პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასულიერო პირების პროტესტი და მრევლის მოწოდებები - "კაზანტიპის" შესასვლელთან ვითარება დაიძაბა
სასულიერო პირების პროტესტი და მრევლის მოწოდებები - "კაზანტიპის" შესასვლელთან ვითარება დაიძაბა

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ანაკ­ლი­ა­ში, "კა­ზან­ტი­პის" შე­სას­ვლელ­თან პა­რაკ­ლისს ატა­რე­ბენ. პა­რაკ­ლი­სი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ი­წყო. რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს პა­რაკ­ლი­სის წიგ­ნი დარ­ჩათ, რა­მაც პა­რაკ­ლი­სის გა­მარ­თვა შე­ა­ყოვ­ნა. აქვე იმ­ყო­ფე­ბა მრევ­ლიც. მათი აზ­რით, გარ­ყვნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრ ქვე­ყა­ნა­ში ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა ჩა­ტარ­დეს მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, სა­დაც ორ­გი­ე­ბი იმარ­თე­ბა, ეს არის თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის სირ­ცხვი­ლი.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თან აქვთ პლა­კა­ტე­ბი, რომ­ლი­თაც ისი­ნი მო­უ­წო­დე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ და­უშ­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­ყვნი­ლე­ბის ქა­და­გე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ ნუ გა­და­აქ­ცე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს სო­დომ-გო­მო­რად.

აქ­ცი­ა­ზე რა­ი­მე ინ­ცი­დენ­ტი არ მომ­ხდა­რა, რად­გან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს "კა­ზან­ტი­პის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა არ უც­დი­ათ. მას შემ­დეგ, რაც "კა­ზან­ტი­პის" ტე­რი­ტო­რი­ის ახ­ლოს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მათი მრევ­ლი გა­მოჩ­ნდნენ, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გამ­კაცრ­და. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბი, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მო­ბი­ლი­ზე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყეს, რაც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მრევ­ლი გა­მოჩ­ნდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სასულიერო პირების პროტესტი და მრევლის მოწოდებები - "კაზანტიპის" შესასვლელთან ვითარება დაიძაბა

სასულიერო პირების პროტესტი და მრევლის მოწოდებები - "კაზანტიპის" შესასვლელთან ვითარება დაიძაბა

სასულიერო პირები ანაკლიაში, "კაზანტიპის" შესასვლელთან პარაკლისს ატარებენ. პარაკლისი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც "ამბები.გე"-ს კორესპონდენტი იუწყება, სასულიერო პირებს პარაკლისის წიგნი დარჩათ, რამაც პარაკლისის გამართვა შეაყოვნა. აქვე იმყოფება მრევლიც. მათი აზრით, გარყვნილება, რომელიც ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ყოვლად დაუშვებელია.

სასულიერო პირების თქმით, საქართველოში არ უნდა ჩატარდეს მსგავსი ფესტივალები, სადაც ორგიები იმართება, ეს არის თითოეული ქართველის სირცხვილი.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, რომლითაც ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დაუშვას საქართველოში გარყვნილების ქადაგება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ნუ გადააქცევენ საქართველოს სოდომ-გომორად.

აქციაზე რაიმე ინციდენტი არ მომხდარა, რადგან სასულიერო პირებს "კაზანტიპის" ტერიტორიაზე შესვლა არ უცდიათ. მას შემდეგ, რაც "კაზანტიპის" ტერიტორიის ახლოს სასულიერო პირები და მათი მრევლი გამოჩნდნენ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, პოლიციის თანამშრომლები.

სამართალდამცავებმა მობილიზება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე სასულიერო პირები და მრევლი გამოჩნდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია