რეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე რთული სამუშაო წლის დაწყებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციური პოსტით ხვდება.
"მოკიდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს ხელი, წაიყვანეთ მსოფლიოში საუკეთესო ადგილას და ისე მოიქეცით თითქოს აქედან არსად წასვლას არ აპირებთ, ანუ არ იჩქაროთ ტურისტივით -"ყველაფერი დასათვალიერებელი მაქვს!" - არაფერი არ ნახოთ. ფანჯრიდან ხედს უყურეთ, თუ ჰაერი ღირს სუნთქვად - ღრმად ისუნთქეთ, გემრიელად ისაუზმეთ, არ ნახოთ მსოფლიო კულტურის შედევრები, არ წაიკითხოთ ბრწყივალე წიგნები, არ მოუსმინოთ მუსიკას, საერთოდ მოერიდეთ დიდ შთაბეჭდილებებს. და არ დავინახო რუკები და ტურისტული გზამკვლევები! ნუ იქცევით, როგორც ოფისის თანამშრომლები! აქაც სამუშაოდ არ ჩამოსულხართ! თუ ქალაქის ნახვა გინდათ უნდა დაიკარგოთ! დაიკარგეთ, სხვა გზა არაა! თქვენი გემოვნება აირჩევს გზას და ისეთ ქალაქს ნახავთ, როგორიც თქვენ გინდათ და არა ტურიზმის სამინისტროს... ხვალიდან ყველაზე რთული სამუშაო წელი მეწყება ჩემს სიცოცხლეში!!!", - წერს თავაძე.