პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყურებამდე შეყვარებულმა გურამ ლომიძემ ივანა მელაისთან რომანტიკული ევროტური მოიწყო
ყურებამდე შეყვარებულმა გურამ ლომიძემ ივანა მელაისთან რომანტიკული ევროტური მოიწყო

გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე უმალ­ვე და­ი­პყრო. ჩაც­მუ­ლი გელა გნო­ლი­ძე, რე­პე­რი გერ­ცი, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" და ორი გო­გო­ნა მხი­ა­რუ­ლად მღე­როდ­ნენ და ცეკ­ვავ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სა­ხა­ლი­სო იმის გამო გახ­და, რომ აშ­კა­რად ჩან­და, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი თავს ძა­ლი­ან ვიწ­როდ გრძნობ­და მცი­რე ზო­მის ჯა­კუ­ზი­ში, ერთ-ერთ პარკში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვე­რა­ვინ მი­უხ­ვდა ჩა­ნა­ფიქ­რს რე­ჟი­სორს და მა­ი­სუ­რით აუზ­ში ჯდო­მის იდე­აც, ცხა­დია, არა­ვის­თვის აღ­მოჩ­ნდა მი­სა­ღე­ბი.

ძა­ლი­ან ძნე­ლია ამ­ხე­ლა მან­ძი­ლით და­შო­რე­ბა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, ეს ცოტა ხანს გაგ­რძელ­დე­ბა და მალე ერ­თად ვიქ­ნე­ბით

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვი­ეთ, ახა­ლი სიმ­ღე­რა "პირ­ვე­ლი არ­ხის" დი­ლის გა­და­ცე­მის­თვის შეს­რულ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ეს კლი­პი კი არა, უბ­რა­ლო სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლაა. თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ფი­ნან­სებს ვერ პო­უ­ლო­ბენ ახა­ლი ვი­დე­ოპ­რო­დუქ­ცი­ის და­სამ­ზა­დებ­ლად, სიმ­ღე­რე­ბი კი აქვთ, მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილ­მა ეს სწო­რედ კლი­პად აღიქ­ვა და ასე შე­ე­მა­ტა ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნესს კი­დევ ერთი ახა­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი.

ჯა­კუ­ზი­ში ვერ და­ვი­ნა­ხეთ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" ერთ-ერთი წევ­რი გუ­რა­მი­კო ლო­მი­ძე. ცხა­დია, არ გვი­ფიქ­რია, რომ ისე­დაც პა­ტა­რა ჯა­კუ­ზი­ში მისი ად­გი­ლი არ იყო, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ამ გა­მოს­ვლა­ში ის არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

სა­ნამ მისი კო­ლე­გე­ბი ჯა­კუ­ზი­ში გრილ­დე­ბოდ­ნენ, გუ­რა­მი­კო საყ­ვა­რელ ქალ­ბა­ტონ ივა­ნა მე­ლა­ის­თან ერ­თად ევ­რო­ტურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და დროს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ატა­რებ­და.

მომ­ღერ­ლე­ბის "ლავ სთო­რის" შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პრე­სა­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ გაჩ­ნდა. მა­შინ წყვი­ლი ამ ფაქტს არ ადას­ტუ­რებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ალა­პა­რაკ­დნენ.

ივა­ნას­გან გან­სხვა­ვე­ბით, გუ­რა­მი­კო სი­ტყვა­ძუნ­წია. რო­გორც ჩანს, ორი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ცდი­ლობს, პრე­სით მო­მა­ვალ­ზე ნაკ­ლე­ბად ილა­პა­რა­კოს.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ხა­ტია შა­მუ­გი­ას­თან, 12 წლის ნიკა ჰყავს, მე­ო­რე შვი­ლი, ლი­ა­მი, ამე­რი­კელ მე­უღ­ლეს­თან შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც უკვე დიდი ხა­ნია და­შორ­და.

მომ­ღე­რალს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით და სა­უ­ბა­რი მისი ახ­ლან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­თა და მუ­სი­კა­ლუ­რი გეგ­მე­ბით და­ვი­წყეთ.

- ახლა ამე­რი­კა­ში ვარ, რამ­დე­ნი­მე თვით ჩა­მო­ვე­დი და ჩემს ძველ საქ­მი­ა­ნო­ბას და­ვუბ­რუნ­დი, ალ­ბათ, ცოტა ხან­ში ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვალ. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­დამ­ზი­დავ ბიზ­ნეს­ში ვარ ჩარ­თუ­ლი და ჩემი კომ­პა­ნია მაქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე ცოტა დროს ვუთ­მობ, მაგ­რამ ბი­ჭე­ბი მუ­შა­ო­ბენ და წა­მოს­ვლის წინ ახა­ლი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რეთ.

- გუ­რამ, გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ვი­დე­ორ­გო­ლი გავ­რცელ­და, რა­მაც კრი­ტი­კა და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა ხუმ­რო­ბე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა...

- არ ვიცი, რა ხდე­ბა მაგ ვი­დე­ო­ში, თუმ­ცა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ნაკ­ლე­ბად ვინ­ტე­რეს­დე­ბი კრი­ტი­კით. მე მანდ ვერ მნა­ხავ­დით, რად­გან იმ დროს უკვე ამე­რი­კა­ში გახ­ლდით.

- პა­ტა­რა ზო­მის ჯა­კუ­ზი­ში "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი", ტან­საც­მლი­ა­ნი გელა გნო­ლი­ძე, რე­პე­რი გერ­ცი და ორი გო­გო­ნა სხე­დან და ყვე­ლა მღე­რის...

- არ ვიცი, რა ვი­დე­ოა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ბი­ჭე­ბი უბ­რა­ლოდ ერ­თო­ბოდ­ნენ.

- კარ­გი, სა­უ­ბა­რი შენი და ივა­ნა მე­ლა­ის სა­ზა­ფხუ­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბით გა­ვაგ­რძე­ლოთ. საყ­ვა­რელ ქალ­ბა­ტონ­თან ერ­თად მო­ნა­კო­ში იყა­ვი.

- ძა­ლი­ან მა­გა­რი დრო გა­ვა­ტა­რეთ ევ­რო­პა­ში, სენ-ტრო­პე­ში ვის­ვე­ნებ­დით. მერე უცებ გა­დავ­წყვი­ტეთ გვე­მოგ­ზა­უ­რა და სხვა­დას­ხვა ქა­ლაქს ვეს­ტუმ­რეთ. მო­ნა­კო­ში ერთი დღე გავ­ჩერ­დით, შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში გა­და­ვე­დით და პორ­ტო­ფი­ნო მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ. იქაც ერთი დღე გავ­ჩერ­დით და შემ­დეგ ფლო­რენ­ცი­ა­ში ჩა­ვე­დით. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­მოგ­ვი­ვი­და. შემ­დეგ მი­ლა­ნი, რომი...

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ყურებამდე შეყვარებულმა გურამ ლომიძემ ივანა მელაისთან რომანტიკული ევროტური მოიწყო

ყურებამდე შეყვარებულმა გურამ ლომიძემ ივანა მელაისთან რომანტიკული ევროტური მოიწყო

გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელმაც ინტერნეტსივრცე უმალვე დაიპყრო. ჩაცმული გელა გნოლიძე, რეპერი გერცი, ''ქუჩის ბიჭები'' და ორი გოგონა მხიარულად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ეს ყველაფერი კი ინტერნეტმომხმარებლისთვის სახალისო იმის გამო გახდა, რომ აშკარად ჩანდა, ამდენი ადამიანი თავს ძალიან ვიწროდ გრძნობდა მცირე ზომის ჯაკუზიში, ერთ-ერთ პარკში. რასაკვირველია, ვერავინ მიუხვდა ჩანაფიქრს რეჟისორს და მაისურით აუზში ჯდომის იდეაც, ცხადია, არავისთვის აღმოჩნდა მისაღები.

ძალიან ძნელია ამხელა მანძილით დაშორება, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ცოტა ხანს გაგრძელდება და მალე ერთად ვიქნებით

როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ახალი სიმღერა ''პირველი არხის'' დილის გადაცემისთვის შესრულდა, შესაბამისად, ეს კლიპი კი არა, უბრალო სატელევიზიო გამოსვლაა. თუმცა ვინაიდან ჩვენი შემსრულებლები ფინანსებს ვერ პოულობენ ახალი ვიდეოპროდუქციის დასამზადებლად, სიმღერები კი აქვთ, მაყურებლის ნაწილმა ეს სწორედ კლიპად აღიქვა და ასე შეემატა ქართულ შოუბიზნესს კიდევ ერთი ახალი ვიდეორგოლი.

ჯაკუზიში ვერ დავინახეთ ''ქუჩის ბიჭების'' ერთ-ერთი წევრი გურამიკო ლომიძე. ცხადია, არ გვიფიქრია, რომ ისედაც პატარა ჯაკუზიში მისი ადგილი არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გამოსვლაში ის არ გამოჩენილა.

სანამ მისი კოლეგები ჯაკუზიში გრილდებოდნენ, გურამიკო საყვარელ ქალბატონ ივანა მელაისთან ერთად ევროტურში იმყოფებოდა და დროს არაჩვეულებრივად ატარებდა.

მომღერლების ''ლავ სთორის'' შესახებ ინფორმაცია პრესაში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. მაშინ წყვილი ამ ფაქტს არ ადასტურებდა, მოგვიანებით კი საკუთარი გრძნობების შესახებ ჟურნალისტებთან ალაპარაკდნენ.

ივანასგან განსხვავებით, გურამიკო სიტყვაძუნწია. როგორც ჩანს, ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ცდილობს, პრესით მომავალზე ნაკლებად ილაპარაკოს.

პირველი ქორწინებიდან, ხატია შამუგიასთან, 12 წლის ნიკა ჰყავს, მეორე შვილი, ლიამი, ამერიკელ მეუღლესთან შეეძინა, რომელსაც უკვე დიდი ხანია დაშორდა.

მომღერალს სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით და საუბარი მისი ახლანდელი საქმიანობითა და მუსიკალური გეგმებით დავიწყეთ.

- ახლა ამერიკაში ვარ, რამდენიმე თვით ჩამოვედი და ჩემს ძველ საქმიანობას დავუბრუნდი, ალბათ, ცოტა ხანში ისევ საქართველოში ჩამოვალ. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზიდავ ბიზნესში ვარ ჩართული და ჩემი კომპანია მაქვს.

რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, მას საქართველოში ამ ეტაპზე ცოტა დროს ვუთმობ, მაგრამ ბიჭები მუშაობენ და წამოსვლის წინ ახალი სიმღერა ჩავწერეთ.

- გურამ, გასულ კვირას სოციალურ ქსელში ''ქუჩის ბიჭების'' მონაწილეობით ვიდეორგოლი გავრცელდა, რამაც კრიტიკა და ინტერნეტმომხმარებელთა ხუმრობები დაიმსახურა...

- არ ვიცი, რა ხდება მაგ ვიდეოში, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ვინტერესდები კრიტიკით. მე მანდ ვერ მნახავდით, რადგან იმ დროს უკვე ამერიკაში გახლდით.

- პატარა ზომის ჯაკუზიში ''ქუჩის ბიჭები'', ტანსაცმლიანი გელა გნოლიძე, რეპერი გერცი და ორი გოგონა სხედან და ყველა მღერის...

- არ ვიცი, რა ვიდეოა, მაგრამ ვფიქრობ, ბიჭები უბრალოდ ერთობოდნენ.

- კარგი, საუბარი შენი და ივანა მელაის საზაფხულო მოგზაურობით გავაგრძელოთ. საყვარელ ქალბატონთან ერთად მონაკოში იყავი.

- ძალიან მაგარი დრო გავატარეთ ევროპაში, სენ-ტროპეში ვისვენებდით. მერე უცებ გადავწყვიტეთ გვემოგზაურა და სხვადასხვა ქალაქს ვესტუმრეთ. მონაკოში ერთი დღე გავჩერდით, შემდეგ იტალიაში გადავედით და პორტოფინო მოვინახულეთ. იქაც ერთი დღე გავჩერდით და შემდეგ ფლორენციაში ჩავედით. ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა. შემდეგ მილანი, რომი...

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება