პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მომხმარებელთან ურთიერთობის დაბალი კულტურის გამო ქართველებს აკრიტიკებს.
"ამბავი მაქვს მოსაყოლი და დასკვნები თქვენთვის მომინდია.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი დღე მქონდა, სადღაც 18:00 საათისთვის ჩემმა ქმარმა დამირეკა და მთხოვა სახლში მოხარშული სიმინდი დამეხვედრებინა .მე ასე, "შარვალ-კასტუმიან-ქუსლებიანი" ვეღარ წავედი ბაზარში ...ყაზბეგის და ქავთარაძის კუთხეში, "ჩარგალის" ადგილას, ბენზოგასამართ სადგურთან ფარდული მეგულებოდა, და მივაშურე კიდეც. მანაქანიდან დიდ ხანს გადმოვდიოდი, ისე, რომ გამყიდველებმა გვარიანად მოასწრეს ჩემი გაჭორვა და შეფასება. ვიყიდე სიმინდი და თვალი გულაბი, არომატული, ქარვისფერი მსხლისკენ გამექცა...4 ლარიო-ცბიერად გამიღიმა ღიპმოშიშვლებულმა ყაზილარმა, -2 კილო ამიწონეთ-არ შევვაჭრებივარ მე-ერთი კი წავიბუზღუნე, ხილია, თუ ხიზილალა ეს ოხერი თქო...და ტელეფონით ვამცნე მეუღლეს, რომ მისი სურვილი შესრულებულია.ნუ ცოტაც ვიჭორავეთ...ამასობაში ცელოფანგაკოჭილი ნადავლი უკვე ჩემს მანქანაში იდო, გამყიდველს მადლობა გადავუხადე ყურადღებისთვის და გეზი ვაკისკენ ავიღე...დღის მთავარი სიურპიზი სახლში მელოდა.
არცერთი საღი მსხალი!!! არცერთი!!!
ქარვისფერის კვალიც კი არსად ჩანდა...
უნებლიედ გამყიდველის ცბიერი ღიმილი დამიდგა თვალწინ..
ახლა ვუყურებ დაბეჟილ, გამყიდველივით უსიცოცხლო, უარომატო ბუნების 2 კილოგრამიან შეცდომას და ვფიქრობ, იმ ადამიანმა ხომ სამუდამოდ დაკარგა ჩემის სახით 1 მომხარებელი? ნუთუ 8 ლარი ამად ღირდა???
ნუთუ ასე ერთი დღით შეიძლება ცხოვრება?
მთელი მსოფლიო ცდილობს მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას, სურვილი აღუძრას, რომ მხოლოდ მასთან მოვიდეს სავაჭროდ, ჩვენთან კი ყველაფრის სურვილს გაკარგვინებენ...
ეს სკოლაში არ ისწავლება, ეს შინაგანი კულტურაა, სამწუხაროდ ჩვენში ნაკლული....", - წერს მოროშკინა.