რიკოთის უღელტეხილზე, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ავტომობილი აფეთქდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილი აფეთქების შედეგად მთლიანად დაიწვა.
აღნიშნულის გამო უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა გარკეული პერიოდის განმავლობაში შეიზღუდა, თუმცა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ამ დროისთვის ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან.