აშშ-ში პოლიციამ 16 წლის სამერვილელი (სამხრეთ კაროლინის შტატი) მოზარდი სასკოლო თხზულების გამო დააპატიმრა.
თხზულებაში, რომელიც ალექს სტოუმა მასწავლებლის დავალებით დაწერა, მოზარდი აღწერს, თუ როგორ მოკლა მეზობლის დინოზავრი პისტოლეტით. ფანტაზიორს ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს და დროებით სწავლას ჩამოაშორეს.
სკოლის ხელმძღვანელობამ სტოუნის თხზულების შესახებ ინფორაცია პოლიციას გადასცა, ვინაიდან ტექსტი შეიცავდა ფრაზას "შევიძინე იარაღი". სამართალდაცავებმა სკოლაში მოსწავლის პირადი კარადა და ზურგჩანთა გაჩხრიკეს, თუმცა იარაღი ვერ აღმოაჩინეს.
ბიჭუნას დედამ კარენ გრეიმ განაცხადა, რომ მის ვაჟს, ასაკის სიმცირის გამო, იარაღს არავინ მიყიდდა. მან ასევე დასძინა, რომ აღშფოთებულია სკოლის ხელმძღვანელობის ქმედებით, რომელმაც პოლიციაში დარეკვამდე, მოზარდის მშობლებს არაფერი შეატყობინა. თავად მოზარდმა აღნიშნა, რომ მომხდარს ძალიან განიცდის, ვინაიდან ეს მის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo