სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლეგ მელნიკოვმა შესაძლოა ციხე დეკემბერში დატოვოს
ოლეგ მელნიკოვმა შესაძლოა ციხე დეკემბერში დატოვოს

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და ოლეგ მელ­ნი­კოვს შო­რის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და , მას შემ­დეგ, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და მელ­ნი­კოვს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას სა­სა­მარ­თლო და­ამ­ტკი­ცებს, ოლეგ მელ­ნი­კოვს ორი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ორი წლით პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი, ორი წლით გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი ვადა და ერთი წლით სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის უფ­ლე­ბა გა­ნე­სა­ზღვრე­ბა.

"ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი, ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ამ­ხი­ლა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი პი­რე­ბი. ამ­დე­ნად, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­თან მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა. თუ სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა დამ­ტკიც­და, ოლეგ მელ­ნი­კოვს გა­ნე­სა­ზღვრე­ბა რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლი 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, 2 წლით პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი, 2 წლით გა­მო­საც­დე­ლი ვადა და ერთი წლით სა­ჯა­რო საქ­მი­ა­ნო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის უფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბა წარ­დგე­ნი­ლია სა­სა­მარ­თლო­ზე და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა მო­სა­მარ­თლის მხრი­დან ჯერ კი­დევ დამ­ტკი­ცე­ბას მო­ი­თხოვს. ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი სა­ბო­ლო­ოდ შე­საძ­ლე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

"ინ­ტერ­პო­ლით" ძებ­ნი­ლი ოლეგ მელ­ნი­კო­ვი კი­ევ­ში 2012 წლის 7 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ექ­სტრა­დი­ცია 2013 წლის 30 სექ­ტემ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ოლეგ მელნიკოვმა შესაძლოა ციხე დეკემბერში დატოვოს

ოლეგ მელნიკოვმა შესაძლოა ციხე დეკემბერში დატოვოს

მთავარ პროკურატურასა და ოლეგ მელნიკოვს შორის საპროცესო შეთანხმების დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა , მას შემდეგ, რაც პროკურატურასა და მელნიკოვს შორის გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებას სასამართლო დაამტკიცებს, ოლეგ მელნიკოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ორი წლით პირობითი მსჯავრი, ორი წლით გამოსასწორებელი ვადა და ერთი წლით საჯარო სამსახურში საქმიანობის ჩამორთმევის უფლება განესაზღვრება.

"ოლეგ მელნიკოვმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამხილა თანამონაწილე და ორგანიზატორი პირები. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მასთან მთავარმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუ სასამართლოს მხრიდან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, ოლეგ მელნიკოვს განესაზღვრება რეალური სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით პირობითი მსჯავრი, 2 წლით გამოსაცდელი ვადა და ერთი წლით საჯარო საქმიანობის ჩამორთმევის უფლება. აღნიშნული პირობა წარდგენილია სასამართლოზე და საპროცესო შეთანხმება მოსამართლის მხრიდან ჯერ კიდევ დამტკიცებას მოითხოვს. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ იქნება საუბარი საბოლოოდ შესაძლებელი", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

"ინტერპოლით" ძებნილი ოლეგ მელნიკოვი კიევში 2012 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. საქართველოში მისი ექსტრადიცია 2013 წლის 30 სექტემბერს განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ