კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგისთან იმდენ კომპლიმენტს მაბარებენ, შეუძლებელია, ყველა გადავცე" - ვინ არის ბახვა ბრეგვაძე ცოტნე ცოტაშვილის გარემოცვიდან
"გიორგისთან იმდენ კომპლიმენტს მაბარებენ, შეუძლებელია, ყველა გადავცე" - ვინ არის ბახვა ბრეგვაძე ცოტნე ცოტაშვილის გარემოცვიდან

"ამ­ჟა­მად სან­დრექ­სას­თან ვარ წავ­კის­ში, სტუმ­რად, სა­დაც ძა­ლი­ან გრი­ლა, კარ­გად უბე­რავს", - მი­თხრა ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ, რო­დე­საც შე­ვეხ­მი­ა­ნე... ბახ­ვა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟია და სე­რი­ა­ლის გმი­რის, ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის სა­მე­გობ­რო წრი­დან გახ­ლავთ. მარ­თა­ლია მსა­ხი­ო­ბი არ არის, მაგ­რამ მის­თვის მი­ცე­მულ და­ვა­ლე­ბას ინ­ტე­რე­სი­თა და გუ­ლის­ყუ­რით მო­ე­კი­და. დღეს­დღე­ო­ბით კომ­პა­ნია "სა­რა­ჯიშ­ვი­ლის" მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია, ასე­ვე ჟურ­ნალ "კუ­ლინ ART"-ის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი და ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

- ბახ­ვა, რო­გორ აღ­მოჩ­ნდი სე­რი­ალ­ში?

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ჩემი მე­გობ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ და თა­მა­შო­ბენ. ერთხე­ლაც, მი­თხრეს, პა­ტა­რა რო­ლია შე­სას­რუ­ლე­ბე­ლიო და ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, რად­გან თა­ვი­დან­ვე ამ სე­რი­ა­ლის აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. თა­ნაც, პა­ტა­რა როლი იყო შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, ამი­ტომ გავ­რის­კე და დავ­თან­ხმდი... თუმ­ცა მერე ისე მოხ­და, რომ გა­და­ღე­ბე­ბი გაგ­რძელ­და და ჩემი პერ­სო­ნა­ჟი დარ­ჩა...

- როლი მო­გე­წო­ნა?

- კი, რად­გან ჩემ­თვის სი­ახ­ლე იყო, მიყ­ვარს სი­ახ­ლე­ე­ბი, ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. თა­ვი­დან ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი და ნელ-ნელა ვგრძნობ, რომ აღარ ვღე­ლავ და ამ ჩემი ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­გან მხო­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა ასეთ პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა, მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი თა­ვის საქ­მეს ათი­ან­ზე აკე­თებს და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. ასე­თი ხა­რის­ხის ქარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­დუქ­ტი მგო­ნი, აქამ­დე არც შექ­მნი­ლა. ამი­ტომ ვცდი­ლობ, კარ­გად გა­ვა­კე­თო ის, რაც ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია... პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ ვარ, თა­ვი­დან სწო­რედ ამი­ტომ ვღე­ლავ­დი, რად­გან ამ სე­რი­ალ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ და ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა მათ­თან ერ­თად ერთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- ისე­თი ტი­პა­ჟე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში მოგ­წონს, ვი­საც თა­მა­შობ?

- ვფიქ­რობ, რომ ჩემი პერ­სო­ნა­ჟი და­დე­ბი­თი ტი­პა­ჟია, წე­სი­ე­რი კა­ცია, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში ეს თვი­სე­ბე­ბი რამ­დე­ნად გა­მო­ად­გე­ბა, არ ვიცი...

- ამ ცნო­ბილ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ რა მო­გი­ტა­ნა?

- ამ სე­რი­ალ­მა ყვე­ლა ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­და­ფა­რა, - უც­ნო­ბე­ბიც და ნაც­ნო­ბე­ბიც მხო­ლოდ მას­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, მწე­რენ, მე­კი­თხე­ბი­ან. ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი," ამი­ტომ ბევრ კომ­პლი­მენტს ვი­ღებ. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ამ პრო­ექ­ტმა მხო­ლოდ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მო­მი­ტა­ნა.

- ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლი - ეს პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­დათ, მი­უ­ხედ­ვა­და იმი­სა, რომ არც ისე და­დე­ბი­თი პერ­სო­ნაა. ამ რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის პარტნი­ო­რო­ბა რას ნიშ­ნავს?

- გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია, ამა­ზე მგო­ნი, არა­ვინ და­ვობს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რიც ერ­თი­ა­ნია, - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ას­რუ­ლებს თა­ვის როლს და მისი პარტნი­ო­რო­ბა ძა­ლი­ან მა­გა­რია, კომ­ფორ­ტუ­ლია, ნი­ჭი­ერ ადა­მი­ან­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა. გი­ორ­გის­თან იმ­დენ კომ­პლი­მენტს მა­ბა­რე­ბენ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა და­ვი­მახ­სოვ­რო და გა­დავ­ცე...

- ის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სე­ზო­ნი ასე დას­რულ­და, შემ­დეგ სე­ზონ­ზე შენი პერ­სო­ნა­ჟი პრო­ექ­ტში დარ­ჩე­ბა?

- კი, წინა სე­ზო­ნი ისე დამ­თავ­რდა, რომ ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და. ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, ისევ ვიქ­ნე­ბით თუ არა სე­რი­ალ­ში, მაგ­რამ არა­ვის სჯე­რა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი. მოდი, ყვე­ლა ერ­თად და­ვე­ლო­დოთ ახალ სე­ზონს და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

- სე­რი­ა­ლის შემ­დეგ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი შე­ი­ძი­ნე, ალ­ბათ. ბევრ გოგს უყ­ვარ­ხარ?

- კი, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწე­რენ, აქე­ბენ სე­რი­ალს, მის გმი­რებს, ცოტა მეც და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, კარ­გი შეგ­რძნე­ბაა...

- თბი­ლის­ში ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან მე­გობ­რობ და ცნო­ბილ თავ­შეყ­რებ­სა თუ წვე­უ­ლე­ბებს არ აკ­ლდე­ბი. რო­გორ ახერ­ხებ ამას?

- ზო­გა­დად მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი, ამი­ტომ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, მათ­გან ზოგი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ზოგი - არა. ელი­ტუ­რი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი დი­დად არ მიყ­ვარს, მღლის ხმა­მა­ღა­ლი მუ­სი­კა და ბევ­რი ხალ­ხი ერ­თად, ამი­ტომ რო­დე­საც ასეთ ად­გი­ლებ­ში დავ­დი­ვარ, დიდ­ხანს არ ვჩერ­დე­ბი, მაგ­რამ ხან მი­წევს მის­ვლა, ხან კი თვი­თონ მინ­და და იმი­ტომ მივ­დი­ვარ, გა­აჩ­ნია გან­წყო­ბას.

- შენი მე­გობ­რე­ბი არი­ან ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე... ხში­რად გაქვს ხოლ­მე მათ­თან ერ­თად სუ­რა­თე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი...

- ნინი და ქრის­ტი­ნე ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან, რო­დის და სად გა­ვი­ცა­ნი ისი­ნი, არ მახ­სოვს, დღე­საც ვმე­გობ­რობთ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ორი­ვე...

- ზა­ფხუ­ლია, დას­ვე­ნე­ბი­სა და შვე­ბუ­ლე­ბის სე­ზო­ნი. რო­გორ ის­ვე­ნებ?

- სამ­წუ­ხა­როდ, კარ­გად დას­ვე­ნე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, საქ­მე­ე­ბი მქონ­და და მხო­ლოდ აგა­რაკ­ზე, წავ­კის­ში შევ­ძე­ლი ამოს­ვლა, თუმ­ცა აქე­და­ნაც მი­წევს თბი­ლის­ში სი­ა­რუ­ლი და ბო­ლომ­დე დას­ვე­ნე­ბა არ გა­მომ­დის. იმე­დი მაქვს, სად­მე წას­ვლას მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერთი კვი­რით მა­ინც მო­ვა­ხერ­ხებ.

- მოდი, შენს გულ­შე­მატ­კივ­რებ­სა და ფა­ნებს უთხა­რი, რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი მოგ­წონს?

- ... ქერა თუ შავგრე­მა­ნი, არ ვიცი (სი­ცი­ლით ამ­ბობს), არ მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. მომ­წონს ქე­რაც, შავგრე­მა­ნიც და ჟღალ­თმი­ა­ნიც, შარ­მი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო გო­გო­ნე­ბი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გიორგისთან იმდენ კომპლიმენტს მაბარებენ, შეუძლებელია, ყველა გადავცე" - ვინ არის ბახვა ბრეგვაძე ცოტნე ცოტაშვილის გარემოცვიდან

"გიორგისთან იმდენ კომპლიმენტს მაბარებენ, შეუძლებელია, ყველა გადავცე" - ვინ არის ბახვა ბრეგვაძე ცოტნე ცოტაშვილის გარემოცვიდან

"ამჟამად სანდრექსასთან ვარ წავკისში, სტუმრად, სადაც ძალიან გრილა, კარგად უბერავს", - მითხრა ბახვა ბრეგვაძემ, როდესაც შევეხმიანე... ბახვა "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟია და სერიალის გმირის, ცოტნე ცოტაშვილის სამეგობრო წრიდან გახლავთ. მართალია მსახიობი არ არის, მაგრამ მისთვის მიცემულ დავალებას ინტერესითა და გულისყურით მოეკიდა. დღესდღეობით კომპანია "სარაჯიშვილის" მარკეტინგისა და პიარის სამსახურის უფროსია, ასევე ჟურნალ ''კულინ ART''-ის კრეატიული დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი.

- ბახვა, როგორ აღმოჩნდი სერიალში?

- "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩემი მეგობრები მუშაობენ და თამაშობენ. ერთხელაც, მითხრეს, პატარა როლია შესასრულებელიო და ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან თავიდანვე ამ სერიალის აქტიური მაყურებელი ვიყავი. თანაც, პატარა როლი იყო შესასრულებელი, ამიტომ გავრისკე და დავთანხმდი... თუმცა მერე ისე მოხდა, რომ გადაღებები გაგრძელდა და ჩემი პერსონაჟი დარჩა...

- როლი მოგეწონა?

- კი, რადგან ჩემთვის სიახლე იყო, მიყვარს სიახლეები, ახალი გამოწვევები. თავიდან ძალიან ვღელავდი და ნელ-ნელა ვგრძნობ, რომ აღარ ვღელავ და ამ ჩემი ახალი საქმიანობისგან მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. დიდი ფუფუნებაა ასეთ პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობა, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი თავის საქმეს ათიანზე აკეთებს და შედეგიც სახეზეა. ასეთი ხარისხის ქართული სატელევიზიო პროდუქტი მგონი, აქამდე არც შექმნილა. ამიტომ ვცდილობ, კარგად გავაკეთო ის, რაც ჩემი გასაკეთებელია... პროფესიით მსახიობი არ ვარ, თავიდან სწორედ ამიტომ ვღელავდი, რადგან ამ სერიალში არაჩვეულებრივი მსახიობები თამაშობენ და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მათთან ერთად ერთ პროექტში მონაწილეობა.

- ისეთი ტიპაჟები ცხოვრებაში მოგწონს, ვისაც თამაშობ?

- ვფიქრობ, რომ ჩემი პერსონაჟი დადებითი ტიპაჟია, წესიერი კაცია, მაგრამ პოლიტიკაში ეს თვისებები რამდენად გამოადგება, არ ვიცი...

- ამ ცნობილ პროექტში მონაწილეობამ რა მოგიტანა?

- ამ სერიალმა ყველა ჩემი საქმიანობა გადაფარა, - უცნობებიც და ნაცნობებიც მხოლოდ მასზე მელაპარაკებიან, მწერენ, მეკითხებიან. ყველას ძალიან უყვარს "ჩემი ცოლის დაქალები," ამიტომ ბევრ კომპლიმენტს ვიღებ. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ, ამ პროექტმა მხოლოდ დადებითი ემოციები მომიტანა.

- ცოტნე ცოტაშვილი - ეს პერსონაჟი ძალიან შეუყვარდათ, მიუხედვადა იმისა, რომ არც ისე დადებითი პერსონაა. ამ როლის შემსრულებელი მსახიობის პარტნიორობა რას ნიშნავს?

- გიორგი ბახუტაშვილი რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია, ამაზე მგონი, არავინ დავობს და საზოგადოების აზრიც ერთიანია, - არაჩვეულებრივად ასრულებს თავის როლს და მისი პარტნიორობა ძალიან მაგარია, კომფორტულია, ნიჭიერ ადამიანთან ერთად მუშაობა. გიორგისთან იმდენ კომპლიმენტს მაბარებენ, შეუძლებელია ყველა დავიმახსოვრო და გადავცე...

- ის სცენარის მიხედვით, პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში, სეზონი ასე დასრულდა, შემდეგ სეზონზე შენი პერსონაჟი პროექტში დარჩება?

- კი, წინა სეზონი ისე დამთავრდა, რომ ცოტნე ცოტაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ბევრი მეკითხება, ისევ ვიქნებით თუ არა სერიალში, მაგრამ არავის სჯერა, რომ ჯერჯერობით არ ვიცი. მოდი, ყველა ერთად დაველოდოთ ახალ სეზონს და ვნახოთ, რა იქნება.

- სერიალის შემდეგ გულშემატკივრები შეიძინე, ალბათ. ბევრ გოგს უყვარხარ?

- კი, უცნობი ადამიანები სოციალურ ქსელში მწერენ, აქებენ სერიალს, მის გმირებს, ცოტა მეც და ძალიან მიხარია, კარგი შეგრძნებაა...

- თბილისში ბევრ ცნობილ ადამიანთან მეგობრობ და ცნობილ თავშეყრებსა თუ წვეულებებს არ აკლდები. როგორ ახერხებ ამას?

- ზოგადად მიყვარს ადამიანები, ამიტომ ბევრი მეგობარი მყავს, მათგან ზოგი საზოგადოებისთვის ცნობილია, ზოგი - არა. ელიტური თავშეყრის ადგილები დიდად არ მიყვარს, მღლის ხმამაღალი მუსიკა და ბევრი ხალხი ერთად, ამიტომ როდესაც ასეთ ადგილებში დავდივარ, დიდხანს არ ვჩერდები, მაგრამ ხან მიწევს მისვლა, ხან კი თვითონ მინდა და იმიტომ მივდივარ, გააჩნია განწყობას.

- შენი მეგობრები არიან ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე... ხშირად გაქვს ხოლმე მათთან ერთად სურათები გადაღებული...

- ნინი და ქრისტინე ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან, როდის და სად გავიცანი ისინი, არ მახსოვს, დღესაც ვმეგობრობთ და ძალიან მიყვარს ორივე...

- ზაფხულია, დასვენებისა და შვებულების სეზონი. როგორ ისვენებ?

- სამწუხაროდ, კარგად დასვენება ვერ მოვახერხე, საქმეები მქონდა და მხოლოდ აგარაკზე, წავკისში შევძელი ამოსვლა, თუმცა აქედანაც მიწევს თბილისში სიარული და ბოლომდე დასვენება არ გამომდის. იმედი მაქვს, სადმე წასვლას მოგვიანებით, ერთი კვირით მაინც მოვახერხებ.

- მოდი, შენს გულშემატკივრებსა და ფანებს უთხარი, როგორი გოგონები მოგწონს?

- ... ქერა თუ შავგრემანი, არ ვიცი (სიცილით ამბობს), არ მაქვს კონკრეტული კრიტერიუმები. მომწონს ქერაც, შავგრემანიც და ჟღალთმიანიც, შარმიანი და საინტერესო გოგონები...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება