პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება სასკოლო სეზონისთვის ბავშვის მომზადება - შევადგინოთ სრული სასკოლო კომპლექტი ერთად
რა ჯდება სასკოლო სეზონისთვის ბავშვის მომზადება - შევადგინოთ სრული სასკოლო კომპლექტი ერთად

ჩემი მე­ზო­ბე­ლი რეზო ყო­ველ­დღე ჩან­თა­მო­კი­დე­ბუ­ლი ეზო­ში გა­მო­დის. რომ ჰკი­თხავ, ამ დი­ლა­ად­რი­ან საით გა­გი­წე­ვი­აო, სკო­ლა­შიო, გი­პა­სუ­ხებს. ერთი წე­ლია ასე გრძელ­დე­ბა. და აი, დად­გა სა­ნატ­რე­ლი დრო - სამ დღე­ში რეზო 6 წლის გახ­დე­ბა და მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყე­ბა, 15 სექ­ტემ­ბერს ნამ­დვილ სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნენ.

გუ­შინ დი­ლი­თაც რეზო "სკო­ლა­ში" წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. ჩემი ბავ­შვო­ბა გა­მახ­სენ­და... 22 წლის წინ რე­ზო­სა­ვით ზურ­გზე ჩან­თა­მო­კი­დე­ბულ­მა სკო­ლის ეზო­ში პირ­ვე­ლად შევ­დგი ფეხი. იყო 1-ლი სექ­ტემ­ბე­რი, ზღვა სი­ხა­რუ­ლი და მღელ­ვა­რე­ბა, უცხო გა­რე­მო და ახა­ლი წიგ­ნე­ბის და­უ­ვი­წყა­რი სუნი. ყვე­ლა­ფე­რი გუ­შინ­დელ დღე­სა­ვით მახ­სოვს და რა­ტომ­ღაც დღემ­დე ვი­ნა­ხავ სხვა ქვეყ­ნი­დან მშობ­ლე­ბის ჩა­მო­ტა­ნილ ფლო­მას­ტე­რებს. მა­შინ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ჭირ­ვე­ბა იყო, სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ძე­ნაც ჭირ­და, მაგ­რამ მშობ­ლებ­მა შეძ­ლეს და ჩემი 1-ლი სექ­ტემ­ბე­რი მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბულ დღედ იქცა.

ცო­ტაც და, ახა­ლი სას­წავ­ლო წელი დად­გე­ბა. ჩემი პა­ტა­რა მე­ზობ­ლის, რე­ზოს მშობ­ლებ­მაც უკვე და­ი­წყეს სას­კო­ლო ნივ­თებ­ზე ზრუნ­ვა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი ლარი დაჯ­დე­ბა ბავ­შვე­ბის სკო­ლის­თვის მომ­ზა­დე­ბა? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია მშობ­ლებს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ძე­ნა აღარ უწევთ, (გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო უფა­სოდ გა­დას­ცემს), მა­ინც ბევრ ხარჯთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის სას­კო­ლოდ მომ­ზა­დე­ბა.

სად უფრო იაფი და­გიჯ­დე­ბათ სას­კო­ლო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა?

შარ­შან­დე­ლი წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს პრო­დუქ­ცი­ის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ბიბ­ლუს­ში" გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. და­სა­წყი­სის­თვის გე­ტყვით, რომ სრუ­ლი სას­კო­ლო კომ­პლექ­ტი "ბიბ­ლუს­ში" სა­შუ­ა­ლოდ, 80 ლარი და­გიჯ­დე­ბათ (ფას­ში შე­დის ზურგჩან­თაც).

და მა­ინც, რამ­დე­ნით გან­სხვავ­დე­ბა სხვა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში სას­კო­ლო ნივ­თე­ბი და "ბიბ­ლუ­სის" ფა­სე­ბი?

მა­გა­ლი­თად, PONTO-ს ფირ­მის 24-ფურ­ცლი­ა­ნი A5 ფორ­მა­ტის რვე­უ­ლის ფასი თუ სხვა მა­ღა­ზი­ებ­ში 65-დან 75 თეთ­რამ­დე მერ­ყე­ობს, "ბიბ­ლუს­ში" მისი ფასი 50 თეთ­რია. იმა­ვე ფირ­მის 16-ფურ­ცლი­ა­ნი A4-ის ზო­მის სა­ხა­ტა­ვი რვე­უ­ლის ფასი სხვა მა­ღა­ზი­ებ­ში 1-დან 1,20 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, "ბიბ­ლუს­ში" კი მას 70 თეთ­რად შე­ი­ძენთ. თუ სხვა­გან 12 ფე­რა­დი ფან­ქა­რი 1,55-დან 1,80 ლა­რამ­დე ღირს, "ბიბ­ლუს­ში" მას ერთ ლა­რად და 15 თეთ­რად შე­ი­ძენთ. აკ­ვა­რე­ლის ფასი სხვა­გან 2,40-დან იწყე­ბა და 2,50-მდე ადის, "ბიბ­ლუს­ში" კი ლარი და 85 თეთ­რი ღირს; ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო სას­კო­ლო ატ­რი­ბუტს, წიგ­ნის არა­კალს, "ბიბ­ლუს­ში" 45 თეთ­რად შე­ი­ძენთ, სხვა­გან კი 60-70 თეთ­რად. PONTO-ს ფირ­მის ყვი­თე­ლი კა­ლა­მი "ბიბ­ლუს­ში" 10 თეთ­რი ღირს, სხვა­გან - 15-დან 20 თეთ­რამ­დე. სა­წე­რი და­ფის ფასი სხვა­გან თუ 4,90-დან 5 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, "ბიბ­ლუს­ში" 3,30 ლა­რია. ხში­რად 5 და 10 თეთ­რი სა­ერ­თო ჯამ­ში არც თუ მცი­რე და­ნა­ზო­გი გა­მო­დის. ასე რომ, თა­ვად გა­და­წყვი­ტეთ, სად უფრო ღირს თქვე­ნი შვი­ლე­ბის სას­კო­ლოდ მომ­ზა­დე­ბა.

"ბიბ­ლუს­ში" სას­კო­ლო სე­ზო­ნი 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან იწყე­ბა. რო­გორც კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, 5-დან 14 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "თბი­ლი­სი ცენ­ტრალ­ში" დიდი სას­კო­ლო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა მო­ე­წყო­ბა.

კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სრულ ასორ­ტი­მენტს ერთ სივ­რცე­ში შეს­თა­ვა­ზებს, ამა­ვე დროს კომ­პა­ნი­ამ მშობ­ლებ­სა და მათ პა­ტა­რებ­ზეც იზ­რუ­ნა.

5-დან 14 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით "თბი­ლი­სი ცენ­ტრალ­ში" შვი­ლებ­თან ერ­თად მი­სულ მომ­ხმა­რე­ბელს სი­ურპრი­ზი ელო­დე­ბა - მათი პა­ტა­რე­ბის გარ­თო­ბა­ზე სხვა­დას­ხვა ზღაპ­რის გმი­რე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ. გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა სრუ­ლი დატ­ვირ­თვით, ყო­ველ­დღე, შა­ბათ-კვი­რის ჩათ­ვლით, 9-დან სა­ღა­მოს 10-მდე იმუ­შა­ვებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 18 აგ­ვის­ტოს "ბიბ­ლუს­მა" და­ი­წყო სა­ბავ­შვო ნა­ხა­ტე­ბის კონ­კურ­სი სა­ხელ­წო­დე­ბით "ჩემი ზა­ფხუ­ლი", რო­მე­ლიც 10 სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ასა­კი 6-დან 8 წლამ­დეა. ზა­ფხუ­ლის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, მშობ­ლებს შე­გიძ­ლი­ათ კომ­პა­ნი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში, კოს­ტა­ვას #47-ში, ან მისი ელექტრო­ნუ­ლი (დას­კა­ნე­რე­ბუ­ლი) ვერ­სია იმე­ილ­ზე biblusi@biblusi.ge გაგ­ზავ­ნოთ. სა­უ­კე­თე­სო ნა­ხატს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს. გა­მარ­ჯვე­ბულ პა­ტა­რას კომ­პა­ნია სას­კო­ლო ნივ­თე­ბის სრულ კომ­პლექტს გა­დას­ცემს, 15 სექ­ტემ­ბერს კი სკო­ლა­ში "ბიბ­ლუ­სის" ბი­ჭუ­ნა მი­იყ­ვანს.

სრუ­ლი სას­კო­ლო კომ­პლექ­ტის გარ­და, მომ­ხმა­რე­ბელს "ბიბ­ლუ­სი" კი­დევ ერთ სი­ახ­ლეს შეს­თა­ვა­ზებს - "ბიბ­ლუ­სის" ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე www.biblusi.ge გან­თავ­სდე­ბა სპეც­შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი ორ სა­ფა­სო კა­ტე­გო­რი­ა­ში: "გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის" და "ბი­ჭე­ბი­სათ­ვის". ერთი სა­ხის კომ­პლექ­ტი 87 ლა­რის ნაც­ვლად 65 ლარი ეღი­რე­ბა, ხოლო მე­ო­რე კომ­პლექ­ტი - 191 ლა­რის ნაც­ვლად 140 ლარი. კომ­პლექ­ტის სრულ ჩა­მო­ნათ­ვალს მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ბიბ­ლუ­სის" ვებგ­ვერ­დზე 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ნა­ხავს.

მშობ­ლე­ბო, არ­ჩე­ვა­ნი თქვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. 15 სექ­ტემ­ბე­რი ყვე­ლა პირ­ველკ­ლა­სე­ლის­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დღეა, გა­უ­ლა­მა­ზეთ ეს დღე თქვენს შვი­ლებს.

თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა ჯდება სასკოლო სეზონისთვის ბავშვის მომზადება - შევადგინოთ სრული სასკოლო კომპლექტი ერთად

რა ჯდება სასკოლო სეზონისთვის ბავშვის მომზადება - შევადგინოთ სრული სასკოლო კომპლექტი ერთად

ჩემი მეზობელი რეზო ყოველდღე ჩანთამოკიდებული ეზოში გამოდის. რომ ჰკითხავ, ამ დილაადრიან საით გაგიწევიაო, სკოლაშიო, გიპასუხებს. ერთი წელია ასე გრძელდება. და აი, დადგა სანატრელი დრო - სამ დღეში რეზო 6 წლის გახდება და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება, 15 სექტემბერს ნამდვილ სკოლაში მიიყვანენ.

გუშინ დილითაც რეზო "სკოლაში" წასასვლელად ემზადებოდა. ჩემი ბავშვობა გამახსენდა... 22 წლის წინ რეზოსავით ზურგზე ჩანთამოკიდებულმა სკოლის ეზოში პირველად შევდგი ფეხი. იყო 1-ლი სექტემბერი, ზღვა სიხარული და მღელვარება, უცხო გარემო და ახალი წიგნების დაუვიწყარი სუნი. ყველაფერი გუშინდელ დღესავით მახსოვს და რატომღაც დღემდე ვინახავ სხვა ქვეყნიდან მშობლების ჩამოტანილ ფლომასტერებს. მაშინ ჩვენს ქვეყანაში გაჭირვება იყო, სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენაც ჭირდა, მაგრამ მშობლებმა შეძლეს და ჩემი 1-ლი სექტემბერი მაინც განსაკუთრებულ დღედ იქცა.

ცოტაც და, ახალი სასწავლო წელი დადგება. ჩემი პატარა მეზობლის, რეზოს მშობლებმაც უკვე დაიწყეს სასკოლო ნივთებზე ზრუნვა.

საინტერესოა, დაახლოებით რამდენი ლარი დაჯდება ბავშვების სკოლისთვის მომზადება? მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია მშობლებს სახელმძღვანელოების შეძენა აღარ უწევთ, (განათლების სამინისტრო უფასოდ გადასცემს), მაინც ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული მოსწავლის სასკოლოდ მომზადება.

სად უფრო იაფი დაგიჯდებათ სასკოლო ნივთების შეძენა?

შარშანდელი წლისგან განსხვავებით, წელს პროდუქციის ნაირსახეობა წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" განსხვავებულია. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ სრული სასკოლო კომპლექტი "ბიბლუსში" საშუალოდ, 80 ლარი დაგიჯდებათ (ფასში შედის ზურგჩანთაც).

და მაინც, რამდენით განსხვავდება სხვა წიგნის მაღაზიებში სასკოლო ნივთები და "ბიბლუსის" ფასები?

მაგალითად, PONTO-ს ფირმის 24-ფურცლიანი A5 ფორმატის რვეულის ფასი თუ სხვა მაღაზიებში 65-დან 75 თეთრამდე მერყეობს, "ბიბლუსში" მისი ფასი 50 თეთრია. იმავე ფირმის 16-ფურცლიანი A4-ის ზომის სახატავი რვეულის ფასი სხვა მაღაზიებში 1-დან 1,20 ლარამდე მერყეობს, "ბიბლუსში" კი მას 70 თეთრად შეიძენთ. თუ სხვაგან 12 ფერადი ფანქარი 1,55-დან 1,80 ლარამდე ღირს, "ბიბლუსში" მას ერთ ლარად და 15 თეთრად შეიძენთ. აკვარელის ფასი სხვაგან 2,40-დან იწყება და 2,50-მდე ადის, "ბიბლუსში" კი ლარი და 85 თეთრი ღირს; ერთ-ერთ ყველაზე საჭირო სასკოლო ატრიბუტს, წიგნის არაკალს, "ბიბლუსში" 45 თეთრად შეიძენთ, სხვაგან კი 60-70 თეთრად. PONTO-ს ფირმის ყვითელი კალამი "ბიბლუსში" 10 თეთრი ღირს, სხვაგან - 15-დან 20 თეთრამდე. საწერი დაფის ფასი სხვაგან თუ 4,90-დან 5 ლარამდე მერყეობს, "ბიბლუსში" 3,30 ლარია. ხშირად 5 და 10 თეთრი საერთო ჯამში არც თუ მცირე დანაზოგი გამოდის. ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ, სად უფრო ღირს თქვენი შვილების სასკოლოდ მომზადება.

"ბიბლუსში" სასკოლო სეზონი 1-ლი სექტემბრიდან იწყება. როგორც კომპანიის მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, 5-დან 14 სექტემბრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" დიდი სასკოლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

კომპანია მომხმარებელს სრულ ასორტიმენტს ერთ სივრცეში შესთავაზებს, ამავე დროს კომპანიამ მშობლებსა და მათ პატარებზეც იზრუნა.

5-დან 14 სექტემბრის ჩათვლით "თბილისი ცენტრალში" შვილებთან ერთად მისულ მომხმარებელს სიურპრიზი ელოდება - მათი პატარების გართობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. გამოფენა-გაყიდვა სრული დატვირთვით, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 9-დან საღამოს 10-მდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს "ბიბლუსმა" დაიწყო საბავშვო ნახატების კონკურსი სახელწოდებით "ჩემი ზაფხული", რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეების ასაკი 6-დან 8 წლამდეა. ზაფხულის თემაზე შექმნილი ნამუშევრები, მშობლებს შეგიძლიათ კომპანიის ცენტრალურ ოფისში, კოსტავას #47-ში, ან მისი ელექტრონული (დასკანერებული) ვერსია იმეილზე biblusi@biblusi.ge გაგზავნოთ. საუკეთესო ნახატს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულ პატარას კომპანია სასკოლო ნივთების სრულ კომპლექტს გადასცემს, 15 სექტემბერს კი სკოლაში "ბიბლუსის" ბიჭუნა მიიყვანს.

სრული სასკოლო კომპლექტის გარდა, მომხმარებელს "ბიბლუსი" კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს - "ბიბლუსის" ოფიციალურ ვებგვერდზე www.biblusi.ge განთავსდება სპეცშეთავაზებები ორ საფასო კატეგორიაში: "გოგონებისათვის" და "ბიჭებისათვის". ერთი სახის კომპლექტი 87 ლარის ნაცვლად 65 ლარი ეღირება, ხოლო მეორე კომპლექტი - 191 ლარის ნაცვლად 140 ლარი. კომპლექტის სრულ ჩამონათვალს მომხმარებელი "ბიბლუსის" ვებგვერდზე 1-ლი სექტემბრიდან ნახავს.

მშობლებო, არჩევანი თქვენი გასაკეთებელია. 15 სექტემბერი ყველა პირველკლასელისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა, გაულამაზეთ ეს დღე თქვენს შვილებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია