სამართალი
Faceამბები

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს მამა ანთიმოზი მათ, ვინც სამღვდელოებას ჯიპების გამო აკრიტიკებს
რას პასუხობს მამა ანთიმოზი მათ, ვინც სამღვდელოებას ჯიპების გამო აკრიტიკებს

არ­ქი­მან­დრი­ტი ან­თი­მო­ზი, ერის­კა­ცო­ბა­ში თა­მაზ ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე პრე­სის ფურ­ცლებ­ზე სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო მოხ­ვდა. ის იმ ცნო­ბი­ლი მღვდლე­ბის რი­ცხვშია, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდე­გაც გვერ­დე­ბი კეთ­დე­ბა. თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რია "ფე­ის­ბუქ­ზე". დღეს არ­ქი­მან­დრიტს მან­ქა­ნებ­ზე, საგ­ზაო წე­სებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­პატ­რი­არ­ქოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ა­ზე სა­უ­ბარ­საც ვერ ავ­ცდით.

- 52 წლის ვარ და 18 წლი­დან სა­ჭეს­თან ვზი­ვარ. მან­ქა­ნის მარ­თვა ჩემ­მა ძმამ, აწ გარ­დაც­ვლილ­მა გრი­გოლ­მა მას­წავ­ლა. გრი­შა აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა. 22 წლის იყო, პირ­ვე­ლად სა­ჭეს­თან რომ დამ­სვა, მე 18 წლის ვი­ყა­ვი. კარ­გი მოს­წავ­ლე აღ­მოვ­ჩნდი. "011" ჰყავ­და, მის მან­ქა­ნა­ზე ვის­წავ­ლე მარ­თვა. მალე მა­მა­ჩემ­მა გრი­შას "06" უყი­და და მისი მან­ქა­ნა მე დამ­რჩა.

- მა­შინ მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა არ იყო რთუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად იყი­დე­ბო­და...

- ჰო, ასე იყო, მაგ­რამ მე პა­ტი­ოს­ნად ვი­ა­რე ერთი თვე და ვის­წავ­ლე პრაქ­ტი­კაც და თე­ო­რი­აც. პირ­ველ ხა­ნებ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­საც ვერ ავ­ცდი. ერთი-ორი მძი­მე ავა­რი­აც მო­მიხ­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, გა­დავ­რჩით. მა­შინ შავი "24" მყავ­და. გო­რის­კენ მივ­დი­ო­დი, ხიდ­ზე უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით, ქვი­შის გორა იდგა ხიდ­ზე. დიდი სიჩ­ქა­რით მივ­დი­ო­დი და გვი­ან და­ვი­ნა­ხე. შემ­ხვედ­რი მან­ქა­ნის­თვი­საც უნდა ამე­ცი­ლე­ბი­ნა და ამი­ვარ­და მან­ქა­ნა ამ ქვი­შის გო­რა­ზე. 100 მეტ­რი­დან დავ­ვარ­დით. მან­ქა­ნა ბევ­რჯერ ამოტ­რალ­და. სა­ოც­რად გა­დავ­რჩით. მა­შინ ერის­კა­ცი ვი­ყა­ვი, და­ახ­ლო­ე­ბით 28 წლის. გა­ა­ჩე­რა ხალ­ხმა მან­ქა­ნე­ბი და ამოგ­ვიყ­ვა­ნეს. სამ­შო­ბი­ა­რო ყო­ფი­ლა ყვე­ლა­ზე ახ­ლოს (იცი­ნის) და ეს სამი და­ბე­ჟი­ლი ახალ­გაზ­რდა ბიჭი სამ­შო­ბი­ა­რო­ში მოგ­ვა­თავ­სეს, გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი გაგ­ვი­კე­თეს. მერე მშობ­ლებ­მაც ჩა­მოგ­ვა­კი­თხეს, ის მან­ქა­ნა გა­და­საგ­დე­ბი გახ­და.

- მა­ლე­ვე მი­უ­ჯე­ქით სა­ჭეს ავა­რი­ის მერე?

- კი, მაგ­რამ შიში მა­ინც მქონ­და. მა­ნამ­დე ძა­ლი­ან სწრა­ფად დავ­დი­ო­დი, ავა­რი­ის შემ­დეგ სიჩ­ქა­რეს მო­ვუ­კე­ლი. მერე თეთ­რი "07" ვი­ყი­დე. მა­შინ "წი­თელ ხიდ­ზე" სა­ბა­ჟო­ზე ვმუ­შა­ობ­დი. მა­მა­ჩე­მიც შეძ­ლე­ბუ­ლი იყო, მშე­ნე­ბე­ლი ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლდათ. 60 სკო­ლა აქვს თბი­ლის­ში აშე­ნე­ბუ­ლი.

- ნას­ვა­მი მჯდარ­ხართ სა­ჭეს­თან?

- ძა­ლი­ან ბევ­რჯერ. თუმ­ცა ეს არას­დროს გამ­ხდა­რა ავა­რი­ის მი­ზე­ზი.

- მა­მაო, ხში­რად გაკ­რი­ტი­კე­ბენ, ჯი­პი­ან მა­მა­ოს გე­ძა­ხი­ან...

- ჰო, სი­სუ­ლე­ლე­ებს წე­რენ. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ჯიპი ჰყავ­დაო, მერე ვი­ღა­ცას აჩუ­ქაო, ასე­თი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნით არ უნდა და­დი­ო­დეს მღვდე­ლიო. არც ვიცი, რა მან­ქა­ნა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. და­ვით გა­რე­ჯა­ში რომ ვი­ყა­ვი, მო­ნას­ტრის მან­ქა­ნით ვმოძ­რა­ობ­დი. თვე­ში ერთი დღე თუ ჩა­მო­ვი­დო­დი თბი­ლის­ში. მო­ნას­ტერ­ში ჯერ "ნივა" გვყავ­და და მერე ჯიპი. თბი­ლის­ში რომ გად­მო­ვე­დი, ორი თვე ფე­ხით დავ­დი­ო­დი. ჩემი ფე­ხით სი­ა­რუ­ლი არ შე­იძ­ლე­ბა, პრობ­ლე­მა მაქვს ფე­ხებ­ზე, მალე ვიღ­ლე­ბი. ბან­კი­დან სეს­ხი ავი­ღე და "მერ­სე­დე­სი" შე­ვი­ძი­ნე. ვი­საც არ სჯე­რა ჩემი სეს­ხის ამ­ბა­ვი, ად­ვი­ლია ამის გა­და­მოწ­მე­ბა. თვე­ში 120 დო­ლარს ვიხ­დი­დი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მთლი­ა­ნად 3900 დო­ლა­რი და­მიჯ­და. მერე გა­მი­ფუჭ­და, მარ­ცხე­ნა "გი­ტა­რა" გა­მი­ტყდა. "მერ­სე­დე­სის" ცენ­ტრში მი­ვიყ­ვა­ნე. მი­თხრეს, ძა­ლი­ან ძვი­რია აქ ყვე­ლა­ფე­რი, ვერ გა­გი­კე­თებ­თო. ავ­დე­ქი და "მერ­სე­დე­სის" ცენ­ტრს ვა­ჩუ­ქე ეს მან­ქა­ნა.

- რა­ტომ?

- არ ვიცი, მე­წყი­ნა, გავ­ბრაზ­დი და ვა­ჩუ­ქე. მე­ო­რე დღეს პას­პორ­ტიც მი­ვუ­ტა­ნე, გა­ოც­დნენ, რა უნდა ამ მა­მა­ოს, რას გვერ­ჩი­სო. არა­ფერს გერ­ჩით, გა­ჩუ­ქეთ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კეს, კლი­ენ­ტი გა­მოჩ­ნდა, გა­და­უ­ფორ­მე და ბავ­შვთა ფონდში გა­დავ­რი­ცხავთ თან­ხას, ჩვენ ამ სა­ჩუ­ქარს ვერ მი­ვი­ღებ­თო. გა­და­ვუ­ფორ­მე. მერე ცოტა ხანს მე­გობ­რის მან­ქა­ნით დავ­დი­ო­დი, შემ­დეგ "მერ­სე­დე­სი" მა­ჩუ­ქეს და დღემ­დე ამით დავ­დი­ვარ.

- ვინ გა­ჩუ­ქათ?

- მა­გას ვერ გე­ტყვით, ამის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა. მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნია, კი­დევ კარ­გი, თო­რემ დამ­ღა­ლა მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან­მა მან­ქა­ნამ. 15 წლის "მერ­სე­დე­სია". ეტყო­ბა, ჩემი მან­ქა­ნა რომ გა­ვა­ჩუ­ქე, უფალ­მა სა­ჩუ­ქა­რი იმ ადა­მი­ა­ნის ხე­ლით გა­მო­მიგ­ზავ­ნა.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

რას პასუხობს მამა ანთიმოზი მათ, ვინც სამღვდელოებას ჯიპების გამო აკრიტიკებს

რას პასუხობს მამა ანთიმოზი მათ, ვინც სამღვდელოებას ჯიპების გამო აკრიტიკებს

არქიმანდრიტი ანთიმოზი, ერისკაცობაში თამაზ ბიჩინაშვილი, რამდენჯერმე პრესის ფურცლებზე სკანდალური განცხადებების გამო მოხვდა. ის იმ ცნობილი მღვდლების რიცხვშია, რომელთა წინააღმდეგაც გვერდები კეთდება. თავადაც აქტიურია ''ფეისბუქზე''. დღეს არქიმანდრიტს მანქანებზე, საგზაო წესებზე ვესაუბრეთ, თუმცა სოციალურ ქსელში საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბარსაც ვერ ავცდით.

- 52 წლის ვარ და 18 წლიდან საჭესთან ვზივარ. მანქანის მართვა ჩემმა ძმამ, აწ გარდაცვლილმა გრიგოლმა მასწავლა. გრიშა აფხაზეთის ომში დაიღუპა. 22 წლის იყო, პირველად საჭესთან რომ დამსვა, მე 18 წლის ვიყავი. კარგი მოსწავლე აღმოვჩნდი. ''011'' ჰყავდა, მის მანქანაზე ვისწავლე მართვა. მალე მამაჩემმა გრიშას ''06'' უყიდა და მისი მანქანა მე დამრჩა.

- მაშინ მართვის მოწმობის აღება არ იყო რთული, ფაქტობრივად იყიდებოდა...

- ჰო, ასე იყო, მაგრამ მე პატიოსნად ვიარე ერთი თვე და ვისწავლე პრაქტიკაც და თეორიაც. პირველ ხანებში ავტოსაგზაო შემთხვევებსაც ვერ ავცდი. ერთი-ორი მძიმე ავარიაც მომიხდა. მადლობა ღმერთს, გადავრჩით. მაშინ შავი ''24'' მყავდა. გორისკენ მივდიოდი, ხიდზე უნდა გადავსულიყავით, ქვიშის გორა იდგა ხიდზე. დიდი სიჩქარით მივდიოდი და გვიან დავინახე. შემხვედრი მანქანისთვისაც უნდა ამეცილებინა და ამივარდა მანქანა ამ ქვიშის გორაზე. 100 მეტრიდან დავვარდით. მანქანა ბევრჯერ ამოტრალდა. საოცრად გადავრჩით. მაშინ ერისკაცი ვიყავი, დაახლოებით 28 წლის. გააჩერა ხალხმა მანქანები და ამოგვიყვანეს. სამშობიარო ყოფილა ყველაზე ახლოს (იცინის) და ეს სამი დაბეჟილი ახალგაზრდა ბიჭი სამშობიაროში მოგვათავსეს, გამაყუჩებლები გაგვიკეთეს. მერე მშობლებმაც ჩამოგვაკითხეს, ის მანქანა გადასაგდები გახდა.

- მალევე მიუჯექით საჭეს ავარიის მერე?

- კი, მაგრამ შიში მაინც მქონდა. მანამდე ძალიან სწრაფად დავდიოდი, ავარიის შემდეგ სიჩქარეს მოვუკელი. მერე თეთრი ''07'' ვიყიდე. მაშინ ''წითელ ხიდზე'' საბაჟოზე ვმუშაობდი. მამაჩემიც შეძლებული იყო, მშენებელი ინჟინერი გახლდათ. 60 სკოლა აქვს თბილისში აშენებული.

- ნასვამი მჯდარხართ საჭესთან?

- ძალიან ბევრჯერ. თუმცა ეს არასდროს გამხდარა ავარიის მიზეზი.

- მამაო, ხშირად გაკრიტიკებენ, ჯიპიან მამაოს გეძახიან...

- ჰო, სისულელეებს წერენ. ძვირად ღირებული ჯიპი ჰყავდაო, მერე ვიღაცას აჩუქაო, ასეთი ძვირად ღირებული მანქანით არ უნდა დადიოდეს მღვდელიო. არც ვიცი, რა მანქანაზე ლაპარაკობენ. დავით გარეჯაში რომ ვიყავი, მონასტრის მანქანით ვმოძრაობდი. თვეში ერთი დღე თუ ჩამოვიდოდი თბილისში. მონასტერში ჯერ ''ნივა'' გვყავდა და მერე ჯიპი. თბილისში რომ გადმოვედი, ორი თვე ფეხით დავდიოდი. ჩემი ფეხით სიარული არ შეიძლება, პრობლემა მაქვს ფეხებზე, მალე ვიღლები. ბანკიდან სესხი ავიღე და ''მერსედესი'' შევიძინე. ვისაც არ სჯერა ჩემი სესხის ამბავი, ადვილია ამის გადამოწმება. თვეში 120 დოლარს ვიხდიდი 2 წლის განმავლობაში. მთლიანად 3900 დოლარი დამიჯდა. მერე გამიფუჭდა, მარცხენა ''გიტარა'' გამიტყდა. ''მერსედესის'' ცენტრში მივიყვანე. მითხრეს, ძალიან ძვირია აქ ყველაფერი, ვერ გაგიკეთებთო. ავდექი და ''მერსედესის'' ცენტრს ვაჩუქე ეს მანქანა.

- რატომ?

- არ ვიცი, მეწყინა, გავბრაზდი და ვაჩუქე. მეორე დღეს პასპორტიც მივუტანე, გაოცდნენ, რა უნდა ამ მამაოს, რას გვერჩისო. არაფერს გერჩით, გაჩუქეთ-მეთქი, ვუთხარი. მეორე დღეს დამირეკეს, კლიენტი გამოჩნდა, გადაუფორმე და ბავშვთა ფონდში გადავრიცხავთ თანხას, ჩვენ ამ საჩუქარს ვერ მივიღებთო. გადავუფორმე. მერე ცოტა ხანს მეგობრის მანქანით დავდიოდი, შემდეგ ''მერსედესი'' მაჩუქეს და დღემდე ამით დავდივარ.

- ვინ გაჩუქათ?

- მაგას ვერ გეტყვით, ამის თქმა არ შეიძლება. მარცხენასაჭიანია, კიდევ კარგი, თორემ დამღალა მარჯვენასაჭიანმა მანქანამ. 15 წლის ''მერსედესია''. ეტყობა, ჩემი მანქანა რომ გავაჩუქე, უფალმა საჩუქარი იმ ადამიანის ხელით გამომიგზავნა.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია