პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ლედი ახალგაზრდა მამაკაცთან კოცნის დროს გამოიჭირეს
პირველი ლედი ახალგაზრდა მამაკაცთან კოცნის დროს გამოიჭირეს

ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე, ევე­ლინ ილ­ვე­სი პა­პა­რა­ცებ­მა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან მხურ­ვა­ლე კოც­ნის დროს გა­მო­ი­ჭი­რეს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლი Kroonika წერს. მა­სა­ლა ად­გი­ლობ­რივ­მა ინ­ტერ­ნეტ-სა­ი­ტებ­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. "ეს­ტო­ნე­თის პირ­ველ ლე­დის აგ­ვის­ტოს ერთ ცხელ სა­ღა­მოს სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სიც და­ა­ვი­წყდა, მე­უღ­ლეც და თა­ნამ­გზავრს, რო­მელ­საც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ეცეკ­ვე­ბო­და, მხურ­ვა­ლედ აკო­ცა", - წერს გა­მო­ცე­მა.

ჟურ­ნა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 აგ­ვის­ტოს ღა­მეს კაფე Komeet-ში წვე­უ­ლე­ბა იმარ­თე­ბო­და. ერთი მა­გი­და პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლას, ვე­რან­და­ზე და­ჯავ­შნეს. გამ­თე­ნი­ი­სას სტუმ­რე­ბი ნელ-ნელა იშ­ლე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ევე­ლინ ილ­ვე­სი ტე­რა­სა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან ცეკ­ვას გა­ნაგ­რძობ­და. თვითმხილ­ველ­თა თქმით, წყვი­ლი საყ­ვარ­ლე­ბი­ვით იქ­ცე­ო­და. ევე­ლი­ნი პარტნი­ორს თვალს ვერ წყვეტ­და.

ჟურ­ნალ­მა მათი კოც­ნის ფოტო გა­რე­კან­ზე გა­ნა­თავ­სა.

პირ­ველ­მა ლე­დიმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პარტნი­ორ­თან ერ­თად და­ტო­ვა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 28-30 წლის იქ­ნე­ბო­და და ის ეს­ტო­ნურ ენა­ზე სა­უბ­რობ­და.

"მათ კაფე კი­დევ ერთ წყვილ­თან ერ­თად და­ტო­ვეს. ოთხი­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩას­ხდა. ეს იყო S-კლა­სის "მერ­სე­დე­სი". ავ­ტო­მო­ბილს უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი მარ­თავ­და", - ყვე­ბა ჟურ­ნალ Kroonika-ს წყა­რო.

იმ დროს ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ტო­მას ჰენ­დრიკ ილ­ვე­სი ეს­ტო­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ევე­ლინ ილ­ვე­სი და პრე­ზი­დენ­ტის კან­ცე­ლა­რია ამ პი­კან­ტურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პირველი ლედი ახალგაზრდა მამაკაცთან კოცნის დროს გამოიჭირეს

პირველი ლედი ახალგაზრდა მამაკაცთან კოცნის დროს გამოიჭირეს

ესტონეთის პრეზიდენტის მეუღლე, ეველინ ილვესი პაპარაცებმა ახალგაზრდა მამაკაცთან მხურვალე კოცნის დროს გამოიჭირეს. ამის შესახებ ჟურნალი Kroonika წერს. მასალა ადგილობრივმა ინტერნეტ-საიტებმაც გამოაქვეყნეს. "ესტონეთის პირველ ლედის აგვისტოს ერთ ცხელ საღამოს საკუთარი სტატუსიც დაავიწყდა, მეუღლეც და თანამგზავრს, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ეცეკვებოდა, მხურვალედ აკოცა", - წერს გამოცემა.

ჟურნალის ინფორმაციით, 6 აგვისტოს ღამეს კაფე Komeet-ში წვეულება იმართებოდა. ერთი მაგიდა პრეზიდენტის მეუღლისთვის საუკეთესო ადგილას, ვერანდაზე დაჯავშნეს. გამთენიისას სტუმრები ნელ-ნელა იშლებოდნენ, თუმცა ეველინ ილვესი ტერასაზე ახალგაზრდა მამაკაცთან ცეკვას განაგრძობდა. თვითმხილველთა თქმით, წყვილი საყვარლებივით იქცეოდა. ეველინი პარტნიორს თვალს ვერ წყვეტდა.

ჟურნალმა მათი კოცნის ფოტო გარეკანზე განათავსა.

პირველმა ლედიმ დაწესებულება პარტნიორთან ერთად დატოვა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცი 28-30 წლის იქნებოდა და ის ესტონურ ენაზე საუბრობდა.

"მათ კაფე კიდევ ერთ წყვილთან ერთად დატოვეს. ოთხივე ავტომობილში ჩასხდა. ეს იყო S-კლასის "მერსედესი". ავტომობილს უცნობი მამაკაცი მართავდა", - ყვება ჟურნალ Kroonika-ს წყარო.

იმ დროს ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ესტონეთში იმყოფებოდა. ეველინ ილვესი და პრეზიდენტის კანცელარია ამ პიკანტურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა