ბობს, რომ ქრის­ტი­ნე პრინ­ცე­სად არის და­ბა­დე­ბუ­ლი და მე­უღ­ლით ამა­ყობს... ეს არის ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი, რო­მელ­საც ამ­დენ გო­გო­ში გა­უ­მარ­თლა, თან, სა­კუ­თარ თავ­ზე იმუ­შა­ვა... ის, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ამა­ში კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რო­დე­საც კა­მე­რა ჩავ­რთეთ. ასე­თი კლა­სი ჯერ არც ერთ მო­დელს არ უჩ­ვე­ნე­ბია, იმ­დენ ვინ­მეს­თან მაქვს ნა­მუ­შე­ვა­რი. კა­მე­რა უკ­ნი­დან რომ უღებს, ამას უნებ­ლი­ედ ხვდე­ბა და უკვე მუ­შა­ო­ბას იწყებს. ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად იცის. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ... ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც "ბო­მონდში" და­ი­ბეჭ­დე­ბა, გო­გო­ნას­თვის, ვი­საც მო­დე­ლო­ბა უნდა, ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვაა.

- ქორ­წი­ლი ჰქონ­დათ?

- მათ ეს­პა­ნეთ­ში ხელი მო­ა­წე­რეს, მაგ­რამ ქორ­წილ­სა და ჯვრის­წე­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რე­ბენ, სა­დაც ბევ­რი უცხო­ე­ლი ჩა­მო­ვა... ხუ­ა­ნი მო­მე­წო­ნა, კარ­გი ბი­ჭია. უყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ იცავს ეტი­კეტს, რომ რა­ღა­ცე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა... რაც ჩა­მო­ვე­დით, დღემ­დე გვკი­თხუ­ლობს, გვწერს... რაც მთა­ვა­რია, მათ ძა­ლი­ან უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. ქარ­თუ­ლად იცის - არა და კი­დევ რა­ღაც სი­ტყვე­ბი. ძა­ლი­ან უნდა, ქარ­თუ­ლის სწავ­ლა და სა­ოც­რად უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. აქვს ბევ­რი გეგ­მა და ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ქრისტინე ძიძიგურისა და პრინცი ხუანის თაფლობის თვე ესპანეთში (+4 ფოტო)

 ქრისტინე ძიძიგურისა და პრინცი ხუანის თაფლობის თვე ესპანეთში (+4 ფოტო)

ჟურნალ "ბომონდს" აგვისტოს ცხელ დღეებში საინტერესო მივლინება ჰქონდა. რედაქციის წარმომადგენლები ეპანეთში ახლადშექმნილ ოჯახს (ხუან ბაგრატიონი და ქრისტინე ძიძიგური) ეწვივნენ, რათა ჟურნალისთვის ქრისტინეს, როგორც წარმატებული ქართველი მოდელის ფოტოსესია გადაეღოთ და ამასთან, პრინცისა და პრინცესას თაფლობის თვე ფირზე აესახათ.

"ამბები.გე"-ს ესპანეთიდან დაბრუნებული "ბომონდის" მთავარი რედაქტორი, თეა აგლაძე ესაუბრება:

- ქრისტინე ძიძიგური სანამ გათხოვდებოდა, სამი თვის წინ უნდა გადაგვეღო და პარიზში დავგეგმეთ კიდეც ეს ამბავი. მოგეხსენებათ, ის მოდელია და გათხოვებამდე პარიზში სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობდა. "დიორთან" აქვს ნამუშევარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სხვა ქართველ გოგონას ასეთი რამ არ ღირსებია.

ბოლოს თბილისში შევხვდით ერთმანეთს, მითხრა, - მე და ხუანი ესპანეთში მივდივართო და იქ დაგვპატიჟა. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და ქრისტინე ცალკეც და მეუღლესთან ერთადაც გადაგვეღო. ხუან ბაგრატიონი მადრიდშია დაბადებული. ის ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის შვილიშვილია. ირაკლი ბაგრატიონის მეუღლეც თავის მხრივ, დიდგვაროვანთა შტოს წარმომადგენელია და ესპანეთის პრინცესა გახლავთ. ამიტომ, ხუანი ორივე მხრიდან სამეფო გვარის შთამომავალია.

მოკლედ, ესპანეთის ერთ ულამაზეს, დასასვენებელ ქალაქ მარბეაში გავემგზავრეთ, მალაგასთან ახლოს, სადაც ხუანს სახლი აქვს. მილიონერების ქალაქია, სულ მდიდრების ვილები და დახურული პლაჟებია... გადაღებები სამ დღეზე იყო გაწერილი. აქვე, წასვლამდე მოვილაპარაკეთ, თუ რა გვინდოდა, ქრისტინეს რა კოსტიუმებითა და სტილით, იმიჯით გადავიღებდით. ინსპირაციის წყარო გრეის კელის "ობრაზი" იყო (ამერიკელი მსახიობი, კინოაკადემიის ოსკარის ლაურეატი, მონაკოს პრინცის მეუღლე 1956 წელს). შესაბამისად, კოსტიუმებიც შევარჩიეთ. მოკლედ, სამი დღე ძალიან სერიოზულად, საოცარ სიცხეში, მზის გულზე ვიმუშავეთ. არაერთი ადგილი გამოვიცვალეთ.

- როგორ ცხოვრობს ახალდაქორწინებული წყვილი?

- შესანიშნავად. ქრისტინესთან ბოლო დღემდე არ ჩავწერე ინტერვიუ. მათთან ყოფნისას, ამ ადამიანებს ვაკვირდებოდი, რომ კარგი პორტრეტი გამომსვლოდა. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია ფოტოებით გამოხატო ადამიანის სამყარო, მაგრამ სიტყვიერად შექმნილი პორტრეტიც ურიგო არ გამოსულა...

- როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი?

- ქრისტინეს მათმა საერთო მეგობარმა დაურეკა და უთხრა, პარიზში პრინცი უნდა გაგაცნოო, ხუანი ძალიან კარგად ლაპარაკობს ფრანგულად (ცხადია, ესპანურადაც და იტალიურიც იცის). პრინცმა ქრისტინეს დაურეკა... თავიდან ინტერნეტით ლაპარკობდნენ. ოღონდ, ერთმანეთი საქართველოში ნახეს. ქრისტინე თბილისში ვერცხლის ქუჩაზე ცხოვრობს. აქ რომ ჩამოვიდა, და ტელეფონი ჩართო, ასეთი მესიჯი მიიღო: "მოგესალმები თბილისში!" შემდეგ დაურეკა და საუბარში გაარკვიეს, რომ თურმე ხუანიც ვერცხლის ქუჩაზე, სასტუმროში ყოფილა დაბინავებული. პრაქტიკულად, ერთი კედელი ჰყოფდათ. საოცარი დამთხვევაა... მოკლედ, ასე შეხვდენ ერთმანეთს... სწორედ ამ პერიოდში მქონდა ქრისტინესთან საუბარი და ამ გადაღებას ვგეგმავდით და მისგან ის მომეწონა, რომ მოსალოდნელი ქორწინების შესახებ არაფერი უთქვამს. არადა, ბევრ რამეს მიყვებოდა და ამის შესახებ არაფერი წამოსცდენია. სხვა მის ადგილზე დაიტრაბახებდა...

ისინი ახალდაქორწინებულები არიან... როგორც მითხრა, ახლა არ აპირებდა გათხოვებას, სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ასე უეცრად მოხდა... შრომისმოყვარე გოგოა, რთულია, როცა პარიზში ქართველი მოდის ბიზნესში თავს დაიმკვიდრებ, სადაც ყველა ქვეყნიდან ლამაზი გოგონები იკრიბებიან. აქ მხოლოდ სილამაზე არ კმარა. საჭირო დროს საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩნდე. ეს სამოდელო ბიზნესში ყველაზე მთავარი რამ არის, რაღაცას რომ მიაღწიო. შემდეგ არის - შრომა და უნდა შეინარჩუნო ის, რასაც მიაღწიე. ამ გოგომ ეს ყველაფერი გაიარა.

- ე.ი. "ბომონდის" მკითხველს საინტერესო თემა ელის სექტემბრის ნომერში?

- საინტერესო სტატია და კარგი ფოტოები. განსაკუთრებით ვურჩევ ქართველ გოგონებს, რომ წაიკითხონ...

- შეიფერა ქრისტინემ პრინცის მეუღლეობა?

- ხუანი პრინცესას ეძახის და ცოტა ეუხერხულება, მაგრამ რეალურად მოირგო ეს სტატუსი. პრინცი ამბობს, რომ ქრისტინე პრინცესად არის დაბადებული და მეუღლით ამაყობს... ეს არის ქართველი მოდელი, რომელსაც ამდენ გოგოში გაუმართლა, თან, საკუთარ თავზე იმუშავა... ის, რომ პროფესიონალია, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც კამერა ჩავრთეთ. ასეთი კლასი ჯერ არც ერთ მოდელს არ უჩვენებია, იმდენ ვინმესთან მაქვს ნამუშევარი. კამერა უკნიდან რომ უღებს, ამას უნებლიედ ხვდება და უკვე მუშაობას იწყებს. ყველაფერი ზუსტად იცის. ძალიან კმაყოფილი ვარ... ინტერვიუში, რომელიც "ბომონდში" დაიბეჭდება, გოგონასთვის, ვისაც მოდელობა უნდა, ბევრი სასარგებლო რჩევაა.

- ქორწილი ჰქონდათ?

- მათ ესპანეთში ხელი მოაწერეს, მაგრამ ქორწილსა და ჯვრისწერას საქართველოში აპირებენ, სადაც ბევრი უცხოელი ჩამოვა... ხუანი მომეწონა, კარგი ბიჭია. უყვარს თავისუფლება, მაგრამ იცავს ეტიკეტს, რომ რაღაცები არ შეიძლება... რაც ჩამოვედით, დღემდე გვკითხულობს, გვწერს... რაც მთავარია, მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. ქართულად იცის - არა და კიდევ რაღაც სიტყვები. ძალიან უნდა, ქართულის სწავლა და საოცრად უყვარს საქართველო. აქვს ბევრი გეგმა და ყველა საქართველოს უკავშირდება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა

"პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავად მუშაობდა..." - მარნეულში გარდაიცვალა 23 წლის ექიმი, რომელმაც კოვიდი რამდენიმე დღის წინ დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა