წარსულში ცნობილი თბილისელი ექსტრასენსი და ნათელმხილველი ჯუნა დავითაშვილი მრავალი წელია რუსეთში ცხოვრობს და იქაურ ბომონდში ძლიერი გავლენითაც სარგებლობს. ცოტა ხნის წინ ჯუნამ ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტგამოცემასთან დიდი საუდუმლო გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, ნათელმხილველსა და რუსული ესტრადის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას შორის წარსულში სისხლიანი დაპირისპირება მომხდარა. დეტალებს ჯუნა დავითაშვილი ასაჯაროვებს.
"ერთ დროს ალა პუგაჩოვას დიდი პატივს ვცემდი, მაგრამ ჩვენს შორის ისეთი რამ მოხდა, რომ დღეს ჩემთვის აღარ არსებობს. 1986 წელს სიდნეიში ტრადიციული და ალტერნატიული მედიცინის ფორუმზე მიმიწვიეს. წასასვლელად ვემზადებოდი, როცა ალა პუგაჩოვასგან მივიღე მოწვევა. უარი ვთქვი, მაგრამ შვილმა მირჩია, იქნებ პრობლემა აქვს, ცუდად არის და იმიტომ გთხოვს მისვლასო. ამიტომაც დავთანხმდი და მის სახლში მივედი... არავითარი ავადმყოფობა, მის სახლში სმა და დროსტარება იყო გაჩაღებული. ალამ შემაჩნია, ბოკალი გამივსო და დალევა შემომთავაზა. მე საერთოდ არ ვსვამ, ამიტომაც უარი ვუთხარი.
"ამ დროს ალა მომვარდა, თმაში ხელი მტაცა, მთელი ძალით მომქაჩა და სტუმრების გასაგონად დაიყვირა, ახლავე დალიეო. ყველას წინაშე დამამცირა. მე მუშტი ამოვარტყი მკერდში, მაგიდიდან ბროლის ლარნაკი ავიღე და თავში ჩავარტყი. მერე მის ყელსაბამს ჩავაფრინდი. ყველანი ჩვენს გვაშველებდნენ, მაგრამ ხელი ვერ გამაშვებინეს. უკვე გონება მქონდა გადაკეტილი. თვალიც გავუხეთქე და ტუჩიც. ამის მერე გაიკეთა ალამ პირველი პლასტიკური ოპერაცია. მის სახლიდან როგორ გამოვაღწიე, აღარ მახსოვს", - აცხადებს ჯუნა დავითაშვილი.
მისი თქმით, ალა პუგაჩოვა შურმა და შიშმა დააბრმავა. "ვერ მაპატია, როცა სიმღერის კონკურსში პირველი ადგილი ავიღე, მან კი - ვერცერთი. იმ დროს ესტრადაზე ვმღეროდი კიდეც, მეცო-სოპრანო ვიყავი. მას მერე ვერ მიტანდა, ალბათ შეეშინდა ჩემთან კონკურენციის და გადაწყვიტა, ეჩვენებინა ჩემთვის, ვინ იყო რუსულ ესტრადაზე მთავარი", - ამბობს ნათელმხილველი.
მას მერე ეს ქალბატონები ერთმანეთთან შეხვედრას ერიდებიან, თუმცა ელიტურ წვეულბებზე ყოველთვის ვერ ემალებიან ერთმანეთს. "ერთხელ "ოლიმპიურის" დარბაზში ერთ კონცერტში ვმონაწილეობდით. ჩემი შესრულების მერე სცენაზე ალა გადიოდა. მან კი მეორე მხრიდან მოუარა სცენას, რომ ჩემთან შეხვედრა აეცილებინა თავიდან", - იხსენებს ნათელმხილველი.
მომზადებულია dni.ru-ს მიხედვით.