მოცეკვავე მზია ორველაშვილი და პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ქორეოგრაფი საშა ოხრიმენკო უკვე ორი წელია, ერთად ცხოვრობენ. მათ წყვილს ყოველთვის ასახელებენ იმ ბედნიერთა შორის, ვინც ამ პროექტმა შეახვედრა. წყვილს იმდენად დატვირთული რეჟიმი ჰქონდათ, რომ აქამდე ქორწილის გადახდას ვერ ახერხებდნენ.
იმის გასარკვევად თუ როგორ ემზადებოდა წყვილი ქორწილისთვის, მზიას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ქორწილს ვიხდით ჯერ უკრაინაში და მერე საქართველოში. მეჯვარეები ჩვენი უახლოესი უკრაინელი მეგობრები არიან.
- უკრაინაში ქართველი მეგობრები ახერხებენ ჩამოსვლას?
- სამწუხაროდ ვერ მოახერხეს, მაგრამ თბილისში ყველა იქნება! ძალიან ველოდებოდი, მაგრამ ვერ ჩამოვიდნენ.