სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ვიზა 50 დოლარი ეღირება - რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან
საქართველოს ვიზა 50 დოლარი ეღირება - რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან

2014 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტებ­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ვიზა 50 აშშ დო­ლა­რი ეღი­რე­ბა. რო­გორც ambebi.ge-ს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კონ­სუ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე, სხვა­დას­ხვა ტი­პის ვი­ზა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­სე­ბი მოქ­მე­დებ­და, თუმ­ცა კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ არც ქვეყ­ნე­ბის და არც ვი­ზის ტი­პის მი­ხედ­ვით და­ყო­ფა აღარ იქ­ნე­ბა.

"აქამ­დე სხვა­დას­ხვა ფასი იყო, ახლა გა­თა­ნაბრდა და ყვე­ლა ტი­პის ვი­ზა­ზე იქ­ნე­ბა 50 აშშ დო­ლა­რი", - გა­ნა­ცხა­და ტა­ბა­ტა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ დრომ­დე არ­სე­ბულ სა­ვი­ზო მო­საკ­რებ­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვი­ზის ფა­სე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რი იყო: ერთჯე­რა­დი ან მრა­ვალ­ჯე­რა­დი ორ­დი­ნა­ლუ­რი ვიზა 90 დღემ­დე – 50 აშშ დო­ლა­რი; მრა­ვალ­ჯე­რა­დი ორ­დი­ნა­ლუ­რი ვიზა 360 დღით – 50 აშშ დო­ლა­რი; ერთჯე­რა­დი ან მრა­ვალ­ჯე­რა­დი ორ­დი­ნა­ლუ­რი ვიზა სატ­რან­ზი­ტო გავ­ლის უფ­ლე­ბით – 50 აშშ დო­ლა­რი; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო-გამ­ტარ პუნ­ქტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ორ­დი­ნა­ლუ­რი ვი­ზის გა­ცე­მი­სათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ბა­ჟის მრა­ვალ­ჯე­რა­დი ორ­დი­ნა­ლუ­რი ვი­ზის 360 დღით გა­ცე­მი­სათ­ვის – 100 ლარი; ერთჯე­რა­დი ორ­დი­ნა­ლუ­რი ვი­ზის 90 დღემ­დე ვა­დით გა­ცე­მი­სათ­ვის – 50 ლარი; მრა­ვალ­ჯე­რა­დი ორ­დი­ნა­ლუ­რი ვი­ზის 90 დღემ­დე ვა­დით გა­ცე­მი­სათ­ვის – 60 ლარი; სატ­რან­ზი­ტო გავ­ლის უფ­ლე­ბით ერთჯე­რა­დი ორ­დი­ნა­ლუ­რი ვი­ზის გა­ცე­მი­სათ­ვის – 10 ლარი; სატ­რან­ზი­ტო გავ­ლის უფ­ლე­ბით ორ­ჯე­რა­დი ორ­დი­ნა­ლუ­რი ვი­ზის გა­ცე­მი­სათ­ვის – 20 ლარი.

1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო აღარ გას­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზებს. ვი­ზე­ბი გა­ი­ცე­მა სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­სა და სა­კონ­სუ­ლო­ებ­ში. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ვი­ზის აღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში.

1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის ახა­ლი კა­ნო­ნი "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზად­და. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ ყოფ­ნის ვადა შემ­ცირ­და და 360 დღის ნაც­ვლად, 180-დღი­ან პე­რი­ოდ­ში 90 დღით გა­ნი­სა­ზღვრა. ასე­ვე რიგ ქვეყ­ნებს გა­უ­უქ­მდა უვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, თუმ­ცა ევ­რო­კავ­ში­რის, ნატო-ს, შენ­გე­ნის, დსთ-ს წევრ და სხვა ძი­რი­თად პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უვი­ზო მი­მოს­ვლა.

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო რე­ჟი­მი 24 ქვე­ყა­ნას გა­უ­უქ­მდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს ვიზა 50 დოლარი ეღირება - რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან

საქართველოს ვიზა 50 დოლარი ეღირება - რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან

2014 წლის პირველი სექტებრიდან საქართველოს ვიზა 50 აშშ დოლარი ეღირება. როგორც ambebi.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ განუცხადა, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სხვადასხვა ტიპის ვიზაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდა, თუმცა კანონში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ არც ქვეყნების და არც ვიზის ტიპის მიხედვით დაყოფა აღარ იქნება.

"აქამდე სხვადასხვა ფასი იყო, ახლა გათანაბრდა და ყველა ტიპის ვიზაზე იქნება 50 აშშ დოლარი", - განაცხადა ტაბატაძემ.

რაც შეეხება ამ დრომდე არსებულ სავიზო მოსაკრებლებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვიზის ფასები შემდეგნაირი იყო: ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე – 50 აშშ დოლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 360 დღით – 50 აშშ დოლარი; ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 50 აშშ დოლარი; საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 360 დღით გაცემისათვის – 100 ლარი; ერთჯერადი ორდინალური ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისათვის – 50 ლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისათვის – 60 ლარი; სატრანზიტო გავლის უფლებით ერთჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 10 ლარი; სატრანზიტო გავლის უფლებით ორჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისათვის – 20 ლარი.

1-ლი სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს საქართველოს ვიზებს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. ცვლილებების მიხედვით, ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე რიგ ქვეყნებს გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუმცა ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან შენარჩუნებული იქნება უვიზო მიმოსვლა.

იხილეთ ასევე: საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია