კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია... ასეთ შემთხვევაში მეც გავაგდებდი სახლიდან"
"თუ ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია... ასეთ შემთხვევაში მეც გავაგდებდი სახლიდან"

იუ­მო­რის­ტმა ბა­კურ სვა­ნი­ძემ ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ფე­ის­ბუქ-სტა­ტუ­სე­ბით მი­ი­პყრო, მა­შინ­ვე მივ­ხვდით, ამ რუბ­რი­კის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტი იქ­ნე­ბო­და, და­ვუ­კავ­შირ­დით და ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი არ გვი­თხრა. ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნიც გა­მარ­თლდა, ბა­კურ­მა და­ხუ­რულ თე­მებ­ზე ღიად და ვრცლად ისა­უბ­რა.

- ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს ტრა­დი­ცი­უ­ლი და მეც ვარ, ოღონდ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ გოგო, რო­მელ­მაც ქორ­წი­ნე­ბამ­დე და­კარ­გა ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ის დარ­ღვე­ვის­თვის ქა­ლა­ქის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე უნდა გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და ჩავ­ქო­ლოთ. ქორ­წი­ნე­ბამ­დე ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა არაა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია, სა­ერ­თო­დაც არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ტრა­დი­ცი­ის რან­გში გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, ესაა ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ქორ­წი­ნე­ბამ­დე ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის და­კარ­გვა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ოჯა­ხის შექ­მნამ­დე 25 სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი უნდა გა­მო­იც­ვა­ლო, ამას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ვამ­ბობ. ქორ­წი­ნე­ბამ­დე 25, 17 ან 10 კა­ცის გა­მოც­ვლა, მე მა­პა­ტი­ეთ და, ბო­ზო­ბაა, მაგ­რამ ადა­მი­ანს თუ ჰყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, იმას­თან არის რამ­დე­ნი­მე წელი, შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზის გამო შორ­დე­ბა და ახალ, ოღონდ ისევ გრძელ­ვა­დი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას იწყებს, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, ქალს მე­სა­მე ქმა­რი ეყო­ლე­ბა თუ მე­სა­მე ბო­იფ­რენ­დი, ამას ჩემ­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

ბო­იფ­რენ­დის ინ­სტი­ტუ­ტიც არას­წო­რად ეს­მით, ორი კვი­რის წინ გაც­ნო­ბი­ლი ბიჭი ბო­იფ­რენ­დი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ის ორი კვი­რით არ არ­სე­ბობს, გოგო კლუბ­ში ვი­ღა­ცას რომ მის­ცემს, იმას ბო­იფ­რენ­დი არ ჰქვია, ბო­იფ­რენ­დი და გერლფ­რენ­დი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. ამი­ტომ სწო­რად უნდა გა­ვი­გოთ ტრა­დი­ცი­აც და ტრა­დი­ცი­ის რღვე­ვაც. მე­ცი­ნე­ბა, როცა ქალ­წუ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ას ქარ­თულს უწო­დე­ბენ, ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ ერს, სა­დაც ეს ტრა­დი­ცია არაა.

- თუმ­ცა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კაცი ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ამ მი­ზე­ზით წყვეტს.

- მა­მა­კა­ცის არ­ჩე­ვა­ნია, მო­იყ­ვა­ნოს ქალ­წუ­ლი მე­უღ­ლე და ამას რა­ტომ ვუშ­ლით, ვერ ვხვდე­ბი, ასე­თი ხალ­ხი ევ­რო­პა­შიც არის. ასე­ვე მისი უფ­ლე­ბაა, და­შორ­დეს შეყ­ვა­რე­ბულს, რო­დე­საც გა­ი­გებს, რომ ქა­ლიშ­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ რო­დე­საც ქმა­რი ქორ­წი­ნე­ბის პირ­ველ ღა­მეს იგებს, რომ მისი მე­უღ­ლე ქა­ლიშ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, ეს უკვე ტყუ­ი­ლია... ამ დროს სახ­ლი­დან გაგ­დე­ბას ვე­თან­ხმე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლის­გან ქალ­წუ­ლო­ბას არ ვი­თხოვ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მეც გა­ვაგ­დებ­დი, იმი­ტომ კი არა, რომ ქა­ლიშ­ვი­ლი არ იყო, იმი­ტომ, რომ მო­მა­ტყუა, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ტყუ­ი­ლია შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, თო­რემ აპკ­ზე გარ­თუ­ლე­ბა არ აქვს ასეთ ხალ­ხს.

- აბა, რა­ტომ ხდე­ბა ქალ­წუ­ლო­ბის აღ­დგე­ნა ქი­რურ­გი­უ­ლი გზით?

- ეს უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი გო­ი­მო­ბაა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა. ტერ­მი­ნი - "მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში" აჩე­მე­ბუ­ლი გვაქვს და ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ესა თუ ის ფაქ­ტი მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ფიქ­სირ­დე­ბა, არა­და, ასე სუ­ლაც არაა. ქარ­თველ­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა უშ­ნოდ გვაქვს აჩე­მე­ბუ­ლი, რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი კუ­თხით.

- გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე ხშირდ კა­მა­თო­ბენ, რას ფიქ­რობ ამ სა­კი­თხზე?

- ქალს თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში და კაცს - თა­ვი­სი, ოღონდ ეს სხვა ცნე­ბაა და გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. ორ მჭადს რომ ქალი გა­მო­ა­ცხობს, მერე ორი კაც­მა უნდა გა­მო­ა­ცხოს და ესაა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა? ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით უნდა მოგ­ვარ­დეს, მე თუ ჩემს ცოლ­თან მო­ვაგ­ვა­რე სა­კი­თხი ისე, რომ მე გა­მო­ვა­ცხობ მჭა­დებს და ის აძ­ვრე­ბა სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე კრა­მი­ტის გა­მო­საც­ვლე­ლად, ვინ დაგ­ვიშ­ლის? ვე­რა­ვინ.

- კა­ცის ოჯა­ხის უფ­რო­სო­ბას რო­გორ უყუ­რებ?

- ოჯა­ხის უფ­რო­სი - ხა­ტო­ვა­ნი გა­მოთ­ქმაა, თო­რემ წინა სა­უ­კუ­ნე­ებ­შიც ისე იყო, ქალს თა­ვი­სი "პა­რა­დი" მიჰ­ყავ­და ოჯახ­ში, არ მგო­ნია, რომ კაცი და­ინ­ტე­რეს­დეს იმით, რო­გო­რი ფარ­და უნდა ჩა­მო­ი­კი­დოს სახ­ლში, შე­სა­ბა­მი­სად, ქა­ლის ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის, კა­ნა­ლი­ზა­ცია რომ გა­ფუჭ­დე­ბა, რო­გო­რი მილი უნდა იყი­დოს ხე­ლო­სან­მა.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" "კა­ზან­ტიპ­ზე" ქა­ლე­ბის უფა­სოდ შეშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნე, სა­დაც ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­თა დუ­მილ­ზე გა­ა­კე­თე აქ­ცენ­ტი.

- ქა­ლე­ბის ნა­წილს როცა აწყობს, გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს და როცა საქ­მე სხვაგ­ვა­რა­დაა, მა­შინ ახ­სენ­დე­ბა, რომ ქა­ლია და ვთქვათ, მძი­მე ჩან­თას ვერ ას­წევს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია... ასეთ შემთხვევაში მეც გავაგდებდი სახლიდან"

"თუ ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია... ასეთ შემთხვევაში მეც გავაგდებდი სახლიდან"

იუმორისტმა ბაკურ სვანიძემ ჩვენი ყურადღება ფეისბუქ-სტატუსებით მიიპყრო, მაშინვე მივხვდით, ამ რუბრიკისთვის საინტერესო რესპონდენტი იქნებოდა, დავუკავშირდით და ინტერვიუზე უარი არ გვითხრა. ჩვენი მოლოდინიც გამართლდა, ბაკურმა დახურულ თემებზე ღიად და ვრცლად ისაუბრა.

- ვფიქრობ, ადამიანი უნდა იყოს ტრადიციული და მეც ვარ, ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გოგო, რომელმაც ქორწინებამდე დაკარგა ქალიშვილობა, ქართული ტრადიციის დარღვევისთვის ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა გამოვიყვანოთ და ჩავქოლოთ. ქორწინებამდე ქალიშვილობა არაა ქართული ტრადიცია, საერთოდაც არ შეიძლება, რომ ტრადიციის რანგში განიხილებოდეს, ესაა ადამიანის პიროვნული უფლება, თუმცა, მეორე მხრივ, ქორწინებამდე ქალიშვილობის დაკარგვა სულაც არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნამდე 25 სექსუალური პარტნიორი უნდა გამოიცვალო, ამას თავისუფლების მოყვარულებისთვის ვამბობ. ქორწინებამდე 25, 17 ან 10 კაცის გამოცვლა, მე მაპატიეთ და, ბოზობაა, მაგრამ ადამიანს თუ ჰყავს შეყვარებული, იმასთან არის რამდენიმე წელი, შემდეგ გარკვეული მიზეზის გამო შორდება და ახალ, ოღონდ ისევ გრძელვადიან ურთიერთობას იწყებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ქალს მესამე ქმარი ეყოლება თუ მესამე ბოიფრენდი, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ბოიფრენდის ინსტიტუტიც არასწორად ესმით, ორი კვირის წინ გაცნობილი ბიჭი ბოიფრენდი ვერ იქნება, რადგან ის ორი კვირით არ არსებობს, გოგო კლუბში ვიღაცას რომ მისცემს, იმას ბოიფრენდი არ ჰქვია, ბოიფრენდი და გერლფრენდი ერთად ცხოვრობენ. ამიტომ სწორად უნდა გავიგოთ ტრადიციაც და ტრადიციის რღვევაც. მეცინება, როცა ქალწულობის ტრადიციას ქართულს უწოდებენ, ვერ დამისახელებთ ერს, სადაც ეს ტრადიცია არაა.

- თუმცა ქართულ რეალობაში არის შემთხვევები, როცა კაცი ქალთან ურთიერთობას ამ მიზეზით წყვეტს.

- მამაკაცის არჩევანია, მოიყვანოს ქალწული მეუღლე და ამას რატომ ვუშლით, ვერ ვხვდები, ასეთი ხალხი ევროპაშიც არის. ასევე მისი უფლებაა, დაშორდეს შეყვარებულს, როდესაც გაიგებს, რომ ქალიშვილი არ არის, მაგრამ როდესაც ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მისი მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია... ამ დროს სახლიდან გაგდებას ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ქალისგან ქალწულობას არ ვითხოვ, ასეთ შემთხვევაში მეც გავაგდებდი, იმიტომ კი არა, რომ ქალიშვილი არ იყო, იმიტომ, რომ მომატყუა, ასეთ სიტუაციაში ტყუილია შეურაცხმყოფელი, თორემ აპკზე გართულება არ აქვს ასეთ ხალხს.

- აბა, რატომ ხდება ქალწულობის აღდგენა ქირურგიული გზით?

- ეს უკვე სერიოზული გოიმობაა, რომელიც მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ტერმინი - ''მხოლოდ საქართველოში'' აჩემებული გვაქვს და ბევრს ჰგონია, რომ ესა თუ ის ფაქტი მარტო ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება, არადა, ასე სულაც არაა. ქართველზე აქცენტის გაკეთება უშნოდ გვაქვს აჩემებული, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით.

- გენდერულ თანასწორობაზე ხშირდ კამათობენ, რას ფიქრობ ამ საკითხზე?

- ქალს თავისი პასუხისმგებლობა აქვს გარკვეულ საკითხებში და კაცს - თავისი, ოღონდ ეს სხვა ცნებაა და გენდერულ თანასწორობას არ უკავშირდება. ორ მჭადს რომ ქალი გამოაცხობს, მერე ორი კაცმა უნდა გამოაცხოს და ესაა გენდერული თანასწორობა? ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით უნდა მოგვარდეს, მე თუ ჩემს ცოლთან მოვაგვარე საკითხი ისე, რომ მე გამოვაცხობ მჭადებს და ის აძვრება სახლის სახურავზე კრამიტის გამოსაცვლელად, ვინ დაგვიშლის? ვერავინ.

- კაცის ოჯახის უფროსობას როგორ უყურებ?

- ოჯახის უფროსი - ხატოვანი გამოთქმაა, თორემ წინა საუკუნეებშიც ისე იყო, ქალს თავისი ''პარადი'' მიჰყავდა ოჯახში, არ მგონია, რომ კაცი დაინტერესდეს იმით, როგორი ფარდა უნდა ჩამოიკიდოს სახლში, შესაბამისად, ქალის ინტერესში არ შედის, კანალიზაცია რომ გაფუჭდება, როგორი მილი უნდა იყიდოს ხელოსანმა.

- ''ფეისბუქზე'' ''კაზანტიპზე'' ქალების უფასოდ შეშვებასთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნე, სადაც ქალთა უფლებების დამცველთა დუმილზე გააკეთე აქცენტი.

- ქალების ნაწილს როცა აწყობს, გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს და როცა საქმე სხვაგვარადაა, მაშინ ახსენდება, რომ ქალია და ვთქვათ, მძიმე ჩანთას ვერ ასწევს.

იხილეთ სრულად