კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ დანელია - რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ ევროკავშირისგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია
ოთარ დანელია - რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ ევროკავშირისგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის­გან არ მი­უ­ღია ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა, რუ­სეთ­ში პრო­დუქ­ცი­ის შე­ტა­ნა­ზე შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა, ოთარ და­ნე­ლი­ამ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"მე ხაზს გა­ვუს­ვამ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა კეთ­დე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი არ ყო­ფი­ლა და ახალს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ფერს ვერ გე­ტყვით", - გა­ნა­ცხა­და ოთარ და­ნე­ლი­ამ.

ბრი­უ­სე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­აა, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­დატ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ევ­რო­პე­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ის ჩა­ნაც­ვლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. სა­ა­გენ­ტო "იტარ ტა­სის" ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პი­ტერ სტა­ნომ გა­ნა­ცხა­და.

"მე შე­მიძ­ლია, გა­ვი­მე­ო­რე ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს მე­სა­მე ქვეყ­ნებს, თავი შე­ი­კა­ვონ ახა­ლი სა­ვაჭ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან, რო­მე­ლიც ჩნდე­ბა რუ­სე­თის შემ­ზღუ­და­ვი ზო­მე­ბის შე­დე­გად, რათა გა­მო­ხა­ტონ სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ლი­და­რო­ბა და შე­ას­რუ­ლონ სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პი­ტერ სტა­ნომ.

ამას­თან, ოთარ და­ნე­ლი­ამ 23 აგ­ვის­ტოს გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რუ­სეთ­ში ექ­სპორ­ტის სიას შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ე­მა­ტოს ცხვა­რი, თევ­ზი და თაფ­ლი.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა შედ­გა "როს­სელ­ხოდ­ნად­ზო­რის" და სა­ქარ­თვე­ლოს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლებს შო­რის.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ად­გილ­ზე შე­ა­მოწ­მეს ჩვე­ნი მე­თო­ლო­გი­ე­ბი, რო­მელ­ზეც შემ­დგომ შე­ჯე­რე­ბუ­ლად მომ­ზად­და მე­მო­რან­დუ­მი და და­ვი­წყეთ ექ­სპორ­ტი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩვე­ნი ექ­სპორ­ტის ობი­ექტს კი­დევ რამ­დე­ნი­მე და­ე­მა­ტოს, ეს, რა თქმა უნდა, კარ­გია. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ეს არის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არა გვაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ კი­თხვა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა იმას, თუ რა ემ­ბარ­გო­ე­ბი და­წეს­და, ჩვენ­თან ალ­ბათ ყვე­ლა­ზე დიდი ემ­ბარ­გოა იმი­ტომ, რომ რე­ა­ლუ­რად არა გვაქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა არის და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არის პროგ­რე­სი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მზად ვართ, გავ­ზარ­დოთ ვაჭ­რო­ბის ობი­ექ­ტე­ბი რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ასე­ვე მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცია შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია. ეს ფორ­სი­რე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხაზი გა­ვუს­ვათ იმას, რომ ბაზ­რის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა ასე­ვე არის სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი", - გა­ნა­ცხა­და ოთარ და­ნე­ლი­ამ 23 აგ­ვის­ტოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ოთარ დანელია - რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ ევროკავშირისგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია

ოთარ დანელია - რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ ევროკავშირისგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია

საქართველოს მთავრობას ევროკავშირისგან არ მიუღია ოფიციალური მოთხოვნა, რუსეთში პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვის შესახებ. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან ბევრი განცხადება კეთდება ძალიან ბევრი წარმომადგენლის მიერ, მაგრამ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის განცხადებები, რომელიც იქნება ოფიციალურად მომართული საქართველოს მთავრობის მიმართ. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაფერი ოფიციალური არ ყოფილა და ახალს ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ბრიუსელის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი შეიკავონ. სააგენტო "იტარ ტასის" ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.

"მე შემიძლია, გავიმეორე ევროპული საბჭოს პოზიცია, რომელიც მოუწოდებს მესამე ქვეყნებს, თავი შეიკავონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებისგან, რომელიც ჩნდება რუსეთის შემზღუდავი ზომების შედეგად, რათა გამოხატონ საერთაშორისო სოლიდარობა და შეასრულონ საერთაშორისო კანონები", - განაცხადა პიტერ სტანომ.

ამასთან, ოთარ დანელიამ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის სიას შესაძლებელია დაემატოს ცხვარი, თევზი და თაფლი.

როგორც მინისტრმა განმარტა, კონსტრუქციული სამუშაო შეხვედრა შედგა "როსსელხოდნადზორის" და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შორის.

"რამდენიმე თვის წინ რუსეთიდან ჩამოსულები იყვნენ და ადგილზე შეამოწმეს ჩვენი მეთოლოგიები, რომელზეც შემდგომ შეჯერებულად მომზადდა მემორანდუმი და დავიწყეთ ექსპორტი. შესაძლებელია, ჩვენი ექსპორტის ობიექტს კიდევ რამდენიმე დაემატოს, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის სავაჭრო ურთიერთობა. მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს. შესაბამისად, თუ კითხვა ექვემდებარება იმას, თუ რა ემბარგოები დაწესდა, ჩვენთან ალბათ ყველაზე დიდი ემბარგოა იმიტომ, რომ რეალურად არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ სავაჭრო ურთიერთობა არის და ამ მიმართულებით არის პროგრესი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ვაჭრობის ობიექტები რუსეთთან მიმართებაში. ასევე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროპასთან ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. ეს ფორსირებულად მიმდინარეობს და ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ასევე არის სახელმწიფოს პრიორიტეტი", - განაცხადა ოთარ დანელიამ 23 აგვისტოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა