პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გონიოში 2000 წლის წინანდელი რომაული აბანო აღმოაჩინეს
გონიოში 2000 წლის წინანდელი რომაული აბანო აღმოაჩინეს

გო­ნი­ო­ში მკვლე­ვა­რე­ბის ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა აბა­ნო­ე­ბი, რო­მე­ლიც რო­მა­ელ­მა მე­ომ­რებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ორი­ა­თა­სი წლის წინ აა­შე­ნეს. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია წერს.

აბა­ნო­ე­ბი ძვე­ლი ას­პა­რო­სის პორტთან აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც რო­მა­ე­ლებ­მა ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ში აა­შე­ნეს. ამ ნა­გე­ბო­ბის სი­ახ­ლო­ვეს გა­დი­ო­და ერ­თა­დერ­თი ნორ­მა­ლუ­რი გზა, რო­მე­ლიც კოლ­ხი­დას რო­მა­ულ პრო­ვინ­ცი­ებ­თან და მცი­რე აზი­ას­თან აკავ­ში­რებ­და.

"სა­ერ­თოდ მე­ომ­რე­ბის­თვის მდიდ­რულ შე­ნო­ბებს არ აგებ­დნენ. ამი­ტომ გაგ­ვიკ­ვირ­და, რო­დე­საც ია­ტაკ­ზე მო­ხა­ტუ­ლი მო­ზა­ი­კე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ" - ყვე­ბა გა­თხრე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დოქ­ტო­რი რა­დოს­ლავ ში­პერსკი.

მე­ო­რე სი­ურპრი­ზი არ­ქე­ო­ლო­გე­ბის­თვის აბა­ნოს წლო­ვა­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის იმ­პე­რა­ტორ ვეს­პა­სი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში აშენ­და. გო­ნი­ო­ში გა­თხრებს ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ინ­სტი­ტუ­ტი და ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ატა­რე­ბენ.

გო­ნი­ო­ში ეს პირ­ვე­ლი პო­ლო­ნუ­რი ექ­სპე­დი­ცი­აა. მკვლე­ვა­რე­ბი გა­თხრე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მო­მა­ვა­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აპი­რე­ბენ. "ჩვენ ვა­პი­რებთ მთლი­ა­ნად მო­ვახ­დი­ნოთ აბა­ნოს რეს­ტავ­რა­ცია, რომ შემ­დეგ ის ტუ­რის­ტულ ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბად იქ­ცეს" - დას­ძი­ნა ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია nkj.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

გონიოში 2000 წლის წინანდელი რომაული აბანო აღმოაჩინეს

გონიოში 2000 წლის წინანდელი რომაული აბანო აღმოაჩინეს

გონიოში მკვლევარების ჯგუფმა აღმოაჩინა აბანოები, რომელიც რომაელმა მეომრებმა დაახლოებით ორიათასი წლის წინ ააშენეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

აბანოები ძველი ასპაროსის პორტთან აღმოაჩინეს, რომელიც რომაელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ააშენეს. ამ ნაგებობის სიახლოვეს გადიოდა ერთადერთი ნორმალური გზა, რომელიც კოლხიდას რომაულ პროვინციებთან და მცირე აზიასთან აკავშირებდა.

”საერთოდ მეომრებისთვის მდიდრულ შენობებს არ აგებდნენ. ამიტომ გაგვიკვირდა, როდესაც იატაკზე მოხატული მოზაიკები აღმოვაჩინეთ” - ყვება გათხრების ხელმძღვანელი, დოქტორი რადოსლავ შიპერსკი.

მეორე სიურპრიზი არქეოლოგებისთვის აბანოს წლოვანება აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ის იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობის პერიოდში აშენდა. გონიოში გათხრებს ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ცენტრის ინსტიტუტი და ადგილობრივი მუზეუმის არქეოლოგები ატარებენ.

გონიოში ეს პირველი პოლონური ექსპედიციაა. მკვლევარები გათხრების გაგრძელებას მომავალი ორი წლის განმავლობაში აპირებენ. ”ჩვენ ვაპირებთ მთლიანად მოვახდინოთ აბანოს რესტავრაცია, რომ შემდეგ ის ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცეს” - დასძინა ექსპედიციის ხელმძღვანელმა.

მომზადებულია nkj.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"