პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აპროტესტებენ სასულიერო პირები დასავლურ ქვეყნებში და რატომ გვაქვს შერჩევითი მიდგომა ცოდვის მიმართ საქართველოში
რას აპროტესტებენ სასულიერო პირები დასავლურ ქვეყნებში და რატომ გვაქვს შერჩევითი მიდგომა ცოდვის მიმართ საქართველოში

კა­ზან­ტი­პის ფეს­ტი­ვა­ლის გარ­შე­მო ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ ცხრე­ბა. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღრმად მორ­წმუ­ნე ნა­წი­ლი ფეს­ტი­ვალს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ფეს­ტი­ვა­ლი ერის გარ­ყვნა-გა­თახ­სი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. და­ვინ­ტე­რეს­დი, უცხო­ეთ­შიც ტარ­დე­ბა თუ არა მსგავ­სი აქ­ცი­ე­ბი და რას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. აი, რა ფაქ­ტე­ბი მო­ვი­ძიე.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ის­რა­ელ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა გეი-აღ­ლუ­მი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით გა­აპ­რო­ტეს­ტეს - იქ სა­დაც აღ­ლუ­მი ტარ­დე­ბო­და, იდ­გნენ გზის პი­რას და ლო­ცუ­ლობ­დნენ;

წლე­ბის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ით შეხ­ვდნენ მოქ­მე­დი რო­მის პა­პის, ფრან­ცის­კეს წი­ნა­მორ­ბედს ბე­ნე­დიქ­ტე XVI-ის ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც ის ოთხდღი­ა­ნი ვი­ზი­ტით ჩა­ვი­და. ამ ვი­ზიტს ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გა­მო­უჩ­ნდა: ერ­თის მხრივ სე­კუ­ლა­რუ­ლი ქვეყ­ნის მომ­ხრე­ე­ბი და ანტი-კლე­რი­კა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ პა­პის ვი­ზიტ­ზე გა­ხარ­ჯულ სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრებს, რო­მე­ლიც ფი­ნან­სის­ტე­ბის ვა­რა­უ­დით 100 მი­ლი­ონ ევ­როს მი­აღ­წევ­და, ხოლო მე­ო­რეს მხრივ პრო­ტეს­ტან­თა ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და ლგბტ უფ­ლე­ბა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­ლე­ბიც აკ­რი­ტი­კე­ბედ­ნენ, პა­პის ჰო­მო­ფო­ბი­ურ გან­ცა­დე­ბებს და ვა­ტი­კა­ნის ოფი­ცი­ა­ლურ პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და HIV-ის უკავ­შირ­დე­ბო­და. ამ აქ­ცი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 5000 ადა­მი­ა­ნი შე­უ­ერ­თდა.

გერ­მა­ნე­ლი სა­სუ­ლი­ე­რი პი­რე­ბი სუ­ლი­ერ შვი­ლებს ძი­რი­თა­დად გერ­მა­ნი­ის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად კრი­ბა­ვენ. აქ­ცი­ას 10 000 და ხში­რად 20 000 ადა­მი­ა­ნიც უერ­თდე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რო­მის პა­პის ვი­ზიტს გერ­მა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც 2011 წელს გა­ი­მარ­თა, ასე­ვე არ ჩა­უვ­ლია საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის გა­რე­შე.

დიდი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იყო საფ­რან­გეთ­ში 2013 წელს, სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მათი სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბი ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. გა­მოს­ვლებ­ში საფ­რან­გე­თის ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ბრი­ტა­ნე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ძი­რი­თა­დი საპ­რო­ტეს­ტო თემა მათი ქვეყ­ნის ერა­ყი­სა და ავ­ღა­ნე­თის ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო, რო­მელ­საც პერ­მა­მენ­ტუ­ლად მარ­თავ­დნენ ინ­გლი­სის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში.

შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვწერ აღ­მო­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს, რად­გან ბევ­რი ქვე­ყა­ნა ჯერ კი­დევ შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბით იმარ­თე­ბა და იქ ეს ჩვე­უ­ლი ამ­ბა­ვია.

და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში პრო­ტეს­ტის სხვა არა­ერ­თი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ჩა­მოთ­ვლი­ლიც საკ­მა­რი­სია. ძი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ­სად წა­ვა­წყდი შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც "კა­ზან­ტი­პის" მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლი გა­აპ­რო­ტეს­ტეს, მათ შო­რის არც მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვეყ­ნებ­ში. თა­ვად უკ­რა­ი­ნა­შიც კი, სა­დაც წლე­ბის მან­ძილ­ზე ტარ­დე­ბო­და "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლი, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს არას­დროს გა­უ­მარ­თავთ.

ზო­გა­დად, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა და მორ­წმუ­ნემ ცოდ­ვის ჩა­დე­ნა რომ უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტოს ეს ცალ­სა­ხაა, მაგ­რამ მა­შინ რა­ტომ არ ვაპ­რო­ტეს­ტებთ შემ­დეგ ფაქ­ტებს:

სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე (ე.წ. ვაგ­ზალ­ზე) არ­სე­ბულ სა­როს­კი­პო­ებს, სა­დაც ყო­ველ­დღე "კა­ზან­ტი­პია" და თან არა­ლე­გა­ლუ­რი.

დის­კო­თე­კებ­სა და ღა­მის კლუ­ბებ­ში ე.წ. ბიო ნარ­კო­ტი­კის გა­ყიდ­ვას.

რა­ტომ არა­სო­დეს არა­ვის გა­მო­უთ­ქვამს პრო­ტეს­ტი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის ქვეშ არ­სე­ბულ ღა­მის კლუბ­ზე, რო­მე­ლიც ფა­ტ­ქობ­რი­ვად სა­როს­კი­პო იყო.

რა­ტომ არ ვაპ­რო­ტეს­ტებთ (და არ ვიკ­რი­ბე­ბით იმ ხალ­ხის ნა­ხე­ვა­რიც კი ვინც 17 მა­ი­სის იყო გა­მო­სუ­ლი) ნარ­კო­მა­ნი­ას და რა­ტომ მოგ­ვყავს არ­გუ­მენ­ტად რომ ამას კა­ნო­ნიც აპ­რო­ტეს­ტებს?! ხომ ვხე­დავთ, რომ მარ­ტო კა­ნო­ნი ვერ აგ­ვა­რებს ამ პრობ­ლე­მას?! კა­ნო­ნის იმე­დად ყოფ­ნით ერ­თგვა­რად სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცი­ას ხომ არ ვი­ღებთ?

რა­ტომ არ ვაპ­რო­ტეს­ტებთ კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის ესო­დენ სიმ­რავ­ლეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რაც არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის გა­უ­ბე­დუ­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის სუ­ი­ცი­დის მი­ზე­ზი გახ­და.

რა­ტომ არა­ვინ არ აპ­რო­ტეს­ტებს სტა­ლი­ნის სუ­რა­თე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ცი­ებს? თუ სტა­ლი­ნის იდე­ებ­მა ჭირი მოგვჭა­მა და სა­ში­შე­ბი აღარ არი­ან?!

რა­ტომ არ ვაპ­რო­ტეს­ტებთ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ისე ირ­ღვე­ვა ხოლ­მე, როგ­როც ჩემი მე­ზობ­ლის შე­კე­რი­ლი კოს­ტუ­მი.

რა­ტომ არ გა­მოვ­დი­ვართ და რა­ტომ არ ვთხოვთ სა­ხელ­მწი­ფოს, აიკ­რძა­ლოს აბორ­ტი? თუ კა­ზან­ტი­პის არ­ჩა­ტა­რე­ბა უშ­ვე­ლის იმას, რომ ნელ-ნელა ნა­ხევ­რდე­ბა ჩვე­ნი გე­ნო­ფონ­დი. ცოდ­ვის მი­მართ ასე­თი შერ­ჩე­ვი­თი მიდ­გო­მა, ცოტა არ იყოს, გა­უ­გე­ბა­რია.

ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმი­სა, რა­ზეც თვა­ლე­ბი დიდ­ზე უნდა გა­ვა­ხი­ლოთ და ჩვენ ვხუ­ჭავთ, სა­მა­გი­ე­როდ ვაპ­რო­ტეს­ტებთ იმას, რა­ზეც გა­მოხ­მა­უ­რე­ბა დი­დია. 30 აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა "კა­ზან­ტი­პი" და სა­ინ­ტე­რე­სოა რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?!

ლადო გო­გო­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას აპროტესტებენ სასულიერო პირები დასავლურ ქვეყნებში და რატომ გვაქვს შერჩევითი მიდგომა ცოდვის მიმართ საქართველოში

რას აპროტესტებენ სასულიერო პირები დასავლურ ქვეყნებში და რატომ გვაქვს შერჩევითი მიდგომა ცოდვის მიმართ საქართველოში

კაზანტიპის ფესტივალის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. როგორც მოსალოდნელი იყო, სასულიერო პირები და საზოგადოების ღრმად მორწმუნე ნაწილი ფესტივალს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ეს ფესტივალი ერის გარყვნა-გათახსირებას ემსახურება. დავინტერესდი, უცხოეთშიც ტარდება თუ არა მსგავსი აქციები და რას აპროტესტებენ სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები. აი, რა ფაქტები მოვიძიე.

რამდენიმე წლის წინ ისრაელში სასულიერო პირებმა გეი-აღლუმი ძალიან საინტერესო ფორმით გააპროტესტეს - იქ სადაც აღლუმი ტარდებოდა, იდგნენ გზის პირას და ლოცულობდნენ;

წლების წინ საპროტესტო აქციით შეხვდნენ მოქმედი რომის პაპის, ფრანცისკეს წინამორბედს ბენედიქტე XVI-ის ესპანეთში, სადაც ის ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ამ ვიზიტს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა: ერთის მხრივ სეკულარული ქვეყნის მომხრეები და ანტი-კლერიკალები, რომლებიც აპროტესტებენ პაპის ვიზიტზე გახარჯულ სახელმწიფო სახსრებს, რომელიც ფინანსისტების ვარაუდით 100 მილიონ ევროს მიაღწევდა, ხოლო მეორეს მხრივ პროტესტანთა ნაწილს წარმოადგენდა ლგბტ უფლება დამცველი ორგანიზაციები, როლებიც აკრიტიკებედნენ, პაპის ჰომოფობიურ განცადებებს და ვატიკანის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც პრეზერვატივების გამოყენებასა და HIV-ის უკავშირდებოდა. ამ აქციას დაახლოებით 5000 ადამიანი შეუერთდა.

გერმანელი სასულიერი პირები სულიერ შვილებს ძირითადად გერმანიის ბირთვული პროგრამის გასაპროტესტებლად კრიბავენ. აქციას 10 000 და ხშირად 20 000 ადამიანიც უერთდება. საინტერესოა, რომ რომის პაპის ვიზიტს გერმანიაში, რომელიც 2011 წელს გაიმართა, ასევე არ ჩაუვლია საპროტესტო გამოსვლების გარეშე.

დიდი საპროტესტო აქციები იყო საფრანგეთში 2013 წელს, სადაც სასულიერო პირები და მათი სულიერი შვილები ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონებას აპროტესტებდნენ. გამოსვლებში საფრანგეთის ათიათასობით მოქალაქე მონაწილეობდა.

ბრიტანელი სასულიერო პირების ძირითადი საპროტესტო თემა მათი ქვეყნის ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობა იყო, რომელსაც პერმამენტულად მართავდნენ ინგლისის სხვადასხვა ქალაქებში.

შეგნებულად არ ვწერ აღმოსავლური ქვეყნების სასულიერო პირთა საპროტესტო გამოსვლებს, რადგან ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ შარიათის კანონებით იმართება და იქ ეს ჩვეული ამბავია.

დასავლეთის ქვეყნებში პროტესტის სხვა არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა, ვფიქრობ, ჩამოთვლილიც საკმარისია. ძიების მიუხედავად, ვერსად წავაწყდი შემთხვევას, როდესაც "კაზანტიპის" მსგავსი ფესტივალი გააპროტესტეს, მათ შორის არც მართლმადიდებლურ ქვეყნებში. თავად უკრაინაშიც კი, სადაც წლების მანძილზე ტარდებოდა "კაზანტიპის" ფესტივალი, საპროტესტო აქცია სასულიერო პირებს არასდროს გაუმართავთ.

ზოგადად, სასულიერო პირმა და მორწმუნემ ცოდვის ჩადენა რომ უნდა გააპროტესტოს ეს ცალსახაა, მაგრამ მაშინ რატომ არ ვაპროტესტებთ შემდეგ ფაქტებს:

სადგურის მოედანზე (ე.წ. ვაგზალზე) არსებულ საროსკიპოებს, სადაც ყოველდღე "კაზანტიპია" და თან არალეგალური.

დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში ე.წ. ბიო ნარკოტიკის გაყიდვას.

რატომ არასოდეს არავის გამოუთქვამს პროტესტი რესპუბლიკის მოედნის ქვეშ არსებულ ღამის კლუბზე, რომელიც ფატქობრივად საროსკიპო იყო.

რატომ არ ვაპროტესტებთ (და არ ვიკრიბებით იმ ხალხის ნახევარიც კი ვინც 17 მაისის იყო გამოსული) ნარკომანიას და რატომ მოგვყავს არგუმენტად რომ ამას კანონიც აპროტესტებს?! ხომ ვხედავთ, რომ მარტო კანონი ვერ აგვარებს ამ პრობლემას?! კანონის იმედად ყოფნით ერთგვარად სირაქლემას პოზიციას ხომ არ ვიღებთ?

რატომ არ ვაპროტესტებთ კაზინოებისა და ტოტალიზატორების ესოდენ სიმრავლეს ჩვენს ქვეყანაში, რაც არაერთი ქართული ოჯახის გაუბედურებისა და ახალგაზრდების სუიციდის მიზეზი გახდა.

რატომ არავინ არ აპროტესტებს სტალინის სურათებით შეიარაღებული ახალგაზრდების აქციებს? თუ სტალინის იდეებმა ჭირი მოგვჭამა და საშიშები აღარ არიან?!

რატომ არ ვაპროტესტებთ, როდესაც ადამიანის უფლებები ისე ირღვევა ხოლმე, როგროც ჩემი მეზობლის შეკერილი კოსტუმი.

რატომ არ გამოვდივართ და რატომ არ ვთხოვთ სახელმწიფოს, აიკრძალოს აბორტი? თუ კაზანტიპის არჩატარება უშველის იმას, რომ ნელ-ნელა ნახევრდება ჩვენი გენოფონდი. ცოდვის მიმართ ასეთი შერჩევითი მიდგომა, ცოტა არ იყოს, გაუგებარია.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაზეც თვალები დიდზე უნდა გავახილოთ და ჩვენ ვხუჭავთ, სამაგიეროდ ვაპროტესტებთ იმას, რაზეც გამოხმაურება დიდია. 30 აგვისტოს დასრულდება "კაზანტიპი" და საინტერესოა რა იქნება შემდეგი?!

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია