კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ჩემზე ვინმეს რაიმე კომპრომატი აქვს, გამოააშკარაოს" - ვის უპირისპირდება გია ჯაჯანიძე
"თუ ჩემზე ვინმეს რაიმე კომპრომატი აქვს, გამოააშკარაოს" - ვის უპირისპირდება გია ჯაჯანიძე

გია ჯა­ჯა­ნი­ძე გარ­და იმი­სა, რომ ფსი­ქო­ლო­გია და კი­დევ სხვა ბევ­რი სტა­ტუ­სიც აქვს (მათ შო­რის, palitra tV-ს "1002 ღა­მის" წამ­ყვა­ნი), ბოლო დროს მა­ინც შო­უ­მე­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რად­გა­ნაც მისი ყო­ვე­ლი ეთერ­ში გა­მო­ჩე­ნა, რა­ღაც უც­ნა­უ­რი ამ­ბით სრულ­დე­ბა, რა­საც თა­ვად იმით ხსნის, რომ ამა თუ იმ საქ­ცი­ე­ლით და­კომ­პლექ­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უპი­რის­პირ­დე­ბა...

მა­გა­ლი­თად, ბო­ტოქ­სის სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში გა­კე­თე­ბით, მისი თქმით, იმ მამ­კა­ცებს გა­მო­უ­ხა­ტა პრო­ტეს­ტი, რომ­ლე­ბიც ბო­ტოქსსაც იკე­თე­ბენ და სხვა თა­ვის მოვ­ლის პრო­ცე­დუ­რებ­საც იტა­რენ, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა არ სა­უბ­რო­ბენ და სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლა­ვენ...

გია ჯა­ჯა­ნი­ძე:

- ბევ­რი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ჯა­რო პირი თა­ვის მოვ­ლას დიდ დროს უთ­მობს: თმა­საც იღე­ბავს, ბო­ტოქსსაც იკე­თებს, ეპი­ლა­ცი­ა­საც და ფრჩხი­ლებ­ზე ლაქ­საც ის­ვამს... მოკ­ლედ, სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რას დიდი დროს უთ­მო­ბენ, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ქარ­თველ მამ­კა­ცებ­ში ხომ ტრა­დი­ცი­უ­ლად ასეა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ყვე­ლას უნდა და­უ­მა­ლონ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი მო­საზ­რე­ბა - ქარ­თველ­მა კაც­მა თა­ვის მოვ­ლას დიდი დრო არ უნდა და­უთ­მოს, რად­გა­ნაც ეს მხო­ლოდ ქა­ლის საქ­მეა, გა­ა­მარ­თლონ!

მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს მე იმის მერე და­ვუ­პი­რის­პირ­დი, რაც ერთ-ერთ სა­ლონ­ში, სტი­ლის­ტის­გან შე­ვი­ტყვე, რომ ის მე­ო­რე დღეს, მუ­შა­ო­ბას დი­ლით, 7 სა­ათ­ზე იწყებ­და იმის გამო, რომ ვი­ღაც პო­ლი­ტი­კო­სი მა­მა­კა­ცი მას­თან თმის შე­სა­ღე­ბად მო­დი­ო­და. ამ დროს იმი­ტომ ირ­ჩევს, რომ სხვე­ბის თან­დას­წრე­ბით ამის გა­კე­თე­ბა არ უნ­დაო. თმა მა­ნამ­დე და არ შე­მი­ღე­ბავს. ეს რომ გა­ვი­გე, ავ­დე­ქი, შე­ვი­ღე­ბე (პირ­ვე­ლად და უკან­მას­კნე­ლად) და ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხოდ გა­ვა­ცხა­დე... მერე ამას ბევ­რი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი და გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი პრი­ო­ცე­დუ­რაც (ნამ­ზე­უ­რი, ეპი­ლა­ცია, ბო­ტოქ­სი) მი­ვა­ყო­ლე. თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ბე­ბე­რი სუ­ლაც არ ვარ. ერთ-ერთ სა­იტ­ზე ამო­ვი­კი­თხე, გვირ­ჩევ­დნენ, დათ­ვა­ლეთ თქვენ მიერ ჩა­დე­ნი­ლი სი­სუ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და მიხ­ვდე­ბით, ხართ თუ არა ხან­დაზ­მუ­ლიო. მოკ­ლედ, დავ­თავ­ლე ჩემი სი­სუ­ლე­ე­ბი და იმა­ზე ახალ­გაზ­რდა ვარ, ვი­დე­რე ეს ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია.

- ბო­ტოქ­სი ერთ-ერთ სა­ტე­ლევ­ზიო შო­უ­ში სა­ჯა­როდ გა­ი­კე­თე... რა­ტომ?

- კი, ეს იყო შოუ, სა­ნა­ხა­ო­ბა და ჩემი კი­დევ ერთი პრო­ტეს­ტი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. იმ­დე­ნი არა­ფე­რი ბო­ტოქ­სი არ გა­მი­კე­თე­ბია, რომ ტუ­ჩე­ბი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­ვით გად­მომ­ბრუ­ნე­ბო­და. სულ ოდ­ნავ, უმ­ნიშ­ვე­ლოდ შე­მიშ­ხა­პუ­ნეს, ვი­მე­ო­რებ ისიც იმის­თვის, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ თუ რა­ი­მეს აკე­თებ, იმის არ უნდა შგრცხვეს და არ უნდა და­მა­ლო. იქვე ისიც ვთქვი (თან, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით მი­ვე­დი), რომ ზო­გი­ერ­თი ბა­ბუა შვი­ლიშ­ვილს იმას უყ­ვე­ბა, ომში რო­გორ იბ­რძო­და, ან ლომი თუ ვე­ფხვი რო­გორ და­ა­მარ­ცხა... მე შვი­ლიშ­ვი­ლებს იმის შე­სა­ხებ მო­ვუყ­ვე­ბი-მეთ­ქი, ბო­ტოქ­სი თუ რო­გორ გა­ვი­კეთ, - ასე ვთქვი (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- ისე, ბო­ტოქსსაც და ამ ყვე­ლა გა­მა­ჯანსაღებელ პრო­ცე­დუ­რას სახ­სრე­ბი სჭირ­დე­ბა...

- კი და ამას ძი­რი­თა­დად ფუ­ლი­ა­ნი და მდი­და­რი ხალ­ხი იკე­თებს, ეს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, სხვას ყვე­ლას თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ. უვ­ლი­ან თავს, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ არ ლა­პა­რა­კო­ბენ.

- ახლა რა პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩატბას გეგ­მავ, თუნ­დაც, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად?

- 60 წლამ­დე არა­ფერ­საც არ ვა­პი­რებ. არც სა­ხის გა­და­ჭიმ­ვა მინ­და და არც რა­ი­მე პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია...

- 60 წლის მერე რას გა­ი­კე­თებ?

- რისი სა­ჭი­რო­ე­ბაც იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­საც კი და­ვიგ­რძე­ლებ (სი­ცი­ლით ამ­ბობს)... ახლა ამა­ზე ვი­ღა­ცე­ბი კი იტყვი­ან, 60 წლის ასაკ­ში რა­ღად გინ­და ეგ ამ­ბა­ვიო, მაგ­რამ მა­ინც... რაც უნდა, თქვან...

ადრე ჩემს სი­დაბ­ლეს სა­ოც­რად გან­ვიც­დი­დი, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და ამან ხელი შე­უ­წყო იმას, რომ ვე­რა­ნა­ი­რად ავ­მაღ­ლდი (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ახლა კი უკვე არა­ფერ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ, თავს აღარ ვიკ­ლავ. თუ ჩემ­ზე ვინ­მეს რა­ი­მე კომ­პრო­მა­ტი აქვს, ად­გეს და ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ რომ ეკ­რა­ნია, იქ გა­უშ­ვას, აღარ მა­დარ­დებს.

- ისე სა­ო­ცა­რი იმი­ჯი კი გაქვს...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისე­თი იმი­ჯი მაქვს, რომ ყვე­ლას ჰგო­ნია, არა­ფერ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რას არ ვიკ­ლებ (ისე, ყვე­ლა­ფე­რი გა­სინ­ჯუ­ლი მაქვს), თავ­სა და ტანს 72%-იანი სა­რე­ცხის საპ­ნით ვი­ბან. ეს ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­პო­ნია, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი რაც ჩა­მოვ­თვა­ლე, ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რა მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სის გამო გა­ვი­კე­თე...

ისე, ადა­მი­ანს გე­ნე­ტი­კა თუ არ მოგდ­გამს, რაც უნდა გა­ი­კე­თო, არა­ფე­რი გიშ­ვე­ლის... ის ურ­ჩევ­ნი­ათ, ყვე­ლამ თა­ვის სუნს მი­ხე­დოს, თავი მო­ი­წეს­რი­გოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა რომ არ შე­ა­წუ­ხოს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"თუ ჩემზე ვინმეს რაიმე კომპრომატი აქვს, გამოააშკარაოს" - ვის უპირისპირდება გია ჯაჯანიძე

"თუ ჩემზე ვინმეს რაიმე კომპრომატი აქვს, გამოააშკარაოს" - ვის უპირისპირდება გია ჯაჯანიძე

გია ჯაჯანიძე გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგია და კიდევ სხვა ბევრი სტატუსიც აქვს (მათ შორის, palitra tV-ს ''1002 ღამის'' წამყვანი), ბოლო დროს მაინც შოუმენად ჩამოყალიბდა, რადგანაც მისი ყოველი ეთერში გამოჩენა, რაღაც უცნაური ამბით სრულდება, რასაც თავად იმით ხსნის, რომ ამა თუ იმ საქციელით დაკომპლექსებულ ადამიანებს უპირისპირდება...

მაგალითად, ბოტოქსის სატელევიზიო შოუში გაკეთებით, მისი თქმით, იმ მამკაცებს გამოუხატა პროტესტი, რომლებიც ბოტოქსსაც იკეთებენ და სხვა თავის მოვლის პროცედურებსაც იტარენ, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ და საგულდაგულოდ მალავენ...

გია ჯაჯანიძე:

- ბევრი ქართველი პოლიტიკოსი, საჯარო პირი თავის მოვლას დიდ დროს უთმობს: თმასაც იღებავს, ბოტოქსსაც იკეთებს, ეპილაციასაც და ფრჩხილებზე ლაქსაც ისვამს... მოკლედ, სხვადასხვა პროცედურას დიდი დროს უთმობენ, მაგრამ რატომღაც ქართველ მამკაცებში ხომ ტრადიციულად ასეა მიღებული, რომ ამ ყველაფრის შესახებ ყველას უნდა დაუმალონ, რომ საზოგადოებაში შექმნილი მოსაზრება - ქართველმა კაცმა თავის მოვლას დიდი დრო არ უნდა დაუთმოს, რადგანაც ეს მხოლოდ ქალის საქმეა, გაამართლონ! 

მოკლედ, ამ ყველაფერს მე იმის მერე დავუპირისპირდი, რაც ერთ-ერთ სალონში, სტილისტისგან შევიტყვე, რომ ის მეორე დღეს, მუშაობას დილით, 7 საათზე იწყებდა იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკოსი მამაკაცი მასთან თმის შესაღებად მოდიოდა. ამ დროს იმიტომ ირჩევს, რომ სხვების თანდასწრებით ამის გაკეთება არ უნდაო. თმა მანამდე და არ შემიღებავს. ეს რომ გავიგე, ავდექი, შევიღებე (პირველად და უკანმასკნელად) და ამის შესახებ სახალხოდ გავაცხადე... მერე ამას ბევრი გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი პრიოცედურაც (ნამზეური, ეპილაცია, ბოტოქსი) მივაყოლე. თუმცა მიმაჩნია, რომ ბებერი სულაც არ ვარ. ერთ-ერთ საიტზე ამოვიკითხე, გვირჩევდნენ, დათვალეთ თქვენ მიერ ჩადენილი სისულეების რაოდენობა და მიხვდებით, ხართ თუ არა ხანდაზმულიო. მოკლედ, დავთავლე ჩემი სისულეები და იმაზე ახალგაზრდა ვარ, ვიდერე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

- ბოტოქსი ერთ-ერთ სატელევზიო შოუში საჯაროდ გაიკეთე... რატომ?

- კი, ეს იყო შოუ, სანახაობა და ჩემი კიდევ ერთი პროტესტი ასეთი ადამიანების მიმართ. იმდენი არაფერი ბოტოქსი არ გამიკეთებია, რომ ტუჩები ანჯელინა ჯოლივით გადმომბრუნებოდა. სულ ოდნავ, უმნიშველოდ შემიშხაპუნეს, ვიმეორებ ისიც იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის მეჩვენებინა, რომ თუ რაიმეს აკეთებ, იმის არ უნდა შგრცხვეს და არ უნდა დამალო. იქვე ისიც ვთქვი (თან, შვილიშვილებით მივედი), რომ ზოგიერთი ბაბუა შვილიშვილს იმას უყვება, ომში როგორ იბრძოდა, ან ლომი თუ ვეფხვი როგორ დაამარცხა... მე შვილიშვილებს იმის შესახებ მოვუყვები-მეთქი, ბოტოქსი თუ როგორ გავიკეთ, - ასე ვთქვი (სიცილით ამბობს).

- ისე, ბოტოქსსაც და ამ ყველა გამაჯანსაღებელ პროცედურას სახსრები სჭირდება...

- კი და ამას ძირითადად ფულიანი და მდიდარი ხალხი იკეთებს, ეს მიშა სააკაშვილი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი, სხვას ყველას თავი რომ დავანებოთ. უვლიან თავს, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

- ახლა რა პროცედურების ჩატბას გეგმავ, თუნდაც, პროტესტის ნიშნად?

- 60 წლამდე არაფერსაც არ ვაპირებ. არც სახის გადაჭიმვა მინდა და არც რაიმე პლასტიკური ოპერაცია...

- 60 წლის მერე რას გაიკეთებ?

- რისი საჭიროებაც იქნება. მაგალითად, თუნდაც სასქესო ორგანოსაც კი დავიგრძელებ (სიცილით ამბობს)... ახლა ამაზე ვიღაცები კი იტყვიან, 60 წლის ასაკში რაღად გინდა ეგ ამბავიო, მაგრამ მაინც... რაც უნდა, თქვან...

ადრე ჩემს სიდაბლეს საოცრად განვიცდიდი, ვნერვიულობდი და ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ვერანაირად ავმაღლდი (სიცილით ამბობს). ახლა კი უკვე არაფერზე ვნერვიულობ, თავს აღარ ვიკლავ. თუ ჩემზე ვინმეს რაიმე კომპრომატი აქვს, ადგეს და ფილარმონიის წინ რომ ეკრანია, იქ გაუშვას, აღარ მადარდებს.

- ისე საოცარი იმიჯი კი გაქვს...

- მიუხედავად იმისა, რომ ისეთი იმიჯი მაქვს, რომ ყველას ჰგონია, არაფერ გამაჯანსაღებელ პროცედურას არ ვიკლებ (ისე, ყველაფერი გასინჯული მაქვს), თავსა და ტანს 72%-იანი სარეცხის საპნით ვიბან. ეს ჩემთვის უძვირფასესი საპონია, მაგრამ დანარჩენი რაც ჩამოვთვალე, ყველანაირი პროცედურა მხოლოდ ინტერესის გამო გავიკეთე...

ისე, ადამიანს გენეტიკა თუ არ მოგდგამს, რაც უნდა გაიკეთო, არაფერი გიშველის... ის ურჩევნიათ, ყველამ თავის სუნს მიხედოს, თავი მოიწესრიგოს, საზოგადოება რომ არ შეაწუხოს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია