პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, ამით არაფერი შავდება" - იცავენ თუ არა ბავშვებს მავნე საკვებისგან ცნობილი დედები
"კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, ამით არაფერი შავდება" - იცავენ თუ არა ბავშვებს მავნე საკვებისგან ცნობილი დედები

ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ბა­ზა­რი სავ­სეა გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, კონ­სერ­ვან­ტე­ბი­თა და ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით, ბავ­შვის ჯან­სა­ღად კვე­ბა დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა მშო­ბე­ლი ცდი­ლობს, შვი­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად მო­ა­რი­დოს მავ­ნე პრო­დუქ­ტებს, ტკბი­ლე­ულ­სა და გა­ზი­ან სას­მელს, თუმ­ცა ბავ­შვის­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე უა­რის თქმაც არაა მარ­თე­ბუ­ლი. დე­დე­ბი სხვა­დას­ხვა ხრიკს მი­მარ­თა­ვენ იმის­თვის, რომ შვი­ლის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი, მაგ­რამ ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი, რო­გორ­მე მი­ა­ღე­ბი­ნონ. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ცნო­ბილ დე­დებს მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილს, მა­ნი­კა ასა­თი­ან­სა და თიკა ჯამ­ბუ­რი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­თაც პა­ტა­რე­ბი ჰყავთ, და მშობ­ლე­ბის­თის სა­ჭირ-ბო­რო­ტო თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი: "ჩვენს პი­რო­ბებ­ში რა­ღაც არა­ჯან­სა­ღის ჭამა მა­ინც მო­უ­წევს, ამი­ტომ ორ­გა­ნიზ­მი მა­ინც მიჩ­ვე­უ­ლი უნდა იყოს ნორ­მა­ლურ კვე­ბას"

- ორ თვემ­დე გიო დე­დის რძეს მი­ირ­თმევ­და, შემ­დეგ კი ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე გა­და­ვე­დით. დღეს­დღე­ო­ბით მი­მაჩ­ნია, რომ ჯან­სა­ღად ვკვე­ბავ. ზო­გა­დად, ცუდი მჭა­მე­ლია, ერთ წლამ­დე ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა პრო­დუქ­ტი მი­ე­ღო და ჯან­სა­ღად ეჭა­მა, მე­ტიც - ერთ წლამ­დე ჩვე­ნი პე­დი­ატ­რის მიერ გა­მო­წე­რილ კვე­ბა­ზე მყავ­და, ვუმ­ზა­დებ­დი წვნი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ბევრ სა­სარ­გებ­ლო ბოსტნე­ულს შე­ი­ცავ­და, მათ შო­რის - ბრო­კო­ლის, ყა­ბაყს, ყვა­ვი­ლო­ვან კომ­ბოს­ტოს. მაგ­რამ მერე და მერე, რომ წა­მო­ი­ზარ­და, ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ულ­და, ჭამა არ უყ­ვარს. შემ­წვა­რი წი­წი­ლა მოს­წონს და სოფ­ლის, გა­უ­ყი­ნავ წი­წი­ლას ვი­ძენ მის­თვის, რომ ჯან­სა­ღი ხორ­ცი მი­ი­ღოს, ასე­ვე ვყი­დუ­ლობ ხბოს ხორ­ცზს. თუ მშრალ ხა­ჭოს არ ჭამს, მა­შინ ხა­ჭო­თი ალა­დებს ვუ­ცხობ და ასე ვაწ­ვდი ამ პრო­დუქტს. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ინც მი­ვა­ღე­ბი­ნო ესა თუ ის ჯან­სა­ღი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბი.

- ახერ­ხებ, რომ მო­ა­რი­დო თუნ­დაც სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებს?

- ჩემს შვილს, ისე­ვე რო­გორც ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, ძა­ლი­ან უყ­ვარს სწრა­ფი კვე­ბის საჭ­მე­ლე­ბი. არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი და არ ვი­ტყვი, რომ არ დამ­ყავს ასეთ ად­გი­ლებ­ში, უბ­რა­ლოდ, ის პლუ­სი გვაქვს, რომ გიოს მხო­ლოდ ფრი უყ­ვარს, ჰამ­ბურ­გე­რებ­ზე, ჩიზ­ბურ­გე­რებ­სა და მსგავს საკ­ვებ­ზე არ გიჟ­დე­ბა. კვი­რა­ში ერთხელ თუ ფრის შე­ჭამს, არ მი­მაჩ­ნია, რომ ამით დიდი რამ შავ­დე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ზედ­მე­ტად გაფრ­თხი­ლე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენს პი­რო­ბებ­ში რა­ღაც არა­ჯან­სა­ღის ჭამა მა­ინც მო­უ­წევს, ამი­ტომ ორ­გა­ნიზ­მი მა­ინც მიჩ­ვე­უ­ლი უნდა იყოს ნორ­მა­ლურ კვე­ბას, არა ზედ­მე­ტად გაფრ­თხი­ლე­ბულს და არც ზედ­მე­ტად არა­ჯან­საღს, შე­სა­ბა­მი­სად, ცოტ-ცოტა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­სინ­ჯოს.

გარ­და ამი­სა, გი­ორ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს ტკბი­ლე­უ­ლი, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ბავ­შვის­თვის გან­კუთ­ვნილ ტკბი­ლე­ულ­ზე გა­და­ვა­ტა­ნი­ნო ყუ­რა­დღე­ბა, ყვე­ლა­ფერს ვერ მივ­ცემ. დღე­ში ერთი სა­ბავ­შვო შო­კო­ლა­დი თუ შე­ჭა­მა, არც ამით შავ­დე­ბა რამე, ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით კი არ ვაძ­ლევ.

გა­ზი­ან სას­მე­ლებს არ ვას­მევ, ერთ წლამ­დე კომ­პო­ტი უყ­ვარ­და ძა­ლი­ან და ყო­ველ­დღე ახალ-ახალს ვუ­კე­თებ­დი სხვა­დას­ხვა ხი­ლის­გან, ოღონდ ნაკ­ლე­ბი შაქ­რით, ახლა კი დი­დად აღარ მოს­წონს, ამი­ტომ წყალს სვამს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით.

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი: "ძა­ლი­ან არ მინ­და, რომ ჭა­მოს ასე­თი "სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი"

- ელე­ნე ხუთ თვემ­დე ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე იყო და მინ­დო­და, დიდ­ხანს მეკ­ვე­ბა დე­დის რძით, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო არ გა­მო­ვი­და გაგ­რძე­ლე­ბა და ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე გა­და­ვე­დით, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. სულ მეს­მო­და, რომ ბუ­ნებ­რი­ვი კვე­ბა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბიც კარ­გად მი­ი­ღო, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია დე­დის რძეს­თან და ელე­ნე­საც ძა­ლი­ან მოს­წონ­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად

"კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, ამით არაფერი შავდება" - იცავენ თუ არა ბავშვებს მავნე საკვებისგან ცნობილი დედები

"კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, ამით არაფერი შავდება" - იცავენ თუ არა ბავშვებს მავნე საკვებისგან ცნობილი დედები

ჩვენს რეალობაში, როდესაც ბაზარი სავსეა გენმოდიფიცირებული, კონსერვანტებითა და ქიმიური დანამატებით გაჯერებული პროდუქტებით, ბავშვის ჯანსაღად კვება დიდ სირთულეს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ყველა მშობელი ცდილობს, შვილი მეტ-ნაკლებად მოარიდოს მავნე პროდუქტებს, ტკბილეულსა და გაზიან სასმელს, თუმცა ბავშვისთვის ყველაფერზე უარის თქმაც არაა მართებული. დედები სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ იმისთვის, რომ შვილისთვის არასასურველი, მაგრამ ჯანსაღი პროდუქტი, როგორმე მიაღებინონ. სწორედ ამ პრობლემაზე სასაუბროდ ცნობილ დედებს მარიამ როინიშვილს, მანიკა ასათიანსა და თიკა ჯამბურიას დავუკავშირდით, რომელთაც პატარები ჰყავთ, და მშობლებისთის საჭირ-ბოროტო თემაზე ვესაუბრეთ.

მანიკა ასათიანი: "ჩვენს პირობებში რაღაც არაჯანსაღის ჭამა მაინც მოუწევს, ამიტომ ორგანიზმი მაინც მიჩვეული უნდა იყოს ნორმალურ კვებას"

- ორ თვემდე გიო დედის რძეს მიირთმევდა, შემდეგ კი ხელოვნურ კვებაზე გადავედით. დღესდღეობით მიმაჩნია, რომ ჯანსაღად ვკვებავ. ზოგადად, ცუდი მჭამელია, ერთ წლამდე ყველანაირად ვცდილობდი, ყველა პროდუქტი მიეღო და ჯანსაღად ეჭამა, მეტიც - ერთ წლამდე ჩვენი პედიატრის მიერ გამოწერილ კვებაზე მყავდა, ვუმზადებდი წვნიანებს, რომლებიც ბევრ სასარგებლო ბოსტნეულს შეიცავდა, მათ შორის - ბროკოლის, ყაბაყს, ყვავილოვან კომბოსტოს. მაგრამ მერე და მერე, რომ წამოიზარდა, ძალიან გაჭირვეულდა, ჭამა არ უყვარს. შემწვარი წიწილა მოსწონს და სოფლის, გაუყინავ წიწილას ვიძენ მისთვის, რომ ჯანსაღი ხორცი მიიღოს, ასევე ვყიდულობ ხბოს ხორცზს. თუ მშრალ ხაჭოს არ ჭამს, მაშინ ხაჭოთი ალადებს ვუცხობ და ასე ვაწვდი ამ პროდუქტს. ყოველთვის ვცდილობ, რაღაცნაირად მაინც მივაღებინო ესა თუ ის ჯანსაღი და აუცილებელი საკვები.

- ახერხებ, რომ მოარიდო თუნდაც სწრაფი კვების ობიექტებს?

- ჩემს შვილს, ისევე როგორც ბავშვების უმრავლესობას, ძალიან უყვარს სწრაფი კვების საჭმელები. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი, რომ არ დამყავს ასეთ ადგილებში, უბრალოდ, ის პლუსი გვაქვს, რომ გიოს მხოლოდ ფრი უყვარს, ჰამბურგერებზე, ჩიზბურგერებსა და მსგავს საკვებზე არ გიჟდება. კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, არ მიმაჩნია, რომ ამით დიდი რამ შავდება, თუნდაც იმიტომ, რომ ზედმეტად გაფრთხილებაც არ შეიძლება. ჩვენს პირობებში რაღაც არაჯანსაღის ჭამა მაინც მოუწევს, ამიტომ ორგანიზმი მაინც მიჩვეული უნდა იყოს ნორმალურ კვებას, არა ზედმეტად გაფრთხილებულს და არც ზედმეტად არაჯანსაღს, შესაბამისად, ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა გასინჯოს.

გარდა ამისა, გიორგის ძალიან უყვარს ტკბილეული, ამიტომ ვცდილობ, ბავშვისთვის განკუთვნილ ტკბილეულზე გადავატანინო ყურადღება, ყველაფერს ვერ მივცემ. დღეში ერთი საბავშვო შოკოლადი თუ შეჭამა, არც ამით შავდება რამე, ჭარბი რაოდენობით კი არ ვაძლევ.

გაზიან სასმელებს არ ვასმევ, ერთ წლამდე კომპოტი უყვარდა ძალიან და ყოველდღე ახალ-ახალს ვუკეთებდი სხვადასხვა ხილისგან, ოღონდ ნაკლები შაქრით, ახლა კი დიდად აღარ მოსწონს, ამიტომ წყალს სვამს დიდი რაოდენობით.

მარიამ როინიშვილი: "ძალიან არ მინდა, რომ ჭამოს ასეთი "საშინელებები"

- ელენე ხუთ თვემდე ბუნებრივ კვებაზე იყო და მინდოდა, დიდხანს მეკვება დედის რძით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოვიდა გაგრძელება და ხელოვნურ კვებაზე გადავედით, რასაც ძალიან განვიცდიდი. სულ მესმოდა, რომ ბუნებრივი კვება ბავშვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, ხელოვნური საკვებიც კარგად მიიღო, რამდენადაც ვიცი, მიახლოებულია დედის რძესთან და ელენესაც ძალიან მოსწონდა.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება