პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი "სკანდალური შოუ", პროდიუსერისგან მიტოვებული ნანუკა ჟორჟოლიანი და ინგა გრიგოლიას გეგმები - როგორ ემზადებიან ტელევიზიები ახალი სეზონისთვის
ახალი "სკანდალური შოუ", პროდიუსერისგან მიტოვებული ნანუკა ჟორჟოლიანი და ინგა გრიგოლიას გეგმები - როგორ ემზადებიან ტელევიზიები ახალი სეზონისთვის

ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზე "იმედ­ზე" ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა. რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, შე­საძ­ლოა, თეა სი­ჭი­ნა­ვას "პო­ლი­ტი­კის დრო" და­ი­ხუ­როს და თეამ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს. ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ სი­ჭი­ნა­ვას "პო­ლი­ტი­კის დროს" ინგა გრი­გო­ლი­ას კი­დევ ერთი გა­და­ცე­მა ჩა­ა­ნაც­ვლებს.

ინგა გრი­გო­ლია: "რე­აქ­ცია" რო­გორც ადრე გა­დი­ო­და ეთერ­ში, ყო­ველ პა­რას­კევს, ისევ ისე გავა. გა­ნი­ხი­ლე­ბა კი­დევ ერთი ახა­ლი გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც კვი­რას უნდა გა­ვი­დეს ეთერ­ში, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, რად­გან გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია ყვე­ლა­ფე­რი".

"იმე­დის" სა­ე­თე­რო ბა­დეს კი­დევ ერთი ახა­ლი გა­და­ცე­მა, "სკან­და­ლუ­რი შოუ" და­ე­მა­ტე­ბა, რო­მელ­საც გია ჯა­ჯა­ნი­ძე წა­იყ­ვანს. გია ჯა­ჯა­ნი­ძის შოუს პრო­დუ­სე­რი კი "ნა­ნუ­კას შოუს" ყო­ფი­ლი პრო­დუ­სე­რი მაია სტეფ­ნა­ძე იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, მაია სტეფ­ნა­ძე "იმედ­ზე" რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­და­ვი­და და ამის მი­ზე­ზად იმას ასა­ხე­ლებს, რომ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა. ამ­ბო­ბენ, რომ ის "სკან­და­ლუ­რი შოუს" პა­რა­ლე­ლუ­რად ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მის პრო­დუ­სე­რიც იქ­ნე­ბა. Ambebi.ge ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს და­უ­კავ­შირ­და:

– ნა­ნუ­კა, მარ­თა­ლია, რომ თქვე­ნი პრო­დუ­სე­რი მაია სტეფ­ნა­ძე ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მის პრო­დუ­სე­რი გახ­და?

– არა, ინ­გას­თან არა. გა­და­ვი­და გია ჯა­ჯა­ნი­ძის გა­და­ცე­მა­ში, ახა­ლი გა­და­ცე­მა კეთ­დე­ბა და ასე­ვე, რო­გორც მე ვიცი, სხვა პრო­ექ­ტებ­საც შე­ი­თავ­სებს. მაია ჩემი მე­გო­ბა­რია და ამი­ტომ, რო­გორც მე­გო­ბა­რი ვფიქ­რობ, რომ მის­თვის ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ანა­ზღა­უ­რე­ბა, რო­მელ­საც მი­ი­ღებს ახა­ლი სამ­სა­ხუ­რით. მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვს, ვიდ­რე ჩემ­თან ჰქონ­და. თან ხუთი წლის შემ­დეგ ახა­ლი პრო­დი­უ­სე­რი ჩემს გა­და­ცე­მა­საც სჭირ­დე­ბა და ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ ეს ორი­ვეს­თვის კარ­გია. მაია ჩემი გა­და­ცე­მის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის, გარ­და იმი­სა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რია, არის მე­ო­რე მი­ზე­ზიც, მან დიდ გუნდთან ერ­თად ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ნა­ნუ­კას შოუს შექ­მნა­ში. ვინ იქ­ნე­ბა ჩემი პრო­დი­უ­სე­რი და რა სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ, ეს ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით. ბევრ სი­ახ­ლეს ვგეგ­მავთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ახალი "სკანდალური შოუ", პროდიუსერისგან მიტოვებული ნანუკა ჟორჟოლიანი და ინგა გრიგოლიას გეგმები - როგორ ემზადებიან ტელევიზიები ახალი სეზონისთვის

ახალი "სკანდალური შოუ", პროდიუსერისგან მიტოვებული ნანუკა ჟორჟოლიანი და ინგა გრიგოლიას გეგმები - როგორ ემზადებიან ტელევიზიები ახალი სეზონისთვის

ახალ სატელევიზიო სეზონზე "იმედზე" ცვლილებები იგეგმება. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, შესაძლოა, თეა სიჭინავას "პოლიტიკის დრო" დაიხუროს და თეამ საინფორმაციო სამსახურში გადაინაცვლოს. ამბობენ იმასაც, რომ სიჭინავას "პოლიტიკის დროს" ინგა გრიგოლიას კიდევ ერთი გადაცემა ჩაანაცვლებს.

ინგა გრიგოლია: "რეაქცია" როგორც ადრე გადიოდა ეთერში, ყოველ პარასკევს, ისევ ისე გავა. განიხილება კიდევ ერთი ახალი გადაცემა, რომელიც კვირას უნდა გავიდეს ეთერში, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, რადგან განხილვის პროცესშია ყველაფერი".

"იმედის" საეთერო ბადეს კიდევ ერთი ახალი გადაცემა, "სკანდალური შოუ" დაემატება, რომელსაც გია ჯაჯანიძე წაიყვანს. გია ჯაჯანიძის შოუს პროდუსერი კი "ნანუკას შოუს" ყოფილი პროდუსერი მაია სტეფნაძე იქნება. ჩვენი წყაროს ცნობით, მაია სტეფნაძე "იმედზე" რამდენიმე დღის წინ გადავიდა და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ "ნანუკას შოუში" საკუთარი თავი ამოწურა. ამბობენ, რომ ის "სკანდალური შოუს" პარალელურად ინგა გრიგოლიას გადაცემის პროდუსერიც იქნება. Ambebi.ge ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა:

– ნანუკა, მართალია, რომ თქვენი პროდუსერი მაია სტეფნაძე ინგა გრიგოლიას გადაცემის პროდუსერი გახდა?

– არა, ინგასთან არა. გადავიდა გია ჯაჯანიძის გადაცემაში, ახალი გადაცემა კეთდება და ასევე, როგორც მე ვიცი, სხვა პროექტებსაც შეითავსებს. მაია ჩემი  მეგობარია და ამიტომ, როგორც მეგობარი ვფიქრობ, რომ მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელსაც მიიღებს ახალი სამსახურით. მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ჩემთან ჰქონდა. თან ხუთი წლის შემდეგ ახალი პროდიუსერი ჩემს გადაცემასაც სჭირდება და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ორივესთვის კარგია. მაია ჩემი გადაცემის გულშემატკივარი იქნება ყოველთვის, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, არის მეორე მიზეზიც, მან დიდ გუნდთან ერთად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ნანუკას შოუს შექმნაში. ვინ იქნება ჩემი პროდიუსერი და რა სიახლეები გელოდებათ, ეს ოდნავ მოგვიანებით. ბევრ სიახლეს ვგეგმავთ.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები