ნიახურის წვნიანი ამერიკელმა ქირურგებმა სპეციალურად გახდომის მსურველთათვის შექმნეს.
წვნიანის დიეტა მეტად ეფექტიანია, მისი წყალობით ადამიანი ადვილად და სწრაფად იკლებს წონაში. დიეტას არ აქვს შეზღუდვა და მისი დაცვა ყველას შეუძლია. ნიახურის წვნიანის რეგულარული მიღება აჯანსაღებს ორგანიზმს, აახალგაზრდავებს მას და უძლიერებს იმუნიტეტს.
ნიახურის წვნიანის დიეტა განსაზღვრულია ერთ კვირაზე. დიეტის დროს შეგიძლიათ ხილიც მიირთვათ (ბანანისა და ყურძნის გარდა) და ბოსტნეულიც (კარტოფილის გარდა). სვით უგაზო მინერალური წყალი, მწვანე და შავი ჩაი და ყავა - უშაქროდ.
მთავარი წესი: დღეში ერთხელ უნდა მიირთვათ ერთი თეფში ნიახურის ჯადოსნური წვნიანი.
ინგრედიენტები:
400 გრამი ნიახური, 0,5 გრამი თეთრი კომბოსტო, 6 პატარა თავი ხახვი, 3 საშუალო პომიდორი, 2 ცალი ტკბილი მწვანე წიწაკა, მარილი, პილპილი.