Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი!" - რა ჩვენება მისცა პროკურატურას გირგვლიანის საქმეზე მეოთხე მსჯავრდებულმა
"მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი!" - რა ჩვენება მისცა პროკურატურას გირგვლიანის საქმეზე მეოთხე მსჯავრდებულმა

"კვი­რის პა­ლიტ­რა" გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბულ ყო­ფილ პო­ლი­ცი­ელ მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძეს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, თუმ­ცა, ფო­ტოს გა­და­ღე­ბა არ ისურ­ვა(?!).

- კუდ-ში 2004 წელს და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. გია ალა­ნია და სოსო თო­ფუ­რი­ძე ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ და არც ვი­ცო­დი, თუ ისი­ნიც კუდ-ში მუ­შა­ობ­დნენ. ერთხელ მო­დუ­ლის კი­ბე­ებ­ზე შემ­ხვდა ალა­ნია და რომ გა­ი­გო, იქ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მი­თხრა, ჩემი ძმა­კა­ცი, დათა ახა­ლა­ია და­ი­ნიშ­ნა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად, მე კი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სა­დო და მკი­თხა, სად გინ­და მუ­შა­ო­ბაო. რა თქმა უნდა, მას­თან მერ­ჩივ­ნა და პირ­ველ სამ­მარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უფ­როს ოპერ­თა­ნამ­შრომ­ლად და­ვი­ნიშ­ნე.

- იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ, რა მოხ­და 2006 წლის 27 იან­ვრის ღა­მეს...

- იმ სა­ღა­მოს შინ ვი­ყა­ვი, გია ალა­ნი­ამ რომ და­მი­რე­კა, სას­წრა­ფოდ ეზო­ში ჩა­მო­დი, შარ­ვა­ლი ლიფ­ტში ჩა­იც­ვიო. გია სამ­სა­ხუ­რის ML-ის ჯი­პით დამ­ხვდა, სა­ჭეს­თან დათო ქო­ქი­აშ­ვი­ლი იჯდა, რო­მე­ლიც მე­ო­რე სამ­მარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და. ალა­ნი­ას ერთი კი ვკი­თხე, რა ხდე­ბა, რამე ღო­ნის­ძი­ე­ბაა-მეთ­ქი (ასე ვე­ძახ­დით აყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ას)? მი­თხრა, არც მე ვიცი წე­სი­ე­რა­დო. თან ტე­ლე­ფონ­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­და ვი­ღა­ცას და ეუბ­ნე­ბო­და, მოვ­დი­ვა­რო.

ჩემი მე­გო­ბა­რი, ასე­ვე კუდ-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ავთო აფ­ცი­ა­უ­რი იქვე, მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. მა­საც გა­ვუ­ა­რეთ და ჩა­ვის­ვით. ავ­თოც და­ინ­ტე­რეს­და, რა ხდე­ბაო? გიამ უთხრა, და­თამ და­რე­კა, რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბა­აო. მო­დუ­ლის შე­ნო­ბას­თან სოსო თო­ფუ­რი­ძის "მერ­სე­დეს­ში" გა­დავ­ჯე­ქით მე და ავთო აფ­ცი­ა­უ­რი, ალა­ნია და ქო­ქი­აშ­ვი­ლი კი ჯი­პით წა­ვიდ­ნენ. გა­გე­ბა­ში არ ვარ, რა ხდე­ბა. ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა, უთ­ქვამთ, ღო­ნის­ძი­ე­ბა­აო, მი­ვუყ­ვა­ნი­ვართ სამ­სა­ხურ­ში და არა­ფე­რი - და­თას აინ­ტე­რე­სებ­და, ვინ რამ­დენ ხან­ში მოხ­ვი­დო­დი­თო და ვიშ­ლე­ბო­დით.

იქ ყვე­ლა ახა­ლა­ი­ას მონა იყო, რო­მე­ლიც სულ მთვრა­ლი იყო და მის ხუშ­ტუ­რებ­ზე და­დი­ო­და ყვე­ლა. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ახა­ლა­ია ზე­ნი­ტშია და მისი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა­ზე თა­ნამ­შრომ­ლებს ცივი ოფლი ას­ხამთ. არა­და, როცა კუდ-ში მო­ვი­და, სულ სხვა­ნა­ი­რი ბიჭი იყო, პრო­ვინ­ცი­ე­ლი, ცოტა "სკრომ­ნი", და­დი­ო­და კა­ბი­ნე­ტებ­ში, ყვე­ლას ესალ­მე­ბო­და და მო­ი­კი­თხავ­და. მერე "პა­ლა­ჟე­ნია" და­ი­ყე­ნა...

მოკ­ლედ, მე და ავთო მივ­დევთ ML-ის ჯიპს, თუმ­ცა პე­კინ­ზე რომ გა­ვე­დით, თვა­ლი ვე­ღარ მოვ­კა­რით. გიამ დაგ­ვი­რე­კა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ წა­მო­დი­თო. მოკ­ლე პა­სუ­ხე­ბით იფარ­გლე­ბო­და და ეგ­რე­ვე თი­შავ­და ტე­ლე­ფონს... აკონ­ტრო­ლებ­დნენ, მთვრა­ლი გირ­გვლი­ა­ნი და ბუ­ხა­ი­ძე რო­დის გა­მო­ვი­დოდ­ნენ ბა­რი­დან და საით წა­ვი­დოდ­ნენ... გიას დათა აძ­ლევ­და ინ­სტრუქ­ცი­ებს...

- ალექ­სან­დრე ღა­ჭა­ვა სად იყო, არ გიხ­სე­ნე­ბი­ათ...

- არ ვიცი, რა­ტომ და­უ­რე­კა ალა­ნი­ამ ღა­ჭა­ვას და სად ჩა­ის­ვეს მან­ქა­ნა­ში. ღა­ჭა­ვა კო­დუ­ას ნა­თე­სა­ვი იყო და თა­ვის დრო­ზე მან სოდ-იდან გა­მო­აგ­დო, მერე კუდ-ში მო­ვი­და... გარ­წმუ­ნებთ, სა­ნამ სა­საფ­ლა­ო­ზე არ მი­ვე­დით, არც ვი­ცო­დი, რის­თვის ვჭირ­დე­ბო­დი. რომ მცოდ­ნო­და, რის­თვის მივ­დი­ო­დი, არ წა­ვი­დო­დი, რო­მე­ლი კი­ლე­რი მე ვი­ყა­ვი? მეც მსხვერ­პლი ვარ, იმათ ცხოვ­რე­ბა და­მინ­გრი­ეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ისე "მო­ტყდა" ორი­ვე (ალა­ნია და ღა­ჭა­ვა), ერთი არ უთ­ქვამთ, მივ­დი­ვარ­თო...

- და­ვუბ­რუნ­დეთ თე­მას... რა მოხ­და შემ­დეგ?

- მოკ­ლედ, ალა­ნი­ამ ბო­ლოს გვი­თხრა, ოქ­რო­ყა­ნის­კენ წა­მო­დი­თო. რო­გორც იქნა, მე და აფ­ცი­ა­უ­რი ავ­ბო­ბღდით იმ ძღინ­კი­ა­ნი მან­ქა­ნით. მერე ვნატ­რობ­დი, რა მოხ­დე­ბო­და გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი­ყო, ან სა­ბუ­რა­ვი გას­ძრო­მო­და, რომ ვერ ავ­სუ­ლი­ყა­ვით-მეთ­ქი.

ოქ­რო­ყა­ნა­ში 15 წუთ­საც არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ. გად­მო­ვე­დით თუ არა მან­ქა­ნი­დან, ქო­ქი­აშ­ვი­ლი და­ვი­ნა­ხეთ. მი­წა­ზე ბიჭი (მერე რო­გორც გა­ვი­გე, გირ­გვლი­ა­ნი იყო) ეგდო და ქო­ქი­აშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბო­და, არ გა­ინ­ძრეო... ქო­ქი­აშ­ვილს ვკი­თხე, გია ალა­ნია სად არის-მეთ­ქი. ხე­ლით და­მა­ნა­ხა, იქი­თო... გია რა­ღაც სი­სუ­ლე­ლეს ეუბ­ნე­ბო­და მი­წა­ზე დაგ­დე­ბულ ტიპს (ბუ­ხა­ი­ძეს). რომ და­ვუ­ძა­ხე, მი­თხრა, სა­ხე­ლი არ და­მი­ძა­ხოო. გირ­გვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქო­ქი­აშ­ვილს და ღა­ჭა­ვას ება­რათ, ზე­ვით ჰყავ­დათ, ფერ­დობ­ზე, ბუ­ხა­ი­ძე კი ალა­ნი­ას ება­რა ქვე­მოთ, ვაკე ად­გი­ლას... მერე ატყდა დიდი ჩხუ­ბი.

ალა­ნი­ამ შე­ა­გი­ნა ბუ­ხა­ი­ძეს და ცემა და­უ­წყო. ბუ­ხა­ი­ძე ეცა ფე­ხებ­ში და ეგ­რე­ვე და­აგ­დო, ჯან­ზე იყო. მერე ჩვენ მივ­ვარ­დით ბუ­ხა­ი­ძეს და ვცე­მეთ. ამ ბიჭს გო­ნე­ბაც არ და­უ­კარ­გავს. ვინ­მეს მათი მოკ­ვლა რომ ნდო­მო­და, ისე გაქ­რე­ბოდ­ნენ, ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ვინ იპო­ვი­და. გიამ ბუ­ხა­ი­ძეს რამ­დენ­ჯერ­მე ტე­ლე­ფო­ნი მი­ა­ნა­თა სა­ხე­ში. ცოტა ხან­ში რა­ღაც ხმა­უ­რი მოგ­ვეს­მა. მო­ვარ­და ღა­ჭა­ვა, ის მე­ო­რე გა­იქ­ცა და პან­ჩუ­რიც ამო­ვარ­ტყიო. გიამ "გა­და­უ­ა­რა", რო­გორ გა­გექ­ცა, ს..რი ხარო.

- სან­დროს გაქ­ცე­ვის დროს თქვენ გა­ის­რო­ლეთ?

- მე ია­რა­ღიც არ მქონ­და თან და რა უნდა გა­მეს­რო­ლა? ქო­ქი­აშ­ვილ­მა და­კი­თხვი­სას თქვა, თით­ქოს მე გა­მი­ვარ­და ია­რა­ღი. რომც გამ­ვარ­დნო­და, ეს საქ­მეს­თან რა კავ­შირ­შია? ღა­ჭა­ვას ჰქონ­და ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი და და­ვი­ნა­ხე, რომ ბუ­ხა­ი­ძეს რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­არ­ტყა. გიას ვკი­თხე გაქ­ცე­ულ­ზე, გავ­ყვე-მეთ­ქი? არა, თუ გა­იქ­ცა, გა­იქ­ცე­სო. გიას სა­ერ­თოდ აე­რია სა­მიზ­ნე, ბუ­ხა­ი­ძეს ტყუ­ი­ლად ვცემ­დით - გირ­გვლი­ა­ნი გვე­გო­ნა.

- სან­დრო ვინ სცე­მა და აწა­მა?

- თუ ვინ­მე იცე­მა, ეს ბუ­ხა­ი­ძე იყო. ქო­ქი­აშ­ვილ­მა მხო­ლოდ თავ­ში წა­არ­ტყა მი­წა­ზე და­წო­ლილ გირ­გვლი­ანს, თავი არ აი­ღოო. გიას და ყვე­ლას აქ­ცენ­ტი ბუ­ხა­ი­ძე­ზე გვქონ­და.

- მაშ ის სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი თვი­თონ მი­ი­ყე­ნა გირ­გვლი­ან­მა? თუ თქვენს მერე იმ ად­გი­ლას კი­დევ ავი­და ვინ­მე?

- არ ვიცი. მე ოთხი წელი მარ­წმუ­ნებ­დნენ, გირ­გვლი­ა­ნი ხრამ­ში ჩა­ვარ­და, და­ი­სე­რა და გა­ი­ყი­ნაო. ის ფო­ტო­ე­ბი მეც მაქვს ნა­ნა­ხი. ადა­მი­ანს რო­გორ უნდა მი­ა­ყე­ნო ღა­მის 2 სა­ათ­ზე სიბ­ნე­ლე­ში ერთი და იმა­ვე ზო­მის, სი­მეტ­რი­უ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი? ამ დე­ტალ­თან და­კავ­ში­რე­ბით მეც მიჩ­ნდე­ბა კი­თხვა. აზ­რზე არ ვარ, რო­დის რა მოხ­და.

- გე­ცო­დი­ნე­ბათ, რა იყო დამ­კვე­თე­ბის მი­ზა­ნი....

- ბი­ჭე­ბის­თვის ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა.

მე პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი იმ ად­გი­ლას და ალა­ნია მარ­წმუ­ნებ­და, აქ ჩვენც შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი­თო. მერე გა­ვი­გე, რომ ეს მათი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი იყო, მა­ნამ­დე ვი­ღა­ცე­ბი აჰ­ყავ­დათ იმა­ვე ად­გი­ლას და აწა­მებ­დნენ.

ახლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლა­ი­ას პირ­და­პირ აქვს ნათ­ქვა­მი, ბი­ჭე­ბი ოქ­რო­ყა­ნა­ში აიყ­ვა­ნე­თო... რა მოხ­და "შარ­დენ-ბარ­ში", ზუს­ტად ახ­ლაც არ ვიცი, თან­და­თან ვი­გებ.

ვიცი, რომ მთვრალ­მა ტიპ­მა "გა­ა­ჯა­ზა", შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცოლს, რაც ვი­ღა­ცას არ ესი­ა­მოვ­ნა და ახა­ლა­ი­ამ გა­და­წყვი­ტა ბი­ჭე­ბის დას­ჯა. რად უნ­დო­და ახა­ლა­ი­ას ალა­ნია, როცა გუ­რამ დო­ნა­ძეც ბარ­ში იყო, და­უ­რე­კავ­და პატ­რულს, წა­იყ­ვან­დნენ პო­ლი­ცი­ა­ში და რაც უნ­დო­დათ, იმას უზამ­დნენ, მაგ­რამ ახა­ლა­ი­ამ გა­და­წყვი­ტა, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რია და საქ­მეს თვი­თონ მო­აგ­ვა­რებ­და. მან უბ­რძა­ნა ალა­ნი­ას, ოქ­რო­ყა­ნა­ში აიყ­ვა­ნეთ, სცე­მეთ, გა­ა­ტიტ­ვლეთ და ასე და­სა­ჯე­თო.

- თქვენ რო­დის და ვის­გან შე­ი­ტყვეთ ამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ?

- სი­უ­ჟე­ტი ვნა­ხე, ოქ­რო­ყა­ნა­ში მოხ­და მკვლე­ლო­ბაო და მა­შინ­ვე გი­ას­თან მი­ვე­დი. მის­გან გა­ვი­გე ვერ­სია, რომ გაქ­ცე­უ­ლი გა­და­ი­ჩე­ხა და გა­ი­ყი­ნა. მა­შინ მე­გო­ნა, ბუ­ხა­ი­ძე მოკ­ვდა. გიამ მი­თხრა, ის სვა­ნი მოკ­ვდა, მე­ო­რეო და და­ა­მა­ტა, რომ გა­იქ­ცა, ხევ­ში ჩა­ვარ­და და გა­ი­ყი­ნაო. ამ ამ­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, და­ი­კი­დე, სა­ა­კაშ­ვილ­მა იცის, ვა­ნომ იცი­სო. მერე შე­მო­მით­ვა­ლეს, უნდა ჩაჯ­დეო. ყვე­ლა­ფე­რი შავ­ნა­ბა­და­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ჰქონ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლი.

- უარი რომ გეთ­ქვათ, რა მოხ­დე­ბო­და?

- ალ­ბათ, გა­მაქ­რობ­დნენ. და­თამ პირ­და­პირ მი­თხრა, თუ არ და­მი­ჯე­რებ, 20 წლით ჩაგ­სვა­მო. საქ­მეს გა­მო­ი­ძი­ე­ბენ, რო­გორც ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბას, 20 წლით ჩაგ­სვა­მენ და მეც ზედ მი­მა­ყო­ლე­ბენ. ამი­ტომ

თქვენ ჩა­ჯე­ქით, და­ნარ­ჩენს ადე­იშ­ვი­ლი და და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი

(რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად დათა ახა­ლა­ი­ას მო­ად­გი­ლე იყო)

მო­აგ­ვა­რე­ბენ. არ ინერ­ვი­უ­ლოთ, პრე­ზი­დენ­ტიც საქ­მის კურ­სშია, მე­რა­ბიშ­ვი­ლიც, ადე­იშ­ვი­ლიც, მეც აქ ვარ და წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში გა­რეთ იქ­ნე­ბი­თო...

ერთ დღეს რუს­თა­ველ­ზე რა­ღაც მი­ტინ­გი იყო. ახა­ლა­ი­ამ მთე­ლი კუდ-ი ნიღ­ბე­ბით გაგ­ვიყ­ვა­ნა. იმა­ვე დღეს მან­ქა­ნით მო­დი­ო­და ახა­ლა­ია, გზა­ში ნი­ღა­ბი ავი­წიე და და­მი­ძა­ხა, მო­დიო.

მი­თხრა, პრე­ზი­დენტს უნდა კან­ცე­ლა­რი­ა­ში თქვე­ნი ნახ­ვა და რამე რომ იყოს, ხომ არ და­იბ­ნე­ვიო... ისე მიჰ­ყავ­დათ საქ­მე, თით­ქოს ეს ინ­ცი­დენ­ტი "შარ­დენ-ბა­რის" კა­რი­დან და­ი­წყო, გირ­გვლი­ან­მა და­თას შე­ა­გი­ნა, გიამ გა­ი­გო და მერე ჭკუა ვას­წავ­ლეთ. და­თას თავი ისე ეჭი­რა, ვი­თომ არა­ფერ შუ­ა­ში იყო, ჩვენ ვი­ყა­ვით დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და აი, მე რა ჯი­გა­რი ვარ, გპატ­რო­ნობ­თო. "აბე­ზა­ლოვ­კა­ში" ჩაგ­ვაგ­დო, არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში მის გამო უნდა მოგ­ვე­ხა­და სას­ჯე­ლი.

შემ­თხვე­ვი­დან 40 დღე­ში დაგ­ვი­ჭი­რეს.

- მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად მე­რა­ბიშ­ვილ­მა 100-100 ათა­სი დო­ლა­რი მარ­თლა ჩა­გი­რი­ცხათ ოთხი­ვეს?

- არა, იცით, რა იყო? ახა­ლა­ი­ამ რომ და­მი­ბა­რა, ვუ­თხა­რი, ცოლი მყავს ფეხ­მძი­მედ და ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი ოჯახ­ში მე ვარ-მეთ­ქი. მი­თხრა, ოთხი­ვემ ნა­ხეთ თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, ვინც გყავთ, თქვენს ად­გი­ლას დავ­ნიშ­ნავ, ხელ­ფა­სი ჩა­გე­რი­ცხე­ბათ და სა­ხელ­ფა­სო ბა­რა­თით თქვე­ნი ოჯა­ხე­ბი ისარ­გებ­ლე­ბე­ნო. დავ­თან­ხმდით.

თა­ვი­დან ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ დრო­ზე შე­ვე­ყა­რეთ ცი­ხე­ში,

ახა­ლა­ი­ას პირ­და­პირ აქვს ნათ­ქვა­მი, ვანო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­დე­ბა, მე - შს მი­ნის­ტრიო და ცი­ხე­ში წა­ვი­დო­და? ის კი არა, რომ არა ადე­იშ­ვი­ლი, ახა­ლა­ია ალა­ნი­ა­საც არ იჭერ­და. ადე­იშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის მერე გა­და­წყვი­ტა მისი ჩას­მა. თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ნი უნდა ჩა­ვეს­ვით და კი­დევ ერთი ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, გვა­რი არ მახ­სოვს...

- ქო­ქი­აშ­ვი­ლი რა­ტომ არ და­ი­ჭი­რეს, ისიც ხომ იყო ოქ­რო­ყა­ნა­ში?

- და­თამ პირ­და­პირ თქვა ამ კაც­ზე, პრ...ია, არ ვენ­დო­ბი და მირ­ჩევ­ნია, ჩემი თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში მყავ­დე­სო. მე, ალ­ბათ, გიას გამო მენ­დო­ბო­და.

ახა­ლა­ია გამ­წა­რე­ბუ­ლი იყო მე­რაბ ბა­ღა­თუ­რი­ა­ზე (შს სა­მი­ნის­ტროს ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, რო­მელ­მაც გა­მო­ი­ძია გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე) და ემუქ­რე­ბო­და. იცო­და, ბა­ღა­თუ­რი­ას ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. დათა ამ­ბობ­და, მი­ნის­ტრი როცა გავ­ხდე­ბი, ბა­ღა­თუ­რი­ას ყუ­რებს და­ვა­ხევ, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მზის შუქს არ და­ვა­ნა­ხე­ბო და უტ­რი­ა­ლებ­და ყვე­ლა­ფერს.

გვე­უბ­ნე­ბო­და, ახლა მარ­ტო თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა მჭირ­დე­ბაო. მეც ჩუ­მად ვი­ყა­ვი და დე­ბი­ლი­ვით ყვე­ლა­ფერ­ზე თავს ვუქ­ნევ­დი... მოკ­ლედ, ახა­ლა­ი­ამ ვა­ნოს და­უ­რე­კა, საქ­მე გახ­სნი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­აო. გი­ას­თან მი­ვე­დი, კაცი თქვენ აიყ­ვა­ნეთ ოქ­რო­ყა­ნა­ში, ღა­ჭა­ვას გა­ექ­ცა, მე მე­უბ­ნე­ბით, ცი­ხე­ში უნდა წახ­ვი­დეო და შენ არ მი­დი­ხარ-მეთ­ქი? მი­თხრა, მეც ვჯდე­ბი, გუ­შინ დათა ადე­იშ­ვილ­თან იყო და იმას უთ­ქვამს, ალა­ნია კარ­გს იზამს, თუ ჩაჯ­დე­ბაო. მერე ვა­ნოს შე­მო­უთ­ვლია და­თას­თვის, ალა­ნი­ას სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტი და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა, სა­ნამ ცი­ხი­დან არ გა­მო­ვა და კუდ-ში არ დაბ­რუნ­დე­ბაო. ამით მი­ა­ნიშ­ნა, რომ დიდი ხნით არ ჯდე­ბო­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი!" - რა ჩვენება მისცა პროკურატურას გირგვლიანის საქმეზე მეოთხე მსჯავრდებულმა

"მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი!" - რა ჩვენება მისცა პროკურატურას გირგვლიანის საქმეზე მეოთხე მსჯავრდებულმა

"კვირის პალიტრა" გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ ყოფილ პოლიციელ მიხეილ ბიბილურიძეს ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელიც სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა, ფოტოს გადაღება არ ისურვა(?!).

- კუდ-ში 2004 წელს დავიწყე მუშაობა. გია ალანია და სოსო თოფურიძე ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ და არც ვიცოდი, თუ ისინიც კუდ-ში მუშაობდნენ. ერთხელ მოდულის კიბეებზე შემხვდა ალანია და რომ გაიგო, იქ დავიწყე მუშაობა, მითხრა, ჩემი ძმაკაცი, დათა ახალაია დაინიშნა დეპარტამენტის უფროსად, მე კი სამმართველოს უფროსადო და მკითხა, სად გინდა მუშაობაო. რა თქმა უნდა, მასთან მერჩივნა და პირველ სამმართველოში მეორე განყოფილებაში უფროს ოპერთანამშრომლად დავინიშნე.

- იქნებ გაიხსენოთ, რა მოხდა 2006 წლის 27 იანვრის ღამეს...

- იმ საღამოს შინ ვიყავი, გია ალანიამ რომ დამირეკა, სასწრაფოდ ეზოში ჩამოდი, შარვალი ლიფტში ჩაიცვიო. გია სამსახურის ML-ის ჯიპით დამხვდა, საჭესთან დათო ქოქიაშვილი იჯდა, რომელიც მეორე სამმართველოში მუშაობდა. ალანიას ერთი კი ვკითხე, რა ხდება, რამე ღონისძიებაა-მეთქი (ასე ვეძახდით აყვანის ოპერაციას)? მითხრა, არც მე ვიცი წესიერადო. თან ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას და ეუბნებოდა, მოვდივარო.

ჩემი მეგობარი, ასევე კუდ-ის თანამშრომელი ავთო აფციაური იქვე, მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა. მასაც გავუარეთ და ჩავისვით. ავთოც დაინტერესდა, რა ხდებაო? გიამ უთხრა, დათამ დარეკა, რაღაც ღონისძიებააო. მოდულის შენობასთან სოსო თოფურიძის "მერსედესში" გადავჯექით მე და ავთო აფციაური, ალანია და ქოქიაშვილი კი ჯიპით წავიდნენ. გაგებაში არ ვარ, რა ხდება. ბევრჯერ ყოფილა, უთქვამთ, ღონისძიებააო, მივუყვანივართ სამსახურში და არაფერი - დათას აინტერესებდა, ვინ რამდენ ხანში მოხვიდოდითო და ვიშლებოდით.

იქ ყველა ახალაიას მონა იყო, რომელიც სულ მთვრალი იყო და მის ხუშტურებზე დადიოდა ყველა. ეს ის პერიოდია, როცა ახალაია ზენიტშია და მისი სახელის ხსენებაზე თანამშრომლებს ცივი ოფლი ასხამთ. არადა, როცა კუდ-ში მოვიდა, სულ სხვანაირი ბიჭი იყო, პროვინციელი, ცოტა "სკრომნი", დადიოდა კაბინეტებში, ყველას ესალმებოდა და მოიკითხავდა. მერე "პალაჟენია" დაიყენა...

მოკლედ, მე და ავთო მივდევთ ML-ის ჯიპს, თუმცა პეკინზე რომ გავედით, თვალი ვეღარ მოვკარით. გიამ დაგვირეკა, თავისუფლების მოედნისკენ წამოდითო. მოკლე პასუხებით იფარგლებოდა და ეგრევე თიშავდა ტელეფონს... აკონტროლებდნენ, მთვრალი გირგვლიანი და ბუხაიძე როდის გამოვიდოდნენ ბარიდან და საით წავიდოდნენ... გიას დათა აძლევდა ინსტრუქციებს...

- ალექსანდრე ღაჭავა სად იყო, არ გიხსენებიათ...

- არ ვიცი, რატომ დაურეკა ალანიამ ღაჭავას და სად ჩაისვეს მანქანაში. ღაჭავა კოდუას ნათესავი იყო და თავის დროზე მან სოდ-იდან გამოაგდო, მერე კუდ-ში მოვიდა... გარწმუნებთ, სანამ სასაფლაოზე არ მივედით, არც ვიცოდი, რისთვის ვჭირდებოდი. რომ მცოდნოდა, რისთვის მივდიოდი, არ წავიდოდი, რომელი კილერი მე ვიყავი? მეც მსხვერპლი ვარ, იმათ ცხოვრება დამინგრიეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისე "მოტყდა" ორივე (ალანია და ღაჭავა), ერთი არ უთქვამთ, მივდივართო...

- დავუბრუნდეთ თემას... რა მოხდა შემდეგ?

- მოკლედ, ალანიამ ბოლოს გვითხრა, ოქროყანისკენ წამოდითო. როგორც იქნა, მე და აფციაური ავბობღდით იმ ძღინკიანი მანქანით. მერე ვნატრობდი, რა მოხდებოდა გაფუჭებულიყო, ან საბურავი გასძრომოდა, რომ ვერ ავსულიყავით-მეთქი.

ოქროყანაში 15 წუთსაც არ გავჩერებულვართ. გადმოვედით თუ არა მანქანიდან, ქოქიაშვილი დავინახეთ. მიწაზე ბიჭი (მერე როგორც გავიგე, გირგვლიანი იყო) ეგდო და ქოქიაშვილი ეუბნებოდა, არ გაინძრეო... ქოქიაშვილს ვკითხე, გია ალანია სად არის-მეთქი. ხელით დამანახა, იქითო... გია რაღაც სისულელეს ეუბნებოდა მიწაზე დაგდებულ ტიპს (ბუხაიძეს). რომ დავუძახე, მითხრა, სახელი არ დამიძახოო. გირგვლიანი, რომელიც ქოქიაშვილს და ღაჭავას ებარათ, ზევით ჰყავდათ, ფერდობზე, ბუხაიძე კი ალანიას ებარა ქვემოთ, ვაკე ადგილას... მერე ატყდა დიდი ჩხუბი.

ალანიამ შეაგინა ბუხაიძეს და ცემა დაუწყო. ბუხაიძე ეცა ფეხებში და ეგრევე დააგდო, ჯანზე იყო. მერე ჩვენ მივვარდით ბუხაიძეს და ვცემეთ. ამ ბიჭს გონებაც არ დაუკარგავს. ვინმეს მათი მოკვლა რომ ნდომოდა, ისე გაქრებოდნენ, ცხოვრებაში ვერავინ იპოვიდა. გიამ ბუხაიძეს რამდენჯერმე ტელეფონი მიანათა სახეში. ცოტა ხანში რაღაც ხმაური მოგვესმა. მოვარდა ღაჭავა, ის მეორე გაიქცა და პანჩურიც ამოვარტყიო. გიამ "გადაუარა", როგორ გაგექცა, ს..რი ხარო.

- სანდროს გაქცევის დროს თქვენ გაისროლეთ?

- მე იარაღიც არ მქონდა თან და რა უნდა გამესროლა? ქოქიაშვილმა დაკითხვისას თქვა, თითქოს მე გამივარდა იარაღი. რომც გამვარდნოდა, ეს საქმესთან რა კავშირშია? ღაჭავას ჰქონდა ტაბელური იარაღი და დავინახე, რომ ბუხაიძეს რამდენჯერმე ჩაარტყა. გიას ვკითხე გაქცეულზე, გავყვე-მეთქი? არა, თუ გაიქცა, გაიქცესო. გიას საერთოდ აერია სამიზნე, ბუხაიძეს ტყუილად ვცემდით - გირგვლიანი გვეგონა.

- სანდრო ვინ სცემა და აწამა?

- თუ ვინმე იცემა, ეს ბუხაიძე იყო. ქოქიაშვილმა მხოლოდ თავში წაარტყა მიწაზე დაწოლილ გირგვლიანს, თავი არ აიღოო. გიას და ყველას აქცენტი ბუხაიძეზე გვქონდა.

- მაშ ის სასიკვდილო ჭრილობები თვითონ მიიყენა გირგვლიანმა? თუ თქვენს მერე იმ ადგილას კიდევ ავიდა ვინმე?

- არ ვიცი. მე ოთხი წელი მარწმუნებდნენ, გირგვლიანი ხრამში ჩავარდა, დაისერა და გაიყინაო. ის ფოტოები მეც მაქვს ნანახი. ადამიანს როგორ უნდა მიაყენო ღამის 2 საათზე სიბნელეში ერთი და იმავე ზომის, სიმეტრიული ჭრილობები? ამ დეტალთან დაკავშირებით მეც მიჩნდება კითხვა. აზრზე არ ვარ, როდის რა მოხდა.

- გეცოდინებათ, რა იყო დამკვეთების მიზანი....

- ბიჭებისთვის ჭკუის სწავლება.

მე პირველად ვიყავი იმ ადგილას და ალანია მარწმუნებდა, აქ ჩვენც შემთხვევით მოვხვდითო. მერე გავიგე, რომ ეს მათი აპრობირებული მეთოდი იყო, მანამდე ვიღაცები აჰყავდათ იმავე ადგილას და აწამებდნენ.

ახლა დარწმუნებული ვარ, ახალაიას პირდაპირ აქვს ნათქვამი, ბიჭები ოქროყანაში აიყვანეთო... რა მოხდა "შარდენ-ბარში", ზუსტად ახლაც არ ვიცი, თანდათან ვიგებ.

ვიცი, რომ მთვრალმა ტიპმა "გააჯაზა", შეურაცხყოფა მიაყენა მერაბიშვილის ცოლს, რაც ვიღაცას არ ესიამოვნა და ახალაიამ გადაწყვიტა ბიჭების დასჯა. რად უნდოდა ახალაიას ალანია, როცა გურამ დონაძეც ბარში იყო, დაურეკავდა პატრულს, წაიყვანდნენ პოლიციაში და რაც უნდოდათ, იმას უზამდნენ, მაგრამ ახალაიამ გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რომ ყველაზე მაგარია და საქმეს თვითონ მოაგვარებდა. მან უბრძანა ალანიას, ოქროყანაში აიყვანეთ, სცემეთ, გაატიტვლეთ და ასე დასაჯეთო.

- თქვენ როდის და ვისგან შეიტყვეთ ამ ტრაგედიის შესახებ?

- სიუჟეტი ვნახე, ოქროყანაში მოხდა მკვლელობაო და მაშინვე გიასთან მივედი. მისგან გავიგე ვერსია, რომ გაქცეული გადაიჩეხა და გაიყინა. მაშინ მეგონა, ბუხაიძე მოკვდა. გიამ მითხრა, ის სვანი მოკვდა, მეორეო და დაამატა, რომ გაიქცა, ხევში ჩავარდა და გაიყინაო. ამ ამბის შემდეგ ძალიან ვნერვიულობდი, მეუბნებოდნენ, დაიკიდე, სააკაშვილმა იცის, ვანომ იცისო. მერე შემომითვალეს, უნდა ჩაჯდეო. ყველაფერი შავნაბადაზე, სააკაშვილის რეზიდენციაში ჰქონდათ გადაწყვეტილი.

- უარი რომ გეთქვათ, რა მოხდებოდა?

- ალბათ, გამაქრობდნენ. დათამ პირდაპირ მითხრა, თუ არ დამიჯერებ, 20 წლით ჩაგსვამო. საქმეს გამოიძიებენ, როგორც ჯგუფურ მკვლელობას, 20 წლით ჩაგსვამენ და მეც ზედ მიმაყოლებენ. ამიტომ

თქვენ ჩაჯექით, დანარჩენს ადეიშვილი და დავით ჩხატარაშვილი

(რომელიც იმხანად დათა ახალაიას მოადგილე იყო)

მოაგვარებენ. არ ინერვიულოთ, პრეზიდენტიც საქმის კურსშია, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც, მეც აქ ვარ და წელიწად-ნახევარში გარეთ იქნებითო...

ერთ დღეს რუსთაველზე რაღაც მიტინგი იყო. ახალაიამ მთელი კუდ-ი ნიღბებით გაგვიყვანა. იმავე დღეს მანქანით მოდიოდა ახალაია, გზაში ნიღაბი ავიწიე და დამიძახა, მოდიო.

მითხრა, პრეზიდენტს უნდა კანცელარიაში თქვენი ნახვა და რამე რომ იყოს, ხომ არ დაიბნევიო... ისე მიჰყავდათ საქმე, თითქოს ეს ინციდენტი "შარდენ-ბარის" კარიდან დაიწყო, გირგვლიანმა დათას შეაგინა, გიამ გაიგო და მერე ჭკუა ვასწავლეთ. დათას თავი ისე ეჭირა, ვითომ არაფერ შუაში იყო, ჩვენ ვიყავით დამნაშავეები და აი, მე რა ჯიგარი ვარ, გპატრონობთო. "აბეზალოვკაში" ჩაგვაგდო, არადა, სინამდვილეში მის გამო უნდა მოგვეხადა სასჯელი.

შემთხვევიდან 40 დღეში დაგვიჭირეს.

- მადლიერების ნიშნად მერაბიშვილმა 100-100 ათასი დოლარი მართლა ჩაგირიცხათ ოთხივეს?

- არა, იცით, რა იყო? ახალაიამ რომ დამიბარა, ვუთხარი, ცოლი მყავს ფეხმძიმედ და ერთადერთი მარჩენალი ოჯახში მე ვარ-მეთქი. მითხრა, ოთხივემ ნახეთ თქვენი ახლობლები, ბიძაშვილები, ვინც გყავთ, თქვენს ადგილას დავნიშნავ, ხელფასი ჩაგერიცხებათ და სახელფასო ბარათით თქვენი ოჯახები ისარგებლებენო. დავთანხმდით.

თავიდან ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დროზე შევეყარეთ ციხეში,

ახალაიას პირდაპირ აქვს ნათქვამი, ვანო პრემიერ-მინისტრი გახდება, მე - შს მინისტრიო და ციხეში წავიდოდა? ის კი არა, რომ არა ადეიშვილი, ახალაია ალანიასაც არ იჭერდა. ადეიშვილთან შეხვედრის მერე გადაწყვიტა მისი ჩასმა. თავდაპირველად სამნი უნდა ჩავესვით და კიდევ ერთი ჩვენი თანამშრომელი, გვარი არ მახსოვს...

- ქოქიაშვილი რატომ არ დაიჭირეს, ისიც ხომ იყო ოქროყანაში?

- დათამ პირდაპირ თქვა ამ კაცზე, პრ...ია, არ ვენდობი და მირჩევნია, ჩემი თვალთახედვის არეში მყავდესო. მე, ალბათ, გიას გამო მენდობოდა.

ახალაია გამწარებული იყო მერაბ ბაღათურიაზე (შს სამინისტროს ქალაქის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელმაც გამოიძია გირგვლიანის საქმე) და ემუქრებოდა. იცოდა, ბაღათურიას ყველა ინფორმაცია ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით. დათა ამბობდა, მინისტრი როცა გავხდები, ბაღათურიას ყურებს დავახევ, სიცოცხლის ბოლომდე მზის შუქს არ დავანახებო და უტრიალებდა ყველაფერს.

გვეუბნებოდა, ახლა მარტო თქვენი მხარდაჭერა მჭირდებაო. მეც ჩუმად ვიყავი და დებილივით ყველაფერზე თავს ვუქნევდი... მოკლედ, ახალაიამ ვანოს დაურეკა, საქმე გახსნილია, ყველაფერი მოგვარებულიაო. გიასთან მივედი, კაცი თქვენ აიყვანეთ ოქროყანაში, ღაჭავას გაექცა, მე მეუბნებით, ციხეში უნდა წახვიდეო და შენ არ მიდიხარ-მეთქი? მითხრა, მეც ვჯდები, გუშინ დათა ადეიშვილთან იყო და იმას უთქვამს, ალანია კარგს იზამს, თუ ჩაჯდებაო. მერე ვანოს შემოუთვლია დათასთვის, ალანიას სამუშაო კაბინეტი დაკეტილი იქნება, სანამ ციხიდან არ გამოვა და კუდ-ში არ დაბრუნდებაო. ამით მიანიშნა, რომ დიდი ხნით არ ჯდებოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ