პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში მებრძოლი ქართველი: "მე საქართველოსა და უკრაინის მტრებს ვანადგურებ"
უკრაინაში მებრძოლი ქართველი: "მე საქართველოსა და უკრაინის მტრებს ვანადგურებ"

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 1748 კი და­შავ­და... უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თველ მებ­რძო­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­ვუ­კავ­შირ­დით.

რო­მან და­რა­სე­ლია:

- სე­პა­რა­ტის­ტე­ბი ბომ­ბა­ვენ სკო­ლებ­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღებს და ამას უკ­რა­ი­ნის არ­ტი­ლე­რი­ის ქმე­დე­ბად ასა­ღე­ბენ. უამ­რა­ვი სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის - ჩემი მე­გობ­რე­ბიც. უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ვარ და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი იქა­ურ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მო­ვი­ხა­დე. ორი წლის ვი­ყა­ვი, ხარ­კოვ­ში რომ ჩა­მო­ვე­დით. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ვარ, მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბი­თა და ინ­ტერ­ნე­ტით ვნა­ხუ­ლობ აფხა­ზეთს. სა­ქარ­თვე­ლო ჩემი სამ­შობ­ლოა, მაგ­რამ ჩემი სამ­შობ­ლოა უკ­რა­ი­ნაც. მამა ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა, ჩემი ძმაც, ახლა მა­საც ია­რა­ღი უჭი­რავს ხელ­ში...

ჩემს უბან­ში უამ­რა­ვი რუსი ცხოვ­რობ­და. ზო­გი­ერ­თმა აივ­ნებ­ზე რუ­სე­თის დრო­შე­ბი გა­მო­ფი­ნა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ნად რუ­სე­თის დრო­შე­ბი და­ა­ყე­ნა, რა­საც ხალ­ხის აგ­რე­სია მოჰ­ყვა. რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნას თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ...

- რუ­სულ ფო­რუ­მებ­ზე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯარი დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლია...

- ეს რუ­სე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ომია. ის ნა­წი­ლე­ბი, სა­დაც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ჭარ­ბობ­დნენ, უბ­რძოლ­ვე­ლად ჩა­ბარ­დნენ. ეროვ­ნე­ბით რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის დე­ზერ­ტი­რო­ბის ფაქ­ტე­ბი ახ­ლაც ხდე­ბა, მაგ­რამ ეს ჩემი გა­სარ­ჩე­ვი არ არის, მე სამ­ხედ­რო ვარ და და­ვა­ლე­ბას ვას­რუ­ლებ, იმ მი­წას ვი­ცავ, სა­დაც ვცხოვ­რობ. უკ­რა­ი­ნულ ჯარს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ჰყავს. უნდა ნა­ხოთ, უბ­რა­ლო ხალ­ხიც რო­გო­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, მხარ­ში გვიდ­გა­ნან და გვამ­ხნე­ვე­ბენ. მათი ღა­ლა­ტი და მით უფრო - მი­ტო­ვე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ თურ­მე ბრძო­ლა გვი­ჭირს, სე­პა­რა­ტის­ტე­ბი და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს ეფა­რე­ბი­ან, იქ კი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა რთუ­ლია. მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ არ ვეს­ვრით მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას... რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის, ბევ­რი ფა-ქტი გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა "ძლე­ვა­მო­სი­ლი რუ­სე­თის ძლე­ვა­მო­სილ არ­მი­ა­ზე".

ირაკ­ლი ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი:

- ახლა ქა­ლაქ ილო­ვა­ის­კში ვარ. ბრძო­ლე­ბი მი­დის... მე დონ­ბა­სის ბა­ტა­ლი­ონ­ში ვარ. და­სავ­ლე­თის მხრი­დან ვუ­ტევ­დით, მაგ­რამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს თავ­დაც­ვი­თი ხაზი კარ­გად ჰქონ­და გა­მაგ­რე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი: "მე საქართველოსა და უკრაინის მტრებს ვანადგურებ"

უკრაინაში მებრძოლი ქართველი: "მე საქართველოსა და უკრაინის მტრებს ვანადგურებ"

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიმართ ინტერესი არ წყდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1748 კი დაშავდა... უკრაინაში ქართველ მებრძოლებს სოციალური ქსელით დავუკავშირდით.

რომან დარასელია:

- სეპარატისტები ბომბავენ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს და ამას უკრაინის არტილერიის ქმედებად ასაღებენ. უამრავი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის - ჩემი მეგობრებიც. უკრაინის მოქალაქე ვარ და სავალდებულო სამსახური იქაურ შეიარაღებულ ძალებში მოვიხადე. ორი წლის ვიყავი, ხარკოვში რომ ჩამოვედით. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, მხოლოდ ფოტოებითა და ინტერნეტით ვნახულობ აფხაზეთს. საქართველო ჩემი სამშობლოა, მაგრამ ჩემი სამშობლოა უკრაინაც. მამა ყოფილი სამხედროა, ჩემი ძმაც, ახლა მასაც იარაღი უჭირავს ხელში...

ჩემს უბანში უამრავი რუსი ცხოვრობდა. ზოგიერთმა აივნებზე რუსეთის დროშები გამოფინა, სოციალურ ქსელში ფონად რუსეთის დროშები დააყენა, რასაც ხალხის აგრესია მოჰყვა. რუსები უკრაინას თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ...

- რუსულ ფორუმებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული ჯარი დემორალიზებულია...

- ეს რუსების საინფორმაციო ომია. ის ნაწილები, სადაც რუსი სამხედროები ჭარბობდნენ, უბრძოლველად ჩაბარდნენ. ეროვნებით რუსი სამხედროების დეზერტირობის ფაქტები ახლაც ხდება, მაგრამ ეს ჩემი გასარჩევი არ არის, მე სამხედრო ვარ და დავალებას ვასრულებ, იმ მიწას ვიცავ, სადაც ვცხოვრობ. უკრაინულ ჯარს პროფესიონალი სამხედროები ჰყავს. უნდა ნახოთ, უბრალო ხალხიც როგორი მობილიზებულია, მხარში გვიდგანან და გვამხნევებენ. მათი ღალატი და მით უფრო - მიტოვება, არ შეიძლება... რაც შეეხება იმას, რომ თურმე ბრძოლა გვიჭირს, სეპარატისტები დასახლებულ პუნქტებს ეფარებიან, იქ კი საბრძოლო მოქმედებების წარმოება რთულია. მათგან განსხვავებით, ჩვენ არ ვესვრით მშვიდობიან მოსახლეობას... როდესაც ყველაფერი ჩაივლის, ბევრი ფა-ქტი გამოაშკარავდება "ძლევამოსილი რუსეთის ძლევამოსილ არმიაზე".

ირაკლი ქურასბედიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცერი:

- ახლა ქალაქ ილოვაისკში ვარ. ბრძოლები მიდის... მე დონბასის ბატალიონში ვარ. დასავლეთის მხრიდან ვუტევდით, მაგრამ მოწინააღმდეგეს თავდაცვითი ხაზი კარგად ჰქონდა გამაგრებული.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე